27.04.2024
KA  
 
21 ნოემბერი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
20.11.2023
ფოტო

ვოლტერი
1694 წლის 21 ნოემბერს დაიბადა ვოლტერი (François Marie Arouet; Voltaire 1694 – 1778) - XVIII საუკუნის ერთ-ერთი გამოჩენილი ფრანგი ფილოსოფოს-განმანათლებელი, პოეტი, პროზაიკოსი, ისტორიკოსი, პუბლიცისტი, სატირიკოსი, საზოგადო მოღვაწე.  (იხილეთ ვიდეო)

hot air balloon
1783 წლის 21 ნოემბერს ძმები ჟოზეფ-მიშელისა (Joseph-Michel Montgolfie) და ჟაკ-ეტიენ (Jacques-Étienne Montgolfier)  მონგოლფიეების შექმნილი მფრინავი ბურთით(hot air balloon) ისტორიაში პირველი წარმატებული ფრენა განხორციელდა. (იხილეთ ვიდეო)

გიგო გაბაშვილი
1862 წლის 21 ნოემბერს დაიბადა გიორგი (გიგო)  გაბაშვილი  (1862-1936)- ქართველი მხატვარი. (იხილეთ ვიდეო)

ფონოგრაფი.
1877 წლის 21 ნოემბერს თომას ედისნომა (Thomas Alva Edison 1847 – 1931) გამოიგონა ფონოგრაფი (Phonograph  ბერძ. φωνή - ხმა და γράφω -  ჩაწერა) -  ხმის ჩაწერისა და მოსმენის პირველი მოწყობილობა.  (იხილეთ ვიდეო)

რენე მაგრიტი
1898 წლის 21 ნოემბერს დაიბადა რენე მაგრიტი (René François Ghislain Magritte, 1898—1967) - ბელგიელი მხატვარი-სიურეალისტი (surréalisme - ზერეალიზმი - მიმართულება ხელოვნებაში, ის ჩამოყალიბდა საფრანგეთში 1920 წლის დასაწყისში, რომელიც გამოირჩევა ილუზიითა და ფორმების პარადოქსალური შერწმით). (იხილეთ ვიდეო)

იზა ორჯონიკიძე
1938 წლის 21 ნოემბერს დაიბადა იზა ორჯონიკიძე (1938–2010) - ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე. (იხილეთ ვიდეო)

გოლდი ჰოუნი
1945 წლის 21 ნოემბერს დაიბადა გოლდი ჰოუნი (Goldie Jeanne Hawn) – ამერიკელი მსახიობი, პროდიუსერი, რეჟისორი, პრემია „ოსკარის“ ლაურეატი. (იხილეთ ვიდეო)

ბიორკი
1965 წლის 21 ნოემბერს დაიბადა ბიორკი ( სრული სახელი - ბიორკ გუდმუნდსდოტირი) (Björk Guðmundsdóttir) - ისლანდიელი მომღერალი, მსახიობი, მუსიკოსი, კომპოზიტორი და სიმღერების ავტორი. (იხილეთ ვიდეო)  

World Hello Day
1973 წლის 21 ნოემბერიდან საყოველთაო მისალმების დღე (World Hello Day)  აღინიშნება. (იხილეთ ვიდეო)

World Television Day
21 ნოემბერს ტელევიზიის საყოველთაო დღე (World Television Day) აღინიშნება. ეს გადაწყვეტილება 1996 წლის დეკემბერში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის(UNO) მიერ იქნა მიღებული. (იხილეთ ვიდეო)

ქაქუცა ჩოლოყაშვილი
2005 წლის 21 ნოემბერს ეროვნული გმირის ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშთი 75 წლის შემდეგ პარიზიდან სამშობლოში ჩამოასვენეს და მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE