26.04.2024
KA  
 
19 თებერვალი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
18.02.2024
ფოტო

Nicolaus Copernicus
1473 წლის 19 თებერვალს დაიბადა  ნიკოლოზ კოპერნიკი (Nicolaus Copernicus 1473 – 1543) - პოლონელი ასტრონომი, მათემატიკოსი, მექანიკოსი და ეკონომისტი. (იხილეთ ვიდეო)   

ნიკო ლომოური
1852 წლის 19 თებერვალს დაიბადა  ნიკო ლომოური (1852 – 1915) - ქართველი მწერალი, საზოგადო მოღვაწე და პედაგოგი. (იხილეთ ვიდეო)

Svante Arrhenius
1859 წლის 19 თებერვალს დაიბადა სვანტე არენიუსი (Svante August Arrhenius  1859 – 1927 ) – გამოჩენილი შვედი ფიზიკოსი და ქიმიკოსი, ქიმიაში ნობელის პრემიის ლაურეატი (1903).   (იხილეთ ვიდეო)

ლეო  ქიაჩელი
1884 წლის 19 თებერვალს დაიბადა  ლეო  ქიაჩელი ( ნამდვილი სახელი და გვარი - ლეონ მიხეილის ძე შენგელაია 1884 – 1963 ) - ქართველი მწერალი.  (იხილეთ ვიდეო)

Phonograph
1878 წლის 19 თებერვალს ტომას ედისონმა (Thomas Alva Edison – ამერიკელი გამომგონებელი 1847 – 1931)  ფონოგრაფის (Phonograph -ფონოგრაფი ბერძ. φωνη – ხმა და  γράφω – ჩაწერა  – პირველი მოწყობილობა ხმის მოსმენისა და ჩაწერისათვის)  გამოგონებაზე პატენტი მიიღო.  (იხილეთ ვიდეო)

Tony Iommi
1948 წლის 19 თებერვალს დაიბადა ტონი აიომი (Tony Iommi) - ბრიტანელი გიტარისტი, სიმღერების ავტორი და პროდიუსერი, ჯგუფი  Black Sabbath-ის დამფუძნებელი. (მუსიკოსის ვებ-გვერდი) (ჯგუფის ვებ-გვერდი) (იხილეთ ვიდეო)

Ryu Murakami
1952 წლის 19 თებერვალს დაიბადა რიუ მურაკამი  (Ryu Murakami) – იაპონელი მწერალი, სცენარისტი, რეჟისორი.  (იხილეთ ვიდეო)

Falco
1957 წლის 19 თებერვალს დაიბადა Falco (Johann Hans Hölzel 1957-1998) - ავსტრიელი მუსიკოსი და შემსრულებელი, იგი გახდა პირველი და ამ ეტაპზე ერთადერთი შემსრულებელი, რომელმაც ამერიკულ ჰიტ-აღლუმში  გერმანულ ენაზე სიმღერით მოწინავე პოზიცია დაიკავა.  (მუსიკოსის ვებ-გვერდი)  (იხილეთ ვიდეო)

Seal
1963 წლის 19 თებერვალს დაიბადა სილი (Henry Olusegun Adeola Samuel) - ბრიტანელი მომღერალი და სიმღერების ავტორი. 3 Grammy-ის მფლობელი. (მუსიკოსის ვებ-გვერდი) (იხილეთ ვიდეო)

Doug Aldrich
1964 წლის 19 თებერვალს დაიბადა დაგ ოლდრიჩი (Doug Aldrich) - ამერიკელი გიტარისტი და კომპოზიტორი (Burning Rain, Dio, Whitesnake).  (მუსიკოსის ვებ-გვერდი)  (იხილეთ ვიდეო)

Les Parapluies de Cherbourg
1964 წლის 19 თებერვალს საფრანგეთის კინოთეატრებში გამოჩნდა რეჟისორ ჟაკ დემის (Jacques Demy 1931 – 1990)  ფრანგულ–დასავლეთ გერმანული მუსიკალური მელოდრამა  –  შერბურის ქოლგები (Les Parapluies de Cherbourg).  კატრინ დენევის(Catherine Deneuve ) მონაწილეობით. კინოსურათმა იმავე წლის კანის ფესტივალზე  „ოქროს პალმის შტო" (Palme d’Or)  მიიღო.  (იხილეთ კადრი ფილმიდან)

Gianluca Zambrotta
1977 წლის 19 თებერვალს დაიბადა ჯანლუკა ძამბროტა (Gianluca Zambrotta) - იტალიელი ფეხბურთელი და საფეხბურთო მწვრთნელი. (იხილეთ ვიდეო) 

Victoria Justice
1993 წლის 19 თებერვალს დაიბადა ვიქტორია ჯასტისი (Victoria Dawn Justice) - ამერიკელი მომღერალი, მოდელი და მსახიობი. (ვებ-გვერდი) (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE