|
ყველა
"სიდი"
"საგამომცემლო სახლი ტრიასი"
"მერიდიანი"
"Pearson"
ქარჩხაძის გამომცემლობა
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
"ლოგოს პრესი"
"არტანუჯი"
"დიოგენე"
"სწავლანი"
"Macmillan Education"
"ინტელექტი"
"Oxford University Press"
ელფის გამომცემლობა
"კლიო"
"მერიდიანი", "კლიო"
"პალიტრა L"
„საქართველოს მაცნე“
„წყაროსთვალი“
|
|
ვიკინგები ავტორი: სიგრიდ უნსეტი გამოშვების თარიღი: 2010 ფასი: 7 ლარი |
|
ნობელის პრემიის ლაურეატი, ნორვეგიელი მწერალი ქალი, სიგრიდ უნსეტი 1882 წელს დაიბადა. ნობელის პრემიაცა და საყოველთაო აღიარებაც მას მოუტანა ისტორიულმა ტრილოგიამ "კრისტინ ლავრანსის ასული". "ვიკინგები" X-XI საუკუნეების ნორვეგიისა და ისლანდიის ცხოვრების ამსახველი ისტორიული რომანია, რომელიც უძველესი ისლანდიური საგების სტილით ტრაგიკული
სიყვარულისა და შურისძიების შემზარავ ამბავს მოგვითხრობს. |
|
დაბადებული საბჭოთა კავშირში ავტორი: ვასილე ერნუ გამოშვების თარიღი: 2011 ფასი: 9.9 ლარი |
|
”სსრკ – ეს არის ქვეყანა, სამშობლო, სადაც დავიბადე და ვცხოვრობდი. შეუძლებელია, გულგრილი იყო ამ ქვეყნის მიმართ – მნიშვნელობა არა აქვს, რა დამოკიდებულება გქონდათ მისდამი, გძულდათ თუ გიყვარდათ...”
ასე იწყებს თავის წიგნს ახალგაზრდა რუმინელი მწერალი ვასილე ერნუ, რომელმაც 1991 წელს დატოვა ეს ქვეყანა და საცხოვრებლად ევროპაში გადავიდა. "დაბადებული საბჭოთა კავშირში" პირველად 2006 წელს გამოიცა და განსაკუთრებული ინტერესი სწორედ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში გამოიწვია.
ვასილე ერნუს თქმით, ის არ ცდილობს, უყვარდეს ან სძულდეს ყოფილი სამშობლო _ "თანამედროვეობის ყველაზე მასშტაბური უტოპიური პროექტი, რომელსაც განხორციელება არ დასცალდა". ის, როგორც made in USSR, მეხსიერებით მოგზაურობს დღეს უკვე აღარარსებულ ქვეყანაში და მკითხველს ირონიითა და ერთგვარი ნოსტალგიით აცნობს "საბჭოთა ყოველდღიურობის არქეოლოგიურ აღმოჩენებს". |
|
ტიპი მეზობელი საფლავიდან ავტორი: კატარინა მასეტი გამოშვების თარიღი: 2006 ფასი: 6.9 ლარი |
|
ინტელექტუალი ქვრივი და ვულგარული ფერმერი პირველად სასაფლაოზე ხვდებიან ერთმანეთს. ქალი ქმარს გლოვობს, მამაკაცი კი მშობლებს ჭირისუფლობს. ისინი სხვადასხვა სოციალურ წრეს ეკუთვნიან, ერთმანეთისგან ინტელექტი და მისწრაფებები აშორებთ, ხოლო აერთიანებთ მთავარი - ვნება. მათი ურთიერთობა თანდათან დრამატულ ხასიათს იღებს. რა არის გადამწყვეტი ქალისა და მამაკაცის ურთიეთობაში და რამდენად მყარია ვნებაზე დაფუძნებული სიყვარული?
თანამედროვე შვედი მწერალი ქალის, კატარინა მასეტის, რომანი "ტიპი მეზობელი საფლავიდან" ადამიანთა ურთიერთობებზე გვიამბობს. |
|
მისტერიები ავტორი: კნუტ ჰამსუნი გამოშვების თარიღი: 2011 ფასი: 14.9 |
|
ნობელის პრემიის ლაურეატის, ცნობილი ნორვეგიელი მწერლის, კნუტ ჰამსუნის მკითხველს უდავოდ ამაღელვებელი მოგზაურობა ელის სიყვარულის მისტერიით სავსე სამყაროში. რომანმა ავტორს მსოფლიო აღიარება მოუტანა. |
|
Homo Faber / ვიქნები თუნდაც განტენბაინი ავტორი: მაქს ფრიში გამოშვების თარიღი: 2010 ფასი: 18.9 ლარი |
|
მაქს ფრიში (1911-1991) ცნობილი შვეიცარიელი მწერალი და დრამატურგი ციურიხში დაიბადა. სწავლობდა გერმანისტიკას, შემდეგ არქიტექტურას, მუშაობდა ჟურნალისტად, იყო ცნობილი და წარმატებული არქიტექტორი. მოგვიანებით მის მთავარ და ერთადერთ საქმიანობად მოგზაურობა და მწერლობა იქცა. უკვე ცნობილი დრამატურგი იყო, როდესაც დაწერა რომანები, რომლებმაც მსოფლიო აღიარება მოუტანა. "მსოფლიო კლასიკის" სერიაში მის ორ ყველაზე ცნობილ რომანს გთავაზობთ: "HOMO FABER" (1954) და "ვიქნები თუნდაც განტენბაინი" (1964).
ორივე რომანი II მსოფლიო ომის შემდეგ მომხდარი სწრაფი ტექნიკური პროგრესის შედეგად ადამიანის ცხოვრებასა და ცნობიერებაში მომხდარ ცვლილებებზე, ადამიანის ადამიანურ გრძნობებსა და განცდებზე, უფრო სწორად კი, მათთან გაუცხოებაზე მოგვითხრობს. რომანში "HOMO FABER" ამ ყველაფერს კიდევ უფრო ამძაფრებს ოიდიპოსის მითის ვარიაცია: ადამიანი მწარმოებელი, შუა ხნის წარმატებული ინჟინერი მიტოვებულ შვილთან ერთად პოულობს უდიდეს სიყვარულს, უბრუნდება ადამიანური განცდები: სიბრალულის, თანაგრძნობის, გულისხმიერების, მეგობრობის... იცვლება მისი დამოკიდებულება ადამიანებისადმი, მთლიანად გარესამყაროსადმი და ამ ცვლილებებს უკვე ზაბეტის ტრაგიკული სიკვდილიც კი ვეღარ აფერხებს. ქალიშვილის დაკარგვის შემდეგ საცქერი თითქოს აღარაფერი ჰქონდა და თავის თავს ეკითხებოდა, რატომ არ აიღებ ამ ჩანგლებს და თვალებს რატომ არ დაითხრიო; მაგრამ ცოტა ხანში უკურნებელი სენით დაავადებულსაც აღარ ეთმობა სიცოცხლე, უნდა, ცოტათი მაინც გაუხანგრძლივდეს, რადგან მარტო აღარ არის, მეგობარი ჰყავს და ისიც იცის, რომ ჭეშმარიტი ბედნიერება სიცოცხლით ტკბობაა. |
|
გამარჯვებული მარტოა ავტორი: პაულო კოელიო გამოშვების თარიღი: 2011 ფასი: 9.9 |
|
ცნობილი მოდელიორი,ჰამიდჰუსეინი კარიერის დაწყებისას კეთილი განზრახვით ხელმძღვანელობდა,სანამ იმ სისტემის ტყვეობაში არ მოექცა,რომლის გამოყენებაც თვითონ უნდოდა...მსახიობი გაბრიელა წარმატებასა და სახელგანთქმულობას აღმერთებს...რუსი მილიონერი იგორი დარწმუნებულია,რომ აქვს უფლება,მოკლას,თუკი საამისოდ საფუძვლიანი მიზეზი ექნება-მაგალითად,ვიღაც იხსნას ტანჯვისგან,ან ხელახლა მიიპყროს ყოფილი ცოლის ყურადღება.პაულო კოელიოს რომანი, "გამარჯვებული მარტოა" ცხოვრებისეულ ხაფანგზეა:ძალაუფლებისა და წარმატების ძიებით თავბრუდახვეული რომანის გმირები ვერც კი ამჩნევენ,როგორ ეცლებათ ხელიდან ბედნიერების აღქმის უნარი,საყვარელი ადამიანი და თავად სიცოცხლეც კი. |
|
განთიადი ავტორი: სტეფანი მეიერი გამოშვების თარიღი: 2011 ფასი: 9.9 ლარი |
|
მომხიბლავი ვამპირისა და თინეიჯერი გოგონას სიყვარულის ეს უაღრესად ემოციური და გულისამაჩუყებელი ამბავი "განთიადით" სრულდება. საგის ბოლო, დასკვნით ნაწილში კვანძი იხსნება.
წიგნის ერთი მხრივ მოსალოდნელი, მეორე მხრივ კი მაინც უჩვეული დასასრული არც ერთ ახალგაზრდა მკითხველს არ დატოვებს გულგრილს. |
|
ულისე ბაღდადიდან ავტორი: ერიკ-ემანუელ შმიტი გამოშვების თარიღი: 2011 ფასი: 9.9 |
|
"მე მქვია საად საადი, რაც არაბულად იმედ იმედს ნიშნავს, ხოლო ინგლისურად – სევდიან სევდიანს," – ასე იწყება თანამედროვე ფრანგული პროზის ერთ-ერთი სახელგანთქმული წარმომადგენლის, ერიკ-ემანუელ შმიტის რომანი "ულისე ბაღდადიდან".
ნაწარმოების მთავარ გმირს, საად საადს ბაღდადის დატოვება გადაუწყვეტია, ქალაქისა, სადაც დაბომბვისას მისი არაერთი ახლობელი და ნათესავი დაიღუპა, მათ შორის საადის საცოლეც. საადს ნებისმიერ ფასად სურს, ჩააღწიოს ევროპაში, რომელიც მის წარმოდგენაში თავისუფლებისა და საამური მომავლის ტოლფასია. ამისათვის კი უნდა მოახერხოს საზღვრის გადაჭრა, თუმცა ჯიბეში ერთი დინარიც არ უჭყავის; გადაურჩეს გემის ჩაძირვას; მოადუნოს ციკლოპი ციხისთავის სიფრთხილე და გათავისუფლდეს სიცილიელი კალიფსოს ჯადოქრული ხიბლისგან...
ერიკ-ემანუელ შმიტი, თხრობის უბადლო ოსტატი, აიძულებს მკითხველს, მონუსხულმა მორჩილად იხეტიალოს სიუჟეტის ლაბირინთებში, რომელიც მას ხან ჰომეროსის გმირის ყარიბობას მოაგონებს, ხანაც "ათას ერთი ღამის" ზღაპრებს; და უთუოდ დააფიქრებს იმაზე, აქვს თუ რა მნიშვნელობა საზღვრებს მესამე ათასწლეულის დასაწყისის კაცობრიობისათვის. |
|
პილატეს სახარება ავტორი: ერიკ-ემანუელ შმიტი გამოშვების თარიღი: 2011 ფასი: 9.9 ლარი |
|
ნაწილი პირველი: ზეთისხილის ბაღში განმარტოებული იეშუა მოუთმენლად ელოდება მის დასაპატიმრებლად გამოგზავნილ ჯარისკაცებს. მათ მოსვლამდე კი საკუთარ თავგადასავალს იხსენებს და კიდევ ერთხელ აანალიზებს, რა ზებუნებრივმა ძალამ აქცია ის – უბრალო დურგლის შვილი ადამიანთა სულიერ წინამძღოლად, სასწაულმოქმედ მკურნალად, მარადიული სიყვარულის, მონანიებისა და მიტევების მქადაგებლად...
ნაწილი მეორე: ჯვარცმული იეშუას წამებიდან სამი დღის შემდეგ, პასექის დილას პილატე მანამდე გაუგონარ საგამოძიებო საქმეში ჩაება: მიცვალებული გაქრა და ცოტა ხანში მკვდრეთით აღმდგარი ისევ გამოეცხადა საზოგადოებას. საგონებელში ჩავარდნილი პილატე დაუღალავად იძიებს გვამის გაქრობის საკითხს და თანდათან, მიუხედავად იმისა, რომ მკვდრეთით აღმდგარი იეშუა თავისი თვალით არ უნახავს, მის სულში ეჭვთან ერთად მესიის რწმენა იკაფავს გზას. იქნებ სწორედ პილატეა პირველი ქრისტიანი, ვინც დაუჯერებელი დაიჯერა და წარმოუდგენელი ირწმუნა? |
|
გოგონა დრაკონის ტატუთი ავტორი: სტიგ ლარსონი გამოშვების თარიღი: 2011 ფასი: 10.9 ლარი |
|
შვედეთის ერთ-ერთ კუნძულზე 40 წლის წინ მოხდა მკვლელობა, რომლის გამოძიებასაც უკვე 82 წლის ჰენრიკ ვანგერმა ნახევარი სიცოცხლე შეალია. მას სიბერეშიც ერთადერთი სურვილი აქვს: გაიგოს, ვინ მოკლა მისი საყვარელი ძმის შვილიშვილი. ჰენრიკ ვანგერი საქმის გამოსაძიებლად ქირაობს ახალგაზრდა ჟურნალისტს, მიქაელ ბლუმკვისტს, რომელიც ფინანსური პრობლემების გამო იძულებულია, კარგი ანაზღაურების სანაცვლოდ ჩაერთოს გამოძიებაში; მასთან ერთად გამოძიებაში მონაწილეობს საზოგადოებისგან გონებაშეზღუდულად გამოცხადებული ახალგაზრდა ჰაკერი გოგონა დრაკონის ტატუთი, ლისბეთ სალანდერი... ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ამ სამი ადამიანის მიერ წარმოებული გამოძიება, რომელიც ფოტოებით, საარქივო მასალებში ქექვით და ადგილობრივთა მოგონებებზე დაყრდნობით მიმდინარეობს, მკითხველისათვის წარმოუდგენელი შედეგით სრულდება...
ერთი შეხედვით კლასიკურ, თუმცა მაინც უაღრესად ორიგინალურ დეტექტივს რამდენიმე მთავარი სიუჟეტური ხაზი და, შესაბამისად, ამდენივე კვანძის გახსნა აქვს. ეს უაღრესად ჩახლართული ისტორია, მიუხედავად მისი დიდი მოცულობისა, ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
"გოგონა დრაკონის ტატუთი" (შვედური ორიგინალის სახელწოდებაა "ქალთმოძულე კაცები") პირველი წიგნია ე.წ "მილენიუმის ტრილოგიისა", რომელიც გამოცემისთანავე 40 ენაზე ითარგმნა და 21-მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. ტრილოგიის მსოფლიო ბესტსელერად ქცევას მისი ავტორი სამწუხაროდ ვერ მოესწრო – ის 2004 წელს, ტრილოგიის გამოცემამდე ერთი წლით ადრე, 50 წლის ასაკში ინფარქტით გარდაიცვალა. |
|
ბუზთა ბატონი ავტორი: უილიამ გოლდინგი გამოშვების თარიღი: 2011 ფასი: 11.9 ლარი |
|
1980 წლის ბუკერისა და 1983 წლის ნობელის პრემიების ლაურეატი, ბრიტანელი მწერალი, უილიამ გოლდინგი (1911-1993) მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ცნობილი ლიტერატორია. 2008 წელს ჟურნალმა `ტაიმსმა~ მას 50 საუკეთესო თანამედროვე ბრიტანელ ავტორთა სიაში მესამე ადგილი მიაკუთვნა.
უილიამ გოლდინგი მუშაობდა მასწავლებლად, მოღვაწეობდა თეატრში, პოეზიაში, მუსიკაში, იბრძოდა საზღვაო ძალებში. მწერლის ინტერესის სფეროებმა გავლენა მის ნაწარმოებებზეც მოახდინა. უკვე 40 წელს გადაცილებულმა დაწერა რომანი `ბუზთა ბატონი~ (1954) – უამრავი სიმბოლიკით დატვირთული ერთგვარი ლიტერატურული პაროდია, `რობინზონიადას~ ერთ-ერთი ვარიანტი, რომელშიც ველური კუნძულის ერთადერთი ცივილიზებული წარმომადგენლები ბავშვები არიან. ამ რომანით მწერალმა არაერთი სტერეოტიპი დაანგრია და უკაცრიელ კუნძულზე მოხვედრილი სკოლის მოსწავლეების მაგალითზე შეულამაზებლად ასახა ადამიანის ქვეცნობიერში ცივილიზებულობის მიღმა მიმალული ურჩხული.
"ბუზთა ბატონი" გოლდინგის პირველი და ყველაზე ცნობილი რომანია. მის გამოქვეყნებას თავიდან დიდი წარმატება არ მოჰყოლია, მაგრამ 60-იანი წლების დასაწყისში ბესტსელერად იქცა და კრიტიკოსებიც დაინტერესდნენ. 1963 წელს პიტერ ბრუკმა, ხოლო 1990 წელს ჰარი ჰუკმა რომანის მიხედვით ფილმები გადაიღეს. |
|
ბატონი იბრაჰიმი და ყურანის ყვავილები ავტორი: ერიკ-ემანუელ შმიტი გამოშვების თარიღი: 2011 ფასი: 5.9 |
|
ცამეტი წლის მომო მამამაც მიატოვა და სულ მარტო დარჩა. მომოს ერთადერთი არაბი მეგობარი ჰყავს, ბატონი იბრაჰიმი, საბაყლოს მფლობელი ცისფერი ქუჩიდან...
ფრანგი მწერალი, ერიკ ემანუელ შმიტი, თავის რომანში – "ბატონი იბრაჰიმი და ყურანის ყვავილები" – ცდილობს, პატარა მომოს თვალით დაგვანახოს, რომ გარეგნული იერსახე ხშირად მატყუარაა; ცისფერი ქუჩა, თურმე, შეიძლება სულაც არ იყოს ცისფერი; არც არაბი იყოს არაბი და შესაძლოა არც ცხოვრება იყოს ისეთ სევდის მომგვრელი, როგორიც ჰგონიათ ხოლმე. |
|
LATERNA MAGICA ავტორი: ინგმარ ბერგმანი გამოშვების თარიღი: 2011 ფასი: 9.9 ლარი |
|
"წარსულის თითოეულ სურათს ლუპით ვაკვირდები და ვცდილობ, ჩემს ბუნდოვან გრძნობებში გავერკვე".
ინგმარ ბერგმანი
თეატრისა და კინოს ცნობილი შვედი რეჟისორი, ინგმარ ბერგმანი, რომელიც არაერთი თეატრალური და კინოპრემიის ლაურეატია, მემუარული ჟანრის წიგნში "LATERNA MAGICA" მკითხველს გულახდილად უამბობს თავისი უაღრესად საინტერესო და ვნებებით სავსე ცხოვრების შესახებ და დაწვრილებით იხსენებს ყველაზე პოპულარული და მნიშვნელოვანი ფილმებისა თუ სპექტაკლების შექმნის დეტალებს. LATERNA MAGICA სპეციალურად ქართველი მკითხველისთვის შვედურიდან ითარგმნა და პირველად გამოდის ქართულ ენაზე.
|
|
თოვლი ავტორი: ორჰან ფამუქი გამოშვების თარიღი: 2011 ფასი: 15.9 ლარი |
|
"ეს რომანიც პოსტმოდერნისტულია. მე არ გეუბნებით, აი, სიმართლე, აი, რეალობა-მეთქი. მე ვწერ იმას, რაც უბრალოდ სარკეში ირეკლება და როგორც შემიძლია, ვკამათობ ამაზე."
ორჰან ფამუქი
გერმანიიდან 12 წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებული პოეტი კა თვითმკვლელი გოგონების შესახებ რეპორტაჟის მოსამზადებლად საზღვრისპირა ქალაქ ყარსში ჩადის. ყარსში გადაუღებლად თოვს და გზები იკეტება. კა ქუჩა-ქუჩა, დუქნიდან დუქანში დადის და ცდილობს, გაიცნოს ქალაქი და მისი მოსახლეობა. ყარსის ჩაიხანები უსაქმურებითაა სავსე. საინტერესო თითქოს არაფერი ხდება, მაგრამ მოულოდნელად ვითარება იცვლება – ანკარიდან ჩამოსული პატარა თეატრალური დასი, თავგადაკლული ისლამისტები, სასულიერო სასწავლებლის სტუდენტები, პოლიტიკური დაჯგუფებების წევრები, სასტუმრო "ქარპალასის" მეპატრონე და მისი ქალიშვილები კასთან ერთად სისხლიანი გადატრიალების მონაწილენი ხდებიან. |
|
ავღანური დღიურები ავტორი: დიანა იანსე გამოშვების თარიღი: 2011 ფასი: 14.9 ლარი |
|
დიანა იანსე – 2010 წლიდან შვედეთის სამეფოს სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში – ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლამდე, 2004-2006 წლებში, შვედეთის სამეფოს საელჩოს წარმომადგენლად მუშაობდა ქაბულში. სწორედ ავღანეთში გატარებულ წლებს ეხება მისი წიგნი "ავღანური დღიურები", რომელიც 2010 წლის იანვარში გამოიცა შვედეთში და ავტორს დიდი აღიარებაც მოუტანა.
"ეს ჩემი ისტორიის მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტია. ეს წიგნი ნაწილობრივ რეპორტაჟების კრებულია – დღიური. ჩემი ჩანაწერები ნამდვილია და ნამდვილი ადამიანების ისტორიებს გიამბობთ... ჩემი მიზანი იმის გადმოცემაა, რასაც თავად ვხედავდი, განვიცდიდი, მესმოდა, ვგრძნობდი, ვფიქრობდი – მცირე ნაწილი იმისა, რასაც ავღანეთიდან წამოსვლიდან ორი წლის შემდეგაც კი გულით ვატარებ. ამ პერიოდმა ჩემი სამყარო უფრო დიდი და ღირებული გახადა და მოვლენების ჩემეული ხედვა, ჩემი სამუშაო, ჩემი მეგობრები და კავშირები რადიკალურად შეცვალა. და თუკი ამან რამდენადმე უფრო პრეტენზიული გამხადა, იმედს ვიტოვებ, რომ ჩემი მკითხველი ამასაც ისევე მაპატიებს, როგორც იმას, თუკი ჩემი წიგნით ან მასში აღწერილი რომელიმე ეპიზოდით შეურაცხყოფილად იგრძნობს თავს".
დიანა იანსე |
|
|
|
|
|
საფრანგეთის ერთ-ერთმა მსხვილმა გამომცემლობა “ბენევანმა” 2012 წლის მარტის პირველ დეკადაში გამოსცა ქართული ლექსების კრებული სათაურით “ქართული ლექსების რვეული“, რომელიც შეკრიბა და თარგმნა იზა ჯინჯიხაძემ.
გამომცემლობა “ბენევანის“ პრეს-კომიუნიკეში, რომელიც დაიგზავნა საფრანგეთის სხვადასხვა მედიაში (ტელერამა, ფიგარო, ნუველ ობსერვატორი, ლიბერასიონი, პარი-მატჩი) და გავრცელდა მსოფლიოს მსხვილ ფრანკოფონურ წიგნების მაღაზიებში, წერია: “ქართული ლექსების რვეული “უმღერის და ადიდებს სიყვარულს, სიყვარულს, რომელიც, როგორც “სრული ნიჭი”, ამკობს ადამიანს და “ციცინათელასავით” უნათებს ღამეში ეკლიანსა და მძიმე ცხოვრების გზას. მოყვანილია სერჟ ანდრიოსა და ჟან ბატიუს ციტატები:
„ რა შესანიშნავი აზრია - გააცნო ფრანგულენოვან მკითხბელს შენი ქვეყანა საოცარი სილამაზის ლექსების თაიგულით და ახალი, სპეტაკი სიოს მონაბერით მრავალსაუკუნოვანი საქართველოსაგან“ ჯან ბატიუ , ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, ფრანგული ენისა და ლიტერატურის პროფესორი
„ კითხულობ ლექსებს და გიტაცებს თარგმანის საოცარი მუსიკალურობა და სიტყვების უწყვეტ ნაკადად აჟღერებული, გულში ჩამწდომი ქართული პოეზიის ფრანგული ვერსია თუმცა მთარგმნელი არასდროს არ ღალატობს ორიგინალს„ სერჟ ანდრიო , ლიტერატორი, ფილოსოფიის პროფესორი
წიგნი იყიდება პარიზსა და სხვადასხვა ქვეყნის ფრანგულენოვან წიგნების მაღაზიებში ასავე დადებულია Amazon-ზე. თბილისში წიგნი იყიდება: წიგნის სახლში (ლიტერატურული კაფე, პეკინის ქ. 31), ესპერანცაში (სენტ-ეგზიუპერის ქ.12), პარნასში (ჭავჭავაძის გამზ. 22)
|