27.04.2024
KA  
 
16 აგვისტო - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
15.08.2023
ფოტო

Jannik Sinner



იბნ
 სინა
980 წლის 16 აგვისტოს დაიბადა იბნ სინა  (დასავლეთში ცნობილი, როგორც - ავიცენა. Avicenna) (ნამდვილი სახელი - აბუ ალი ხუსეინ იბნ სინა) (Avicenna — Abū ʿAlī al-Ḥusayn ibn ʿAbd Allāh ibn Al-Hasan ibn Ali ibn Sīnā  980 – 1037) - შუასაუკუნეების სპარსი ფილოსოფოსი, ექიმი, პოეტი. სულ დაწერილი აქვს 450 ნაშრომი, ჩვენამდე მხოლოდ 274-მა მოაღწია. (იხილეთ ვიდეო)

პირველი გახმოვანებული ფერადი მულტფილმი
1930 წლის 16 აგვისტოს პირველი გახმოვანებული ფერადი მულტფილმი fiddlesticks-ი შეიქმნა. (იხილეთ ვიდეო)

პიერ რიშარი
1934 წლის 16 აგვისტოს დაიბადა პიერ რიშარი (ნამდვილი სახელი - პიერ რიშარ მორის შარლ ლეოპოლდ დეფეი) (Pierre Richard — Pierre Richard Maurice Charles Léopold Defays) - ფრანგი მსახიობი და რეჟისორი. (იხილეთ ვიდეო)

ბრიუს ბერესფორდი
1940 წლის 16 აგვისტოს დაიბადა ბრიუს ბერესფორდი (Bruce Beresford) - ავსტრალიელი რეჟისორი, პრემია „ოსკარის“ მფლობელი (Driving Miss Daisy). (იხილეთ ვიდეო)

ჯეიმზ კამერონი
1954 წლის 16 აგვისტოს დაიბადა ჯეიმზ კამერონი (James Francis Cameron) - კანადელი რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი და მემონტაჟე. მსოფლიო კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეჟისორი, პრემია „ოსკარის“ მფლობელი. (The TerminatorTitanicAvatar.). (იხილეთ ვიდეო)

მადონა
1958 წლის 16 აგვისტოს დაიბადა მადონა (ნამდვილი სახელი - მადონა ლუიზა ვერონიკა ჩიკონე) (Madonna Louise Ciccone) - ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, მსახიობი, ბიზნესმენი. (მუსიკოსის ვებ-გვერდი) (იხილეთ ვიდეო)

პიტ ბესტი
1962 წლის 16 აგვისტოს ჯგუფ „The Beatles“-ის დრამერი პიტ ბესტი (Pete Best) ჯგუფიდან  გაუშვეს და მის მაგივრად მოვიდა რინგო სტარი (Ringo Starr). (იხილეთ ვიდეო)

Sean Penn and Madonna
1985 წლის 16 აგვისტოს მადონა (Madonna Louise Ciccone) ცოლად გაჰყვა შონ პენს  (Sean Penn - ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი,  პრემია „ოსკარის“ მფლობელი). (იხილეთ ვიდეო)        

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE