|
ყველა
"მერიდიანი", "კლიო"
"პალიტრა L"
„საქართველოს მაცნე“
„წყაროსთვალი“
"სიდი"
"საგამომცემლო სახლი ტრიასი"
"მერიდიანი"
"Pearson"
ქარჩხაძის გამომცემლობა
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
"ლოგოს პრესი"
"არტანუჯი"
"დიოგენე"
"სწავლანი"
"Macmillan Education"
"ინტელექტი"
"Oxford University Press"
ელფის გამომცემლობა
"კლიო"
|
|
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა (1) ავტორი: ჯ.კ. როულინგი გამოშვების თარიღი: 2002 ფასი: 5 ლარი |
|
ყველა დროის საუკეთესო ზღაპარი ჯადოსნურ სამყაროზე |
|
უჩინარი ბავშვი ავტორი: ტუვე იანსონი გამოშვების თარიღი: 2003 ფასი: 6.9 ლარი |
|
მუმიტროლი, სნუსმუმრიკი, ჰემული, სნიფი და უამრავი სხვა არსება, რომლებიც მუმინების ზღაპრულ ხეობაში ცხოვრობენ, უკვე რანდენიმე ათწლეულია ხიბლავენ მილიონობით ბავშვს მთელ მსოფლიოში.
,,მუმინების ბიბლიოთეკა" - ტუვე იანსონის წიგნები მუმინების საოცარი ხეობისა და იქ მობინადრე ზღაპრული არსებების შესახებ. თითოეულ მათგანში ტექსტი და ავტორისეული ილუსტრაციები ერთ მომაჯადოებელ მთლიანობას ქმნის. |
|
ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი (2) ავტორი: ჯ.კ. როულინგი გამოშვების თარიღი: 2004 ფასი: 9 ლარი |
|
ყველა დროის საუკეთესო ზღაპარი ჯადოსნურ სამყაროზე |
|
საბავშვო ლექსები ავტორი: გამოშვების თარიღი: 2004 ფასი: 11 ლარი |
|
გადაუშალეთ ეს მშვენიერი კრებული თქვენს პატარას და მასთან ერთად ხელახლა აღმოაჩინეთ ყველასათვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ქართული საბავშვო ლექსების სამყარო.
ქართველი მხატვრის მიერ სპეციალურად ამ კრებულისთვის შექმნილი ფერად-ფერადი ილუსტრაციები კი ერთნაირად გაახალისებს როგორც დიდებს, ისე - პატარებს. |
|
ტოპო–ტიპი არ იძინებს ავტორი: გამოშვების თარიღი: 2005 ფასი: 9 ლარი |
|
ძილი ნებისა, ტოპო–ტიპ! უკვე შენი ძილის დროა... დაიძინე და ტკბილი სიზმრები ნახე! |
|
ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი (5) ავტორი: ჯ.კ. როულინგი გამოშვების თარიღი: 2005 ფასი: 22 ლარი |
|
ველა დროის საუკეთესო ზღაპარი ჯადოსნურ სამყაროზე. |
|
ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი (6) ავტორი: ჯ.კ. როულინგი გამოშვების თარიღი: 2006 ფასი: 17 ლარი |
|
ყველა დროის საუკეთესო ზღაპარი ჯადოსნურ სამყაროზე. |
|
ჯადოქრის ქუდი ავტორი: ტუვე იანსონი გამოშვების თარიღი: 2006 ფასი: 6.9 ლარი |
|
მუმიტროლი, სნუსმუმრიკი, ჰემული, სნიფი და უამრავი სხვა არსება, რომლებიც მუმინების ზღაპრულ ხეობაში ცხოვრობენ, უკვე რანდენიმე ათწლეულია ხიბლავენ მილიონობით ბავშვს მთელ მსოფლიოში.
"მუმინების ბიბლიოთეკა" - ტუვე იანსონის წიგნები მუმინების საოცარი ხეობისა და იქ მობინადრე ზღაპრული არსებების შესახებ. თითოეულ მათგანში ტექსტი და ავტორისეული ილუსტრაციები ერთ მომაჯადოებელ მთლიანობას ქმნის.
კომეტა მუმინების ხეობაში
ჯადოქრის ქუდი
უჩინარი ბავშვი
სახიფათო ზაფხული
მამა მუმინის მემუარები
ჯადოსნური ზამთარი
მამა და ზღვა
ნოემბრის მიწურულს
ტუვე იანსონი - ანდერსენის მედლის ლაურეატი, თანამედროვეობის უდიდესი საბავშვო მწერალი ქალი და ილუსტრატორი, ფინეთში ცხოვრობს, თუმცა თავის წიგნებს შვედურ ენაზე წერს. |
|
კომეტა მუმინების ხეობაში ავტორი: ტუვე იანსონი გამოშვების თარიღი: 2006 ფასი: 6.9 ლარი |
|
მუმიტროლი, სნუსმუმრიკი, ჰემული, სნიფი და უამრავი სხვა არსება, რომლებიც მუმინების ზღაპრულ ხეობაში ცხოვრობენ, უკვე რანდენიმე ათწლეულია ხიბლავენ მილიონობით ბავშვს მთელ მსოფლიოში.
"მუმინების ბიბლიოთეკა" - ტუვე იანსონის წიგნები მუმინების საოცარი ხეობისა და იქ მობინადრე ზღაპრული არსებების შესახებ. თითოეულ მათგანში ტექსტი და ავტორისეული ილუსტრაციები ერთ მომაჯადოვებელ მთლიანობას ქმნის.
კომეტა მუმინების ხეობაში
ჯადოქრის ქუდი
უჩინარი ბავშვი
სახიფათო ზაფხული
მამა მუმინის მემუარები
ჯადოსნური ზამთარი
მამა და ზღვა
ნოემბრის მიწურულს
ტუვე იანსონი - ანდერსენის მედლის ლაურეატი, თანამედროვეობის უდიდესი საბავშვო მწერალი ქალი და ილუსტრატორი, ფინეთში ცხოვრობს, თუმცა თავის წიგნებს შვედურ ენაზე წერს. |
|
კასტორი დურგლობს ავტორი: გამოშვების თარიღი: 2006 ფასი: 5 ლარი |
|
კასტორის სახელოსნოში ყოველთვის არეულობაა. დღეს კი კასტორმა ყველაფრის მოწესრიგება გადაწყვიტა.მთელი დღე ხერხავს, აჭედებს და აპრიალებს.
დურგლობა სახალისო საქმეა და ადვილადაც გამოგივა, თუ კასტორი თავად გიჩვენებს, რა როგორ კეთდება.
მთავარია, მოინდომო... |
|
კასტორი ღებავს ავტორი: გამოშვების თარიღი: 2006 ფასი: 5 ლარი |
|
კასტორს ძალიან უყვარს მუშაობა. დღეს კასტორი და ფრიპე კარადას ღებავენ.
ფრიპემ კარგი რამე მოიფიქრა: კარადას გარედან ლურჯად შეღებავენ, შიგნიდან კი - თეთრად. მერე ერთ კარს ყვითლად შეღებავენ, მეორეს - წითლად. კარადის თავი და ძირი შავად შეიღებება. თაროები მწვანე იქნება, მაგრამ მწვანე საღებავი რომ აღარა აქვთ?!.. ვნახოთ როგორ მიიღებენ მწვანე საღებავს! |
|
ჩემი პირველი ზღაპრები- ვარდისფერი წიგნი ავტორი: გამოშვების თარიღი: 2007 ფასი: 29 ლარი |
|
პრინცესების სამყაროში ისეთივე საოცარი გარდასახვები ხდება, როგორც ჯადოსნურ სარკეში, რადგან ოდესღაც ყველა პრინცესა გოგონა იყო და ყველა გოგონა პრინცესაა. სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის მოკლედ, გასაგები ენით დაწერილი, საუცხოო ილუსტრაციებით გაფორმებული ეს ზღაპრები თქვენი შვილის პირველ საყვარელ საკითხავ წიგნად იქცევა.
ამ სერიით გამოდის:ჩემი პირველი ზღაპრების წითელი წიგნი
ჩემი პირველი ზღაპრების ცისფერი წიგნი
ჩემი პირველი მითების წიგნი
ჩემი პირველი ქართული ზღაპრები |
|
ტოპო-ტიპი ახალ წელს ხვდება ავტორი: გამოშვების თარიღი: 2007 ფასი: 9 ლარი |
|
ტოპო–ტიპი საახალწლოდ ემზადება, სანტა კლაუსს სურვილებს ნახატებით უმხელს, თუმცა მარტო საკუთარ თავზე და დათუჩაზე ზრუნავს! სანტას მოლოდინში ტოპო–ტიპი პატარა ჩიტუნას გაიცნობს და სხვებზე ზრუნვასაც ისწავლის. ამისათვის სანტა კლაუსი ალბათ უხვად დაასაჩქურებს...
ტოპო–ტიპი პატარა თაგუნაა, რომელსაც, ჩვენი შვილების მსგავსად, არ უყვარს კბილების გახეხვა, მაგრამ ბოლოს მაინც უჯერებს თავის დედიკოს. როგორ ახერხებს დედა ამას? |
|
ბიძია სევას ამბები ავტორი: დავით ჯავახიშვილი გამოშვების თარიღი: 2007 ფასი: 12 ლარი |
|
"მე გაგაცნობთ მას, ნამდვილ, ცოცხალ ბიძია სევას, უცნაურ კაცს, რომელსაც უყვარს თეთრი ბლის კომპოტი, ბევრი სიცილი და პატარა ბავშვები"...
ბიძია სევას უმცროსი მეგობარი, რვა წლის ცოტნე, სასაცილო და საოცარ ამბებს გვპირდება.
მაინც ვინ იყო ბიძია სევა?! – არ გეგონოს, რომ ის ან წიგნის სხვა გმირები ავტორმა გამოიგონა.
ბიძია სევა მართლა ცხოვრობდა ძველი თბილისის ერთ–ერთ უბანში, თითქმის მთელი ქალაქი იცნობდა და მართლა ისეთი მხიარული იყო, როგორც ამ წიგნშია.
დაუჯერე პატარა ცოტნეს, წაიკითხე მათი მეგობრობის მხიარული ისტორია, გაიცანი ბიძია სევა და არ ინანებ – ისევე გულიანად იცინებ, როგორც ცოტნე, მისი უმცროსი ძმა პაატა და მათი მშობლები იცინოდნენ. |
|
ბერძნულ-რომაული მითები ავტორი: გამოშვების თარიღი: 2007 ფასი: 12 ლარი |
|
მითები ახალი არ არის, ამიტომ, შესაძლოა, უკვე არაერთი მითოლოგიური წიგნი წაგიკითხავს და იცი, რომ ჭექა-ქუხილის ღმერთი ზევსია,სიყვარულისა - აფროდიტე, სიბრძნისა - ათენა, ომისა - არესი... მაგრამ ის თუ იცი, როგორ გაჩნდა სიყვარულის ყვავილი ვარდი? როგორ დაარსდა ულამაზესი ქალაქი რომი და ვინ ან რამ იხსნა იგი განადგურებისგან? როგორ გაჩნდა ფარშევანგი და რატომ ტირის ტირიფი? წაიკითხე ეს პატარა, საინტერესო ამბები ღმერთების, გმირებისა და უბრალო მოკვდავების შესახებ და ყველა ამ კითხვაზე პასუხი გეცოდინება. ბევრის მცოდნე კი ჰიდრისთავა ამოცანასაც კი გორდიას კვანძივით მარტივად გადაჭრი და არც პანიკური შიში შეგიპყრობს მომავლის წინაშე. |
|
|
|
|
|
საფრანგეთის ერთ-ერთმა მსხვილმა გამომცემლობა “ბენევანმა” 2012 წლის მარტის პირველ დეკადაში გამოსცა ქართული ლექსების კრებული სათაურით “ქართული ლექსების რვეული“, რომელიც შეკრიბა და თარგმნა იზა ჯინჯიხაძემ.
გამომცემლობა “ბენევანის“ პრეს-კომიუნიკეში, რომელიც დაიგზავნა საფრანგეთის სხვადასხვა მედიაში (ტელერამა, ფიგარო, ნუველ ობსერვატორი, ლიბერასიონი, პარი-მატჩი) და გავრცელდა მსოფლიოს მსხვილ ფრანკოფონურ წიგნების მაღაზიებში, წერია: “ქართული ლექსების რვეული “უმღერის და ადიდებს სიყვარულს, სიყვარულს, რომელიც, როგორც “სრული ნიჭი”, ამკობს ადამიანს და “ციცინათელასავით” უნათებს ღამეში ეკლიანსა და მძიმე ცხოვრების გზას. მოყვანილია სერჟ ანდრიოსა და ჟან ბატიუს ციტატები:
„ რა შესანიშნავი აზრია - გააცნო ფრანგულენოვან მკითხბელს შენი ქვეყანა საოცარი სილამაზის ლექსების თაიგულით და ახალი, სპეტაკი სიოს მონაბერით მრავალსაუკუნოვანი საქართველოსაგან“ ჯან ბატიუ , ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, ფრანგული ენისა და ლიტერატურის პროფესორი
„ კითხულობ ლექსებს და გიტაცებს თარგმანის საოცარი მუსიკალურობა და სიტყვების უწყვეტ ნაკადად აჟღერებული, გულში ჩამწდომი ქართული პოეზიის ფრანგული ვერსია თუმცა მთარგმნელი არასდროს არ ღალატობს ორიგინალს„ სერჟ ანდრიო , ლიტერატორი, ფილოსოფიის პროფესორი
წიგნი იყიდება პარიზსა და სხვადასხვა ქვეყნის ფრანგულენოვან წიგნების მაღაზიებში ასავე დადებულია Amazon-ზე. თბილისში წიგნი იყიდება: წიგნის სახლში (ლიტერატურული კაფე, პეკინის ქ. 31), ესპერანცაში (სენტ-ეგზიუპერის ქ.12), პარნასში (ჭავჭავაძის გამზ. 22)
|