საკვანძო სიტყვა: KA განმარტება
  • ყველა
  • "ინტელექტი"
  • "Oxford University Press"
  • ელფის გამომცემლობა
  • "კლიო"
  • "მერიდიანი", "კლიო"
  • "პალიტრა L"
  • „საქართველოს მაცნე“
  • „წყაროსთვალი“
  • "სიდი"
  • "საგამომცემლო სახლი ტრიასი"
  • "მერიდიანი"
  • "Pearson"
  • ქარჩხაძის გამომცემლობა
  • ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
  • "ლოგოს პრესი"
  • "არტანუჯი"
  • "დიოგენე"
  • "სწავლანი"
  • "Macmillan Education"
  •  
    დეიდა ხულია
    "დეიდა ხულია" ავტორის ბიოგრაფიულ მომენტებზე დაფუძნებული რომანია: 19 წლის მწერალს, რომანის გმირისა არ იყოს, ბიძამისის ცოლი, 10 წლით უფროსი ხულია შეუყვარდა და ცოლად შეირთო. ისინი ცხრა წელიწადს ცხოვრობდნენ ერთად. მოგვიანებით კი ლიოსამ დაწერა რომანი, რომელშიც, როგორც მკვლევარები წერენ, ავტორი სწორედ ამ ურთიერთობებზე მოგვითხრობს.
     
    პლატფორმა
    "პლატფორმა" უელბეკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რომანია. თანამედროვე ევროპა - ადამიანის მარტოობა, ცხოვრების აბსურდულობა, კულტურის კომერციალიზაცია, სექსი და ტერორიზმი, რომელიც ყველაფერს ანადგურებს, დღესდღეობით ყველაზე მტკივნეული ამ თემების გამოა "პლატფორმა" უდავოდ საინტერესო, პრობლემატური, ღრმა და ამავე დროს სკანდალურიც.
     
    ვიკინგები
    ნობელის პრემიის ლაურეატი, ნორვეგიელი მწერალი ქალი, სიგრიდ უნსეტი 1882 წელს დაიბადა. ნობელის პრემიაცა და საყოველთაო აღიარებაც მას მოუტანა ისტორიულმა ტრილოგიამ "კრისტინ ლავრანსის ასული". "ვიკინგები" X-XI საუკუნეების ნორვეგიისა და ისლანდიის ცხოვრების ამსახველი ისტორიული რომანია, რომელიც უძველესი ისლანდიური საგების სტილით ტრაგიკული სიყვარულისა და შურისძიების შემზარავ ამბავს მოგვითხრობს.
     
    დაბადებული საბჭოთა კავშირში
    ”სსრკ - ეს არის ქვეყანა, სამშობლო, სადაც დავიბადე და ვცხოვრობდი. შეუძლებელია, გულგრილი იყო ამ ქვეყნის მიმართ - მნიშვნელობა არა აქვს, რა დამოკიდებულება გქონდა მისდამი, გძულდათ თუ გიყვარდათ...”
     
    ტიპი მეზობელი საფლავიდან
    ინტელექტუალი ქვრივი და ვულგარული ფერმერი პირველად სასაფლაოზე ხვდებიან ერთმანეთს. ქალი ქმარს გლოვობს, მამაკაცი კი მშობლებს ჭირისუფლობს. ისინი სხვადასხვა სოციალურ წრეს ეკუთვნიან, ერთმანეთისგან ინტელექტი და მისწრაფებები აშორებთ, ხოლო აერთიანებთ მთავარი - ვნება. მათი ურთიერთობა თანდათან დრამატულ ხასიათს იღებს...
     
    მისტერიები
    ნობელის პრემიის ლაურეატის, ცნობილი ნორვეგიელი მწერლის, კნუტ ჰამსუნის მკითხველს უდავოდ ამაღელვებელი მოგზაურობა ელის სიყვარულის მისტერიით სავსე სამყაროში. რომანმა ავტორს მსოფლიო აღიარება მოუტანა.
     
    Homo Faber / ვიქნები თუნდაც განტენბაინი
    ავტორი: მაქს ფრიში
    მაქს ფრიში (1911-1991) ცნობილი შვეიცარიელი მწერალი და დრამატურგი ციურიხში დაიბადა. სწავლობდა გერმანისტიკას, შემდეგ არქიტექტურას, მუშაობდა ჟურნალისტად, იყო ცნობილი და წარმატებული არქიტექტორი. მოგვიანებით მის მთავარ და ერთადერთ საქმიანობად მოგზაურობა და მწერლობა იქცა. უკვე ცნობილი დრამატურგი იყო, როდესაც დაწერა რომანები, რომლებმაც მსოფლიო აღიარება მოუტანა. "მსოფლიო კლასიკის" სერიაში მის ორ ყველაზე ცნობილ რომანს გთავაზობთ: "HOMO FABER" (1954) და "ვიქნები თუნდაც განტენბაინი" (1964).
     
    ამერიკული მოთხრობების ანთოლოგია
    ავტორი:
    გამომცემლობა:
    "ამერიკული მოთხრობები" XIX-XX საუკუნეებში დაწერილ საუკეთესო მოთხრობებს აერთიანებს. თითოეული მათგანი კლასიკადაა ქცეული და აღიარებულია არა მარტო ამერიკული, არამედ მსოფლიო ლიტერატურის შედევრად. რამდენიმე მოთხრობა ქართველი მკითხველისთვისაც კარგად ნაცნობი და საყვარელია, უმეტესი ნაწილი კი ამ ანთოლოგიისთვის სპეციალურად ითარგმნა და ქართულ ენაზე პირველად იბეჭდება.
     
    გამარჯვებული მარტოა
    პაულო კოელიოს რომანი, "გამარჯვებული მარტოა" ცხოვრებისეულ ხაფანგზეა:ძალაუფლებისა და წარმატების ძიებით თავბრუდახვეული რომანის გმირები ვერც კი ამჩნევენ,როგორ ეცლებათ ხელიდან ბედნიერების აღქმის უნარი,საყვარელი ადამიანი და თავად სიცოცხლეც კი.
     
    განთიადი
    მომხიბლავი ვამპირისა და თინეიჯერი გოგონას სიყვარულის ეს უაღრესად ემოციური და გულისამაჩუყებელი ამბავი "განთიადით" სრულდება. საგის ბოლო, დასკვნით ნაწილში კვანძი იხსნება.
     
    ულისე ბაღდადიდან
    ნაწარმოების მთავარ გმირს, საად საადს ბაღდადის დატოვება გადაუწყვეტია, ქალაქისა, სადაც დაბომბვისას მისი არაერთი ახლობელი და ნათესავი დაიღუპა, მათ შორის საადის საცოლეც. საადს ნებისმიერ ფასად სურს, ჩააღწიოს ევროპაში, რომელიც მის წარმოდგენაში თავისუფლებისა და საამური მომავლის ტოლფასია. ამისათვის კი უნდა მოახერხოს საზღვრის გადაჭრა, თუმცა ჯიბეში ერთი დინარიც არ უჭყავის; გადაურ­ჩეს გემის ჩაძირვას; მოადუნოს ციკლოპი ციხისთავის სიფრთხილე და გათავისუფლდეს სიცილიელი კალიფსოს ჯადოქრული ხიბლისგან...
     
    პილატეს სახარება
    ნაწილი პირველი: ზეთისხილის ბაღში განმარტოებული იეშუა მოუთმენლად ელოდება მის დასაპატიმრებლად გამოგზავნილ ჯარისკაცებს...
     
    გოგონა დრაკონის ტატუთი
    "გოგონა დრაკონის ტატუთი" (შვედური ორიგინალის სახელწოდებაა "ქალთმოძულე კაცები") პირველი წიგნია ე.წ `მილენიუმის ტრილოგიისა~, რომელიც გამოცემისთანავე 40 ენაზე ითარგმნა და 21-მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. ტრილოგიის მსოფლიო ბესტსელერად ქცევას მისი ავტორი სამწუხაროდ ვერ მოესწრო – ის 2004 წელს, ტრილოგიის გამოცემამდე ერთი წლით ადრე, 50 წლის ასაკში ინფარქტით გარდაიცვალა.
     
    ბუზთა ბატონი
    "ბუზთა ბატონი" გოლდინგის პირველი და ყველაზე ცნობილი რომანია. მის გამოქვეყნებას თავიდან დიდი წარმატება არ მოჰყოლია, მაგრამ 60-იანი წლების დასაწყისში ბესტსელერად იქცა და კრიტიკოსებიც დაინტერესდნენ. 1963 წელს პიტერ ბრუკმა, ხოლო 1990 წელს ჰარი ჰუკმა რომანის მიხედვით ფილმები გადაიღეს.
     
    ბატონი იბრაჰიმი და ყურანის ყვავილები
    ცამეტი წლის მომო მამამაც მიატოვა და სულ მარტო დარჩა. მომოს ერთადერთი არაბი მეგობარი ჰყავს, ბატონი იბრაჰიმი, საბაყლოს მფლობელი ცისფერი ქუჩიდან...
     
       
    KA
  • ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
    meteo.gov.ge

    Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

    Get Adobe Flash player

    სხვა ქვეყნები
    საქართველო
    თბილისი
    განმარტება
    ინფო სამყარო
    ორგანიზაციების
    ონლაინ-ცნობარი

    საჭირო ნომრები
    დღის აფიშა
    ვებ კატალოგი
    ბავშვთა სამყარო
    პროექტის შესახებ
    კონტაქტი
     
    2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE