27.04.2024
KA  
 
5 აპრილი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
04.04.2025
ფოტო

Louis Spohr
1784 წლის 5 აპრილს დაიბადა ლუი (ლუდვიგ) შპორი (Louis Spohr 1784-1859) - გერმანელი კომპოზიტორი, მევიოლინე, დირიჟორი და პედაგოგი, რომელმაც სადირიჟორო ჯოხი პირველმა გამოიყენა. (იხილეთ ვიდეო)

George Washington
1792 წლის 5 აპრილს ჯორჯ ვაშინგტონმა აშშ-ს ისტორიაში პირველი საპრეზიდენტო ვეტო გამოიყენა. (იხილეთ ვიდეო)

Jules Dupré
1811 წლის 5 აპრილს დაიბადა ჟიულ დიუპრე (Jules Dupré 1811-1889)- ფრანგი მხატვარი. იგი ფრანგული თანამედროვე პეიზაჟის ფუძემდებლად არის მიჩნეული. (იხილეთ ვიდეო)

Mount Tambora
1815 წლის 5 აპრილს ინდონეზიაში კუნძულ სუმბავაში ვულკანი Tamboro-ს ამოფრქვევა დაიწყო და ერთი კვირა გაგრძელდა. ეს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ვულკანის ამოფრქვევა იყო, რომლის დროსაც დაახლოებით 92000 ადამიანი დაიღუპა. (იხილეთ ვიდეო)

Nadar
1820 წლის 5 აპრილს დაიბადა ფელიქს ნადარი (ნამდვილი სახელი: Gaspard-Félix Tournachon 1820-1910) - ფრანგი ფოტოგრაფი, კარიკატურისტი, მან მსოფლიოში პირველმა აეროფოტოგადაღება განახორციელა. (იხილეთ ვიდეო)

Joseph Lister
1827 წლის 5 აპრილს დაიბადა ჯოზეფ ლისტერი (Joseph Lister 1827-1912) - ინგლისელი ქირურგი და მეცნიერი, ქირურგიული ანტისეპტიკის შემქმნელი.(იხილეთ ვიდეო)

Albert Roussel
1869 წლის 5 აპრილს დაიბადა ალბერ რუსელი (Albert Charles Paul Marie Roussel 1869-1937) - ფრანგი კომპოზიტორი. (იხილეთ ვიდეო)

Spencer Tracy 
1900 წლის 5 აპრილს დაიბადა სპენსერ ტრეისი (Spencer Bonaventure Tracy 1900-1967) - ამერიკელი მსახიობი, პრემია „ოსკარის“ ორგზის მფლობელი.  (იხილეთ ვიდეო)

Bette Davis
1908 წლის 5 აპრილს დაიბადა ბეტი დევისი (Ruth Elizabeth "Bette" Davis 1908-1989) - ამერიკელი მსახიობი,  პრემია „ოსკარის“ მფლობელი. (იხილეთ ვიდეო)

Herbert von Karajan
1908 წლის 5 აპრილს დაიბადა ჰერბერტ ფონ კარაიანი (Herbert von Karajan 1908-1989) -ავსტრიელი დირიჟორი. (იხილეთ ვიდეო)

Niels Bohr
1913 წლის 5 აპრილს ნილს ბორმა (Niels Henrik David Bohr 1885 - 1962  -  დანიელი ფიზიკოსი, 1922 წელს ფიზიკაში ნობელის პრემიის ლაურეატი თანამედროვე ფიზიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი) დაასრულა სტატია "ატომებისა და მოლეკულების  აგებულების შესახებ",  რამაც კვანტური თეორიის წარმოქმნას ჩაუყარა საფუძველი. (იხილეთ ვიდეო)

Gregory Peck
1916 წლის 5 აპრილს დაიბადა გრეგორი პეკი (Eldred Gregory Peck 1916-2003) - ამერიკელი მსახიობი, პრემია „ოსკარის“ მფლობელი. (იხილეთ ვიდეო)

Arthur Hailey
1920 წლის 5 აპრილს დაიბადა არტურ ჰეილი (Arthur Hailey  1920 - 2004) - ბრიტანული წარმომავლობის კანადელი მწერალი. (იხილეთ ვიდეო)

ბადრი ბეგალიშვილი
1933 წლის 5 აპრილს დაიბადა ბაადურ (ბადრი) ბეგალიშვილი (1933-2013) - ქართველი მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

ქართველთა აჯანყება ტექსელზე
1945 წლის 5 აპრილს ვერმახტის 822-ე ქართული ბატალიონი, რომელიც თამარ მეფის სახელს ატარებდა ჰოლანდიის კუნძულ ტექსელზე გერმანელი ოკუპანტების წინააღმდეგ აჯანყდა. ზოგჯერ ამ აჯანყებას, როგორც „ევროპაში უკანასკნელ ბრძოლას“ მოიხსენიებენ. (იხილეთ ვიდეო)

Agnetha Fältskog
1950 წლის 5 აპრილს დაიბადა აგნეტა ფელსტკუგი (Agnetha Fältskog)- შვედი მომღერალი, ჯგუფი „ABBA“-ს წევრი. (ჯგუფის ვებ-გვერდი) (იხილეთ ვიდეო)

Fernando Morientes
1976 წლის 5 აპრილს დაიბადა ფერნანდო მორიენტესი (Fernando Morientes Sánchez) ესპანელი ფეხბურთელი,  მადრიდის "რეალის"  (Real Madrid Club de Fútbol ) შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის სამგზის გამარჯვებული. (იხილეთ ვიდეო)

Joris Mathijsen
1980 წლის 5 აპრილს დაიბადა იორის მატეისენი (Joris Mathijsen) - ნიდერლანდელი ფეხბურთელი.  (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE