26.04.2024
KA  
 
1 მაისი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
30.04.2024
ფოტო

United Kingdom
1707  წლის 1 მაისს შოტლანდიისა და ინგლისის გაერთიანებით (Acts of Union 1707), დიდი ბრიტანეთი (United Kingdom ) წარმოიქმნა. (იხილეთ ვიდეო)

Adam Weishaupt
1776 წლის 1 მაისს ადამ ვაისჰაუპტმა (Johann Adam Weishaupt 1776-1830) ბავარიაში ილუმინატების (Illuminati) საიდუმლო საზოგადოება ჩამოაყალიბა. (იხილეთ ვიდეო)

The Marriage of Figaro
1786 წლის 1 მაისს ვენაში  ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის (Wolfgang Amadeus Mozart 1756 - 1791) ოპერის  - "ფიგაროს ქორწინების" (The Marriage of Figaro) პრემიერა დიდი წარმატებით ჩატარდა. (იხილეთ ვიდეო)

postage stamp
1840 წლის 1 მაისს ინგლისში გაყიდვაში პირველი საფოსტო მარკები (postage stamp) გამოჩნდა:  შავი ერთპენსიანი (Penny Black) და ლურჯი ორპენსიანი (Two penny blue) რომლებზეც დედოფალი ვიქტორიას პროფილი იყო გამოსახული. (იხილეთ ვიდეო)

Santiago Ramón y Cajal
1852 წლის 1 მაისს დაიბადა სანტიაგო რამონ-ი-კახალი (Santiago Ramón y Cajal 1852-1934) - ესპანელი ექიმი და ჰისტოლოგი, თანამედროვე ნეირობიოლოგიის ერთ-ერთი დამფუძნებელი,  ფიზიოლოგიასა და მედიცინაში ნობელის პრემიის ლაურეატი (1906 წელს კამილო გოლჯისთან ერთად). (იხილეთ ვიდეო)

Folies Bergère
1869 წლის 1 მაისს პარიზში კაბარე “Folies Bergère” გაიხსნა. (იხილეთ ვიდეო)

first skyscraper
1884 წლის 1 მაისს ჩიკაგოში 10 სართულიანი სახლის მშენებლობა დაიწყო-პირველი ცათამბჯენი (skyscraper).  (იხილეთ ვიდეო)

Eintracht Frankfurt
1899 წლის 1 მაისს გერმანიაში საფეხბურთო კლუბი „აინტრახტი“ (Eintracht Frankfurt) შეიქმნა.  (იხილეთ ვიდეო)

Danielle Darrieux
1917 წლის 1 მაისს დაიბადა დანიელ დარიე (Danielle Darrieux 1917-2017) - ფრანგი მსახიობი და მომღერალი. (იხილეთ ვიდეო)

დოდო აბაშიძე
1924 წლის 1 მაისს დაიბადა დავით (დოდო) აბაშიძე (1924 - 1990) - ქართველი მსახიობი და რეჟისორი.   (იხილეთ ვიდეო)

 

1933 წლის 01 მაისს დაიბადა გიორგი (გრიგოლ) ღარიბაშვილი. XX საუკუნის ერთ-ერთი უძლიერესი ქართველი ჩოგბურთელი და მწვრთნელი. საბჭოთა კავშირისა და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. 1952 წლის სსრკ-ს თასის გათამაშების” ვერცხლის” პრიზიორი საქართველოს ნაკრების გუნდის შემადგენლობაში. როგორც “განთიადის” უფროსი მწვრთნელი აღზარდა წარმატებული ჩოგბურთელები კარინა პეტროსიანი და ნინო ლუარსაბიშვილი.

John Woo
1946 წლის 1 მაისს დაიბადა ჯონ ვუ (John Woo) - ჰონკონგელი და ამერიკელი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი. (იხილეთ ვიდეო)

დავით დვალიშვილი
1948 წლის 1 მაისს დაიბადა დავით დვალიშვილი - ქართველი მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

Oliver Bierhoff
1968 წლის 1 მაისს დაიბადა ოლივერ ბირჰოფი (Oliver Bierhoff) - გერმანელი ფეხბურთელი.  (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE