ქართული კლასიკური მწერლობის მესამე ტომში წაიკითხავთ: მოსე ხონელის "ამირანდარეჯანიანს", იოანე შავთელის "აბდულმესიანს", ჩახრუხაძის "თამარიანს" და ბასილი ეზოსმოძღვრის "ცხოვრება მეფეთ–მეფისა თამარისას".
ქართული კლასიკური მწერლობის მესამე ტომში წაიკითხავთ: მოსე ხონელის "ამირანდარეჯანიანს", იოანე შავთელის "აბდულმესიანს", ჩახრუხაძის "თამარიანს" და ბასილი ეზოსმოძღვრის "ცხოვრება მეფეთ–მეფისა თამარისას".
ქართული კლასიკური მწერლობის მეხუთე ტომში გთავაზობთ ბესიკის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიგოლ ორბელიანის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ლავრენტი არდაზიანისა და დანიელ ჭონქაძის შემოქმედებას.
ქართული კლასიკური მწერლობის მეხუთე ტომში გთავაზობთ ბესიკის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიგოლ ორბელიანის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ლავრენტი არდაზიანისა და დანიელ ჭონქაძის შემოქმედებას.
ამ მცირე რომანის მთავარ გმირად "მოცემულია" დეტექტივი გახარია. იგი არაა ჩვეულებრივი დეტექტივი – შეუძლია უკვე გამოძიებული მკვლელობის დეტალებს ჩაუღრმავდეს არა საქმის გახსნის მიზნით, არამედ იმიტომ, რომ მოკლულის ახლობლებთან საუბრით ცხოვრებისეული დასკვნები გამოიტანოს...
ამ მცირე რომანის მთავარ გმირად "მოცემულია" დეტექტივი გახარია. იგი არაა ჩვეულებრივი დეტექტივი – შეუძლია უკვე გამოძიებული მკვლელობის დეტალებს ჩაუღრმავდეს არა საქმის გახსნის მიზნით, არამედ იმიტომ, რომ მოკლულის ახლობლებთან საუბრით ცხოვრებისეული დასკვნები გამოიტანოს. მეოცნებე და საკუთარ სამყაროში გამოკეტილი დეტექტივი სხვადასხვა როლს ირგებს, რომელთა საშუალებით არა ჩახლართულ საქმეებს, არამედ საკუთარ თავსა და ცხოვრებას, როგორც არსებობის ყველაზე მთავარ მოცემულობას, აანალიზებს.
ირაკლი მახარაძე კინორეჟისორი, მკვლევარი.
თეატრალური ინსტიტუტის კურსდამთავრებული. გადაღებული აქვს დოკუმენტური და ანიმაციური ფილმები: "ლელოს შემობრუნება", "უაილდ ვესთის მხედრები", "ვინც მოვიდა გაუმარჯოს!" "გურული ფირალები", "დიმიტრი შევარდნაძე"...
ირაკლი მახარაძე კინორეჟისორი, მკვლევარი.
თეატრალური ინსტიტუტის კურსდამთავრებული. გადაღებული აქვს დოკუმენტური და ანიმაციური ფილმები: "ლელოს შემობრუნება", "უაილდ ვესთის მხედრები", "ვინც მოვიდა გაუმარჯოს!" "გურული ფირალები", "დიმიტრი შევარდნაძე".
არის ავტორი წიგნებისა: "გურული მხედრები ამერიკაში", "ერთი მუჭა ვესთერნი", "გურული ფირალები", "რუსულ-ქართული ტერორი 1880-1924", "ქართველები ამერიკაში". მისი სტატიები იბეჭდება ქართულ და ამერიკულ ჟურნალებში. არის ავტორი საფოსტო მარკისა "გურული მხედრები ამერიკაში".
The novel is based on the most tragic and scandalous story of Soviet Georgia of 1980s. Seven young people hijacked an airplane to escape from the Soviet Union, which was an exceptional action, because at that time even a thought of escaping from the Soviet Union was criminal!
The novel is based on the most tragic and scandalous story of Soviet Georgia of 1980s. Seven young people hijacked an airplane to escape from the Soviet Union, which was an exceptional action, because at that time even a thought of escaping from the Soviet Union was criminal! The Soviet government condemned most of these young people to death for their naïve even if dangerous attempt. The public opinion was split. A part of the public considered the youngsters to be just ordinary terrorists. The other part would argue that living under the Soviet regime was so unbearable that this could even justify the hijacking of a plane. Flight from USSR gives an opportunity to the reader to closely follow the leading characters, and learn more about their motifs and intentions than it would be possible by just reading dry court documents. Flight from USSR was staged in Georgian Free Theatre and is one of the most successful playes.
რომანის მთავარი გმირი, ირაკლი, მურის ციხისთავების შთამომავალი, მაგრამ გათბილისელებული ბიჭი, ორი დღით ჩადის ერთ პატარა დაბაში ბაბუისეული სახლის ჩატეხილი სახურავის შესაკეთებლად და თავგადასავალიც იწყება... სახლის სხვენში ასული ძველისძველ თოფს აღმოაჩენს, რომელიც ბიძამ ბავშვობაში ობოლედ გააცნო. ობოლე მურის ციხისთავების ნაქონი, ლამაზი, გრძელლულიანი თოფია, კაჟიანი, სადაფებით გაწყობილი. მშვიდობიანობის დროს კედელზე ეკიდა უმოქმედოდ, ცარიელი, კაჟი კარგა ხნის გაცვეთილი ჰქონდა და ამ თავისი დუმილით ყველა წინანდელი გასროლა გამოისყიდა, ერთხელ კი გასროლის გარეშეც გადაარჩინა ერთ-ერთი პატრონი. ეს თოფი, ბაბუისეული სახლი და გარსშემოხვეული ისტორიები საოცარ ფანტაზიებს აღუძრავს მთავარ გმირს, რომელიც ისედაც არ უჩივის წარმოსახვის სიმწირეს და ეს ფანტაზიები ნელ-ნელა წარმოუდგენლად იხლართება რეალობაში.
მაგრამ თუ სცენაზე თოფი კიდია, უნდა გაისროლოს კიდეც. გაისვრის ობოლე ბოლოს და ბოლოს?
ლაშა ბუღაძის პიესა – "ნავიგატორი" – ტრაგიკომედიაა, რომელიც ადამიანის გაუცხოებასა და მარტოობაზე მოგვითხრობს. რადიოპიესის ფორმით დაწერილი დრამის აბსურდულობამდე მისული, ამავდროულად, რეალური სიუჟეტი დინამიკურად ვითარდება და ღრმა შთაბეჭდილებას ტოვებს მკითხველზე.
2011 წლის შემოდგომაზე პიესამ BBC-სა და ბრიტანეთის საბჭოს თაოსნობით გამართულ რადიოპიესების კონკურსში გაიმარჯვა, ამავე წლის ბოლოს დაიდგა BBC-ს რადიოში და მასში ბრიტანელმა მსახიობებმა მიიღეს მონაწილეობა.
ამონარიდები BBC-სა და ბრიტანეთის საბჭოს მიერ წლის საუკეთესო რადიოპიესების კონკურსის ჟიურის შეფასებებიდან:
"ესაა ორიგინალურად მოყოლილი, თითოეული ადამიანისთვის ახლობელი ამბავი. ჟიური მოხიბლა რეალობისა და აბსურდის ზღვარზე მყოფმა სიუჟეტმა, ადამიანის მარტოობის ტრაგიკომიკურმა აღწერამ და პერსონაჟების კარგად გამოკვეთილმა ხასიათებმა".
"პიესა ძალიან ავთენტური, ამავე დროს, მსოფლიოს ნებისმიერი კუთხის მკვიდრისთვის ახლობელი და გასაგებია... პერსონაჟების ხასიათი შესანიშნავად იგრძნობა, პიესა ნამდვილად რადიოსთვისაა შექმნილი".
ზურაბ ლეჟავას მოთხრობების ახალ კრებულში "სინაღდე სიყალბისა" ხუთი სრულიად ახალი მოთხრობა შედის. ერთი შეხედვით, ერთმანეთისგან სრულიად გამორჩეულ მოთხრობებს ერთი საერთო ნიშანი აერთიანებს – სინაღდე სიყალბისა. მათში იმდენადაა დარღვეული ზღვარი რეალურსა და მწერლის გამონაგონს შორის, რომ ძნელი მისახვედრი ხდება, სად მთავრდება ერთი და სად იწყება მეორე.
ზურაბ ლეჟავას მოთხრობების ახალ კრებულში "სინაღდე სიყალბისა" ხუთი სრულიად ახალი მოთხრობა შედის. ერთი შეხედვით, ერთმანეთისგან სრულიად გამორჩეულ მოთხრობებს ერთი საერთო ნიშანი აერთიანებს – სინაღდე სიყალბისა. მათში იმდენადაა დარღვეული ზღვარი რეალურსა და მწერლის გამონაგონს შორის, რომ ძნელი მისახვედრი ხდება, სად მთავრდება ერთი და სად იწყება მეორე.
18 ноября 1983 года несколько молодых людей попытались угнать самолёт из Советского Союза в Турцию. Среди похитителей были студенты Тбилисских ВУЗ, что и повлияло на трагический исход этого события.
Бестселлер грузинского писателя Дато Турашвили это кинороман, основанный на реальных фактах. 18 ноября 1983 года несколько молодых людей попытались угнать самолёт из Советского Союза в Турцию. Среди похитителей были студенты Тбилисских ВУЗ, что и повлияло на трагический исход этого события. Несмотря на угрозу, лётчики отказались исполнить требование терористов и самолёт посадили опять в аэропорту города Тбилиси. Перестрелка началась в самолёте после приземления и продолжалась в течении 14 часов.
Арестованных расстреляли через год по приговору суда, но суд оставил много безответных вопросов, которые до сих пор волнуют людей не только в Грузии...
მარი ბექაურის მოთხრობების კრებული "ელექტროთაობა" 10 მოთხრობას აერთიანებს, ესენია: დები, იაკობი, ლევ, ლიტვური ვოიაჟი, ჩემი მეზობლები და მეგობრები, ამ ბავშვს, სახლი დედესთვის, ელექტროთაობა, ბავშვობა, როგორიც სინამდვილეშია, AS THE SQUARES OF HOPSCOTCH
"მართალია, "ლიტვურ ვოიაჟში" ასე წერს, მაგრამ მე მგონია, რომ მარი ბექაურის პროზა ეროტიკული კი არა, გულწრფელია.
მე კი გულწრფელობა ლიტერატურაშიც ისევე მიყვარს, როგორც – ცხოვრებაში და როგორც არ უნდა წარიმართოს მისი ლიტერატურული ცხოვრება, ყოველთვის სიამოვნებით წავიკითხავ მარის მოთხრობებს.
საერთოდ, ძალიან მაინტერესებს ქართველი პროზაიკოსი ქალები, რადგან მათი ტექსტები უფრო მოულოდნელია ხოლმე ჩემთვის, ვიდრე პოეტი ქალების ემოციები და მარი ბექაურის გამბედაობამ კი დასაწყისშივე გამაკვირვა და გამახარა.
მაშინვე, როგორც კი ეს ავტორი გავიცანი, მივხვდი, რომ თანამედროვე ლიტერატურულ პროცესს ისეთი განსხვავებული და გამორჩეული ხმა შეემატა, როგორიც განსაკუთრებით მიყვარს – თან მხიარული და თან ძალიან, ძალიან სევდიანი..."
დათო ტურაშვილი
მარი ბექაურის მოთხრობების კრებული "ელექტროთაობა" 10 მოთხრობას აერთიანებს, ესენია: დები, იაკობი, ლევ, ლიტვური ვოიაჟი, ჩემი მეზობლები და მეგობრები, ამ ბავშვს, სახლი დედესთვის, ელექტროთაობა, ბავშვობა, როგორიც სინამდვილეშია, AS THE SQUARES OF HOPSCOTCH
"მკითხველი უნდა მოკვდეს“ სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრს განეკუთვნება. მოქმედება ვითარდება მომავალში, XXII საუკუნის დასაწყისში. მსოფლიო ორად არის გაყოფილი _ მესამე რაიხის იმპერია და მცირე სახელმწიფოები, რომელთაგან ერთ-ერთია ვარმშტადი.
"მკითხველი უნდა მოკვდეს“ სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრს განეკუთვნება. მოქმედება ვითარდება მომავალში, XXII საუკუნის დასაწყისში. მსოფლიო ორად არის გაყოფილი _ მესამე რაიხის იმპერია და მცირე სახელმწიფოები, რომელთაგან ერთ-ერთია ვარმშტადი. ისევე როგორც იმპერიაში, პოსტრევოლუციურ ვარმშტადშიც კვებავენ ხალხს ეროვნული პროპაგანდით. ორი რეჟიმი არსით ერთმანეთს ჰგავს, თუმცა ერთი რამით მაინც განსხვავდება _ ვარმშტადული რეჟიმი უნიკალურია მსოფლიო დიქტატურულ რეჟიმებს შორის, რადგან იქ ადამიანების მორჩილებას წიგნების საშუალებით ცდილობენ და მათ განათლებულ მონებად, რეჟიმის მსახურებად გადაქცევას ახერხებენ კიდეც.
თითქოს ყველაფერი წყნარად მიდის და იმპერიაც ვარმშტადის სამხედრო ანექსიას არ ჩქარობს... ეს მხოლოდ სიჩუმეა ქარიშხლის წინ! იმპერიის ერთ-ერთ გამორჩეულ მეცნიერს ვერაგი გეგმა აქვს შემუშავებული _ მართული ამბოხის თეორია, რომლის პრაქტიკული განხორციელებაც ვარმშტადში დაიგეგმება; ხოლო თუ ექსპერიმენტი გაამართლებს „თავისუფალი, მეამბოხე ადამიანის“ ცნება წარსულს ჩაბარდება.
საფრანგეთის ერთ-ერთმა მსხვილმა გამომცემლობა “ბენევანმა” 2012 წლის მარტის პირველ დეკადაში გამოსცა ქართული ლექსების კრებული სათაურით “ქართული ლექსების რვეული“, რომელიც შეკრიბა და თარგმნა იზა ჯინჯიხაძემ.
გამომცემლობა “ბენევანის“ პრეს-კომიუნიკეში, რომელიც დაიგზავნა საფრანგეთის სხვადასხვა მედიაში (ტელერამა, ფიგარო, ნუველ ობსერვატორი, ლიბერასიონი, პარი-მატჩი) და გავრცელდა მსოფლიოს მსხვილ ფრანკოფონურ წიგნების მაღაზიებში, წერია: “ქართული ლექსების რვეული “უმღერის და ადიდებს სიყვარულს, სიყვარულს, რომელიც, როგორც “სრული ნიჭი”, ამკობს ადამიანს და “ციცინათელასავით” უნათებს ღამეში ეკლიანსა და მძიმე ცხოვრების გზას. მოყვანილია სერჟ ანდრიოსა და ჟან ბატიუს ციტატები:
„ რა შესანიშნავი აზრია - გააცნო ფრანგულენოვან მკითხბელს შენი ქვეყანა საოცარი სილამაზის ლექსების თაიგულით და ახალი, სპეტაკი სიოს მონაბერით მრავალსაუკუნოვანი საქართველოსაგან“ ჯან ბატიუ , ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, ფრანგული ენისა და ლიტერატურის პროფესორი
„ კითხულობ ლექსებს და გიტაცებს თარგმანის საოცარი მუსიკალურობა და სიტყვების უწყვეტ ნაკადად აჟღერებული, გულში ჩამწდომი ქართული პოეზიის ფრანგული ვერსია თუმცა მთარგმნელი არასდროს არ ღალატობს ორიგინალს„ სერჟ ანდრიო , ლიტერატორი, ფილოსოფიის პროფესორი
წიგნი იყიდება პარიზსა და სხვადასხვა ქვეყნის ფრანგულენოვან წიგნების მაღაზიებში ასავე დადებულია Amazon-ზე. თბილისში წიგნი იყიდება: წიგნის სახლში (ლიტერატურული კაფე, პეკინის ქ. 31), ესპერანცაში (სენტ-ეგზიუპერის ქ.12), პარნასში (ჭავჭავაძის გამზ. 22)
ამ ბლოკის საშუალებით საქართველოში დაგეგმილ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებზე მიიღებთ ინფორმაციას. ზემოთ თარიღთან არსებული კალენდრის საშუალებით სხვა დღეების ნახვაც შეგეძლებათ (კალენდარში ლურჯი ფონი აქვს იმ თარიღებს სადაც დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებზე არსებობს ინფორმაცია). კულტურის რომელიმე სფეროს არჩევით შეგიძლიათ არსებული ინფორმაციიდან მხოლოდ თქვენთვის საინტერესო კატეგორია დატოვოთ, მაგალითად, თუ „დავკლიკავთ“„თეატრებს“. ამ შემთხვევაში არსებული მონაცემებიდან მხოლოდ თეატრების შესახებ დარჩება ინფორმაცია და ამავე დროს მარცხენა მხარეს თეატრების ჩამონათვალი გამოჩნდება, უშუალოდ რომელიმე ობიექტის არჩევისას, მაგალითად, „რუსთაველის თეატრი“ გამოვა ამ ობიქტის შესახებ ინფორმაცია (მისამართი, ტელეფონი, ვებ–გვერდი) და დაგეგმილი სპექტაკლების აფიშა. თბილისის გარდა კულტურულ ღონისძიებებზე თუ სხვა ქალაქებზეც არის ინფორმაცია, ზედა მარჯვენა მხარეს კატეგორია „ქალაქებში“ გამოჩნდება „ყველა“ საიდანაც შეგიძლიათ მხოლოდ თქვენთვის სასურველი ქალაქი აირჩიოდ და არსებულიდან მხოლოდ ამ ქალაქზე დარჩება ინფორმაცია.
ამ ბლოკის დახმარებით შეგეძლებათ მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის დედაქალაქის ზუსტი დრო გაიგოთ, ამისთვის ამ რუბრიკაში არსებულ კატეგორია „სხვა ქვეყნები“-ში უნდა შეხვიდეთ. სასურველი ქალაქის მოძებნის გამარტივების მიზნით, ქვეყნები 6 კატეგორიაში (ევროპა, აზია, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკასა და ოკენიაში) არის განაწილებული ხოლო თუ სასურველ ქალაქებთან ღილაკს „მთავარ გვერდზე დამატება“–ს მონიშნავთ, ისინი მთავარ გვერდზე განთავსდებიან და არჩეული ქალაქების ნახვა მთავარ გვერდზე საქართველოს დროშასთან არსებული ისრების გადაყვანით იქნება შესაძლებელი. ( ქვეყნებში: აშშ, რუსეთი, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია და გერმანია დედაქალაქების გარდა სხვა მნიშვნელოვანი ქალაქებიც არის დამატებული ).
ეს რუბრიკა ქართული და უცხოური ვებ-გვერდების საკმაოდ დიდ რესურსებს მოიცავს, ისინი სამ კატეგორიაში: „ინფორმაცია და შემეცნება“, „დასვენება და გართობა“ და "ელექტრონულ კომერციაში" არიან განაწილებულნი. შესაბამის კატეგორიაში მოხვედრა შესაბამისი სურათის „დაკლიკვით“ არის შესაძლებელი. რუბიკაში სიახლეების სანახავად იხილეთ კატეგორია "ახალი დამატებული საიტები",
წარმოდგენილი საიტებიდან თქვენთვის სასურველი შეგიძლიათ რუბრიკის კატეგორიაში "ფავორიტები" დაამატოთ, რისთვისაც საიტის სურათების დაბლა არსებული "ფავორიტი" უნდა მონიშნოთ, ფავორიტებიდან წაშლა მონიშნულის კიდევ ერთხელ "დაკლიკვით" ხდება. (ფავორიტები დაფიქსირდება იმ კომპიუტერში საიდანაც მათი დამატება მოხდა). ფავორიტებზე გადასვლა მთავარი გვერდიდანაც არის შესაძლებელი, რისთვისაც რუბრიკის დასახელება "ვებ–კატალოგი" უნდა "დაკლიკოთ"
ორგანიზაციების ონლაინ-ცნობარში 14 კატეგორიაა წარმოდგენილი, რომლებიც თავის მხრივ ქვეკატეგორიად იყოფიან. სასურველი ორგანიზაციის მოძიების რამდენიმე საშუალება არსებობს: 1. მარჯვენა ზედა მთავარ საძიებო ველში სასურველი ორგანიზაციის დასახელება ჩაწეროთ და ძებნის ველში შესაძლო ვარიანტებიდან საჭირო ამოარჩიოთ. 2. გამოიყენოთ ფილტრაცია, მაგალითად, აირჩიოთ სასურველი კატეგორია და ქვეკატეგორია, სასურველი რეგიონი, ქალაქი თუ რაიონი და, ბოლოს, საკვანძო სიტყვის ველის დახმარებით შეგიძლიათ ორგანიზაცია სახელით, ქუჩის დასახელებით და ტელეფონის ნომრითაც მოიძიოთ. (საკვანძო სიტყვის ველში ძებნა რამდენიმე სიმბოლოს ჩაწერითაც ხდება).
პროექტის პარტნიორ ორგანიზაციებთან ვარსკვლავის სიმბოლოა განთავსებული, რაც მათ კატეგორია „ფავორიტებში“ დამატების საშუალებას იძლევა (ფავორიტები იმ კომპიუტერში ინახება საიდანაც დამატება მოხდა).
ამ ბლოკში სტუდიის პროექტებია წარმოდგენილი. ზედა ნაწილი „ბავშვთა სამყაროს“ ეთმობა, რომლებშიც პროექტების „თამაში ვიქტორინისა“ და „ზღაპრების სამყაროს“ შესაბამისი თამაშებისა და ზღაპრების სურათები ერთამანეთის მონაცვლეობით გამოდის, „კურსორის“ მიახლოებისას სურათები ჩერდება და შეგიძლიათ სასურველი თამაში ან ზღაპარი აირჩიოთ, ან პირდაპირ „თამაში ვიქტორინა“ ან „ზღაპრების ქვეყანა“ „დაკლიკოთ“ და ამ პროექტების მთავარ გვერდზე მოხვდეთ. ქვედა ნაწილში პროექტების „ინტერნეტ კალენდარის“ და „მსოფლიო გამოგონებების“ თითო სიახლეა წარმოდგენილი, რომელთა „დაკლიკვისას“ შესაბამის პროექტზე გადახვალთ.
საიტის მთავარ გვერდზე ერთმანეთის მონაცვლეობით სხვადასხვა გამომცემლობის ახალი წიგნები გამოდის. რომელიმე მათგანის „დაკლიკვის“ შემთხვევაში, შესაბამის წიგნზე ვრცელ ინფორმაციას მიიღებთ. მოძრავი წიგნების მაღლა განთავსებულია მენიუ, რომელზეც წარმოდგენილი კატეგორიები შემდეგ ფუნქციებს ასრულებენ: „ყველა წიგნი“ – პროექტის მთავარი გვერდის „ყველა წიგნის“ ჩამონათვალში გადახვალთ; „ფავორიტები“ – ეს კატეგორია თქვენს მიერ არჩეული წიგნებით იქნება წარმოდგენილი, „ფავორიტებში“ დამატება წიგნთან არსებული ველი „ფავორიტის“ გვერდით მდებარე უჯრის „დაკლიკვით“ იქნება შესაძლებელი. უკვე არჩეული „ფავორიტებიდან“ წაშლაც იგივე პრინციპით ხდება. „ახალი წიგნები“ სხვადასხვა გამომცემლობის ახალი წიგნების ჩამონათვალში გადაგიყვანთ. ხოლო, „განმარტებაში“ პროექტის მოხმარების პრინციპებია განხილული. პროექტის მთავარ გვერდზე ფილტრაციის გამოყენებით სასურველი წიგნის არჩევა მარტივად არის შესაძლებელი. მარცხენა მენიუს გამოყენებით ყველა ჩამოთვლილი წიგნიდან შეგვიძლია სხვადასხვა კატეგორიების წიგნები (მხატვრული ლიტერატურა, სასკოლო წიგნები და სხვ.) ავარჩიოთ ან წიგნები გამომცემლობის მიხედვით გავფილტროთ. მაგალითად, „გამომცემლობა დიოგენეს“ არჩევის შემთხვევაში ჩამოთვლილი წიგნებიდან მხოლოდ ამ გამომცემლობის წიგნები დარჩება. აგრეთვე წიგნების არჩევა „საკვანძო სიტყვის“ გამოყენებით არის შესაძლებელი. მაგალითად, თუ მის ველში წიგნის დასახელებას ან ავტორს ჩავწერთ, ჩამოთვლილი წიგნებიდან შესაბამისი ინფრომაციის მქონე წიგნები დარჩება. ყველა წიგნთან არსებული ველის „ვრცლად“ დაკლიკვის შემთხვევაში მასზე უკვე ამომწურავ ინფორმაციას მიიღებთ: დასახელება, ავტორი, გამოცემის თარიღი, წიგნის ფასი, ანოტაცია წიგნის შესახებ და გამომცემლობა. (ამ უკანასკნელის დაკლიკვის შემთხვევაში შესაბამისი გამომცემლობის ოფიციალურ ვებ–გვერდზე გადახვალთ).
პროექტს ეტაპობრივად ყველა გამომცემლობის წიგნები დაემატება და ინფორმაციას მიიღებთ, თუ რომელ მაღაზიებში შეგეძლებათ მათი შეძენა.
ეს რუბრიკა თქვენთვის საჭირო ინფორმაციის მოძიებაში დაგეხმარებათ: სამთავრობო თუ არასათავრობო ორგანიზაციები, ბანკები და სადაზღვევო კომპანიები, ტაქსი გამოძახებით და კიდევ მრავალი სხვა. საკონტაქტო ინფორმაციის გარდა (ტელეფონი, მისამართი) ამ რუბრიკაში შესაბამისი ორგანიზაციის ოფიციალური ვებ–გვერდიც (თუ ასეთი არსებობს) არის განთავსებული. რომელზე მოხვედრაც ორგანიზაციის დასახელების ან „ვრცლად“ დაკლიკვით არის შესაძლებელი.
რუბრიკაში განთავსებული ინფორმაციიდან შეგიძლიათ თქვენთვის მნიშვნელოვანი ცალკე აარჩიოთ, რისთვისაც ორგანიზაციასთან განთავსებული პუნქტი „არჩეული“ უნდა მონიშნოთ და შესაბამისი ორგანიზაცია კატეგორია „არჩეულ ნომრებში“ დაემატება. ეს თქვენთვის სასურველი ორგნაიზიის სწრაფად მოძებნაში დაგეხმარებათ. კატეგორიიდან წაშლა პუნქტი „არჩეულის“ კიდევ ერთხელ „დაკლიკვით ხდება“. ეს ინფორმაცია ინახება იმ კომპიუტერში რომლიდანაც შესაბამისი მოქმედება განხორციელდა.
მთავარ გვერდზე წარმოდგენილი რუბრიკები თქვენ მომენტალურად შეგიძლიათ აირჩიოთ, ყოველი რუბრიკის არჩევა მისი დაკლიკვით არის შესაძლებელი, მაგალითად, თუ „დავკლიკავთ“ რუბრიკას „ვებ–კატალოგს“ მთავარ გვერდზე არსებული რუბრიკები ზუსტად ამ რუბრიკის დასაწყისში გაჩერდება. ამავე დროს, თქვენ შეგიძლიათ წარმოდგენილი რუბრიკების თანმიმდევრობაც შეცვალოთ, მაგალითად, თუ თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანია რუბრიკა „დღის აფიშა“, ვიდრე „ბიზნეს მეგზური“, ამ შემთხვევაში მათ შორის მდებარე თეთრი ფერის ისრების დაკლიკვით (მაუსის მიახლოებისას თეთრი ფერი რუხ ფერში შეიცლება) შეგიძლიათ მათი თანმიმდევრობის გამოცვლა, ანალოგიურად ყველა წარმოდგენილი რუბრიკის ადგილმდებარეობის შეცვლაა შესაძლებელი.
აქ წარმოდგენილი ქრონოლოგიურად დალაგებული ყოველი სიახლე შესაბამის კატეგორიაშია განაწილებული. თითოეულ კატეგორიას თავისი ფერი გააჩნია, რაც სასურველი ინფორმაციის არჩევას ამარტივებს. სიახლის დასახელებასთან განთავსებული ვარსკვლავის დაკლიკვა მას ფავორიტებში განათავსებს. არჩეული ფავორიტების ნახვა ზედა დიდი ვარსკვლავის დაკლიკვით ხდება. ფავორიტებში დამატებული ინფორმაციის ვარსკვლავის კიდევ ერთხელ დაკლიკვა მას ფავორიტებიდან წაშლის.
წარმოდგენილი სიახლეების ფილტრაციის რამდენიმე საშუალება არსებობს: 1) ინფორმაციის კატეგორიის მიხედვით არჩევა მარცხენა კატეგორიების მენიუდან თქვენთვის სასურველის დაკლიკვით ხდება. 2) საძიებო ველში თქვენთვის სასურველი სიტყვის ჩაწერით მხოლოდ ის სიახლე დარჩება, სადაც ასეთი ფიგურირებს. 3) ინფორმაციის საქართველოს ან სხვა დანარჩენი ქვეყნების მიხედვით არჩევა. 4) სიახლეების თარიღის მიხედვით არჩევა–კატეგორიების მაღლა განთავსებული თარიღის დაკლიკვის შემთხევაში გამოვა კალენდარი, სადაც აქტიურია ის დღე, სადაც ინფორმაცია არის განთავსებული. დამატებითი ფილტრების საშუალებით შეგიძლიათ შესაბამისი კატეგორია, ქვეყნები და სასურველი დღე აირჩიოთ.
შენიშვნებისა და წინადადებებისთვის მოგვწერეთinfo@codna.ge