|
ყველა
"პალიტრა L"
„საქართველოს მაცნე“
„წყაროსთვალი“
"სიდი"
"საგამომცემლო სახლი ტრიასი"
"მერიდიანი"
"Pearson"
ქარჩხაძის გამომცემლობა
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
"ლოგოს პრესი"
"არტანუჯი"
"დიოგენე"
"სწავლანი"
"Macmillan Education"
"ინტელექტი"
"Oxford University Press"
ელფის გამომცემლობა
"კლიო"
"მერიდიანი", "კლიო"
|
|
ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას და გაძევებულნი ავტორი: ჯეიმზ ჯოისი გამოშვების თარიღი: ფასი: 12 ლარი |
|
ჯეიმზ ჯოისის პირველი რომანი „ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას“ 1916 წელს გამოქვეყნდა. ჯოისის ამ ნაწარმოებს მალე გამოუჩნდნენ დამფასებლები. „ეს დიდი ლიტერატურაა“ – ასეთი იყო ჰერბერტ უელსის აზრი მაშინ ჯერ კიდევ ფართო საზოგადოებისათვის უცნობი მწერლის რომანზე, ხოლო ამერიკელმა პოეტმა, მოდერნიზმის მეტრად მიჩნეულმა ეზრა პაუნდმა, ფრანგ მთარგმნელს – ლუდმილა ბლოშ სავიცკაიას, რომელიც რომელიღაც ინგლისური რომანის თარგმნას აპირებდა, ის წიგნი ხელიდან გამოსტაცა, ხელში „პორტრეტი“ შეაჩეჩა და უთხრა: „თქვენ უნდა თარგმნოთ ჯოისის წიგნი და თანაც ახლავე. ამის ბადალი არაფერია დღევანდელ მსოფლიო ლიტერატურაში და ცოტა რამ მეგულება წარსულში“.
ჯოისის ერთადერთი პიესა „გაძევებულნი“, რომელიც 1914-1915 წლებში დაიწერა, მოგვითხრობს ნახევრად ავტობიოგრაფიული პერსონაჟის, მწერალ რიჩარდ რაუენის რთულ ურთიერთობებზე მის ცოლთან – ბერტასთან, სიყრმის მეგობართან – რობერტ ჰენდთან და ახალგაზრდობისდროინდელ შთაგონებასთან – ბეატრიჩე ჯასტისთან. კლასიკური სამკუთხედი აქ ოთხკუთხედითაა შეცვლილი. რაუენი ცდილობს განთავისუფლდეს დრომოჭმული მორალური პირობითობებისგან. ამ ფონზე ჯოისი იკვლევს ადამიანის ღირსების და თავისუფლების საკითხს.
აღსანიშნავია, რომ ჯეიმზ ჯოისის ეს ორი
ნაწარმოები – „ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას“ და „გაძევებულნი“ დაიწერა მის ორ უმნიშვნელოვანეს წიგნს – „დუბლინელებსა“ და „ულისეს“ შორის.
ინგლისურიდან თარგმნა, წინასიტყვაობა და კომენტარები დაურთო გია ბერაძემ. |
|
მეგი – ქართველი გოგონა ავტორი: გრიგოლ რობაქიძე გამოშვების თარიღი: ფასი: 8 ლარი |
|
გრიგოლ რობაქიძის "მეგი – ქართველი გოგონა" 1932 წელს ტიუბინგენში, რაინერ ვუნდერლიხის გამომცემლობაში დაიბეჭდა. რომანის თავდაპირველი სათაური "მედეას ნაწნავები" იყო და როგორც ჰანს ჰატო ფონ ველტჰაიმისადმი მიწერილი ბარათიდან ირკვევა, მწერალს ორიგინალის ტექსტი რუსულ ენაზე შეუქმნია. ამ ფაქტს გრიგოლ რობაქიძე შემდეგნაირად ხსნის: "მაშინ უკვე მქონდა საიდუმლო განზრახვა გერმანიაში გაპარვისა. მინდოდა გერმანული ტექსტი ხელთ მქონოდა. ჩემი მეგობარი რაინჰოლდ ჩაკერტი, რომელიც ამ წიგნის მთარგმნელად არის დასახელებული, ქართულს არ ფლობდა. ორმაგი სამუშაო რომ თავიდან ამეცდინა, ჯერ ქართულად დამეწერა რომანი და მერე რუსულად მისთვის, "მეგის" ორიგინალური ტექსტი იმთავითვე რუსულად შეიქმნა". |
|
ქალღმერთის ძახილი ავტორი: გრიგოლ რობაქიძე გამოშვების თარიღი: ფასი: 8 ლარი |
|
გრიგოლ რობაქიძის "ქალღმერთის ძახილი" ("Der Ruf der Göttin") 1934 წელს გერმანულ ენაზე იენაში, დიდერიხის გამომცემლობაში დაიბეჭდა. "დალი" – ასე ერქვა რომანს ქართულ ორიგინალში, რომელიც დაკარგულად ითვლება. შემორჩენილია მხოლოდ ფრაგმენტები – "ორი ფოთოლი" და "დიდი დედა", გამოქვეყნებული ემიგრანტულ ჟურნალ "ბედი ქართლისაში".
როგორც "ბედი ქართლისას" პუბლიკაციის ავტორისეული მინაწერიდან ირკვევა, "ქალღმერთის ძახილი" ფრანგულადაც ყოფილა თარგმნილი მათე კერესელიძის მიერ და გამოსაცემად გამზადებული ტექსტი დაკარგულა.
წინამდებარე გამოცემა საშუალებას აძლევს მკითხველს, პირველად გაეცნოს რომანის სრულ ტექსტს ქართულ ენაზე, ასევე მწერლის სიცოცხლეში გამოქვეყნებულ ორიგინალისეულ ფრაგმენტებს. წიგნში შეძლებისდაგვარად შენარჩუნებულია გრიგოლ რობაქიძის სტილი.
გერმანული ენიდან თარგმნა დალი ფანჯიკიძემ. |
|
ნომერი პირველი ავტორი: ოლივერ კანი გამოშვების თარიღი: ფასი: 9 ლარი |
|
"ყოველთვის მინდოდა, ნამდვილი ვყოფილიყავი, ადამიანებს ეთქვათ, ოლივერ კანი მოედანზე ცხოვრობს, თავისი სპორტი უყვარს, ყველაფერს აკეთებს წარმატებისათვის, შეცდომებსაც უშვებს, მაგრამ საოცარ რამეებსაც სჩადისო. "ტიტანს" მეძახიან, ასევე "კინგ კანს" ან "ვულ-კანს", მაგრამ მირჩევნია ვიყო უბრალოდ მეკარე, გოლკიპერი".
ეს არის ფრაგმენტი ოლივერ კანის ავტობიოგრაფიული წიგნიდან, სადაც გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარული მეკარე მოგვითხრობს, თუ როგორ გადაწყვიტა კარში ჩადგომა, როგორ გახდა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გოლკიპერი და რა ფიზიკური და სულიერი დატვირთვის ფონზე მოუწია ამ წარმატების მიღწევა.
გერმანულიდან თარგმნეს ეკატერინე რაისნერმა და ნატალია ნადირაშვილმა. |
|
სული რომ ამომდიოდა ავტორი: უილიამ ფოლკნერი გამოშვების თარიღი: ფასი: 8 ლარი |
|
რომანი "სული რომ ამომდიოდა" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია დიდი ამერიკელი მწერლის უილიამ ფოლკნერის შემოქმედებაში.
ამ წიგნის წერას ფოლკნერმა მხოლოდ ექვსი კვირა მოანდომა. წერდა ღამღამობით, საქვაბეში მუშაო
ბის დროს. თავად აღნიშნავს, სანამ პირველ სიტყვას დაწერდა, უკვე იცოდა, როგორი იქნებოდა ბოლო წინადადება. "წერის დაწყებამდე გულში ასე ვთქვი, – ამ წიგნზე ვამყარებ მთელ ჩემს იმედს, ან გავიტან ლელოს, ან ჩავფლავდები და ჩემ დღეში საწერ-კალამს აღარ გავეკარები-მეთქი".
