19.03.2024
KA  
 
27 ივლისი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
26.07.2023
ფოტო

მარიო დელ მონაკო
1915 წლის 27 ივლისს დაიბადა მარიო დელ მონაკო (Mario Del Monaco 1915-1982) - იტალიელი საოპერო მომღერალი (ტენორი). (იხილეთ ვიდეო)

მასუტაცუ ოიამა
1923 წლის 27 ივლისს დაიბადა მასუტაცუ ოიამა (Masutatsu Oyama 1923-1994) - კარატეს გამოჩენილი ოსტატი და მასწავლებელი, საკუთარი სტილის შემქნელი, საბრძოლო ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი, 10 Dan-ის მფლობელი. კარატეზე მრავალი პოპულარული წიგნის ავტორი, ნაციონალური და მსოფლიო სპორტული ორთაბრძოლების ორგანიზატორი. (იხილეთ ვიდეო)

ოთარ თაქთაქიშვილი
1924 წლის 27 ივლისს დაიბადა ოთარ თაქთაქიშვილი (1924 – 1989) - ქართველი კომპოზიტორი. (იხილეთ ვიდეო)

ბურვილი
1917 წლის 27 ივლისს დაიბადა ბურვილი (ნამდვილი სახელი ანდრე რობერ რემბერი) (Bourvil — André Zacharie Raimbourg  1917 – 1970) - ფრანგი მსახიობი და საესტრადო მომღერალი. (იხილეთ ვიდეო)

ხოსე ლუის ჩილავერტი
1965 წლის 27 ივლისს დაიბადა ხოსე ლუის ჩილავერტი (José Luis Chilavert) - ცნობილი პარაგვაელი საფეხბურთო გოლკიპერი, იყო მსოფლიოს რეკორდსმენი როგორც ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი მეკარე, კარიერის მანძილზე საჯარიმოებიდან და თერთმეტმეტრიანებიდან 62 ბურთი აქვს გატანილი. (იხილეთ ვიდეო)

ჯონატან რის-მაიერსი
1977 წლის 27 ივლისს დაიბადა ჯონატან რის-მაიერსი (Jonathan Rhys Meyers) - ირლანდიელი მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

ანდრეი სახაროვი
1980 წლის 27 ივლისს ანდრეი სახაროვმა (Андрей Дмитриевич Сахаров 1921 – 1989 - საბჭოთა ფიზიკოსი და პოლიტიკური მოღვაწე, დისიდენტი და კანონის დამცველი, პირველი საბჭოთა წყალბადის ბომბის ერთ-ერთი შემქმნელი, 1975 წელს „მშვიდობის დაცვაში“  ნობელის პრემიის ლაურეატი ).  ღია წერილი გაუგზავნა ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივანს ლეონიდ ბრეჟნევს ( Леониду Ильичу Брежневу 1902 – 1982 ): „ ავღანეთში საომარი მოქმედებები უკვე შვიდი თვე გრძელდება, დაიღუპა და დასახიჩრდა ათასობით საბჭოთა მოქალაქე და ათი ათასობით ავღანელი, ძირითადად მშვიდობიანი მოსახლე. მილიონზე მეტი ავღანელი გახდა ლტოლვილი, საბჭოთა კავშირის შიგნით იზრდება გამაკოტრებელი ზემილიტარიზაცია, იზრდება რეპრესიული ორგანოების სახიფათო როლი“. წერილი პასუხგაუცემელი დარჩა. (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE