26.04.2024
KA  
 
20 აპრილი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
19.04.2024
ფოტო


Alexander Zverev

Adolf Hitler
1889 წლის 20 აპრილს  დაიბადა ადოლფ ჰიტლერი (Adolf Hitler 1889 - 1945) -  ნაციონალ-სოციალიზმის დამაარსებელი და ცენტრალური ფიგურა,  მესამე რეიხის ტოტალური დიქტატურის ფუძემდებელი, ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტიის ბელადი (ფიურერი), გერმანიის ფიურერი და რეიხსკანცლერი, მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. (იხილეთ ვიდეო)

Joan Miró
1889 წლის 20 აპრილს  დაიბადა ჟოან მირო (Joan Miró i Ferrà 1889-1983) - ესპანელი (კატალონიელი) მხატვარი, მოქანდაკე და გრაფიკოსი.  მისი შემოქმედების მიმართულებაა - აბსტრაქტული ხელოვნება.  (იხილეთ ვიდეო)

Harold Lloyd
1893 წლის 20 აპრილს დაიბადა ჰეროლდ ლოიდი (Harold Lloyd 1893 - 1971) - ამერიკელი კომედიური ჟანრის მსახიობი, კინორეჟისორი, კინოპროდიუსერი, სცენარისტი და ტრიუკების ოსტატი. (იხილეთ ვიდეო)

ტარიელ საყვარელიძე
1923  წლის 20 აპრილს დაიბადა ტარიელ საყვარელიძე (1923 -1993)- ქართველი მსახიობი.

Jessica Lange
1949 წლის 20 აპრილს დაიბადა ჯესიკა ლანგი (Jessica Lange) - ამერიკელი მსახიობი. ორი "ოსკარის" მფლობელი. (იხილეთ ვიდეო)

Deep Purple
1968 წლის 20 აპრილს ჯგუფი “Deep Purple” (შემადგენლობაში ჯონ ლორდი (Jon Lord 1941-2012), რიჩი ბლეკმორი (Ritchie Blackmore), იენ პეისი (Ian Paice), როდ ევანსი(Rod Evans) და ნიკ სემპერი (Nick Simper) ) პირველად კონცერტით დანიის ქალაქ ტოსტრუპში გამოვიდა. კონცერტის წინ ჯგუფის სახელი იქნა მოგონილი.  გადმოცემის თანახმად, ეს სახელი  ერქვა რიჩი ბლეკმორის ბებიის საყვარელ სიმღერას.   (ჯგუფის ვებ-გვერდი)  (იხილეთ ვიდეო)

Shay Given
1976 წლის 20 აპრილს დაიბადა შეი გივენი (Shay John James Given) - ირლანდიელი საფეხბურთო მეკარე. (იხილეთ ვიდეო)

ფრედი მერკურისადმი მიძღვნილი კონცერტი
1992 წლის 20 აპრილს „უემბლის“ სტადიონზე (Wembley Stadium) ფრედი მერკურისადმი (Freddie Mercury 1946-1991) მიძღვნილი კონცერტი ჩატარდა. (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE