26.04.2024
KA  
 
15 სექტემბერი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
14.09.2023
ფოტო

ვახტანგ VI
1675 წლის 15 სექტემბერს დაიბადა ვახტანგ VI (1675-1737)— საქართველოს მეფე, მისი მეფობის ხანა გამორჩეულია საქართველოს ლიტერატურული და ინტელექტუალური აღორძინებით. სულხან-საბა ორბელიანისა და ანტონ I კათოლიკოსთან ერთად ვახტანგი ითვლება ახალი ქართული ლიტერატურის სულისჩამდგმელად. (იხილეთ ვიდეო)

ჯეიმზ ფენიმორ კუპერი
1789 წლის 15 სექტემბერს დაიბადა ჯეიმზ ფენიმორ კუპერი (James Fenimore Cooper 1789 – 1851) - ამერიკელი მწერალი („უკანასკნელი მოჰიკანი“). (იხილეთ ვიდეო)

აგათა კრისტი
1890 წლის 15 სექტემბერს დაიბადა აგათა კრისტი (Agatha Christie 1890 - 1976) - ბრიტანელი მწერალი. დეტექტიური პროზის ავტორთა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. (იხილეთ ვიდეო)

ფეი რეი
1907 წლის 15 სექტემბერს დაიბადა ფეი რეი (Vina Fay Wray 1907 – 2004) - ამერიკელი მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

პირველი ტანკი „Mark I
1916 წლის 15 სექტემბერს პირველად მსოფლიო ომების ისტორიაში საბრძოლო მოქმედებისას გამოიყენეს ტანკები. კერძოდ, პირველი მსოფლიო ომის დროს ბრიტანელებმა გერმანელების წინააღმდეგ 49 ერთეული „Mark I“-ის მოდელის ტანკი გამოიყენეს. (იხილეთ ვიდეო)

გიგლა ფირცხალავა
1922 წლის 15 სექტემბერს დაიბადა გიორგი (გიგლა) ფირცხალავა ( 1922 – 1983 ) - ქართველი გრაფიკოსი, მოქანდაკე და კარიკატურისტი. საქართველოს სახალხო მხატვარი (1978).

მერაბ მამარდაშვილი
1930 წლის 15 სექტემბერს დაიბადა მერაბ მამარდაშვილი ( 1930 – 1990 ) - ქართველი ფილოსოფოსი, მეცნიერებათა დოქტორი (1968) და პროფესორი (1972).  (იხილეთ ვიდეო)

ტომი ლი ჯონსი
1946 წლის 15 სექტემბერს დაიბადა ტომი ლი ჯონსი (Tommy Lee Jones) - ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი, პრემია „ოსკარის“ მფლობელი. (იხილეთ ვიდეო)

ოლივერ სტოუნი
1946 წლის 15 სექტემბერს დაიბადა ოლივერ სტოუნი ( William Oliver Stone ) - ამერიკელი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი. 3 პრემია „ოსკარის“ მფლობელი. (იხილეთ ვიდეო)

ტომ ჰარდი
1977 წლის 15 სექტემბერს დაიბადა ტომ ჰარდი (Tom Hardy) - ბრიტანელი მსახიობი, პროდიუსერი და სცენარისტი.  (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE