|
ყველა
„წყაროსთვალი“
"სიდი"
"საგამომცემლო სახლი ტრიასი"
"მერიდიანი"
"Pearson"
ქარჩხაძის გამომცემლობა
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
"ლოგოს პრესი"
"არტანუჯი"
"დიოგენე"
"სწავლანი"
"Macmillan Education"
"ინტელექტი"
"Oxford University Press"
ელფის გამომცემლობა
"კლიო"
"მერიდიანი", "კლიო"
"პალიტრა L"
„საქართველოს მაცნე“
|
|
მკვიდრი უმკვიდრო შევიქენ ავტორი: როინ მეტრეველი, ნიკო ჯადუგიშვილი გამოშვების თარიღი: ფასი: 4,2 ლარი |
|
”მკვიდრი უმკვიდრო შევიქენ” - ესაა ქვეყნის ტრაგიკული ბედით შეძრწუნებული ქართლის მეფის ვახტანგ VI-ის გულდამწვარი ამოკვნესა. პუბლიკაციაშიც ამ დიდი ქართველის მემკვიდრეთა ცხოვრების რთული მოვლენის მასალებია მოცემული. წიგნი საინტერესოა ყველა მკითხველისთვის. |
|
პრეტენზიები თურქეთისადმი ავტორი: გამოშვების თარიღი: 2003 ფასი: 4 ლარი |
|
(მასალები გამოსაცემად მოამზადა და შესავალი წერილი დაურთო ჯაბა სამუშიამ).
1945 წლის დეკემბერში საბჭოთა ხელისუფლებამ დაიწყო ფართომასშტაბიანი იდეოლოგიური კამპანია თურქეთის მიერ 1921 წელს დაკავშირებული ქართული ისტორიული ტერიტორიების დაბრუნების მოთხოვნით.
წიგნში თავმოყრილია ამ მოვლენის ამსახველი მასალა: საგაზეთო წერილები, ლექსები და ერთი პიესა. |
|
თებერვალი ავტორი: ნიკოლო მიწიშვილი გამოშვების თარიღი: ფასი: 3 ლარი |
|
წიგნი ავტორის დაბადებიდან 110 წლისთავს მიეძღვნა.
”თებერვალი” დოკუმენტურ ლიტერატურას წარმოადგენს და, მწერლის მიერ განცდილ, 1918-1821 წლების მოვლენებს ფაქტობრივი სიზუსტით ასახავს.
წარმოგვიდგენს რა პატრიოტების წინაშე დამდგარ დილემას - ან სამშობლოდან გადახვეწა ან საბჭოთა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმთან შეგუება - ავტორი ფაქტების ფლიქოლოგიური კუთხით დანახვის საშუალებასაც იძლევა. ეს წიგნი მეოცე საუკუნის 20-იანი წლების საქართველოს ისტორიით დაინტერესებული მკითხველისა და პროფესიონალი ისტორიკოსებისათვის ძვირფასი შენაძენი იქნება. |
|
სასაზღვრო ფიქრები ავტორი: ფარნა ჭილაძე გამოშვების თარიღი: ფასი: 3 ლარი |
|
ფაჰრეთინ ჩილოღლუ, იგივე ფარნა ჭილაძე მუჰაჯირ ქართველთა შთამომავალია. კრებულში შესული მოთხრობები თურქულიდან ითარგმნა, მისი პოეზია კი ქართულ ენაზეა შექმნილი. |
|
ქართული ქრონიკა რევოლუციის დროიდან ავტორი: ნიკოლო მიწიშვილი გამოშვების თარიღი: ფასი: 5 ლარი |
|
წიგნი ავტორის დაბადებიდან 110 წლისთავს მიეძღვნა.
წიგნში ცოცხლად და დამაჯერებლად არის ასახული რუსეთის მიერ 1921 წელს საქართველოს ანექსიის შედეგად უცხოეთში გადახვეწილ თანამემამულეთა მძიმე ხვედრი, მათი ყოფა, სულიერი მისწრაფებანი, ერთგულება თავისუფლების უკვდავი იდეისადმი.
წიგნში შესულია მწერლის კიდევ ერთი ნაწარმოები - ”ახალგაზრდობა”. გამოცემა დასურათებულია, თუმცა ილუსტრაციების ავტორთა ვინაობა არ არის დადგენილი - ერთ-ერთი მათგანი, სავარაუდოდ, ლადო გუდიაშვილი უნდა იყოს. |
|
აკაკი წერეთლის გამზრდელი აფხაზურად ავტორი: გამოშვების თარიღი: ფასი: 4 ლარი |
|
წიგნში შესულია აკაკი წერეთლის კლასიკური პოემის, "გამზრდელის", ქართული ტექსტი დიმიტრი გულიას მიერ შესრულებული აფხაზური თარგმანითურთ. ამ თარგმანმა აფხაზი ხალხის დიდი მოწონება დაიმსახურა და ის დღესაც შედის აფხაზური სკოლის პროგრამაში.
ამ წიგნით ეყრება საფუძველი ახალი სერიის – `ქართულ-აფხაზურ ლინგვოკურტულ ურთიერთობათა ისტორიის~ გამოცემას, რომელიც დამხმარე სახელმძღვანელოს ფუნქციას შეასრულებს და უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის იქნება გამიზნული.
წიგნი გამოცემად მოამზადა, წინასიტყვაობა დაურთო და აფხაზურ-ქართული სასწავლო ლექსიკონი შეადგინა თეიმურაზ გვანცელაძემ. |
|
ბათუმიდან ართვინამდე ავტორი: ევგენი ვეიდენბაუმი გამოშვების თარიღი: 2005 ფასი: 3 ლარი |
|
სანკტ-პეტერბურგელი ბუნებისმეტყველისა და ეთნოგრაფის ევგენი ვეიდენბაუმის მოგზაურობა სამხრეთ-დასავლეთ კავკასიაში XIX საუკუნის 70-იან წლებში.
ისტორიული მესხეთის პრობლემატიკა: სამოგზაურო მარშრუტის გეოგრაფია, სოციალური ყოფა, მკვიდრთა ადათ-წესები, ეთნიკური ვითარება, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. დანართში ცალ-ცალკეა განხილული გეოგრაფიული სახელები. |
|
კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები ავტორი: დავით ხოშტარია გამოშვების თარიღი: 2005 ფასი: 9 ლარი |
|
ცნობილი ხელოვნებათმცოდნის დავით ხოშტარიას მონოგრაფიული ნაშრომი მიძღვნილი ისტორიული ქართული პროვინციის კლარჯეთის ხუროთმოძღვრებისადმი. თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქცეული ქართული არქიტექტურული ძეგლების თავგადასავალი უძველესი დროიდან მოყოლებული ვიდრე ოცდამეერთე საუკუნემდე: ციხე-ქალაქი თუხარისი - პირველი ადმინისტრაციულ-პოლიტიკური ცენტრი კლარჯეთისა; ვახტანგ გორგასლის სააღმშენებლო საქმიანობა - ციხე-ქალაქ არტანუჯისა და ოპიზის მონასტრის დაარსება; არაბობა კლარჯეთში და საეკლესიო ცხოვრების დამცრობა; წმ. გრიგოლ ხანძთელის სამონასტრო აღმშენებლობა და ახალი სასულიერო ცენტრების წარმოქმნა; სახელოვანი ”ათორმეტნი უდაბნონი კლარჯეთისანი” - ხანძთა, ოპიზა, დოლისყანა, შატბერდი, ჯმერკი, დაბა, ბერთა, პარეხი, მიძნაძორი, წყაროსთავი, მერე და ბარეთელთა; კლარჯეთის გუმბათოვანი და უგუმბათო ძეგლების არქიტექტურული თავისებურებანი; სამი ტაძარი კლარჯეთის მეზობელი შავშეთიდან - ტბეთი, სინკოთი და სათლე.
წიგნს დართული აქვს ორმოცდაათზე მეტი შავ-თეთი ფოტო და რამდენიმა ათეული გრაფიკული ნახაზი (გეგმა, ჭრილი და ა.შ.). ახლავს სრული ბიბლიოგრაფიული ნუსხა და საკუთარ სახელთა საძიებელი. |
|
იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მიწათმფლობელობა საქართველოში ავტორი: ნიკო ხუციშვილი გამოშვების თარიღი: 2006 ფასი: 3 ლარი |
|
ნაშრომი არის ცდა, აღინუსხოს ის ყმა-მამული, რომელიც ეკუთვნოდა იერუსალიმის მონასტრებს საქართველოში; შესწავლილ იქნას ამ მიწათმფლობელობის წარმოქმნისა და განვითარების ქრონოლოგია, ისტორია და მართვის ორგანიზაციის ძირითადი საკითხები; დადგინდეს საქართველოში იერუსალიმის ყმა-მამულის მმართველების, ჯვარის მამების რიგი XVII-XIX საუკუნეებში. ამ კონკრეტული საკითხების ფონზე უკეთ იკვეთება ზოგადად საკუთრების დიფერენციაციის პრობლემა იერუსალიმის ქართულ მონასტრებსა და იერუსალიმის საპატრიარქოს შორის XI-XVII საუკუნეებში. |
|
გურიის საეპისკოპოსოები ავტორი: თეა ქართველიშვილი გამოშვების თარიღი: ფასი: 4 ლარი |
|
წიგნში განხილულია გურიის საეპისკოპოსოების დაარსება. მოცემულია მღვდელმთავართა ქრონოლოგიური რიგი, ამასთანავე მათი მოღვაწეობა საეკლესიო-კულტურულ და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სარბიელზე. გურიის მთავართა დამოკიდებულება საეკლესიო პროცესებისადმი. მიმოხილულია ეპარქიაში შემავალი ეკლესია-მონასტრების ისტორია.
მონოგრაფია გათვალისწინებულია სპეციალისტებისა და საქართველოს ეკლესიის ისტორიით დაინტერესებული მკითხველისათვის. |
|
მეგრული სალექსიკონო მასალები ავტორი: დანიელ ფიფია გამოშვების თარიღი: ფასი: 4 ლარი |
|
1924 წლის აგვისტოში, თბილისის უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი, 27 წლის დანიელ ფიფია, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო, ბოლშევიკებმა სრულიად უდანაშაულოდ დახვრიტეს და 80-იან წლებამდე მისი აშკარად ხსენება ფაქტობრივად აკრძალული იყო.
რამდენიმე წლის წინათ დანიელის ბიძაშვილის შვილის სახლში საგულდაგულოდ მოძიებისას, სხვა მნიშვნელოვან ნაწერებთან ერთად, გამოვავლინეთ ეს შრომაც: "მასალები მეგრულ-ქართული ლექსიკონისათვის".
წინამდებარე ლექსიკონი წარმოადგენს გადამუშავებულ, რედაქტირებულ შრომას. ამასთან, დადგენილია განუმარტავ სიტყვათა მნიშვნელობა და ვარიანტებიც კი. ამდენად, მკითხველს საშუალება ეძლევა მეგრულ-ქართული ლექსიკონის ერთ-ერთ საინტერესო გამოცემას შეავლოს თვალი, სხვა ლექსიკონებში აღუნუსხველი, ძველქართული ლექსიკის შემამკობელი სიტყვები გაიაზროს და ახალი მარგალიტები ამოკრიფოს ქართული ენის უღრმესი შრეებიდან. |
|
მეგრული ხატოვანი სიტყვა-თქმანი ავტორი: ანა ჩიქვანაია გამოშვების თარიღი: ფასი: 4 ლარი |
|
წიგნი კოლხური სერიით გამოდის და მასში წარმოდგენილია ერთ-ერთ ძირძველ ქართველურ ენაში—მეგრულში არსებული, ავტორის მიერ შეგროვილი, ხატოვანი სიტყვა თქმების ნაწილი.
წიგნი პირველი ცდაა ამ კუთხით მეგრული ენის შესწავლისა, მას შეუძლია კარგი სამსახური გაუწიოს ქართველური ფრაზეოლოგიზმებით დაინტერესებულ მკვლევარებს. |
|
მეგრული სახელები და გვარები ავტორი: აკაკი ჭანტურია გამოშვების თარიღი: 2006 ფასი: 3,5 ლარი. |
|
„მეგრული სახელები და გვარები” კოლხური სერიით გამოცემულ წიგნებში რიგით მეორეა.
ავტორმა მეგრული სახელებისა და გვარები სია შეადგინა მეორე მსოფლიო ომამდე, ენისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის (ენიმიკის) დავალებით. სამწუხაროდ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სახელებისა და გვარების ახსნა-განმარტება (წარმოშობა, სქესობრივი მიკუთვნება) ავტორს შეუსრულებელი დარჩა.
წიგნში გამოქვეყნებულია გვარები, რომლებიც გვხვდებოდა შემდეგ პუნქტებში: ანაკლია, ახალი-ხიბულა, ახუთი, დარჩელი, დიდი ნეძი, ზუგდიდი, კახათი, კირცხი, ლედგებიე, ლეწურწუმე, ლია, ნარაზენი, ნიკოსია, ობუჯი, საჩინო, საჩიჯაო, ტყაია-ბეჟაში ღალ, ქარიატა, ყულისკარი, შუა ხორგა, ცაიში, ჭაქვინჯი, ჭკადუაში, ხიბულა, ხობი, ხორგა, ჯიხაშკარი. |
|
2000 ლაზური სიტყვა ავტორი: თეა კალანდია გამოშვების თარიღი: 2005 ფასი: 3 ლარი |
|
დღეს ლაზური საუბარი ისმის შავ ზღვასა და პონტოს ქედს შორის ვიწრო ზოლში.
თურქულ ენასთან ოთხასწლოვანმა მეზობლობამ გავლენა მოახდინა ლაზურ ლექსიკაზე. ამ ლექსიკონში წარმოდგენილია 2000 ლაზური სიტყვა. |
|
ლაზური ტექსტები ავტორი: თეა კალანდია გამოშვების თარიღი: 2008 ფასი: 7 ლარი |
|
წიგნში წარმოდგენილი ხოფური კილოკავის ლაზური ტექსტები 2005 წელსაა შეგროვებული სოფელ სარფის – საქართველოს ტერიტორიაზე დარჩენილი ერთადერთი ლაზური სოფლის – მცხოვრებთაგან. ტექტურ მასალას თან პწკარედული თარგმანი ახლავს და მრავალფეროვანი და საინტერესო თემატიკით გამოირჩევა. აქ გაეცნობით ლაზთა ადათ-წესებს, მათ მოგონებებს, ხალხურ სიბრძნეს – ანდაზებს, გამოცანებს, ლაზურ იუმორს, ლაზური ტრადიციულ კერძების მომზადების წესებს. ტიპური ლაზური ზღაპრების გვერდით შეხვდებით თანამედროვე ლაზ ავტორთა პოეტურ შემოქმედებასაც. |
|
|
|
|
|
საფრანგეთის ერთ-ერთმა მსხვილმა გამომცემლობა “ბენევანმა” 2012 წლის მარტის პირველ დეკადაში გამოსცა ქართული ლექსების კრებული სათაურით “ქართული ლექსების რვეული“, რომელიც შეკრიბა და თარგმნა იზა ჯინჯიხაძემ.
გამომცემლობა “ბენევანის“ პრეს-კომიუნიკეში, რომელიც დაიგზავნა საფრანგეთის სხვადასხვა მედიაში (ტელერამა, ფიგარო, ნუველ ობსერვატორი, ლიბერასიონი, პარი-მატჩი) და გავრცელდა მსოფლიოს მსხვილ ფრანკოფონურ წიგნების მაღაზიებში, წერია: “ქართული ლექსების რვეული “უმღერის და ადიდებს სიყვარულს, სიყვარულს, რომელიც, როგორც “სრული ნიჭი”, ამკობს ადამიანს და “ციცინათელასავით” უნათებს ღამეში ეკლიანსა და მძიმე ცხოვრების გზას. მოყვანილია სერჟ ანდრიოსა და ჟან ბატიუს ციტატები:
„ რა შესანიშნავი აზრია - გააცნო ფრანგულენოვან მკითხბელს შენი ქვეყანა საოცარი სილამაზის ლექსების თაიგულით და ახალი, სპეტაკი სიოს მონაბერით მრავალსაუკუნოვანი საქართველოსაგან“ ჯან ბატიუ , ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, ფრანგული ენისა და ლიტერატურის პროფესორი
„ კითხულობ ლექსებს და გიტაცებს თარგმანის საოცარი მუსიკალურობა და სიტყვების უწყვეტ ნაკადად აჟღერებული, გულში ჩამწდომი ქართული პოეზიის ფრანგული ვერსია თუმცა მთარგმნელი არასდროს არ ღალატობს ორიგინალს„ სერჟ ანდრიო , ლიტერატორი, ფილოსოფიის პროფესორი
წიგნი იყიდება პარიზსა და სხვადასხვა ქვეყნის ფრანგულენოვან წიგნების მაღაზიებში ასავე დადებულია Amazon-ზე. თბილისში წიგნი იყიდება: წიგნის სახლში (ლიტერატურული კაფე, პეკინის ქ. 31), ესპერანცაში (სენტ-ეგზიუპერის ქ.12), პარნასში (ჭავჭავაძის გამზ. 22)
|