|
ყველა
"მერიდიანი"
"დიოგენე"
"სწავლანი"
|
|
ქართული ენა და ლიტერატურა (X კლასი) ავტორი: ნუგზარ მუზაშვილი, ნიკოლოზ ჩუბინიძე, ნინო შარაშენიძე გამოშვების თარიღი: 2012 ფასი: |
|
|
|
ქართული ენა და ლიტერატურა (XI კლასი) ავტორი: ნუგზარ მუზაშვილი, ნიკოლოზ ჩუბინიძე, ნინო შარაშენიძე გამოშვების თარიღი: 2012 ფასი: |
|
|
|
ქართული ენა და ლიტერატურა (XII კლასი) ავტორი: ნუგზარ მუზაშვილი, ქეთევან ლევანიშვილი გამოშვების თარიღი: 2012 ფასი: |
|
|
|
ქართული ენის გრამატიკა (სინტაქსი) ავტორი: ნინო შარაშენიძე გამოშვების თარიღი: 2012 ფასი: 6 ლარი |
|
ქართული ენის გრამატიკის სასკოლო კურსი დამხმარე სახელმძღვანელოა იმ მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისათვის, რომლებსაც სურთ, კარგად იცოდნენ მშობლიური ენის გრამატიკა.
წიგნში განხილულია ქართული ენის სინტაქსის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, სქემებისა და თვალსაჩინოებების საშუალებით გაადვილებულია მათი ათვისება, მოცემულია საკითხის გასაანალიზებელი სავარჯიშოები, ცოდნის შესამოწმებელი ანალიტიკური კითხვები და ტესტები.
სახელმძღვანელო განკუთვნილია ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების, მოსწავლეების, აბიტურიენტებისა და ქართული ენის შესწავლით დაინტერესებული პირებისათვის. იგი დახმარებას გაუწევს ყველას, ვისაც სურს, იცოდეს ქართული ენის გრამატიკა, წეროს და იმეტყველოს სწორი ქართულით. |
|
|
|
|
|
საფრანგეთის ერთ-ერთმა მსხვილმა გამომცემლობა “ბენევანმა” 2012 წლის მარტის პირველ დეკადაში გამოსცა ქართული ლექსების კრებული სათაურით “ქართული ლექსების რვეული“, რომელიც შეკრიბა და თარგმნა იზა ჯინჯიხაძემ.
გამომცემლობა “ბენევანის“ პრეს-კომიუნიკეში, რომელიც დაიგზავნა საფრანგეთის სხვადასხვა მედიაში (ტელერამა, ფიგარო, ნუველ ობსერვატორი, ლიბერასიონი, პარი-მატჩი) და გავრცელდა მსოფლიოს მსხვილ ფრანკოფონურ წიგნების მაღაზიებში, წერია: “ქართული ლექსების რვეული “უმღერის და ადიდებს სიყვარულს, სიყვარულს, რომელიც, როგორც “სრული ნიჭი”, ამკობს ადამიანს და “ციცინათელასავით” უნათებს ღამეში ეკლიანსა და მძიმე ცხოვრების გზას. მოყვანილია სერჟ ანდრიოსა და ჟან ბატიუს ციტატები:
„ რა შესანიშნავი აზრია - გააცნო ფრანგულენოვან მკითხბელს შენი ქვეყანა საოცარი სილამაზის ლექსების თაიგულით და ახალი, სპეტაკი სიოს მონაბერით მრავალსაუკუნოვანი საქართველოსაგან“ ჯან ბატიუ , ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, ფრანგული ენისა და ლიტერატურის პროფესორი
„ კითხულობ ლექსებს და გიტაცებს თარგმანის საოცარი მუსიკალურობა და სიტყვების უწყვეტ ნაკადად აჟღერებული, გულში ჩამწდომი ქართული პოეზიის ფრანგული ვერსია თუმცა მთარგმნელი არასდროს არ ღალატობს ორიგინალს„ სერჟ ანდრიო , ლიტერატორი, ფილოსოფიის პროფესორი
წიგნი იყიდება პარიზსა და სხვადასხვა ქვეყნის ფრანგულენოვან წიგნების მაღაზიებში ასავე დადებულია Amazon-ზე. თბილისში წიგნი იყიდება: წიგნის სახლში (ლიტერატურული კაფე, პეკინის ქ. 31), ესპერანცაში (სენტ-ეგზიუპერის ქ.12), პარნასში (ჭავჭავაძის გამზ. 22)
|