ამ რომანის ყველა პერსონაჟი მნიშვნელოვანია, ყოველი მათგანი ხელს უწყობს სიუჟეტის განვითარებას. ეს არის რომანი სიცოცხლისა და სიკვდილის აუხსნელ ფენომენზე, კვდომისა და ხელახლა შობის უწყვეტ ციკლზე და იმ მოგზაურობაზე, რომელიც სიკვდილ-სიცოცხლის ხიდზე გადის და წინაპრებთან გვაბრუნებს.
ინგლისურიდან თარგმნა მედეა ზაალიშვილმა |
|
"საქართველოში" ავტორი: ბარონი დე ბაი გამოშვების თარიღი: ფასი: |
|
ბარონი დე ბაი ფრანგი მეცნიერი, არქეოლოგი და საზოგადო მოღვაწეა, რომელმაც XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში რამდენჯერმე იმოგზაურა საქართველოში. სამეცნიერო მივლინების ანგარიშებს იგი მოხსენების სახით პარიზის გეოგრაფიულ საზოგადოებაში კითხულობდა, ხოლო შემდეგ მათ ცალკე წიგნების სახით გამოსცემდა. ნაშრომებს თან ერთვოდა ავტორის მიერ გადაღებული ფოტოებიც. წინამდებარე გამოცემაში შესულია მოგზაურის მიერ პარიზში სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული წიგნები: "საქართველოში", "თბილისი", "იმერეთში" და "აფხაზეთში". პირველად ქართულ ენაზე მკითხველს საშუალება აქვს გაეცნოს ბარონ დე ბაის სამეცნიერო მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ნაწილს საქართველოს შესახებ მისივე ფოტოებითურთ. გამოცემა "არტანუჯის წყაროების" სერიის მეცხრე ტომია. ფრანგულიდან თარგმნა, შესავალი და კომენტარები დაურთო ლეილა მაღრაძემ.
|
|
"პორტრეტები" ავტორი: გრიგოლ რობაქიძე გამოშვების თარიღი: ფასი: |
|
მესამე წიგნი სერიიდან "უცნობი გრიგოლ რობაქიძე".
1919 წელს თბილისში, რუსულ ენაზე, დაიბეჭდა გრიგოლ რობაქიძის ესეების კრებული "პორტრეტები", რომელიც დღეს ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა.
კრებულში შესულია გრიგოლ რობაქიძის თვალით დანახულ რუს შემოქმედთა – ჩაადაევი, ლერმონტოვი, როზანოვი, ბელი – ორიგინალური ესეისტური პორტრეტები, რომლებიც, ისევე როგორც თვით თხზულებათა პრობლემატიკა, ვფიქრობთ, თანამედროვე მკითხველსაც დააინტერესებს.
"პორტრეტების" სრული ქართული თარგმანი პირველად ქვეყნდება.
რუსულიდან თარგმნა მანანა კვატაიამ. |
|
"ხუან დე მაირენა" ავტორი: ანტონიო მაჩადო გამოშვების თარიღი: ფასი: |
|
1956 წელს, როდესაც ხუან რამონ ხიმენესს ნობელის პრემია მიანიჭეს, საგანგებოდ აღინიშნა, რომ ეს პრემია ეკუთვნოდა ანტონიო მაჩადოსა და გარსია ლორკას, რადგან სამივე ერთად წარმოადგენდა ესპანეთის სწორუპოვარ პოეზიას.
"ხუან დე მაირენა" – ეს არის ორიგინალური ფორმისა და შინაარსის, ერთი იდეით გაერთიანებული, თავისუფალი კომპოზიციის ნაწარმოები, რასაც ანტონიო მაჩადო ასე განმარტავს: "ჩვენ არ უნდა ვქმნიდეთ რაღაც განსაკუთრებულ სამყაროს, სადაც ეგოისტურად დავტკბებოდით საკუთარი თავის ჭვრეტით, არ უნდა ვქმნიდეთ ისეთ გარემოს, რაც სხვისთვის გაუგებარი და მიუწვდომელი იქნებოდა"...
დიდი ესპანელი პოეტის წერილები, ესეები და ლიტერატურული პორტრეტები. ესპანურიდან თარგმნა მერი ტიტვინიძემ. |
|
რუსული ენა (მოსწავლის რვეული ს VIII) ავტორი: მაია ლორთქიფანიძე, ირინე ჩხეიძე, თამარ ჩიმაკაძე გამოშვების თარიღი: 2012 ფასი: |
|
|
|
რუსული ენა ( ს VIII ) ავტორი: მაია ლორთქიფანიძე, ირინე ჩხეიძე, თამარ ჩიმაკაძე გამოშვების თარიღი: 2012 ფასი: |
|
|
|
რუსული ენა (მოსწავლის რვეული ს VII ) ავტორი: მაია ლორთქიფანიძე, ირინე ჩხეიძე, თამარ ჩიმაკაძე გამოშვების თარიღი: 2012 ფასი: |
|
|
|
რუსული ენა ( ს VII ) ავტორი: მაია ლორთქიფანიძე, ირინე ჩხეიძე, თამარ ჩიმაკაძე გამოშვების თარიღი: 2012 ფასი: |
|
|
|
რუსული ენა (მოსწავლის რვეული ს VI ) ავტორი: მაია ლორთქიფანიძე, ირინე ჩხეიძე, თამარ ჩიმაკაძე გამოშვების თარიღი: 2012 ფასი: |
|
|
|
რუსული ენა ( ს VI ) ავტორი: მაია ლორთქიფანიძე, ირინე ჩხეიძე, თამარ ჩიმაკაძე გამოშვების თარიღი: 2012 ფასი: |
|
|
|
რუსული ენა (მოსწავლის რვეული ს V ) ავტორი: მაია ლორთქიფანიძე, ირინე ჩხეიძე, თამარ ჩიმაკაძე გამოშვების თარიღი: 2012 ფასი: |
|
|
|
|
|
|
|
საფრანგეთის ერთ-ერთმა მსხვილმა გამომცემლობა “ბენევანმა” 2012 წლის მარტის პირველ დეკადაში გამოსცა ქართული ლექსების კრებული სათაურით “ქართული ლექსების რვეული“, რომელიც შეკრიბა და თარგმნა იზა ჯინჯიხაძემ.
გამომცემლობა “ბენევანის“ პრეს-კომიუნიკეში, რომელიც დაიგზავნა საფრანგეთის სხვადასხვა მედიაში (ტელერამა, ფიგარო, ნუველ ობსერვატორი, ლიბერასიონი, პარი-მატჩი) და გავრცელდა მსოფლიოს მსხვილ ფრანკოფონურ წიგნების მაღაზიებში, წერია: “ქართული ლექსების რვეული “უმღერის და ადიდებს სიყვარულს, სიყვარულს, რომელიც, როგორც “სრული ნიჭი”, ამკობს ადამიანს და “ციცინათელასავით” უნათებს ღამეში ეკლიანსა და მძიმე ცხოვრების გზას. მოყვანილია სერჟ ანდრიოსა და ჟან ბატიუს ციტატები:
„ რა შესანიშნავი აზრია - გააცნო ფრანგულენოვან მკითხბელს შენი ქვეყანა საოცარი სილამაზის ლექსების თაიგულით და ახალი, სპეტაკი სიოს მონაბერით მრავალსაუკუნოვანი საქართველოსაგან“ ჯან ბატიუ , ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, ფრანგული ენისა და ლიტერატურის პროფესორი
„ კითხულობ ლექსებს და გიტაცებს თარგმანის საოცარი მუსიკალურობა და სიტყვების უწყვეტ ნაკადად აჟღერებული, გულში ჩამწდომი ქართული პოეზიის ფრანგული ვერსია თუმცა მთარგმნელი არასდროს არ ღალატობს ორიგინალს„ სერჟ ანდრიო , ლიტერატორი, ფილოსოფიის პროფესორი
წიგნი იყიდება პარიზსა და სხვადასხვა ქვეყნის ფრანგულენოვან წიგნების მაღაზიებში ასავე დადებულია Amazon-ზე. თბილისში წიგნი იყიდება: წიგნის სახლში (ლიტერატურული კაფე, პეკინის ქ. 31), ესპერანცაში (სენტ-ეგზიუპერის ქ.12), პარნასში (ჭავჭავაძის გამზ. 22)
|