26.04.2024
KA  
 
28 სექტემბერი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
27.09.2023
ფოტო

კონფუცი
ჩვენს წელთაღრიცხვამდე 551 წლის 28 სექტემბერს დაიბადა კონფუცი (Confucius გარდაიცვალა ჩვ.წ.აღ-მდე 479 წელს) - ჩინელი მოაზროვნე და ფილოსოფოსი. მისმა სწავლებამ უდიდესი როლი შეასრულა ჩინეთისა და აღმოსავლეთი ევროპის ცივილიზაციის ჩამოყალიბებაში. (იხილეთ ვიდეო)

კარავაჯო
1573 წლის 28 სექტემბერს დაიბადა მიქელანჯელო მერიზი დე კარავაჯო (Michelangelo Merisi de Caravaggio 1573 – 1610) - იტალიელი ფერმწერი, XVII  საუკუნის ევროპული ფერწერის რეფორმატორი, ფერწერაში რეალიზმის ფუძემდებელი.  (იხილეთ ვიდეო)

F.C. Porto
1893 წლის 28 სექტემბერს პორტუგალიაში საფეხბურთო კლუბი „პორტუ“ (Futebol Clube do Porto) ჩამოყალიბდა. (იხილეთ ვიდეო)

პიტერ ფინჩი
1916 წლის 28 სექტემბერს დაიბადა პიტერ ფინჩი (Frederick George Peter Ingle Finch 1916 – 1977) - ბრიტანეთში დაბადებული ავსტრალიელი მსახიობი. მსახიობი გარდაცვალების შემდეგ 1977 წელს პრემია „ოსკარით“ დაჯილდოვდა. (იხილეთ ვიდეო)

მარჩელო მასტროიანი
1924 წლის 28 სექტემბერს დაიბადა მარჩელო მასტროიანი (Marcello Vincenzo Domenico Mastroianni 1924 – 1996) - იტალიელი მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

ბრიჟიტ ბარდო
1934 წლის 28 სექტემბერს დაიბადა ბრიჟიტ ბარდო (ნამდვილი სახელი კამილ ჟავალი) (Brigitte Bardot — Camille Javal) - ფრანგი მსახიობი, მომღერალი, ყოფილი მოდელი და ცხოველთა უფლებების დამცველი. (იხილეთ ვიდეო)

სილვია კრისტელი
1952 წლის 28 სექტემბერს დაიბადა სილვია კრისტელი (Sylvia Kristel 1952-2012) - ჰოლანდიელი მსახიობი (Emmanuelle).(იხილეთ ვიდეო)

ჰილარი დაფი
1987 წლის 28 სექტემბერს დაიბადა ჰილარი დაფი (Hilary Erhard Duff) - ამერიკელი მსახიობი, მომღერალი, ბიზნესმენი, მოდელი და პროდიუსერი. (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE