27.04.2024
KA  
 
6 მაისი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
05.05.2024
ფოტო

რობესპიერი
1758 წლის 6 მაისს დაიბადა რობესპიერი (Maximilien Marie Isidore de Robespierre 1758 - 1794) - საფრანგეთის რევოლუციის (Révolution française ) ერთ-ერთი ლიდერი. (იხილეთ ვიდეო)

ზიგმუნდ ფროიდი
1856 წლის 6 მაისს დაიბადა ზიგმუნდ ფროიდი (Sigmund Freud 1856 - 1939)- ექიმი-ფსიქიატრი და ფსიქოლოგი, ფსიქოანალიზის ფუძემდებელი.(იხილეთ ვიდეო)

ერნსტ კირხნერი
1880 წლის 6 მაისს დაიბადა ერნსტ კირხნერი (Ernst Ludwig Kirchner 1880 - 1938)  - გერმანელი მხატვარი-ექსპრესიონისტი. (იხილეთ ვიდეო)

რუდოლფ ვალენტინო
1895 წლის 6 მაისს დაიბადა რუდოლფ ვალენტინო (Rudolph Valentino 1895 - 1926) - იტალიური წარმოშობის ამერიკელი მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

ილია ვეკუა
1907 წლის 6 მაისს დაიბადა ილია ვეკუა (1907-1977) - ქართველი მათემატიკოსი და მექანიკოსი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი (1972-1977 წლებში), მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. (იხილეთ ვიდეო)  

ორსონ უელსი
1915 წლის 6 მაისს დაიბადა ორსონ უელსი (George Orson Welles 1915-1985) - ამერიკელი რეჟისორი, მსახიობი და სცენარისტი. ორი „ოსკარის“ მფლობელი. (იხილეთ ვიდეო)

ვლადიმირ ეტუში
1922 წლის 6 მაისს დაიბადა ვლადიმირ ეტუში (Влади́мир Абра́мович Э́туш 1922-2019) - საბჭოთა და რუსი მსახიობი.  (იხილეთ ვიდეო)

გურამ ლორთქიფანიძე
1930 წლის 6 მაისს დაიბადა გურამ ლორთქიფანიძე (1930-2008) - ქართველი მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

ქრისტიან კლავიე
1952 წლის 6 მაისს დაიბადა ქრისტიან კლავიე (Christian Clavier) - ფრანგი მსახიობი, სცენარისტი, რეჟისორი და პროდიუსერი.  (იხილეთ ვიდეო)

ტონი ბლერი
1953 წლის 6 მაისს დაიბადა ტონი ბლერი (Tony Blair) - ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი (1997 - 2007). (იხილეთ ვიდეო)

ან პარიო
1960 წლის 6 მაისს დაიბადა ან პარიო  (Anne Parillaud) - ფრანგი მსახიობი.(იხილეთ ვიდეო)

ჯორჯ კლუნი
1961 წლის 6 მაისს დაიბადა ჯორჯ კლუნი (George Timothy Clooney) - ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი. პრემია „ოსკარის“ მფლობელი. (იხილეთ ვიდეო)

დანიელ ალვესი
1983 წლის 6 მაისს დაიბადა დანიელ ალვესი (Daniel Alves da Silva) - ბრაზილიელი ფეხბურთელი. (იხილეთ ვიდეო)

კრის პოლი
1985 წლის 6 მაისს დაიბადა კრის პოლი (Chris Paul) - ამერიკელი პროფესიონალი კალათბურთელი. (იხილეთ ვიდეო)

ლა-მანშის გვირაბის გახსნა
1994 წლის 6 მაისს ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II (Elizabeth II) და საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა მიტერანი (François Mitterrand 1916-1996) საზეიმოდ ხსნიან ლა-მანშის გვირაბს (ევროგვირაბი)  (Channel Tunnel). (იხილეთ ვიდეო) 

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE