|
ყველა
"საგამომცემლო სახლი ტრიასი"
"მერიდიანი"
"Pearson"
ქარჩხაძის გამომცემლობა
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
"ლოგოს პრესი"
"არტანუჯი"
"დიოგენე"
"სწავლანი"
"Macmillan Education"
"ინტელექტი"
"Oxford University Press"
ელფის გამომცემლობა
"კლიო"
"მერიდიანი", "კლიო"
"პალიტრა L"
„საქართველოს მაცნე“
„წყაროსთვალი“
"სიდი"
|
|
ფიზიკა ავტორი: გამოშვების თარიღი: ფასი: 14 ლარი |
|
ამ წიგნის მიზანია პირველი მეგზურობა გაუწიოს ნორჩ მკითხველს თანამედროვე ფიზიკაში და მარტივად აუხსნას ისეთი ცნებები, როგორებიცაა დიდი აფეთქება, სინათლის სიჩქარე, ფარდობითობა, შავი ხვრელი, კვარაკი თუ ლეპტონი. ასევე, როგორ შეცვალა აინშტაინის ფარდობითობის თეორიამ ჩვენი წარმოდგენა დროსა და სივრცეზე? რამდენად ღრმად სწავლობენ მეცნიერები თანამედროვე ტექნიკის დახმარებით სამყაროს წარსულს? როგორ აღადგენენ ისინი გიგანტური ამაჩქარებლებით სამყაროს საწყისს და, ასევე, როგორ ახერხებენ მატერიის უმცირესი ზომის საშენ ქვათა აღმოჩენას. |
|
განძის ძიება ავტორი: გამოშვების თარიღი: ფასი: 14 ლარი |
|
განძით ჩაძირული ხომალდების, მეკობრეების მიერ გადამალული განძისა თუ ძველი საბადოების ისტორია ყოველთვის აღელვებდათ განძის მაძიებლებს. წყალსა თუ ხმელეთზე დღემდე ძველი კულტურის ნაშთებს: ოქრო-ვერცხლსა თუ სხვა ძვირადღირებულ ნივთებს. დოქტორი ნორბერტ ფონ ფრანკენშტაინი საინტერესოდ გადმოგვცემს ზღაპრული განძის მპოვნელების ისტორიას, გარდა ამისა, ცნობისმოყვარეებს სთავაზობს თემებს: სად შეიძლება იყოს განძი? როგორ ვიპოვოთ განძი ხმელეთსა თუ წყალში? |
|
ძველი ეგვიპტე ავტორი: გამოშვების თარიღი: ფასი: 14 ლარი |
|
ამ ტომში გიამბობთ ქრისტეშობამდე დაახლოებით 5 ათასი წლის წინ ნილოსის დელტაში დაარსებული ქვეყნის შესახებ, რომელიც თითქმის 3 ათასი წელი არსებობდა და კაცობრიობას უამრავი საიდუმლო დაუტოვა ამოსახსნელად. რას ნიშნავდა ნილოსი ეგვიპტელებისთვის? როგორ ცხოვრობდნენ ეგვიპტელები ფარაონის ეპოქაში? რას ნიშნავს იეროგლიფები? რა მნიშვნელობა აქვს ძველ ეგვიპტეს კაცობრიობის ისტორიაში? |
|
მათემატიკა ავტორი: გამოშვების თარიღი: ფასი: 14 ლარი |
|
მათემატიკა ერთ-ერთი უძველესი მეცნიერებაა. იგი დღეს გამოიყენება ავტომობილებში, კომპიუტერში, ნებისმიერ ტექნიკურ ხელსაწყოში. ამ ტომში საუბარია მათემატიკის განვითარების ისტორიაზე - საუკუნეების წინ რიცხვების აღმოჩენიდან დაწყებული, თანამედროვე ურთულესი მათემატიკური კვლევებით დამთავრებული. თქვენ თვალს შეავლებთ ამ მომაჯადოებელ სამყაროს, რომელიც წმინდა აზროვნებისგან დიდადაა დავალებული. კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ მათემატიკის საუკუნეში ვცხოვრობთ. |
|
დრო და კალენდარი ავტორი: გამოშვების თარიღი: ფასი: |
|
თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში დრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ხშირად ვხვდებით ისეთ ცნებებს, როგორებიცაა სამუშაო დრო, საუკუნე, ზაფხულის დრო, ისტორია, მაგრამ ზუსტად არავინ იცის, რა არის სინამდვილეში დრო. ამ წიგნში ახსნილია, თუ რომელ კანონზომიერად განმეორებად ციურ მოვლენებს შემოაქვთ წესრიგი ჩვენ ყოფიერებაში და ისიც, თუ რაოდენ მრავალმხრვი ძალისხმევა დასჭირდათ ჩვენს წინაპრებს კალენდრის შესაქმნელად. |
|
უდაბნოები ავტორი: გამოშვების თარიღი: ფასი: 14 ლარი |
|
ამ ტომში ყველაზე საინტერესო თემაზე, ჩვენი პლანეტის მშრალ უდაბნოზე მოგითხრობთ. შეიტყობთ, როგორ წარმოიშვნენ ხანგრძლივი კლიმატური ცვალებადობის შედეგად, როგორ გამოიფიტა და გაუდაბურდა ერთ დროს ნაყოფიერი მიწები, სავანები, ტყეები და ზღვები. აქვე მოგითხრობთ იმ ცხოველებისა და მცენარეების შესახებ, რომლებიც ცხელ და მშრალ კლიმატს შეეგუვნენ და ფრიად უჩვეულო ფორმები და ჩვევები შეიძინეს, რათა გადარჩენილიყვნენ. ნებისმიერი ცოცხალი არსებისთვის უდაბნო ყოველთვის იყო და იქნება ერთდროულად თავშესაფარიცა და გამოწვევაც. |
|
ჩაძირული ქალაქები ავტორი: გამოშვების თარიღი: ფასი: 14 ლარი |
|
კაცობრიობის ისტორია 2 მილიონ წელზე მეტს ითვლის, მაგრამ არსებული წერილობითი წყაროები ამ ხანგრძლივი პერიოდის მხოლოდ მცირე მონაკვეთს - ბოლო 5 000 წელს მოიცავს. კაცობრიობის წარსულის შესახებ გარკვეულ ინფორმაცის გვაწვდის ნივთიერი წყაროებიც: ხელსაწყოები და იარაღი, ძველი სასმისები თუ მათი ნამტვრევები, ადამიანთა პრიმიტიული საცხოვრისები. შემორჩენილია ადამიანთა საქმიანობისა და ყოფის ამსახველი უამრავი კონკრეტული ნაკვალევი ციხესიმაგრეებისა და ტაძრების, საირიგაციო სისტემებისა და ქუჩების, საცხოვრებელი სახლებისა და ზოგჯერ მთელი ქალაქის ნანაგრევების სახით, რაც განსაკუთრებით გვაახლოებს საუკუნეების წინ გამქრალ კულტურებთან. კაცობრიობის არსებობის დამადასტურებელ ისტორიულ წყაროებს არქეოლოგები იკვლევენ. სწორედ მათზე და მათ საქმიანობაზე მოგვითხრობს ეს ტომი. წიგნში აღწერილია არქოლოგების მიერ განვლილი გზა პრიმიტიული მეთოდებიდან თანამედროვე მეცნიერულ გათხრებამდე - უახლესი ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამოყენებით. წიგნში აღწერილია იმ არქეოლოგების თავდაუზოგავი შრომა, რომლებიც უდაბნოებში, ტროპიკულ ტყეებსა და მთებში დამარხულ და წყლის ქვეშ ჩაძირულ ქალაქებს იკვლევენ, მათი დამსახურებაა, რომ ჩვენი ისტორია ახალი ფურცლებით ივსება. |
|
ვულკანები ავტორი: გამოშვების თარიღი: ფასი: 14 ლარი |
|
ვულკანები, ეს იდუმალებით მოცული მთები საუკუნეების მანძილზე აშინებდა და ამავე დროს ხიბლავდა ადამიანს. მაინც საიდან ჩნდება ვულკანი? რატომ ცხოვრობენ ადამიანები ვულკანთან ახლოს? შეიძლება თუ არა ვულკანის ამოფრქვევის წინასწარმეტყველება? რა საფრთხე და რა სიკეთე მოაქვს ვულკანს? ცვლის თუ არა ვულკანი კლიმატს დედამიწაზე? უდიდესი ვულკანები და უდიდესი ამოფრქვევები... ამ და სხვა უამრავ საინტერესო ამბავს მოგვითხრობს პროფ. რაინერ ქიოთე თემატური ენციკლოპედიების _ ,,რა არის რა’’ _ ამ ტომში. წიგნში უხვადაა ქართული საინტერესო ინფორმაციებიც. |
|
გლადიატორები ავტორი: გამოშვების თარიღი: ფასი: 14 ლარი |
|
რა იზიდავდა რომაელებს გლადიატორების ბრძოლაში, რომ ,,ძლიერნი ამა ქვეყნისანი’’ საუკუნეების განმავლობაში კოლოსალურ თანხებს ხარჯავდნენ მათ მოსაწყობად, ხოლო ამფითეატრის რიგები აღფრთოვანებული მაყურებლებით იყო გადაჭედილი? როგორ წარმოიშვა ეს სანახაობა და როდის გაქრა? შეესაბამება თუ არა ფილმებში მოთხრობილი სანახაობა ანტიკურ წყაროებში აღწერილ სინამდვილეს? რას ნიშნავს იყო გლადიატორი? როგორი იყო მისი ყოველდღიური ცხოვრება? რა იარაღები და ბრძოლის როგორი ხერხები არსებობდა იმ დროს? სწორედ ამ კითხვებზე გიპასუხებთ რა არის რას წინამდებარე ტომი. |
|
ინდიელები ავტორი: გამოშვების თარიღი: ფასი: 14 ლარი |
|
როცა ვსაუბრობთ ინდიელებზე, თვალწინ წარმოგვიდგება ბიზონის ტყავის კარვები და ცხენზე ამხედრებული, ქარში მოფრიალე ბუმბულებით თავშემკული მეომრები. ძალზე ცოტამ იცის, რომ ამ ხალხების კულტურა და ცხოვრების წესი მრავალმხრივი და ძალზე საინტერესოა. დოქტორი ზიგნე ზაილერი თემატური ენციკლოპედიების _ ,,რა არის რა’’ _ ამ ტომში მოგვითხრობს ინდიელთა ტომების ყოველდღიური ცხოვრების, რწმენისა და ისტორიის შესახებ, როგორ განდევნეს ისინი ევროპელებმა კუთვნილი ტერიტორიებიდან და როგორ ცხოვრობენ ამჟამად, როდის ეწევიან ბელადები მშვიდობის ჩიბუხს, რა სიმბოლური დატვირთვა აქვს კვამლის ნიშნებს. გავეცნობით ინდიელთა ენების ცალკეულ სიმბოლოებსა და სხვ. |
|
მეცნიერებები ავტორი: გამოშვების თარიღი: ფასი: 14 ლარი |
|
უკანასკნელ საუკუნეებში, განსაკუთრებით მე-19 საუკუნის შუა წლებიდა, ჩვენი კულტურა მეცნიერულმა ცოდნამ და გამოცდილებამძირფესვიანად შეცვალა. ერთი მხრივ, უზომოდ გაიზარდა ცოდნა სამყაროსა და საკუთარი თავის შესახებ, მეორე მხრივ, მეცნიერულ კვლევებზე დაფუძნებულმა ტექნიკურმა პროგრესმა ჩვენი პლანეტა ერთგვარ ,,გლობალურ სოფლად“ აქცია. თუ ადრე ადამიანის გარესამყაროსთან ურთიერთობა ძირითადად გამოცდილებას ეყრდნობოდა, დღეს ეს ურთიერთობა ცოდნის მოპოვებისა და განკარგვის ხარჯზე ხორციელდება. ამ ტომში შევეცდებით, მეცნიერების ისტორიის დახმარებით, ფეხდაფეხ მივყვეთ ზემოთ აღნიშნულ განვითარებას; შემოგთავაზებთ ერთგვარ რუკას, რომელიც თანამედროვე სამეცნიერო საზოგადოებაში პირველი ნაბიჯების გადადგმასა და სწორ ორიენტაციაში დაგეხმარებათ. |
|
მსოფლიოს შვიდი საოცრება ავტორი: გამოშვების თარიღი: ფასი: 14 ლარი |
|
მსოფლიოს შვიდი საოცრება იყო თავისი დროის ტექნიკისა და ხელოვნების უდიდესი მიღწევა. როგორ შენდებოდა ხეოფსის პირამიდა? როგორი იყო სემირამიდას კიდული ბაღები? როგორ დაინგრა სახელგანთქმული არტემიდეს ტაძარი? ვინ ააშენა ჰალიკარნასოსის მავზოლეუმი? როგორი იყო როდოსის კოლოსის სიმაღლე? ამ და სხვა უამრავ საინტერესო კითხვაზე პასუხს მიიღებთ თემატური ენციკლოპედიების _ ,,რა არის რა’’ - ამ ტომში. |
|
უძველესი ადამიანი ავტორი: გამოშვების თარიღი: ფასი: 14 ლარი |
|
ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლე უკვე სამ მილიარდ წელზე მეტია არსებობს. ეს წარმოუდგენლად დიდი დროა. ამ ტომში მოგითხრობთ ადამიანის საინტერესო ისტორიას მისი წარმოშობიდან ენის, დამწერლობისა და თანამედროვე ტექნიკის განვითარებამდე. წიგნს საფუძვლად დაედო პალეოანთროპოლოგების ანუ პირველყოფილი ადამიანების შემსწავლელი მეცნიერების შრომები, რომლებშიც ასახულია თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში მიმდინარე შრომატევადი და დამქანცველი არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი პირველყოფილი ადამიანების ნამარხი ძვლების გამოკვლევის შედეგები. |
|
ძველი ჩინეთი ავტორი: გამოშვების თარიღი: ფასი: 14 ლარი |
|
ჩინელებმა აღმართეს კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი ნაგებობა, გამოიგონეს დენთი და კომპასი. მათი იმპერატორები მართავდნენ მსოფლიოში უძლიერესსა და უძველეს იმპერიას. გერმანელი მწერალი და ჟურნალისტი ვალტერ ფლემერი, რომელიც კარგად იცნობს ჩინეთის ისტორიასა და კულტურას, ახალგაზრდა მკითხველს აცნობს ჩინეთის ისტორიას უძველესი დროიდან დღემდე: ბრინჯაოს ხანის პატარ-პატარა სამეფოების ეპოქიდან გაერთიანებული სახელმწიფოს ჩამოყალიბებამდე, მონღოლების შემოსევებიდან ტანის დინასტიის დიდებულებამდე. ის გვიამბობს თიხის ,,ჯარისკაცთა’’ საიდუმლოების, წერის ხელოვნების, კონფუციანელობისა და ბუდიზმის შესახებ. თემატური ენციკლოპედიების სერიის _ ,,რა არის რა’’ _ ამ ტომში მოთხრობილი ჩინეთის უძველესი ისტორია დაგვეხმარება უკეთ ჩავწვდეთ დღევანდელ ჩინეთში მიმდინარე მოვლენებს. |
|
სამურაი ავტორი: გამოშვების თარიღი: ფასი: 14 ლარი |
|
იაპონიაში სამურაები ისეთივე როლს ასულებდნენ, როგორსაც არისტოკრატია და რაინდდები შუა საუკუნეების ევროპაში. თუმცა გაცილებით მეტი ხნის განმავლობაში, 700 წლის მანძილზე, სამურაები იაპონიის საზოგადოების ელიტას წარმოადგენდნენ. ვაჟკაცობა და სიმამაცე, გამბედაობა და ერთგულება იყო სამურაების მთავარი თვისება. დრამატულობით აღსავსე იყო მათი აღმავლობაც და დაცემაც. |
|
|
|
|
|
საფრანგეთის ერთ-ერთმა მსხვილმა გამომცემლობა “ბენევანმა” 2012 წლის მარტის პირველ დეკადაში გამოსცა ქართული ლექსების კრებული სათაურით “ქართული ლექსების რვეული“, რომელიც შეკრიბა და თარგმნა იზა ჯინჯიხაძემ.
გამომცემლობა “ბენევანის“ პრეს-კომიუნიკეში, რომელიც დაიგზავნა საფრანგეთის სხვადასხვა მედიაში (ტელერამა, ფიგარო, ნუველ ობსერვატორი, ლიბერასიონი, პარი-მატჩი) და გავრცელდა მსოფლიოს მსხვილ ფრანკოფონურ წიგნების მაღაზიებში, წერია: “ქართული ლექსების რვეული “უმღერის და ადიდებს სიყვარულს, სიყვარულს, რომელიც, როგორც “სრული ნიჭი”, ამკობს ადამიანს და “ციცინათელასავით” უნათებს ღამეში ეკლიანსა და მძიმე ცხოვრების გზას. მოყვანილია სერჟ ანდრიოსა და ჟან ბატიუს ციტატები:
„ რა შესანიშნავი აზრია - გააცნო ფრანგულენოვან მკითხბელს შენი ქვეყანა საოცარი სილამაზის ლექსების თაიგულით და ახალი, სპეტაკი სიოს მონაბერით მრავალსაუკუნოვანი საქართველოსაგან“ ჯან ბატიუ , ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, ფრანგული ენისა და ლიტერატურის პროფესორი
„ კითხულობ ლექსებს და გიტაცებს თარგმანის საოცარი მუსიკალურობა და სიტყვების უწყვეტ ნაკადად აჟღერებული, გულში ჩამწდომი ქართული პოეზიის ფრანგული ვერსია თუმცა მთარგმნელი არასდროს არ ღალატობს ორიგინალს„ სერჟ ანდრიო , ლიტერატორი, ფილოსოფიის პროფესორი
წიგნი იყიდება პარიზსა და სხვადასხვა ქვეყნის ფრანგულენოვან წიგნების მაღაზიებში ასავე დადებულია Amazon-ზე. თბილისში წიგნი იყიდება: წიგნის სახლში (ლიტერატურული კაფე, პეკინის ქ. 31), ესპერანცაში (სენტ-ეგზიუპერის ქ.12), პარნასში (ჭავჭავაძის გამზ. 22)
|