26.04.2024
KA  
 
17 მარტი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
16.03.2024
ფოტო

François Girardon
1628 წლის 17 მარტს დაიბადა ფრანსუა ჟირარდონი (François Girardon 1628 - 1715) - ფრანგი მოქანდაკე. (იხილეთ ვიდეო)

Edmund Kean
1787 წლის 17 მარტს დაიბადა ედმუნდ კინი (Edmund Kean 1787 – 1833)  - ერთ-ერთი უდიდესი ტრაგიკული ჟანრის ინგლისელი მსახიობი, რომელმაც სახელი შექსპირის პიესებში როლების თამაშით გაითქვა.

Gottlieb Daimler
1834 წლის 17 მარტს დაიბადა გოტლიბ დაიმლერი (Gottlieb Wilhelm Daimler 1834-1900) - გერმანელი ინჟინერი, კონსტრუქტორი, მეწარმე, პირველი მოტოციკლეტის შემქმნელი. (იხილეთ ვიდეო)

Alfred Newman
1901 წლის 17 მარტს დაიბადა ალფრედ ნიუმანი (Alfred Newman 1901-1970) - ამერიკელი კომპოზიტორი, დირიჟორი და არანჟირების ოსტატი, პრემია „ოსკარის“ ლაურეატი. (იხილეთ ვიდეო)

ალექსანდრე ასლანიკაშვილი
1916 წლის 17 მარტს დაიბადა ალექსანდრე ასლანიკაშვილი (1916-1981) - ქართველი გეოგრაფ-კარტოგრაფი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და კარტოგრაფიისა და გეოდეზიის კათედრის გამგე. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.

Nat King Cole
1919 წლის 17 მარტს დაიბადა ნატ კინგ კოული (ნამდვილი სახელი-Nathaniel Adams Coles 1919-1965)-ამერიკელი ჯაზ-მომღერალი და პიანისტი, მომღერალი ნატალი კოულის (Natalie Cole 1950-2015) მამა. (იხილეთ ვიდეო)

Giovanni Trapattoni
1939 წლის 17 მარტს დაიბადა ჯოვანი ტრაპატონი (Giovanni Trapattoni) - იტალიელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. (იხილეთ ვიდეო)

Pattie Boyd
1944 წლის 17 მარტს  დაიბადა პატი ბოიდი (Patricia Anne Boyd) - ინგლისელი ფოტომოდელი და ფოტოგრაფი.  ჯორჯ ჰარისონის და ერიკ კლეპტონის ყოფილი მეუღლე. (იხილეთ ვიდეო)

Sydne Rome
1946 წლის 17 მარტს დაიბადა სიდნი რომი (Sydne Rome) - იტალიელი მსახიობი და მომღერალი. (იხილეთ ვიდეო)

William Gibson
1948 წლის 17 მარტს დაიბადა უილიამ გიბსონი (William Ford Gibson) - ამერიკელი მწერალი-ფანტასტი. (იხილეთ ვიდეო)

Daniel Lavoie
1949 წლის 17 მარტს დაიბადა დანიელ ლავუა (Daniel Lavoie) - კანადელი მუსიკოსი, სიმღერების ავტორი, მომღერალი, პიანისტი, რადიოწამყვანი და მსახიობი.  (იხილეთ ვიდეო)

Kurt Russell
1951 წლის 17 მარტს დაიბადა კურტ რასელი (Kurt Vogel Russell)- ამერიკელი მსახიობი, პროდიუსერი და სცენარისტი. (იხილეთ ვიდეო)

Billy Corgan
1967 წლის 17 მარტს დაიბადა ბილი კორგენი (William Patrick Corgan) - ამერიკელი მუსიკოსი, სიმღერების ავტორი და პროდიუსერი.  ჯგუფი The Smashing Pumpkins-ის ლიდერი. (ჯგუფის ვებ-გვერდი) (იხილეთ ვიდეო)

Alexander McQueen
1969 წლის 17 მარტს  დაიბადა ალექსანდრე მაკქუინი (Lee Alexander McQueen 1969-2010) - ბრიტანელი მოდური ტანსაცმლის დიზაინერი, ბრიტანული იმპერიის ორდენის კავალერი. (იხილეთ ვიდეო)

Stephen Gately
1976 წლის 17 მარტს  დაიბადა სტივენ გეიტლი (Stephen Patrick David Gately 1976-2009) - ირლანდიელი მუსიკოსი, სიმღერების ავტორი, მომღერალი, მსახიობი, მოცეკვავე,  ჯგუფი „Boyzone“-ის ერთ-ერთი ლიდერი. (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE