26.04.2024
KA  
 
9 სექტემბერი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
08.09.2023
ფოტო

კარდინალი რიშელიე
1585 წლის 9 სექტემბერს დაიბადა არმან ჟან დიუ პლეს რიშელიე (მეტსახელად წითელი კარდინალი) – (Armand Jean du Plessis, Cardinal-Duke of Richelieu and of Fronsac 1585 – 1642) - რომაულ-კათოლიკური ეკლესიის კარდინალი, საფრანგეთის არისტოკრატი და სახელმწიფო მოღვაწე. კარდინალ რიშელიე 1616 წლიდან იყო სახელმწიფო მდივანი და 1624 წლიდან მთავრობის მეთაური „მეფის მთავარი მინისტრი“. (იხილეთ ვიდეო)

ლუიჯი გალვანი
1737 წლის 9 სექტემბერს დაიბადა ლუიჯი გალვანი (Luigi Aloisio Galvani 1737-1798) - იტალიელი ექიმი, ანატომი, ფიზიოლოგი ფიზიკოსი. ელექტროფიზიოლოგიისა  (Electrophysiology) და ელექტრობაზე სწავლების ერთ-ერთი ფუძემდებელი, ექსპერიმენტული ელექტროფიზიოლოგიის ფუძემდებელი. (იხილეთ ვიდეო)

NBC
1926 წლის 9 სექტემბერს დაფუძნდა ამერიკული ტელეკომპანია „NBC“-ი (National Broadcast Company - ნაციონალური სამაუწყებლო კომპანია). (იხილეთ ვიდეო)

ოტის რედინგი
1941 წლის 9 სექტემბერს დაიბადა ოტის რედინგი (Otis Ray Redding 1941-1967) - ამერიკელი მუსიკოსი, მომღერალი, სიმღერების ავტორი, არანჟირების ოსტატი და მუსიკალური პროდიუსერი, სოულ-მუსიკის კლასიკოსი. იგი 26 წლის ასაკში ავიაკატასტროფაში დაიღუპა. (იხილეთ ვიდეო)

დეივ სტიუარტი
1952  წლის 9 სექტემბერს დაიბადა დეივ სტიუარტი (David A. Stewart) - ინგლისელი მუსიკოსი, სიმღერების ავტორი და მუსიკალური პროდიუსერი, განსაკუთრებით ცნობილია როგორ ჯგუფი Eurythmics-ის წევრი. (ჯგუფის ვებ-გვერდი) (იხილეთ ვიდეო) 

ელვის პრესლი
1956 წლის 9 სექტემბერს ელვის პრესლი (Elvis Aaron Presley 1935 – 1977  ამერიკელი მსახიობი და მომღერალი) პირველად გამოჩნდა ნაციონალური ტელევიზიით. (იხილეთ ვიდეო)

ჰიუ გრანტი
1960 წლის 9 სექტემბერს დაიბადა ჰიუ გრანტი (ნამდვილი სახელი ჯონ მუნგო გრანტი) (Hugh Grant — Hugh John Mungo Grant) - ბრიტანელი მსახიობი და პროდიუსერი. (იხილეთ ვიდეო)

ქეთა თოფურია
1986 წლის 9 სექტემბერს დაიბადა ქეთა თოფურია რესეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი, ჯგუფი «А-Студио»-ს ვოკალისტი.(იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE