26.04.2024
KA  
 
21 ოქტომბერი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
20.10.2023
ფოტო

ალფრედ ნობელი
1833 წლის 21 ოქტომბერს დაიბადა ალფრედ ბერნჰარდ ნობელი (Alfred Bernhard Nobel 1833 – 1896)  - შვედი ქიმიკოსი, ინჟინერი, დინამიტის (Dynamite) გამომგონებელი, „ნობელის პრემიის“ (Nobelpriset - ერთ-ერთი პრესტიჟული საერთაშორისო პრემია, რომელსაც აკუთვნებენ განსაკუთრებული სამეცნიერო კვლევების, რევოლუციური გამოგონებების, კულტურაში მნიშვნელოვანი ღვაწლისა და საზოგადოების განვითარებაში მიღებული მონაწილეობისათვის) დამფუძნებელი. (იხილეთ ვიდეო)

ცეკვა „კანკანი
1858 წლის 21 ოქტომბერს პარიზში პირველად შესრულდა ცეკვა „კანკანი“ (cancan - ხმაური.  ენერგიული ფრანგული ცეკვა,  ხანგძლივი დროის განმავლობაში ითვლებოდა უხამსობად). (იხილეთ ვიდეო)

დიზი გილესპი
1917 წლის 21 ოქტომბერს დაიბადა დიზი გილესპი (Dizzy Gillespie 1917-1993) - ამერიკელი ჯაზ-მუსიკოსი (საყვირი), ვოკალისტი, კომპოზიტორი, არანჟირების ოსტატი.  (იხილეთ ვიდეო)

ნიკიტა მიხალკოვი
1945 წლის 21 ოქტომბერს დაიბადა ნიკიტა მიხალკოვი (Ники́та Серге́евич Михалко́в) - გამოჩენილი საბჭოთა და რუსი რეჟისორი, მსახიობი, სცენარისტი და პროდიუსერი. (იხილეთ ვიდეო)

My Fair Lady
1964 წლის 21 ოქტომბერს აშშ-ს ეკრანებზე გამოვიდა ფილმი „ჩემი მშვენიერი ლედი“ (My Fair Lady) მთავარ როლში ოდრი ჰეპბერნის (Audrey Hepburn 1929-1993) მონაწილეობით. (იხილეთ ვიდეო)

Elton John - «Candle in the Wind»
1997 წლის 21 ოქტომბერს ელტონ ჯონის (Sir Elton Hercules John) სიმღერის «Candle in the Wind»-ის ახალი ვერსია გამოვიდა, რომელიც მიეძღვნა პრინცესა დიანას (Diana Princess of Wales 1961 – 1997) ხსოვნას, გახდა პოპ-მუსიკის ისტორიაში ყველაზე პოპულარული სინგლი - ერთი თვის განმავლობაში გაიყიდა 31.8 მილიონი ეგზემპლარი. (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE