26.04.2024
KA  
 
6 დეკემბერი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
05.12.2023
ფოტო

ანტონ ფურცელაძე
1841 წლის 6 დეკემბერს დაიბადა ანტონ ფურცელაძე (1841-1913) -  ქართველი მწერალი, პოეტი,  პუბლიცისტი და მთარგმნელი. (იხილეთ ვიდეო)

Finland
1917 წლის 6 დეკემბერს ფინეთის (Finland) პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გამოსულიყო რუსეთის შემადგენლობიდან და მიეღო დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსი (ფინეთის  რესპუბლიკა - (ფინურად-Suomen tasavalta) - რუსულ-შვედური ომების გამო 1809 წელს შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, ამავე დროს შეინარჩუნა ფართო ავტონომია). (იხილეთ ვიდეო)

ფრედერიკ ბაზილი
1841 წლის 6 დეკემბერს დაიბადა ფრედერიკ ბაზილი (Jean Frédéric Bazille 1841 – 1870 ) - ფრანგი მხატვარი, „იმპრესიონიზმის“ ერთ-ერთი ფუძემდებელი. (იხილეთ ვიდეო)

დეივ ბრუბეკი
1920 წლის 6 დეკემბერს დაიბადა დეივ ბრუბეკი (Dave Brubeck 1920-2012) - ამერიკული ჯაზ-კომპოზიტორი, არანჟირების ოსტატი, პიანისტი, „Dave Brubeck Quartet“-ის ხელმძღვანელი. (იხილეთ ვიდეო)

ჯო ჰისაისი
1950 წლის 6 დეკემბერს დაიბადა ჯო ჰისაისი (ნამდვილი სახელი - მამორუ ფუძისავა) (Joe Hisaishi) - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იაპონელი კომპოზიტორი. (იხილეთ ვიდეო)

რენდი როადსი
1956 წლის 6 დეკემბერს დაიბადა რენდი როადსი (Randy Rhoads 1956-1982) - ამერიკელი გიტარისტი, თანამშრომლობდა ოზი ოსბორნთან (Ozzy Osbourne). (იხილეთ ვიდეო)

Nick Park
1958 წლის 6 დეკემბერს დაიბადა ნიკ პარკი (Nick Park) - ცნობილი ბრიტანელი ანიმატორი.  (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE