27.04.2024
KA  
 
15 აგვისტო - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
14.08.2023
ფოტო

ნაპოლეონ I ბონაპარტი
1769 წლის 15 აგვისტოს დაიბადა ნაპოლეონ I ბონაპარტი (Napoléon Bonaparte 1769 – 1821)  - საფრანგეთის იმპერატორი (1804 – 1815 წლებში), ფრანგი მხედართმთავარი და სახელმწიფო მოღვაწე, რომელმაც თანამედროვე ფრანგულ სახელმწიფოს ჩაუყარა საფუძველი. (იხილეთ ვიდეო)

უოლტერ სკოტი
1771 წლის 15 აგვისტოს დაბადა უოლტერ სკოტი (Walter Scott 1771 – 1832) - შოტლანდიური წარმოშობის ბრიტანელი მწერალი, პოეტი, ისტორიკოსი და ადვოკატი. იგი ისტორიული რომანის ჟანრის ფუძემდებლად არის მიჩნეული.  (იხილეთ ვიდეო)

Oscar Peterson
1925 წლის 15 აგვისტოს დაიბადა ოსკარ პიტერსონი (Oscar Emmanuel Peterson 1925 – 2007) - კანადელი ჯაზის პიანისტი და კომპოზიტორი. დუკ ელინგტონმა (Duke Ellington 1899-1974) მას „კლავიატურის მაჰარაჯა“ უწოდა და ის საყოველთაოდ ჯაზის ისტორიაში ყველაზე დიდ ვირტუოზ პიანისტად არის აღიარებული. (იხილეთ ვიდეო)

The Wonderful Wizard of Oz
1939 წლის 15 აგვისტოს ჰოლივუდში ჩინურ თეატრში კინომიუზიკლი „ოზის საოცარი ჯადოქარის“ (The Wonderful Wizard of Oz) პრემიერა გაიმართა, რომელშიც ჯუდი გარლანდი (Judy Garland 1922-1969) მთავარ როლს ასრულებდა. (იხილეთ ვიდეო)

ბენ აფლეკი
1972 წლის 15 აგვისტოს დაიბადა ბენ აფლეკი (Ben Affleck) - ამერიკელი მსახიობი, სცენარისტი, რეჟისორი და პროდიუსერი, ორი პრემია „ოსკარის“ მფლობელი. (იხილეთ ვიდეო)

ჯენიფერ ლოურენსი
1990 წლის 15 აგვისტოს დაიბადა ჯენიფერ ლოურენსი (Jennifer Lawrence) - ამერიკელი მსახიობი, პრემია „ოსკარის“ მფლობელი.(იხილეთ ვიდეო)  

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE