27.04.2024
KA  
 
9 აპრილი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
08.04.2024
ფოტო

Isambard Kingdom Brunel
1806 წლის 9 აპრილს დაიბადა ისამბარდ ქინგდომ ბრუნელი (Isambard Kingdom Brunel 1806-1859) - ინგლისელი ინჟინერი, გამომგონებელი, პირველი ტრანსატლანტიკური სამგზავრო ხომალდის შემქმნელი, სამრეწველო რევოლუციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. . (იხილეთ ვიდეო)

Charles Baudelaire
1821 წლის 9 აპრილს დაიბადა შარლ ბოდლერი (Charles-Pierre Baudelaire 1821 - 1867)  - ფრანგი პოეტი.  (იხილეთ ვიდეო)

Paolo Tosti
1846 წლის 9 აპრილს დაიბადა ფრანჩესკო ტოსტი (Francesco Paolo Tosti 1846-1916) - იტალიელი კომპოზიტორი, მომღერალი, პედაგოგი. (იხილეთ ვიდეო)

ფონოავტოგრაფი
1860 წლის 9 აპრილს ფრანგმა გამომგონებელმა ედუარდ-ლეონ სკოტ დე მარტინვილმა (Édouard-Léon Scott de Martinville 1817 – 1879) მის მიერ გამოგონილი ფონოავტოგრაფით (phonautograph) ისტორიაში პირველი ხმის ჩაწერა განახორციელა. (იხილეთ ვიდეო)

Charles Proteus Steinmetz
1865 წლის 9 აპრილს დაიბადა ჩარლზ პროტეუს შტეინმეცი (Charles Proteus Steinmetz 1865-1923) - გერმანული წარმომავლობის ამერიკელი მათემატიკოსი და ინჟინერ-ელექტრიკოსი. ელექტროენერგეტიკის განვითარებაში უდიდესი მონაწილეობა აქვს მიღებული. (იხილეთ ვიდეო)

Ефрем Цимбалист 
1889 წლის 9 აპრილს დაიბადა ეფრემ ციმბალისტი (Ефрем Цимбалист 1889-1985) - რუსი და ამერიკელი მევიოლინე, კომპოზიტორი და პედაგოგი. (იხილეთ ვიდეო)

Hugh Hefner
1926 წლის 9 აპრილს დაიბადა ჰიუ ჰეფნერი (Hugh Marston Hefner 1926-2017) - ამერიკელი გამომცემელი და ჟურნალ «Playboy»-ს  და კომპანია «Playboy Enterprises»-ის დამფუძნებელი. (იხილეთ ვიდეო)

Jean-Paul Belmondo
1933 წლის 9 აპრილს დაიბადა ჟან-პოლ ბელმონდო (Jean-Paul Belmondo 1933–2021) - ფრანგი მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

Gian Maria Volonté
1933 წლის 9 აპრილს დაიბადა ჯან მარია ვოლონტე (Gian Maria Volonté 1933-1994) - იტალიელი მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

Dennis Quaid
1954 წლის 9 აპრილს დაიბადა დენის ქუეიდი (Dennis William Quaid) - ამერიკელი მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

Winston Churchill
1963 წლის 9 აპრილს უინსტონ ჩერჩილი (Winston Churchill  1874 - 1966) გახდა პირველი უცხოელი, რომელსაც აშშ-ს კონგრესმა აშშ-ს საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა. (იხილეთ ვიდეო)

Pavlína Pořízková
1965 წლის 9 აპრილს დაიბადა პოლინა პორიზკოვა (Pavlína Pořízková) - ჩეხი სუპერმოდელი და მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

Mark Pellegrino
1965 წლის 9 აპრილს დაიბადა მარკ პელეგრინო (Mark Ross Pellegrino) - ამერიკელი მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

Gerard Way
1977 წლის 9 აპრილს დაიბადა ჯერარდ უეი (Gerard Arthur Way) - ამერიკელი მუსიკოსი, ჯგუფი “My Chemical Romance”-ის ვოკალისტი. (ჯგუფის ვებ-გვერდი)(იხილეთ ვიდეო)

Leighton Meester
1986 წლის 9 აპრილს დაიბადა ლეიტონ მისტერი (Leighton Marissa Meester) - ამერიკელი მსახიობი. მომღერალი და ფოტომოდელი. (იხილეთ ვიდეო)

9 აპრილის ტრაგედია
1989 წლის 9 აპრილს  საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მიერ ორგანიზებული მრავალდღიანი ანტისამთავრობო მშვიდობიანი აქცია თბილისში სასტიკად იქნა დარბეული (9 აპრილის ტრაგედია) (იხილეთ ვიდეო)

Kristen Stewart
1990 წლის 9 აპრილს დაიბადა კრისტენ სტიუარტი (Kristen Jaymes Stewart) - ამერიკელი მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE