26.04.2024
KA  
 
4 იანვარი- ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
03.01.2024
ფოტო

კატოლიკოს პატრიარქი ილია II
1933 წლის 4 იანვარს დაიბადა უწმიდესი და უნეტარესი ილია II  -  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის, (ერისკაცობაში ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი). (იხილეთ ვიდეო)

ისააკ ნიუტონი
1643 წლის 4 იანვარს დაიბადა ისააკ ნიუტონი  (Isaac Newton 1643 -  1727) ინგლისელი ფიზიკოსი, მათემატიკოსი, ასტრონომი, ფილოსოფოსი და თეოლოგი. (იხილეთ ვიდეო)

ნიკო დადიანი
1847 წლის 4 იანვარს დაიბადა ნიკო დავითის ძე დადიანი (1847-1903) სამეგრელოს უკანასკნელი მთავარი.

იუტა  
1896 წლის 4 იანვარს იუტა  (State of Utah) აშშ-ს 45-ე შტატი გახდა. (იხილეთ ვიდეო)

ედიშერ მაღალაშვილი
1925 წლის 4 იანვარს დაიბადა ედიშერ მაღალაშვილი (1925-2005) - ქართველი მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

ზურაბ წერეთელი 
1934 წლის 4 იანვარს დაიბადა ზურაბ წერეთელი - რუსეთში მოღვაწე ქართველი მხატვარი და მოქანდაკე, რუსეთის ფედერაციის სახალხო მხატვარი,  რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტი, რუსეთის განათლების აკადემიის საპატიო წევრი. (იხილეთ ვიდეო)

1938 წლის 04 იანვარს დაიბადა ქართველი ჩოგბურთელი ლეონარდ მძინარიშვილი (1938 – 2022) საქართველოს ოთხზის ჩემპიონი (1960 და 1971 წლებში ერთეულ თანრიგში; 1958 და 1964 წლებში წყვილთა შორის ნუგზარ მძინარიშვილთან ერთად). 1972 წელს ა.მეტრეველთან და თ.კაკულიასთან სსრკ-ს თასის მფლობელი.

 

ჯონ მაკლაფინი
1942 წლის 4 იანვარს დაიბადა ინგლისელი გიტარისტი და კომპოზიტორი ჯონ მაკლაფინი  (John McLaughlin). (ოფიციალური ვებ-გვერდი)  (იხილეთ ვიდეო)

ჟურნალი “Time” 1943 წელი
1943 წლის 4 იანვარს ამერიკულმა ჟურნალმა “Time”-მა 1942 წლის ადამიანად სტალინი დაასახელა. (იხილეთ ვიდეო)

ჯულია ორმონდი
1965 წლის 4 იანვარს დაიბადა ჯულია ორმონდი (Julia Karin Ormond) - ბრიტანელი მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)  

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE