26.04.2024
KA  
 
12 აგვისტო - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
11.08.2023
ფოტო


Stefanos Tsitsipas

დიდგორის
 ბრძოლა
1121 წლის 12 აგვისტოს დიდგორის ბრძოლაში ქართული არმია დავით აღმაშენებლის (1073 – 1125) მეთაურობით გადამწყვეტ ბრძოლაში ამარცხებს თურქ-სელჩუკთა კოალიციურ ლაშქარს დიდგორის ველზე (მანგლისის მახლობლად, თბილისის მისადგომებთან). (იხილეთ ვიდეო)

რობერტ მილზი
1781 წლის 12 აგვისტოს დაიბადა რობერტ მილზი (Robert Mills 1781 – 1855) - ამერიკელი არქიტექტორი, მის მიერ  აგებულია თეთრი სახლი (White House - აშშ-ს პრეზიდენტების რეზიდენცია ვაშინგტონში). (იხილეთ ვიდეო)

"ზინგერის" საკერავი მანქანა
1851 წლის 12 აგვისტოს ამერიკელი ისააკ ზინგერი (Isaac Merritt Singer  1811 - 1875 ამერიკელი გამომგონებელი და ბიზნესმენი, კომპანია Singer Corporation-ის დამფუძნებელი)  მის პირველ საკერავ მანქანას (Sewing machine) აპატენტებს. (იხილეთ ვიდეო)

სესილ დემილი
1881 წლის 12 აგვისტოს დაიბადა სესილ ბლონ დემილი (Cecil Blount DeMille 1881 – 1959) - ამერიკელი რეჟისორი და პროდიუსერი, ფილმისთვის „The Greatest Show on Earth“ პრემია „ოსკარის“ მფლობელი. (იხილეთ ვიდეო)

Hawaiian Islands
1898 წლის 12 აგვისტოს აშშ-მ ჰავაის კუნძულების (Hawaiian Islands) ანექსირება მოახდინა. (იხილეთ ვიდეო)

ჯორჯ სოროსი
1930 წლის 12 აგვისტოს დაიბადა ჯორჯ სოროსი (George Soros — György Schwartz) - უნგრული წარმოშობის ამერიკელი ფინანსისტი, ინვესტორი, ფილანტროპი და საზოგადო მოღვაწე. (იხილეთ ვიდეო)

მარკ ნოპფლერი
1949 წლის 12 აგვისტოს დაიბადა მარკ ნოპფლერი (Mark Freuder Knopfler) - შოტლანდიური წარმოშობის ბრიტანელი მუსიკოსი, გიტარისტი, კომპოზიტორი, ჯგუფ «Dire Straits»-ის შემქნელი. (მუსიკოსის ვებ-გვერდი)  (იხილეთ ვიდეო)

ჯენის ჯოპლინი
1970 წლის 12 აგვისტოს ჯენის ჯოპლინმა (Janis Lyn Joplin  1943 – 1970 ამერიკელი მომღერალი, რომელიც მოღვაწეობდა ბლიუზ-როკის და ფსიქოდელიური როკის სტილში. იგი საუკეთესო თეთრკანიან ბლიუზის შემსრულებელ ქალად ითვლება)  ჰარვარდის უნივერსიტეტში თავისი ბოლო კონცერტი ჩაატარა. (იხილეთ ვიდეო)

პიტ სამპრასი
1971 წლის 12 აგვისტოს დაიბადა პიტ სამპრასი (Pete Sampras) - ბერძნული წარმოშობის გამოჩენილი ამერიკელი ჩოგბურთელი, ყოფილი მსოფლიოს პირველი ჩოგანი. (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE