27.04.2024
KA  
 
30 მარტი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
29.03.2024
ფოტო

Francisco Goya
1746 წლის 30 მარტს დაიბადა ფრანსისკო გოია (Francisco José de Goya y Lucientes 1746 - 1828) - გამოჩენილი ესპანელი ფერმწერი, გრაფიკოსი, გრავიორი. (იხილეთ ვიდეო)

Crawford Long
1842 წლის 30 მარტს ამერიკული ქირურგის დოქტორი კროუფორდ ლონგის(Crawford Williamson Long) მიერ ეთერის (Diethyl ether) ანესთეზია (Anesthesia) ოპერაციის დროს პირველად იყო გამოყენებული. (იხილეთ ვიდეო)

Paul Verlaine
1844 წლის 30 მარტს დაიბადა პოლ ვერლენი (Paul-Marie Verlaine 1844-1896) - ფრანგი პოეტი. (იხილეთ ვიდეო)

Vincent van Gogh
1853 წლის 30 მარტს დაიბადა ვინსენტ ვან გოგი (Vincent Willem van Gogh  1853 - 1890) - ჰოლანდიელი მხატვარი-პოსტიმპრესიონისტი(იხილეთ ვიდეო)

ლადოგუდიაშვილი
1896 წლის 30 მარტს დაიბადა ლადო გუდიაშვილი (1896-1980) - ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი. საქართველოს სახალხო მხატვარი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, პროფესორი. (იხილეთ ვიდეო)

Jean-Claude Brialy
1933 წლის 30 მარტს დაიბადა ჟან-კლოდ ბრიალი (Jean-Claude Brialy 1933-2007) - ფრანგი მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

Warren Beatty
1937 წლის 30 მარტს დაიბადა უორენ ბიტი (Henry Warren Beatty) - ამერიკელი მსახიობი, პროდიუსერი და რეჟისორი, პრემია ოსკარის მფლობელი. მსახიობი შირლი მაკლეინის (Shirley MacLaine) ძმა. (იხილეთ ვიდეო)

Eric Clapton
1945 წლის 30 მარტს  დაიბადა ერიკ კლეპტონი (Eric Patrick Clapton) - ბრიტანელი როკ-მუსიკოსი, კომპოზიტორი, გიტარისტი და ვოკალისტი. (მუსიკოსის ვებ-გვერდი) (იხილეთ ვიდეო)

MC Hammer
1963 წლის 30 მარტს დაიბადა MC Hammer (ნამდვილი სახელი-Stanley Kirk Burrell) - ამერიკელი მუსიკოსი, რეპერი და სატელევიზიო წამყვანი.  (ვებ-გვერდი)  (იხილეთ ვიდეო)

Tracy Chapman
1964 წლის 30 მარტს დაიბადა ტრეისი ჩეპმენი (Tracy Chapman) - ამერიკელი მუსიკოსი, სიმღერების ავტორი, მომღერალი. (მუსიკოსის ვებ-გვერდი) (იხილეთ ვიდეო)

Céline Dion
1968 წლის 30 მარტს დაიბადა სელინ დიონი (Céline Marie Claudette Dion)- კანადელი მომღერალი. (ვებ-გვერდი)  (იხილეთ ვიდეო)

Sergio Ramos
1986 წლის 30 მარტს დაიბადა სერხიო რამოსი (Sergio Ramos García) - ესპანელი ფეხბურთელი. (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE