|
ყველა
"პალიტრა L"
„საქართველოს მაცნე“
„წყაროსთვალი“
"სიდი"
"საგამომცემლო სახლი ტრიასი"
"მერიდიანი"
"Pearson"
ქარჩხაძის გამომცემლობა
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
"ლოგოს პრესი"
"არტანუჯი"
"დიოგენე"
"სწავლანი"
"Macmillan Education"
"ინტელექტი"
"Oxford University Press"
ელფის გამომცემლობა
"კლიო"
"მერიდიანი", "კლიო"
|
|
ედრიან მოულის საიდუმლო დღიური ავტორი: სიუ ტაუნსენდი გამოშვების თარიღი: ფასი: 9.9 GEL |
|
სიუ ტაუნსენდი 1946 წელს ინგლისში დაიბადა. 15 წლისამ სკოლა მიატოვა. მას მერე ბევრი საქმიანობა გამოიცვალა - ხან ფაბრიკის მუშა იყო, ხანაც მაღაზიის გამყიდველი. 1982 წელს ”ედრიან მოულის საიდუმლო დღიური” გამოქვეყნდა და ავტორი მაშინვე ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მწერლად იქცა.
სიუ ტაუნსენდი არაერთი რომანისა და პიესის ავტორია, თუმცა კონან დოილისა და ა. ა. მილნის მსგავსად მისი მთელი შემოქმედება ერთმა პერსონაჟმა დაჩრდილა. ბრიტანეთში ედრიან მოული ისეთივე ცნობილი ვინმეა, როგორც შერლოკ ჰოლმსი ან ვინი ფუუჰი. |
|
ასე ავტორი: გელა ჩქვანავა გამოშვების თარიღი: ფასი: 5.9 ლარი |
|
გელა ჩქვანავა არაერთი რომანისა და მოთხრობათა კრებულის ავტორია, რომელთა უმეტესობა სხვადასხვა ლიტერატურული პრემიითა და ჯილდოთია აღნიშნული, თუმცა, ამის მიუხედავად, ქართველი მკითხველისთვის მწერლის სახელი დღემდე ნაკლებად ცნობილია.
რომანი ”ასე” ადამიანისხელა ვირთხების - ვადორინელების ქვეყანაში მოხვედრილი ორი გლეხის ამბავია. მიუხედავად იმისა, რომ წიგნში აღწერილი ქვეყანა და ისტორია თავიდან ბოლომდე მწერლის ფანტაზიის ნაყოფია, მკითხველს მონათხრობის რეალურობის განცდა რომანის ბოლომდე არ ტოვებს. |
|
აქ და ახლა - წერილები (2008-2011) ავტორი: პოლ ოსტერი და ჯონ მაქსველ კუტზეე გამოშვების თარიღი: ფასი: 9.9 ლარი |
|
მართალია, ერთმანეთის ნაწერებს წლების განმავლობაში კითხულობდნენ, ურთიერთობა კი 2005 წლიდან აქვთ, პოლ ოსტერი და ჯონ მაქსველ კუტზეე ერთმანეთს მხოლოდ 2008 წელს შეხვდნენ. შეხვედრიდან ძალიან მალე კუტზეემ ოსტერს წერილი მისწერა, რომელშიც თანამშრომლობას სთავაზობდა. მისმა წინადადებამ ოსტერი დააინტერესა. საპასუხო წერილში მან კუტზეეს მათთვის საინტერესო თემებზე ხანგრძლივი დიალოგის წამოწყება შესთავაზა. ასე გაჩნდა ის მიმოწერა, რომელიც ამ წიგნშია წარმოდგენილი. |
|
კირჩხიბის ტროპიკი ავტორი: ჰენრი მილერი გამოშვების თარიღი: ფასი: 11.9 ლარი |
|
„კირჩხიბის ტროპიკი“, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ექსცენტრიკული და თამამი მწერლის, ჰენრი მილერის (1891-1980) სკანდალური რომანი, მისი სხვა წიგნების მსგავსად, დიდწილად ავტობიოგრაფიულია. რომანი გასული საუკუნის 30-იან წლებში პარიზში მცხოვრები, უფულობითა და შიმშილით გატანჯული ავტორის მონოლოგია.
წიგნი პირველად 1934 წელს პარიზში გამოიცა და მილერის თანამედროვეთა - მათ შორის სემუელ ბეკეტისა და ჯორჯ ორუელის - დიდი მოწონება დაიმსახურა. პორნოგრაფიულობასა და ამორალურობაში ბრალდების გამო მწერლის რომანები მის სამშობლოში კარგა ხანს აკრძალული იყო. „კირჩხიბის ტროპიკი“ შეერთებულ შტატებში მხოლოდ 1961 წელს გამოიცა. |
|
კოლექციონერი ავტორი: ჯონ ფაულზი გამოშვების თარიღი: ფასი: 11.9 ლარი |
|
ჯონ ფაულზი 1926 წელს ინგლისში დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ საზღვაო ქვეითად მსახურობდა, მოგვიანებით კი ოქსფორდში ფრანგულს სწავლობდა. რამდენიმე წელი ფაულზმა საბერძნეთის ერთ-ერთ კუნძულზე გაატარა, სადაც მასწავლებლად მუშაობდა. სწორედ ამ დროს დაიწყო წერაც.
„კოლექციონერი“ - ახალგაზრდა მხატვრის, მირანდა გრეისა და მასზე შეყვარებული კლერკის, ფრედერიკ კლეგის შემზარავი ისტორია - ფაულზის პირველი გამოქვეყნებული რომანია. წიგნს დიდი წარმატება ხვდა. მწერალმა შეძლო, მასწავლებლობისთვის თავი გაენებებინა და მთელი დრო ლიტერატურისთვის დაეთმო. იგი ინგლისის სამხრეთით, პროვინციულ ქალაქში დასახლდა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა. ჯონ ფაულზი - მეოცე საუკუნის ინგლისური ლიტერატურის კლასიკოსი - 2005 წელს გარდაიცვალა. |
|
ქუთაისელის ჩანაწერები ავტორი: ვახტანგ მშვილდაძე გამოშვების თარიღი: ფასი: 5.9 ლარი |
|
ვახტანგ მშვილდაძე ”ქუთაისელის ჩანაწერებში” იშვიათი იუმორითა და დიდი სითბოთი იხსენებს მშობლიურ ქალაქსა და მის მკვიდრებს. |
|
აქ, თბილისში ავტორი: კახა ჭაბაშვილი გამოშვების თარიღი: ფასი: 5.9 ლარი |
|
ახალგაზრდა მწერლის, კახა ჭაბაშვილის კრებული ”აქ, თბილისში” ბოლო წლებში დაწერილ თოთხმეტ მოთხრობას აერთიანებს. |
|
გრძელფეხება მამილო ავტორი: ჯინ ვებსტერი გამოშვების თარიღი: ფასი: 9.9 ლარი |
|
ცნობილი ამერიკელი მწერლის, ჯინ ვებსტერის წიგნი „გრძელფეხება მამილო“ მოგვითხრობს ობოლი გოგონას ამბავს, რომელიც უცნობმა ქველმოქმედმა კოლეჯში გაგზავნა. ამ კლასიკად ქცეულ ეპისტოლარულ რომანს დღემდე სიამოვნებით კითხულობენ სხვადსხვა ასაკის მკითხველები მთელ მსოფლიოში.
გამოცემა ორენოვანია – იგი ქართულ და ინგლისურ ტექსტებს აერთიანებს. წიგნს დართული აქვს ლექსიკონი, რომელიც დაეხმარება მკითხველებს ინგლისური ტექსტის უკეთ გაგებასა და ენის სრულყოფაში. |
|
გზაზე ავტორი: ჯეკ კერუაკი გამოშვების თარიღი: ფასი: 11.9 ლარი |
|
ამერიკელი მწერალი და პოეტი ჯეკ კერუაკი (1922 - 1969) ბიტ-მოძრაობის პიონერია. „გზაზე“ კერუაკის საუკეთესო ნაწარმოებად ითვლება. რომანი ძალიან სწრაფად - სამ კვირაში დაიწერა, თუმცა მისი გამოქვეყნება ავტორმა მხოლოდ შვიდი წლის შემდეგ - 1957-ში მოახერხა.
„გზაზე“ ავტობიოგრაფიული წიგნია. სალ ფარადაიზი (რომლის პროტოტიპი თავად ჯეკ კერუაკია) შეერთებულ შტატებსა და მექსიკაში მოგზაურობს. მისი ლეგენდარული ოდისეა ამერიკული ლიტერატურის კლასიკად იქცა. წიგნი, რომელსაც გამოქვეყნებისას კრიტიკოსების უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, დღეს მეოცე საუკუნის ასი საუკეთესო ინგლისურენოვანი რომანის სიაშია შეტანილი. |
|
ქართული ენის გრამატიკა (სინტაქსი) ავტორი: ნინო შარაშენიძე გამოშვების თარიღი: 2012 ფასი: 6 ლარი |
|
ქართული ენის გრამატიკის სასკოლო კურსი დამხმარე სახელმძღვანელოა იმ მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისათვის, რომლებსაც სურთ, კარგად იცოდნენ მშობლიური ენის გრამატიკა.
წიგნში განხილულია ქართული ენის სინტაქსის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, სქემებისა და თვალსაჩინოებების საშუალებით გაადვილებულია მათი ათვისება, მოცემულია საკითხის გასაანალიზებელი სავარჯიშოები, ცოდნის შესამოწმებელი ანალიტიკური კითხვები და ტესტები.
სახელმძღვანელო განკუთვნილია ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების, მოსწავლეების, აბიტურიენტებისა და ქართული ენის შესწავლით დაინტერესებული პირებისათვის. იგი დახმარებას გაუწევს ყველას, ვისაც სურს, იცოდეს ქართული ენის გრამატიკა, წეროს და იმეტყველოს სწორი ქართულით. |
|
სირცხვილი ავტორი: ჯონ მაქსველ კუტზეე გამოშვების თარიღი: ფასი: |
|
ჯონ მაქსველ კუტზეე (1940) თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინგლისურენოვანი რომანისტია. მწერალი ბუკერის პრემიის ისტორიაში პირველი ავტორია, რომელსაც ეს ჯილდო ორჯერ გადასცეს. მეორე ბუკერი კუტზეეს სწორედ 1999 წელს გამოქვეყნებულ რომან ”სირცხვილისთვის” მიენიჭა. 2003 წელს კი მწერალი ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა.
წიგნის მთავარი გმირი კეიპტაუნის უნივერსიტეტის პროფესორი დევიდ ლურია, რომლის ცხოვრებაც თავდაყირა დგება მას შემდეგ, რაც სტუდენტ გოგონასთან მისი სასიყვარულო ურთიერთობის ამბავი მჟღავნდება. |
|
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება (IX კლასი) ავტორი: გამოშვების თარიღი: 2012 ფასი: |
|
|
|
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება (VIII კლასი) ავტორი: ნანა კუნჭულია, მაია მეხაშიშვილი, ნინო მიქაბერიძე გამოშვების თარიღი: 2012 ფასი: |
|
|
|
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება (მოსწავლის რვეული VIII კლასი) ავტორი: ნანა კუნჭულია, მაია მეხაშიშვილი, ნინო მიქაბერიძე გამოშვების თარიღი: 2012 ფასი: |
|
|
|
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება (VII კლასი) ავტორი: ნანა კუნჭულია, მაია მეხაშიშვილი, ნინო მიქაბერიძე გამოშვების თარიღი: 2012 ფასი: |
|
|
|
|
|
|
|
საფრანგეთის ერთ-ერთმა მსხვილმა გამომცემლობა “ბენევანმა” 2012 წლის მარტის პირველ დეკადაში გამოსცა ქართული ლექსების კრებული სათაურით “ქართული ლექსების რვეული“, რომელიც შეკრიბა და თარგმნა იზა ჯინჯიხაძემ.
გამომცემლობა “ბენევანის“ პრეს-კომიუნიკეში, რომელიც დაიგზავნა საფრანგეთის სხვადასხვა მედიაში (ტელერამა, ფიგარო, ნუველ ობსერვატორი, ლიბერასიონი, პარი-მატჩი) და გავრცელდა მსოფლიოს მსხვილ ფრანკოფონურ წიგნების მაღაზიებში, წერია: “ქართული ლექსების რვეული “უმღერის და ადიდებს სიყვარულს, სიყვარულს, რომელიც, როგორც “სრული ნიჭი”, ამკობს ადამიანს და “ციცინათელასავით” უნათებს ღამეში ეკლიანსა და მძიმე ცხოვრების გზას. მოყვანილია სერჟ ანდრიოსა და ჟან ბატიუს ციტატები:
„ რა შესანიშნავი აზრია - გააცნო ფრანგულენოვან მკითხბელს შენი ქვეყანა საოცარი სილამაზის ლექსების თაიგულით და ახალი, სპეტაკი სიოს მონაბერით მრავალსაუკუნოვანი საქართველოსაგან“ ჯან ბატიუ , ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, ფრანგული ენისა და ლიტერატურის პროფესორი
„ კითხულობ ლექსებს და გიტაცებს თარგმანის საოცარი მუსიკალურობა და სიტყვების უწყვეტ ნაკადად აჟღერებული, გულში ჩამწდომი ქართული პოეზიის ფრანგული ვერსია თუმცა მთარგმნელი არასდროს არ ღალატობს ორიგინალს„ სერჟ ანდრიო , ლიტერატორი, ფილოსოფიის პროფესორი
წიგნი იყიდება პარიზსა და სხვადასხვა ქვეყნის ფრანგულენოვან წიგნების მაღაზიებში ასავე დადებულია Amazon-ზე. თბილისში წიგნი იყიდება: წიგნის სახლში (ლიტერატურული კაფე, პეკინის ქ. 31), ესპერანცაში (სენტ-ეგზიუპერის ქ.12), პარნასში (ჭავჭავაძის გამზ. 22)
|