|
ყველა
"Oxford University Press"
ელფის გამომცემლობა
"კლიო"
"მერიდიანი", "კლიო"
"პალიტრა L"
„საქართველოს მაცნე“
„წყაროსთვალი“
"სიდი"
"საგამომცემლო სახლი ტრიასი"
"მერიდიანი"
"Pearson"
ქარჩხაძის გამომცემლობა
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
"ლოგოს პრესი"
"არტანუჯი"
"დიოგენე"
"სწავლანი"
"Macmillan Education"
"ინტელექტი"
|
|
6 სიზმარი ავტორი: დავით ქართველიშვილი გამოშვების თარიღი: 2011 ფასი: 5.9 ლარი |
|
ქალი და მამაკაცი, რომლებიც ცხოვრებას თამაშობენ; ხილვებით გარემოცული ჯარისკაცი; სახლიდან უბრალოდ წასული ახალგაზრდა; ადამიანი, რომელმაც 80 წელი დედამიწაზე გაატარა და მაინც ვერაფერი იპოვა; ლიდერი მიკი–მაუსის ფორმით და მისი ერთგული ძაღლი; ერთმანეთისგან თითქოს დამოუკიდებელი სამი ამბავი ერთი ფინალით – ამ, ერთი შეხედვით განსხვავებულ ისტორიებს, რამდენიმე ძირითადი თემა აერთიანებს და ბოლომდე გაურკვეველია, სინამდვილეა თუ უბრალოდ პერსონაჟებს ესიზმრებოდათ ყველაფერი.
სადაა რეალობა, სინამდვილეში რა არის და სად ცხოვრობს ადამიანი, იქნებ ცხოვრებაც ერთი დიდი სიზმარია? – დავით ქართველიშვილის "ექვსი სიზმარი" ამ საკითხებზე კიდევ ერთხელ ჩააფიქრებს მკითხველს. |
|
ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები ავტორი: აკა მორჩილაძე გამოშვების თარიღი: 2011 ფასი: 7.9 ლარი |
|
"ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები" პირველად 1995 წელს გამოვიდა, 1999 წელს დაიდგა ახლემეტელის თეატრში და წიგნმაც და სპექტაკლმაც უზომო პოპულარობა მოიპოვა. ინტერესი ამ საოცრად თბილი და ტრაგიკული ნაწარმოების მიმართ დღემდე არ განელებულა, პირიქით, რაც დრო გადის, უფრო მეტად პოპულარული ხდება. |
|
ძირს სიმინდის რესპუბლიკა ავტორი: აკა მორჩილაძე გამოშვების თარიღი: 2011 ფასი: 7.9 ლარი |
|
"ძირს სიმინდის რესპუბლიკა" პირველად 2003 წელს გამოვიდა. ეს არის ერთმანეთზე გადაწებებული ამონაჭრების კრებული, ამონაჭრები კი ამბებია ლონდონში მცხოვრები ქართველი ლტოლვილების შესახებ, რომლებიც იქაც, ლონდონშიც, "ამ გველეშაპის მუცელშიც", პოულობენ ერთმანეთს და პლეხანოვურად ურჩევენ საქმეებს. თუმცა ამ ამბებში ისეთი პერსონაჟიც შეგხვდებათ, რომელიც ფიქრობს, რომ "ლონდონი საშლელია, თუ მებრძოლი არ ხარ, თუ ხუთი წუთით მეტი გძინავს, თუ თავს ზოგავ – წაგშლის". |
|
სხვა ავტორი: აკა მორჩილაძე გამოშვების თარიღი: 2011 ფასი: 7.9 ლარი |
|
"სხვა" პირველად 2002 წელს გამოვიდა და ცოტა არ იყოს, გააოცა მკითხველი, რადგან აკა მორჩილაძის
მანამდე გამოცემულ რომანებს თითქოს ჰგავდა და თან აშკარად განსხვავებული იყო. ამ რომანში უცნობია მოქმედების ადგილი, დრო; თხრობაც და პერსონაჟების საუბარიც სხვა, ავტორისთვის აქამდე უჩვეულო სტილით მიმდინარეობს. მწერალი უტოპიას ქმნის და მკითხველი ხვდება, რომ რაღაც სხვა, ახალი იწყება მის შემოქმედებაში. |
|
ქაღალდის ტყვია ავტორი: აკა მორჩილაძე გამოშვების თარიღი: 2011 ფასი: 7.9 ლარი |
|
ამ წიგნში სამუდამოდ დასამახსოვრებელი ამბებია თავმოყრილი: მცირე რომანი "ქაღალდის ტყვია" და მოთხრობების ციკლი: "მოგონებები ჩემი მეგობარი კაი ბიჭის ცხოვრებიდან". |
|
წიგნი ავტორი: აკა მორჩილაძე გამოშვების თარიღი: 2011 ფასი: 7.9 ლარი |
|
"წიგნში" შედის სხვადასხვა ციკლის მოთხრობები. ამ მოთხრობებში მთელი ქართული ლიტერატურის ცნობილ პერსონაჟებს შეხვდებით. ოღონდ აქაური ლუარსაბ თათქარიძე ცოლის სიკვდილის შემდეგ ომში მიდის, ილია ჭავჭავაძე დოქტორ უოტსონს თარჯიმნობს, ვარსქენ პიტიახშის კუბოს მეფე ერეკლე და ვახტანგ გორგასალი ერთად მიჰყვებიან.. |
|
შობა ღამის ალქაჯები ავტორი: აკა მორჩილაძე გამოშვების თარიღი: 2011 ფასი: 7.9 ლარი |
|
"შობა ღამის ალქაჯები" პირველად 2001 წელს გამოვიდა. მასში შედის აკა მორჩილაძის კარგად ცნობილი მოთხრობები: "ჩემი ცოლის რომანი", "ტერცო მონდო" და სხვა.
10 წლის შემდეგ განსხვავებული, თანამედროვე დიზაინით, მაგრამ უცვლელი შემადგენლობით კიდევ ერთხელ გთავაზობთ ამ კრებულს. |
|
აგვისტოს პასიანსი ავტორი: აკა მორჩილაძე გამოშვების თარიღი: 2011 ფასი: 7.9 ლარი |
|
"აგვისტოს პასიანსი" 2001 წელს გამოვიდა. უბრალოდ დეტექტიურ სიუჟეტს თხრობის გასაოცარი ოსტატობა შესანიშნავ ნაწარმოებად აქცევს.
"იმისთვის, რომ "აგვისტოს პასეანსი" მოგეწონოს, საჭიროა უბრალო მკითხველი იყო და სხვა არაფერი. ამ წიგნს ვერ გაიგებს ის, ვინც თავს ინტელექტუალად და ზომაზე მეტად განათლებულად თვლის. მე ჯერ არ წამიკითხავს წიგნი, რომელიც საკუთარი ძმაკაცივით შენთან ერთად ჩამოჯდება, დააბირჟავებს და გენიალურ თბილისურ ამბებს მოგიყვება." |
|
გელუჩა (ტუალეტში სხარტად წასაკითხი ამბავი) ავტორი: დათო კოვზირიძე გამოშვების თარიღი: 2011 ფასი: 5.9 ლარი |
|
წინამდებარე წიგნი დათო კოვზირიძის სადებიუტო რომანია – როგორც ავტორი საგანგებოდ გვაფრთხილებს, ტუალეტში სხარტად წასაკითხი. სამი დამოუკიდებელი ამბავი პარალელურად ვითარდება და დროდადრო იკვეთება, ეპილოგში კი ერთიანდება. "გელუჩა" – ესაა დღევანდელი საზოგადოების სარკე და პაროდია. ძალიან სასაცილო და კომიკური რომანი-მოზაიკა, რომელიც მოგვითხრობს თითქოს განსხვავებულ, სინამდვილეში კი შემაწუხებლად ერთნაირ ადამიანებზე. |
|
ტუალეტში საკითხავი ავტორი: დათო ქარდავა გამოშვების თარიღი: 2011 ფასი: 6.9 ლარი |
|
ტუალეტი განუყოფელი ნაწილია კულტურული სივრცისა, სადაც ადამიანი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს ატარებს. ყველა ჩვენგანისთვის ნაცნობი სურათია ტუალეტში საკითხავით განმარტოებული ადამიანი, რომელსაც დროის ფუჭად კარგვა ენანება და, თავის შექცევის თუ თვალსაწიერის გაფართოების მიზნით, გაზეთს, ჟურნალს ან სულაც, მძიმეწონიან წიგნს ეძალება. დათო ქარდავას „ტუალეტში საკითხავით“ ყველაზე მეტად ამგვარი ჩვევის მქონე ადამიანები გაიხარებენ; თუმცა წიგნში წარმოდგენილი, ტუალეტთან დაკავშირებული ლინგვისტური, ლიტერატურული თუ ისტორიული მასალა და საინტერესო ფაქტები "აკადემიურ სივრცეში" კითხვის მოყვარულ ბიბლიოფილსაც დააინტერესებს. |
|
ვარმშტადული პარადოქსი ავტორი: ჯაბა ზარქუა გამოშვების თარიღი: 2011 ფასი: 6.9 ლარი |
|
ჯაბა ზარქუა დაიბადა 1988 წელს. სწავლობს თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში. რამდენიმე წელია წერს მოთხრობებს. მონაწილეობს ლიტერატურულ კონკურსებში. 2009 წელს გახდა ლიტერატურული კონკურსის "ალუბლობა 2009" პირველი პრემიის მფლობელი; 2010 წელს ლიტსახელების კონკურსში "მეტრო" მოიპოვა პირველი ადგილი; მისი მოთხრობები შესულია კრებულებში: "წერო", "თხუთმეტ-თხუთმეტი" და "15 საუკეთესო". "ვარმშტადული პარადოქსი" ჯაბა ზარქუას პირველი კრებულია.
|
|
თამრო ავტორი: ბესო ხვედელიძე გამოშვების თარიღი: 2011 ფასი: 6.9 ლარი |
|
წიგნი ბესო ხვედელიძის ორ მცირე რომანს ("თამრო" და "უზარმაზარი ბაზარი") აერთიანებს. მკითხველი ორივე რომანში შეხვდება ბევრისთვის ნაცნობ კოლორიტულ სახეებს, უკვე სადღაც მოყოლილ ამბებს, თუმცა სიზმრები და ხილვები, რომლებიც ამ ამბებს დაყვება თან, სრულიად რეალურ ისტორიებს დაუჯერებლობის ბურუსში ხვევს. |
|
21-ე საუკუნის ქართული მოთხრობა ავტორი: გამოშვების თარიღი: 2011 ფასი: 19.9 ლარი |
|
კრებულში 2000–2010 წლებში გამოქვეყნებული მოთხრობებია შესული. მათი უმეტესობა ლიტერატურულ ჟურნალ–გაზეთებში იბეჭდებოდა, ნაწილი კი მოთხრობების კრებულებიდანაა ამოღებული.
მოთხრობების უმეტესობა ამ წლების განმავლობაში ქვეყნდებოდა აგრეთვე კრებულში "15 საუკეთესო ქართული მოთხრობა". აქედან გამომდინარე, წინამდებარე წიგნი "15 საუკეთესოს" ერთგვარი შეჯამებაცაა.
ლიტერატურული პროცესის უკეთ წარმოსაჩენად თითო ავტორის თითო მოთხრობაა შერჩეული. მართალია, ჯერ მხოლოდ XXI საუკუნის ერთი ათწლეულია გასული, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ქართული პროზა მნიშვნელოვნად შეიცვალა. ეს ანთოლოგიაც სწორედ ამ ცვლილებების ადეკვატურად ასახვის მცდელობაა.
ჩვენი მიზანია, ასეთი ანთოლოგია მომდევნო ათწლეულის ბოლოსაც გამოვცეთ და, ამგვარად, თვალი გადავავლოთ ქართული მოთხრობის განვითარების გზას. |
|
ქართული კლასიკური მწერლობა (ტომი I) ავტორი: გამოშვების თარიღი: 2011 ფასი: 19.9 ლარი |
|
ქართული კლასიკური მწერლობის ამ ტომში წაიკითხავთ: ლეონტი მროველის "ცხოვრება მეფეთას", იაკობ ხუცესის "შუშანიკის წამებას", უცნობი ავტორის "სიბრძნე ბალავარისას", იოანე საბანისძეს "ჰაბოს წამებას", იოანე მინჩხის "დასადებენი წმიდისა აღდგომისანი", მიქაელ მოდრეკილის "იამბიკონს", გიორგი მერჩულეს "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებას", გიორგი მთაწმინდელის "იოანეს და ექვთიმეს ცხოვრებას", იოანე ზოსიმეს "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისა", დავით აღმაშენებლის "გალობანი სინანულისანის, არსენ იყალთოელის "დავით აღმაშენებლის ეპიტაფიას", უცნობი ავტორის "ცხოვრება მეფეთ–მეფისა დავითისი, დიმიტრი მეფის "ღმრთისმშობლისა" და "შიო მღვიმელისა". |
|
ქართული კლასიკური მწერლობა (ტომი II) ავტორი: გამოშვების თარიღი: 2011 ფასი: 19.9 ლარი |
|
ვეფხისტყაოსანი |
|
|
|
|
|
საფრანგეთის ერთ-ერთმა მსხვილმა გამომცემლობა “ბენევანმა” 2012 წლის მარტის პირველ დეკადაში გამოსცა ქართული ლექსების კრებული სათაურით “ქართული ლექსების რვეული“, რომელიც შეკრიბა და თარგმნა იზა ჯინჯიხაძემ.
გამომცემლობა “ბენევანის“ პრეს-კომიუნიკეში, რომელიც დაიგზავნა საფრანგეთის სხვადასხვა მედიაში (ტელერამა, ფიგარო, ნუველ ობსერვატორი, ლიბერასიონი, პარი-მატჩი) და გავრცელდა მსოფლიოს მსხვილ ფრანკოფონურ წიგნების მაღაზიებში, წერია: “ქართული ლექსების რვეული “უმღერის და ადიდებს სიყვარულს, სიყვარულს, რომელიც, როგორც “სრული ნიჭი”, ამკობს ადამიანს და “ციცინათელასავით” უნათებს ღამეში ეკლიანსა და მძიმე ცხოვრების გზას. მოყვანილია სერჟ ანდრიოსა და ჟან ბატიუს ციტატები:
„ რა შესანიშნავი აზრია - გააცნო ფრანგულენოვან მკითხბელს შენი ქვეყანა საოცარი სილამაზის ლექსების თაიგულით და ახალი, სპეტაკი სიოს მონაბერით მრავალსაუკუნოვანი საქართველოსაგან“ ჯან ბატიუ , ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, ფრანგული ენისა და ლიტერატურის პროფესორი
„ კითხულობ ლექსებს და გიტაცებს თარგმანის საოცარი მუსიკალურობა და სიტყვების უწყვეტ ნაკადად აჟღერებული, გულში ჩამწდომი ქართული პოეზიის ფრანგული ვერსია თუმცა მთარგმნელი არასდროს არ ღალატობს ორიგინალს„ სერჟ ანდრიო , ლიტერატორი, ფილოსოფიის პროფესორი
წიგნი იყიდება პარიზსა და სხვადასხვა ქვეყნის ფრანგულენოვან წიგნების მაღაზიებში ასავე დადებულია Amazon-ზე. თბილისში წიგნი იყიდება: წიგნის სახლში (ლიტერატურული კაფე, პეკინის ქ. 31), ესპერანცაში (სენტ-ეგზიუპერის ქ.12), პარნასში (ჭავჭავაძის გამზ. 22)
|