02.05.2024
KA  
 
19 სექტემბერი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
18.09.2023
ფოტო

Women's suffrage
1893 წლის 19 სექტემბერს ახალი ზელანდია (New Zealand) გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ქალებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცა (Women's suffrage) მიაღებინა. (იხილეთ ვიდეო)

ბრაიან ეპსტაინი
1934 წლის 19 სექტემბერს დაიბადა ბრაიან ეპსტაინი (Brian Epstein 1934-1967) - 1962-1967 წლებში ჯგუფი «The Beatles»-ის ყოფილი მენეჯერი, რომლის კომეციულმა ხელმძღვანელობამ ჯგუფს მსოფლიო აღიარება მოუტანა. (იხილეთ ვიდეო)

ჯონ კოგლენი
1946 წლის 19 სექტემბერს დაიბადა ჯონ კოგლენი (John Robert Coghlan) - ბრიტანელი მუსიკოსი, ჯგუფი «Status Quo»-ს დრამერი. (ჯგუფის ვებ-გვერდი) (იხილეთ ვიდეო)

ჯერემი აირონსი
1948 წლის 19 სექტემბერს დაიბადა ჯერემი აირონსი (Jeremy John Irons) - ბრიტანელი მსახიობი, პრემია „ოსკარის“ მფლობელი.(იხილეთ ვიდეო)

ტვიგი
1949 წლის 19 სექტემბერს დაიბადა ტვიგი (ნამდვილი სახელი ლესლი ჰორნბი) (Twiggy — Lesley Hornby) - ცნობილი ბრიტანელი 60-იანების სუპერმოდელი და მომღერალი, რეკლამას უკეთებდა მინი-ქვედატანებს. (იხილეთ ვიდეო)

კენდი დალფერი
1969 წლის 19 სექტემბერს დაიბადა კენდი დალფერი (Candy Dulfer) - ჰოლანდიელი მომღერალი და საქსოფონისტი. (იხილეთ ვიდეო)

Smiley
1982 წლის 19 სექტემბერს სკოტ ფალმანმა (Scott Fahlman) ქსელში ურთიერთობისას მოიფიქრა სმაილების (Smiley) გამოყენება, როგორც ადამიანის სახის გამომხატველი სიმბოლო. (იხილეთ ვიდეო)

1985 Mexico City earthquake
1985 წლის 19 სექტემბერს მეხიკოში (México -  მექსიკის დედაქალაქი) ადგილობრივი დროით 07:19-ზე ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველზე მასიური და დამანგრეველი მიწისძვრა დაფიქსირდა(1985 Mexico City earthquake). ოფიციალური მონაცემებით დაიღუპა დაახლოებით 10 000 ადამიანი, დაიჭრა 30000 და 100000  უსახლკაროდ დარჩა, 412 შენობა-ნაგებობა დაინგრა, ხოლო 3000-მა სერიოზული დაზიანება მიიღო. (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE