26.04.2024
KA  
 
13 აგვისტო - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
12.08.2023
ფოტო


Francisco Cerundolo

ჯოვანი
 ანიელი
1866 წლის 13 აგვისტოს დაიბადა ჯოვანი ანიელი (Giovanni Agnelli 1866 – 1945) - იტალიელი ბიზნესმენი, 1899 წელს საავტომობილო კონცერნი «Fiat»-ის (Fiat Chrysler Automobiles) დამფუძნებელი. ХХ-ე საუკუნის ერთ-ერთი მდიდარი და გავლენიანი ადამიანი. (იხილეთ ვიდეო)

ალფრედ ჰიჩკოკი
1899 წლის 13 აგვისტოს დაიბადა ალფრედ ჰიჩკოკი (Alfred Hitchcock 1899 - 1980) - გამოჩენილი ბრიტანელი და ამერიკელი რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი, პრემია „ოსკარის“ მფლობელი. (იხილეთ ვიდეო)  

ფიდელ კასტრო
1926 წლის 13 აგვისტოს დაიბადა ფიდელ კასტრო (Fidel Alejandro Castro Ruz 1926-2016) - კუბის რესპუბლიკის სახელმწიფო ლიდერი (1959 – 2008 წლებში), რევოლუციონერი და სახელმწიფო მოღვაწე. (იხილეთ ვიდეო)

მორიც ბლაიბტროი
1971 წლის 13 აგვისტოს დაიბადა მორიც ბლაიბტროი ( Moritz Bleibtreu ) - გერმანელი მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

nicolas cage and lisa marie presley
2002 წლის 13 აგვისტოს ჰავაის ერთ-ერთ კუნძულზე მსახიობი ნიკოლას კეიჯი (Nicolas Cage) და „როკ-ენ-როლი მეფის“ ქალიშვილი ლიზა მარია პრესლი (Lisa Marie Presley) დაქორწინდნენ. (იხილეთ ვიდეო)

მანუჩარ კვირკველია
2008 წლის 13 აგვისტოს ბერძნულ-რომაულ სტილში მოჭიდავე მანუჩარ კვირკველიამ პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე (2008 Summer Olympics) ოქროს მედალი მოიპოვა. (იხილეთ ვიდეო)

ირაკლი ცირეკიძე
2008 წლის 13 აგვისტოს ძიუდოისტმა ირაკლი ცირეკიძემ პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე (2008 Summer Olympics) ოქროს მედალი მოიპოვა. (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE