08.05.2024
KA  
 
7 მაისი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
06.05.2024
ფოტო

ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი (Symphony No. 9)
1824 წლის 7 მაისს ვენაში ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი (Ludwig van Beethoven 1770-1827)  მეცხრე სიმფონია (Symphony No. 9) პირველად შესრულდა, რომელიც პრუსიის მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ III-ს (Frederick William III) მიეძღვნა. (იხილეთ ვიდეო)

იოჰან ბრამსი
1833 წლის 7 მაისს დაიბადა იოჰანეს ბრამსი (Johannes Brahms1833-1897) - გერმანელი კომპოზიტორი, პიანისტი და დირიჟორი. (იხილეთ ვიდეო)

პეტრე ჩაიკოვსკი
1840 წლის 7 მაისს დაიბადა პეტრე ჩაიკოვსკი (Пётр Ильич Чайковский 1840 - 1893) - გამოჩენილი რუსი კომპოზიტორი, დირიჟორი და პედაგოგი. (იხილეთ ვიდეო)

გერი კუპერი
1901 წლის 7 მაისს დაიბადა გერი კუპერი (სრული სახელი - ფრანკ ჯეიმს კუპერი) (Gary Cooper — Frank James Cooper 1901 - 1961) - ამერიკელი მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

ედვინ ლენდი
1909 წლის 7 მაისს დაიბადა ედვინ ლენდი (Edwin Herbert Land 1909-1991) - ამერიკელი გამომგონებელი, კომპანია «Polaroid»-ის დამფუძნებელი და ფოტოკამერა „პოლაროიდის“ შემქმნელი, რომელიც ფოტომოყვარულს გადაღებული სურათის მაშინვე მიღების საშუალებას აძლევდა. (იხილეთ ვიდეო)

ენ ბაქსტერი
1923 წლის 7 მაისს დაიბადა ენ ბაქსტერი (Anne Baxter 1923 - 1985) - ამერიკელი მსახიობი, პრემია "ოსკარის" ლაურეატი. (იხილეთ ვიდეო)

გლენ მილერის ორკესტრი
1941 წლის 7 მაისს გლენ მილერის (Alton Glenn Miller 1904 - 1944 ამერიკელი თრომბონისტი, არანჟირების ოსტატი, გლენ მილერის ორკესტრის ხელმძღვანელი)  ორკესტრმა მისი ყველაზე პოპულარული მელოდია «Chattanooga Choo Choo» ჩაწერა. (იხილეთ ვიდეო)

ტრეისი ლორდსი
1968 წლის 7 მაისს დაიბადა ტრეისი ლორდსი  (Traci Lords) - ამერიკელი მსახიობი, პროდიუსერი, რეჟისორი სცენარისტი, მოდელი და მომღერალი.(იხილეთ ვიდეო)

Black Sabbath  «Paranoid»
1971 წლის 7 მაისს ბრიტანულმა ჯგუფმა “Black Sabbath”-მა ალბომისთვის «Paranoid»-ი “ოქროს დისკი" მიიღო. (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE