|
ყველა
"მერიდიანი"
"Pearson"
ქარჩხაძის გამომცემლობა
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
"ლოგოს პრესი"
"არტანუჯი"
"დიოგენე"
"სწავლანი"
"Macmillan Education"
"ინტელექტი"
"Oxford University Press"
ელფის გამომცემლობა
"კლიო"
"მერიდიანი", "კლიო"
"პალიტრა L"
„საქართველოს მაცნე“
„წყაროსთვალი“
"სიდი"
"საგამომცემლო სახლი ტრიასი"
|
|
ძველი საბერძნეთი ავტორი: გამოშვების თარიღი: ფასი: 14 ლარი |
|
ბერძნები უძველესი ცივილიზაციისა და კულტურის ერია. საბერძნეთი, ანუ ძველი, ელადა ძველი ბერძნული, დამოუკიდებელი ქალაქ-სახელმწიფოების, ანუ პოლისების საერთო სახელწოდება იყო. ძველი ბერძნები დიდ სპორტულ ზეიმებს მართავდნენ ოლიმპიასა და სხვა ქალაქებში. ბერძნების პოეზია, სპორტი, დიდი ზეიმები, თეატრი, ბრძოლის ხელოვნება მთელ მსოფლიოშია ცნობილი. ევროპის არც ერთ ხალხს ასე არ გაუმდიდრებია ევროპული კულტურა, როგორც ძველ ბერძნებს. თუ რამდენად დიდი იყო მათი წვლილი ამ საქმეში, მოგითხრობთ თემატური ენციკლოპედიების ეს ტომი, რომელიც უხვადაა ილუსტრირებული. |
|
ავტომობილები ავტორი: გამოშვების თარიღი: ფასი: 14 ლარი |
|
ამ ტომში მოგითხრობთ იმ ურთულესი გზის შესახებ, რომელიც ავტომობილმა თავისი პირველი წინაპრის გამოგონებიდან დღემდე, უახლეს მოდელებამდე გაიარა. გიამბობთ, რამდენს შრომობენ ინჟინრები, რომ ავტომობილით მგზავრობა არა მარტო სწრაფი და სასიამოვნო, არამედ უსაფრთხო და გარემოსთვის ნაკლებად საზიანოც იყოს. გარდა ამისა, წიგნში სიტყვიერად, სურათებითა და სქემებით ახსნილია ავტომობილისა და მისი ცალკეული უმნიშვნელოვანესი დეტალების მუშაობის ძირითადი პრინციპები. ასევე ახსნილია თუ რა არის ავტომობილის მართვისას მთავარი. ჩვენ იმ სიამოვნების შესახებაც გიამბობთ, რასაც ავტომობილის მფლობელი განიცდის. თუ მრბოლელობაზე ოცნებობთ, მაშინ შეიტყობთ, თუ სად და როგორ სჯობს ავტოსპორტში ჩართვა. გარდა ამისა, შეგიძლიათ გამომგონებლებთან და მკვლევარებთან ერთად მომავლის ავტომობილის შექმნაზეც იფიქროთ. |
|
ახსნილი და აუხსნელი ფენომენები ავტორი: გამოშვების თარიღი: ფასი: 14 ლარი |
|
სტუმრობენ თუ არა დედამიწას უცხოპლანეტელები ,,მფრინავი თეფშებით’’ ან ,,ამო-ებით“? წარსულშიც ხომ არ ყოფილან ისინი აქ და თავისი განსაკუთრებული შესაძლებლობების გამო ღმერთებად ხომ არ მიუჩნევიათ ჩვეს წინაპრებს? იცოდნენ თუ არა ადამიანებმა უკვე 2000 წლის წინ ელექტრული ბატარეის გაკეთება? როგორ მოხდა რომ შუა საუკუნეების ზოგიერთ მსოფლიო რუკაზე აღნიშნულია კონტინენტი ანტრაქტიკა, რაც აქამდე გავრცელებული აზრით, აქ პირველად მხოლოდ ერთი საუკუნის წინათ დადგეს ფეხი? შეუძლია თუ არა ადამიანს კატასტროფის წინასწარ განსაზღვრა ან ასტროლოგიის დახმარებით, სულაც, მომავლის წინასწარმეტყველაბა? ნამდვილად დადიან თუ არა ძველ სასახლეებში მოკლულთა აჩრდილები? ბინადრობენ თუ არა ოკეანეების სიღრმეებში უზარმაზარი ცხოველები, როგორებიცაა, მაგალითად, ვეებერთელა რვაფეხა, რომელიც აქამდე ბიოლოგებს ხელიდან უსხლტებოდა? ამ საკითხებსა და მათთან დაკავშირებულ მიღწევებს შეიტყობთ ამ ტომში. |
|
ხალხთა დიდი გადასახლება ავტორი: გამოშვების თარიღი: ფასი: 14 ლარი |
|
ხალხთა დიდმა გადასახლებამ მრავალი თაობა მოიცვა. ეს იყო დროის დიდი მონაკვეთი IV საუკუნის მიწურულსა და VI საუკუნის მიწურულს შორის - ხანგრძლივი ბრძოლის პერიოდი ანტიკურ რომსა და ,,ბარბაროსებს’’ შორის. როგორ დაიწყო დიდი გადასახლება? როგორ მოხდა ხალხთა აღრევა? როგორი იყო მათი ცხოვრების წესი? შეიარაღება? ვინ იყვნენ ჰუნები, გოთები, ვანდალები, ლანგობარდები? რა მოხდა ევროპაში ხალხთა დიდი გადასახლების შემდეგ. ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად აუცილებლად უნდა წაიკითხოთ თემატური ენციკლოპედიების ეს ტომი. |
|
მსოფლიო რელიგიები ავტორი: გამოშვების თარიღი: ფასი: 14 ლარი |
|
|
|
ძველ რომი ავტორი: გამოშვების თარიღი: ფასი: 14 ლარი |
|
არქეოლოგიური გათხრები, ლიტერატურული ნაწარმოებები და ისტორიკოსთა გამოკვლევები წარმოდგენას გვიქმნის ხმელთაშუა ზღვის გარშემო აღმოცენებულ რომის უძველეს იმპერიაზე. რომის ისტორია მჭიდრო კავშირშია გერმანელების ისტორიასთან. გარმანიის 1100 წლოვანი ისტორიის თითქმის 900 წელი რომის იმპერიის სახელთანაა დაკავშირებული. ისეთი მეფეები, როგორებიც იყვნენ ჰაინრიხ II, ფრიდრიხ I და ფრიდრიხ II ფონ ჰოენშტაუფენი რომაელი იმპერატორები იყვნენ. რომის იმპერიის არქეოლოგიური მასალის უმრავლესობა მიეკუთვნება იმპერატორთა ხანას. შედარებით მწირია რესპუბლიკური ხანის არქეოლოგიური მასალა. ანტიოკური კულტურებისა და იმპერიების ისტორიაში რომის იმპერატორთა ხანა ისტორიულად ყველაზე ცნობილი ეპოქაა. ამ პერიოდის ავტორთა უამრავი ხელნაწერი თუ არქეოლოგიური ძეგლია შემორჩენილი... ბევრი რამ, რაც ანტიკური რომის შესახებ გაინტერესებთ, თემატური ენციკლობედიების ამ ტომშია გადმოცემული. |
|
ამინდი ავტორი: გამოშვების თარიღი: ფასი: 14 ლარი |
|
ამ წიგნში უპირველეს ყოვლისა ახსნილია, რატომ, როგორ და სად წარმოიქმნება ამინდი და რაზე მიგვანიშნებს მისი მრავალგვარი მოვლენები - ღრუბლები, ქარი, წვიმა, თოვლი, სიცხე თუ სიცივე. ის გვიხსნის, როგორ წარმოიქმნება ცისარტყელა და საიდან იღებს თავის უზარმაზარ ენერგიას ტროპიკული ქარბორბალა. გავიგებთ ასევე, როგორ ჩაერია ადამიანი ამინდის პროცესებში ბოლო წლების განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ კლიმატი ბუნებრივ ცვლილებებს განიცდის. მრავალი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ადამიანის მრავალგვარი აქტიურობა მასზე ხანგრძლივ ზეგავლენას ახდენს, სამწუხაროდ, არა სასიკეთოს. |
|
კოშკები და ცათამბჯენები ავტორი: გამოშვების თარიღი: ფასი: 14 ლარი |
|
ადამიანები ოდითგანვე აგებდნენ კოშკებს. მათი თავდაპირველი დანიშნულება თავდაცვა იყო. როგორ ახერხებდნენ ადამიანები თავისი ფანტაზიითა და შესაძლებლობებით ამდენის მიღწევას? როდიდან აშენებს ადამიანი კოშკებს? რატომაა კოშკი ციხესიმაგრის წინამორბედი? რატომ ატანდნენ კოშკებს ქალაქების გალავნებს? ნამდვილად არსებობდა თუ არა ბაბილონის გოდოლი? როგორ წარმოიშვა მინარეთი? ამ და სხვა კითხვებზე საინტერესო პასუხებს ამოიკითხავთ თემატური ენციკლოპედიების ამ ტომში. |
|
დიდი აღმოჩენები ავტორი: გამოშვების თარიღი: ფასი: 14 ლარი |
|
თანამედროვე მსოფლიო ძალიან დაპატარავდა. დედამიწას ყოველ წუთში გარს უვლიან თანამგზავრები, რადიო, ტელევიზია თუ ინტერნეტი მუდმივად გვაწვდის ინფორმაციებს ნებისმიერი წერტილიდან. ევროპელ ტურისტს რამდენიმე საათი სჭირდება, რომ თვითმფრინავით ჩვენი პლანეტის მეორე მხარეს აღმოჩნდეს, მაგრამ ყოველთვის ასე როდი იყო. ჯერ კიდევ 150 წლის წინ ატლანტიკის ოკეანის გადაკვეთას რამდენიმე კვირა სჭირდებოდა, ინდოეთამდე ზღვით მისვლას - რამდენიმე თვე, შუა აზიის ვრცელი უდაბნოები და სტეპები კი ადამიანებისთვის ისევე უცხო და საშიში იყო, როგორც კონგოს ტროპიკული ჯუნგლები და ანტრაქტიკის მარადიული ყინული. ანტიკური ხანის ადამიანებთან შედარებით, ჩვენი დედამიწის შესახებ გაცილებით მეტი ცოდნა რომ გაგვაჩნია, მამაცი მეზღვაურების, უშიშარი პირველაღმომჩენებისა და დაუღალავი მკვლევარების დამსახურებაა. სწორედ მათი თავგადასავლების შესახებ მოგვითხრობს ,,რა არის რას’’ ეს ტომი. |
|
გამოგონებები ავტორი: გამოშვების თარიღი: ფასი: 14 ლარი |
|
ადამიანის გამომგონებლური უნარი უსაზღვროა. ჩვენ ერთიანად გვაოცებს როგორც უძველესი ქვის ხანის, ასევე თანამედროვე კომპიუტერის ეპოქის ადამიანთა გამოგონებები. ადამიანის სწრაფვამ ახლის ძიებისაკენ შექმნა ახალი სამეცნიერო დარგები და მიმართულებები. ჩვენი წინაპრები ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ ადამიანი ოდესმე კოსმოსში გაფრინდებოდა და მთვარეზე დაადგამდა ფეხს, სადაც ხვალ შეიძლება ჯგუფური ექსკურსიებიც კი მოაწყონ. ამ წიგნში ვისაუბრებთ იმ უდიდეს გამოგონებებზე, რომელიც დღეს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების თანამგზავრია. არსებობს თუ არა მორალურად ,,კარგი’’ და ,,ცუდი’’ გამოგონება? არის თუ არა ყველა გამოგონება ერთნაირად მისაღები? რა მოსდევს გენურ ინჟინერიას? რა მიეკუთვნება მომავლის გამოგონებებს? შეიძლება თუ არა ცოცხალი არსების შექმნა? ამ და უამრავ საინტერესო კითხვაზე პასუხს თემატური ენციკლოპედიების ამ ტომში შეიტყობთ. |
|
კრიმინალისტიკა ავტორი: გამოშვების თარიღი: ფასი: 14 ლარი |
|
ამ ტომში მკითხველი მიდის დანაშულის ადგილას, საიდანაც თვალს ადევნებს კრიმინალური სამსახურის ლაბორატორიაში სასამართლო მედიცინის მუშაკთა მუშაობას. წიგნი მოგვითხრობს, როგორ სარგებლობენ კრიმინალისტები გენური ინჟინერიით, კომპიუტერითა და მაღალი სიმძლავრის მიკროსკოპებით. აღწერილია დაკავების სხვადასხვა ხერხი, აგრეთვე, ის პრობლემები, რომლებიც კრიმინალურ პოლიციას ექმნება ეკონომიკური და ორგანიზებული დანაშულის გამოსავლენად. კრიმინალისტების საქმიანობა დიდ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა საზოგადოებისთვის ეს შეუმჩნეველია. ამ ტომიდან გაიგებთ, როგორ მუშაობენ ისინი ამა თუ იმ სიტუაციაში და რა ტექნიკურ საშუალებებს იყენებენ დანაშაულის გასახსნელად. |
|
ევროპა ავტორი: გამოშვების თარიღი: ფასი: 14 ლარი |
|
ევროპა ევროაზიული კონტინენტის მცირე ნაწილია. სწორედ ევროპაში გაიფურჩქნა ანტიკური ხანის რომაული და ბერძნული კულტურები. წიგნში მოცემულია ისტორიის, კლიმატური ზონების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროსა და სახელწიფოების ზოგადი დახასიათება. როგორ ფუნქციონირებს 25 წევრი-ქვეყნის გაერთიანება? რატომ არ მოიცავს ეკ მთელს ევროპას? რას ნიშნავს ,,ევროპა’’? რატომ არსებობს ეკ? რა შეიცვალა ევროს შემოღებით? ვინ მართავს ეკ-ს? ეკ-ის მაგალითზე შეიძლება განვიხილოთ, თუ როგორ ეძებს ევროპა თავის ადგილს მსოფლიო არენაზე დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილების პოლიტიკური გახლეჩის დამთავრების შემდეგ. ამ და უამრავ საინტერესო საკითხვებზე გიამბობთ თემატური ენციკლოპედიების ამ ტომში. |
|
ჯვაროსნები ავტორი: გამოშვების თარიღი: ფასი: 14 ლარი |
|
წინა აზიაში, იქ, სადაც აზიის დასავლეთი ნაწილი და აფრიკის ჩრდილო-აღმოსავლეთი ერთმანეთს ესაზღვრება და ხმელთაშუა ზღვიდან სამხრეთ ევროპისკენაა გასასვლელი, სამი დიდი მსოფლიო რელიგიის - ქრისტიანობის, იუდაიზმისა და ისლამის აკვანი დაირწა. აქ მდებარეობს სამივე რელიგიის წმინდა ადგილები. იუდეველების. ქრისტიანებისა და მუსლიმანებისთვის იერუსალიმი იყო და დარჩება აღთქმული ქვეყნის გულად. ასეულობით წლის წინ შუა საუკუნეების ევროპის ხალხების უმეტესობა ძალიან ღარიბულად ცხოვრობდა. მათი მთავარი ნუგეში რწმენაში იყო, იმის წარმოდგენაში, რომ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე გრძელდება. ამიტომ პალესტინის იმ წმინდა ადგილების მოლოცვას, სადაც ერთ დროს იესო ქრისტე დადიოდა, უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ქრისტიანები ძალიან განიცდიდნენ, რომ წმინდა ქვეყანა ,,ურჯულოების’’ ხელში იყო. ,,რა არის რას“ ამ ტომში მოთხრობილია წინა აზიაში ევროპელი ქრისტიანების მუსულმანთა წინააღმდეგ ლაშქრობების შესახებ, რომლებსაც მძიმე შედეგები მოჰყვა. |
|
ვიკინგები ავტორი: გამოშვების თარიღი: ფასი: 14 ლარი |
|
ვიკინგების ეპოქა მოიცავს 3 საუკუნეს - 800-1100 წლებს. ვიკინგები _ სკანდინავიელები: ნორვეგიელები, დანიელები და შვედები არიან. ისინი ცნობილნი იყვნენ როგორც მეკობრეები, დამპრყობლები, ვაჭრები, ახალმოსახლენი. ევროპის ისტორიაში ვიკინგების პერიოდი მშვიდობიანობით არ გამოირჩევა. ვიკინგები ერთიანდებოდნენ მეკობრეთა ბანდებში. მათ დაიპყრეს ჰამბურგი, კიოლნი, მაინცი, ლონდონი, პარიზი, დაიპყრეს სამხრეთ იტალია, სიცილია და იქ საკუთარი სახელმწიფო დააარსეს. აარსებდნენ ახალდასახლებებს ირლანდიაში, რუსეთში, საფრანგეთში, ინგლისში, ისლანდიასა და ჩრდილოატლანტიკის კუნძულებზე. კოლუმბამდე 500 წლით ადრე, სკანდინავიელებმა ამერიკის კონტინენტს მიაღწიეს და იქ დამკვიდრებას შეეცადნენ. ქრისტეშობიდან 1100 წელს სკანდინავიელებმა ქრისტიანობა მიიღეს და მეკობრეობის ხანა წარსულს ჩაბარდა. ამ საინტერესო ისტორიას გაეცნობით თემატური ენციკლოპედიების ამ ტომში. |
|
ჩვენი დედამიწა ავტორი: გამოშვების თარიღი: ფასი: 14 ლარი |
|
პლანეტათა შორის დედამიწა ერთადერთია, სადაც სიცოცხლეა. ჩვენი დედამიწის ზედაპირი არაერთგვაროვანია. დედამიწაზე ერთმანეთს ენაცვლება ცად აზიდული მთები, პატარა ბორცვები და ვაკეები, ზღვები, ოკეანეები, უდაბნოები. როგორ წარმოიქმნა დედამიწა? საიდან მტკიცდება, რომ დედამიწა მრგვალია? როგორია დედამიწის წიაღი? როგორ გაჩნდა სიცოცხლე დედამიწაზე? რა არის გლეტჩერი? რა ვიცით უძველესი მცენარეებისა და ცხოველების შესახებ? ამ და უამრავ საინტერესო კითხვაზე პასუხს იპოვით თემატური ენციკლოპედიის - ,,რა არის რას’’ - ამ ტომში. |
|
|
|
|
|
საფრანგეთის ერთ-ერთმა მსხვილმა გამომცემლობა “ბენევანმა” 2012 წლის მარტის პირველ დეკადაში გამოსცა ქართული ლექსების კრებული სათაურით “ქართული ლექსების რვეული“, რომელიც შეკრიბა და თარგმნა იზა ჯინჯიხაძემ.
გამომცემლობა “ბენევანის“ პრეს-კომიუნიკეში, რომელიც დაიგზავნა საფრანგეთის სხვადასხვა მედიაში (ტელერამა, ფიგარო, ნუველ ობსერვატორი, ლიბერასიონი, პარი-მატჩი) და გავრცელდა მსოფლიოს მსხვილ ფრანკოფონურ წიგნების მაღაზიებში, წერია: “ქართული ლექსების რვეული “უმღერის და ადიდებს სიყვარულს, სიყვარულს, რომელიც, როგორც “სრული ნიჭი”, ამკობს ადამიანს და “ციცინათელასავით” უნათებს ღამეში ეკლიანსა და მძიმე ცხოვრების გზას. მოყვანილია სერჟ ანდრიოსა და ჟან ბატიუს ციტატები:
„ რა შესანიშნავი აზრია - გააცნო ფრანგულენოვან მკითხბელს შენი ქვეყანა საოცარი სილამაზის ლექსების თაიგულით და ახალი, სპეტაკი სიოს მონაბერით მრავალსაუკუნოვანი საქართველოსაგან“ ჯან ბატიუ , ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, ფრანგული ენისა და ლიტერატურის პროფესორი
„ კითხულობ ლექსებს და გიტაცებს თარგმანის საოცარი მუსიკალურობა და სიტყვების უწყვეტ ნაკადად აჟღერებული, გულში ჩამწდომი ქართული პოეზიის ფრანგული ვერსია თუმცა მთარგმნელი არასდროს არ ღალატობს ორიგინალს„ სერჟ ანდრიო , ლიტერატორი, ფილოსოფიის პროფესორი
წიგნი იყიდება პარიზსა და სხვადასხვა ქვეყნის ფრანგულენოვან წიგნების მაღაზიებში ასავე დადებულია Amazon-ზე. თბილისში წიგნი იყიდება: წიგნის სახლში (ლიტერატურული კაფე, პეკინის ქ. 31), ესპერანცაში (სენტ-ეგზიუპერის ქ.12), პარნასში (ჭავჭავაძის გამზ. 22)
|