26.04.2024
KA  
 
4 სექტემბერი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
03.09.2023
ფოტო

ფრანსუა-რენე დე შატობრიანი
1768 წლის 4 სექტემბერს დაიბადა ფრანსუა-რენე დე შატობრიანი (François-René de Chateaubriand 1768 – 1848) - ფრანგი მწერალი და პოლიტიკოსი, ფრანგულ ლიტერატურაში რომანტიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი. (იხილეთ ვიდეო)

ტომას ედისონი
1882 წლის 4 სექტემბერს ნიუ-ორკში ტომას ედისონმა (Thomas Alva Edison 1847 – 1931 - ცნობილი ამერიკელი გამომგონებელი და ბიზნესმენი) ჩართო მსოფლიოში პირველი კომერციული ელექტრო განათება (მაშინ სულ ითვლებოდა 85 მომხმარებელი). (იხილეთ ვიდეო)

ჯორჯ ისტმენი
1888 წლის 4 სექტემბერს ჯორჯ ისტმენმა (George Eastman 1854 – 1932 ამერიკელი ბიზნესმენი და გამომგონებელი, კომპანია „Eastman Kodak“-ის დამფუძნებელი) დაარეგისტრირა სავაჭრო მარკა «Kodak-ი და პატენტი მიიღო  ფოტოკამერაზე რომელიც იყენებდა ლენტის კოჭს. (იხილეთ ვიდეო)

კრისტიან ჟაკი
1904 წლის 4 სექტემბერს დაიბადა კრისტიან ჟაკი (Christian-Jaque - Christian Maudet 1904 – 1994) - ფრანგი რეჟისორი.(იხილეთ ვიდეო)

რიჩარდ რაიტი
1908 წლის 4 სექტემბერს დაიბადა რიჩარდ რაიტი (Richard Nathaniel Wright 1908 – 1960)  - ამერიკელი მწერალი, აფროამერიკელ მწერლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. (იხილეთ ვიდეო)

რენატო კასტელანი
1913 წლის 4 სექტემბერს დაიბადა რენატო კასტელანი (Renato Castellani 1913 – 1985) - იტალიელი რეჟისორი და სცენარისტი. (იხილეთ ვიდეო)

კიმ თეილი
1960 წლის 4 სექტემბერს დაიბადა კიმ თეილი (Kim Thayil) - ამერიკელი მუსიკოსი, ჯგუფი «Soundgarden»-ის გიტარისტი.(ჯგუფის ვებ-გვერდი) (იხილეთ ვიდეო)

Что? Где? Когда?
1975 წლის 4 სექტემბერს ტელე ეთერით  სატელევიზიო თამაში «Что? Где? Когда?-» პირველი გამოშვება გავიდა. (იხილეთ ვიდეო)

ბიონსე ნოულსი
1981 წლის 4 სექტემბერს დაიბადა ბიონსე ჯისელ ნოულსი (Beyoncé Giselle Knowles) - ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, მოცეკვავე, მუსიკალური პროდიუსერი და  მსახიობი.(მუსიკოსის ვებ-გვერდი) (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE