|
ყველა
"საგამომცემლო სახლი ტრიასი"
"მერიდიანი"
"Pearson"
ქარჩხაძის გამომცემლობა
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
"ლოგოს პრესი"
"არტანუჯი"
"დიოგენე"
"სწავლანი"
"Macmillan Education"
"ინტელექტი"
"Oxford University Press"
ელფის გამომცემლობა
"კლიო"
"მერიდიანი", "კლიო"
"პალიტრა L"
„საქართველოს მაცნე“
„წყაროსთვალი“
"სიდი"
|
|
ედრიან მოულის საიდუმლო დღიური ავტორი: სიუ ტაუნსენდი გამოშვების თარიღი: ფასი: 9.9 GEL |
|
სიუ ტაუნსენდი 1946 წელს ინგლისში დაიბადა. 15 წლისამ სკოლა მიატოვა. მას მერე ბევრი საქმიანობა გამოიცვალა - ხან ფაბრიკის მუშა იყო, ხანაც მაღაზიის გამყიდველი. 1982 წელს ”ედრიან მოულის საიდუმლო დღიური” გამოქვეყნდა და ავტორი მაშინვე ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მწერლად იქცა.
სიუ ტაუნსენდი არაერთი რომანისა და პიესის ავტორია, თუმცა კონან დოილისა და ა. ა. მილნის მსგავსად მისი მთელი შემოქმედება ერთმა პერსონაჟმა დაჩრდილა. ბრიტანეთში ედრიან მოული ისეთივე ცნობილი ვინმეა, როგორც შერლოკ ჰოლმსი ან ვინი ფუუჰი. |
|
ასე ავტორი: გელა ჩქვანავა გამოშვების თარიღი: ფასი: 5.9 ლარი |
|
გელა ჩქვანავა არაერთი რომანისა და მოთხრობათა კრებულის ავტორია, რომელთა უმეტესობა სხვადასხვა ლიტერატურული პრემიითა და ჯილდოთია აღნიშნული, თუმცა, ამის მიუხედავად, ქართველი მკითხველისთვის მწერლის სახელი დღემდე ნაკლებად ცნობილია.
რომანი ”ასე” ადამიანისხელა ვირთხების - ვადორინელების ქვეყანაში მოხვედრილი ორი გლეხის ამბავია. მიუხედავად იმისა, რომ წიგნში აღწერილი ქვეყანა და ისტორია თავიდან ბოლომდე მწერლის ფანტაზიის ნაყოფია, მკითხველს მონათხრობის რეალურობის განცდა რომანის ბოლომდე არ ტოვებს. |
|
აქ და ახლა - წერილები (2008-2011) ავტორი: პოლ ოსტერი და ჯონ მაქსველ კუტზეე გამოშვების თარიღი: ფასი: 9.9 ლარი |
|
მართალია, ერთმანეთის ნაწერებს წლების განმავლობაში კითხულობდნენ, ურთიერთობა კი 2005 წლიდან აქვთ, პოლ ოსტერი და ჯონ მაქსველ კუტზეე ერთმანეთს მხოლოდ 2008 წელს შეხვდნენ. შეხვედრიდან ძალიან მალე კუტზეემ ოსტერს წერილი მისწერა, რომელშიც თანამშრომლობას სთავაზობდა. მისმა წინადადებამ ოსტერი დააინტერესა. საპასუხო წერილში მან კუტზეეს მათთვის საინტერესო თემებზე ხანგრძლივი დიალოგის წამოწყება შესთავაზა. ასე გაჩნდა ის მიმოწერა, რომელიც ამ წიგნშია წარმოდგენილი. |
|
კირჩხიბის ტროპიკი ავტორი: ჰენრი მილერი გამოშვების თარიღი: ფასი: 11.9 ლარი |
|
„კირჩხიბის ტროპიკი“, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ექსცენტრიკული და თამამი მწერლის, ჰენრი მილერის (1891-1980) სკანდალური რომანი, მისი სხვა წიგნების მსგავსად, დიდწილად ავტობიოგრაფიულია. რომანი გასული საუკუნის 30-იან წლებში პარიზში მცხოვრები, უფულობითა და შიმშილით გატანჯული ავტორის მონოლოგია.
წიგნი პირველად 1934 წელს პარიზში გამოიცა და მილერის თანამედროვეთა - მათ შორის სემუელ ბეკეტისა და ჯორჯ ორუელის - დიდი მოწონება დაიმსახურა. პორნოგრაფიულობასა და ამორალურობაში ბრალდების გამო მწერლის რომანები მის სამშობლოში კარგა ხანს აკრძალული იყო. „კირჩხიბის ტროპიკი“ შეერთებულ შტატებში მხოლოდ 1961 წელს გამოიცა. |
|
კოლექციონერი ავტორი: ჯონ ფაულზი გამოშვების თარიღი: ფასი: 11.9 ლარი |
|
ჯონ ფაულზი 1926 წელს ინგლისში დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ საზღვაო ქვეითად მსახურობდა, მოგვიანებით კი ოქსფორდში ფრანგულს სწავლობდა. რამდენიმე წელი ფაულზმა საბერძნეთის ერთ-ერთ კუნძულზე გაატარა, სადაც მასწავლებლად მუშაობდა. სწორედ ამ დროს დაიწყო წერაც.
„კოლექციონერი“ - ახალგაზრდა მხატვრის, მირანდა გრეისა და მასზე შეყვარებული კლერკის, ფრედერიკ კლეგის შემზარავი ისტორია - ფაულზის პირველი გამოქვეყნებული რომანია. წიგნს დიდი წარმატება ხვდა. მწერალმა შეძლო, მასწავლებლობისთვის თავი გაენებებინა და მთელი დრო ლიტერატურისთვის დაეთმო. იგი ინგლისის სამხრეთით, პროვინციულ ქალაქში დასახლდა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა. ჯონ ფაულზი - მეოცე საუკუნის ინგლისური ლიტერატურის კლასიკოსი - 2005 წელს გარდაიცვალა. |
|
ქუთაისელის ჩანაწერები ავტორი: ვახტანგ მშვილდაძე გამოშვების თარიღი: ფასი: 5.9 ლარი |
|
ვახტანგ მშვილდაძე ”ქუთაისელის ჩანაწერებში” იშვიათი იუმორითა და დიდი სითბოთი იხსენებს მშობლიურ ქალაქსა და მის მკვიდრებს. |
|
დანგრეული კედლის ჩრდილში ავტორი: ზურაბ აბაშიძე გამოშვების თარიღი: 2013 ფასი: 9.9 ლარი |
|
ასეთი წიგნის დაწერა იოლი საქმეა. მასში აღწერილი მოვლენები დაფაქტები ჩვენ თვალწინ, რაღაც 15-20 წლის წინ ხდებოდა; როგორციტყვიან, სულ ახლახანს. საკმარისია მოგონებები დაალაგო, შესაბამისლიტერატურასა და ვებგვერდებში ჩაიხედო, მერე ყველაფერამას "მარილი" და "წიწაკა" მოაყარო და წიგნიც მზად არის. თუ რაგამოვიდა ამისგან, უკვე მკითხველის შესაფასებელია.
2009 წელს გამოვეცი წიგნი "ცივი ომი: წარსული თუ დღევანდელობა?",რომელშიც განხილული იყო "ცივი ომის" ეპოქა. ამჟამად კი საუბარიგვექნება 1990-იან წლებზე. ეს ისტორიის უნიკალური მონაკვეთია. 45-წლიანი "ცივი ომის" შემდეგ, სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ახალიმსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბება. "ცივი ომის" სიმბოლო – ბერლინისკედელი – დაინგრა. კაცობრიობამ თავი დააღწია დიდ დაპირისპირებას,მაგრამ წარსულის ინერცია და ფსიქოლოგია წლების მანძილზე ახდენდა(და დღემდე ახდენს) გავლენას ახალი, არაკონფრონტაციული მსოფლიოსმშენებლობაზე. ნობელის პრემიის ლაურეატმა, გერმანელმა მწერალმაგიუნტერ გრასმა, სწორედ 1990-იან წლებში თქვა: "ბერლინის კედელიდაინგრა, მაგრამ მისი ჩრდილი კვლავ ეფინება მსოფლიოს".
საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში 1990იანი წლები იმითარის განსაკუთრებული, რომ სწორედ მაშინ აღიდგინა ჩვენმა ქვეყანამდამოუკიდებლობა. ახალი სახელმწიფოს მშენებლობაც იმ წლებში დაიწყო,მეტად რთულ, წინააღმდეგობებით აღსავსე ეპოქაში.
ამ გარემოებების გარდა, 1990-იანი წლები სხვა ფაქტორებითა დამოვლენებითაც იყო უნიკალური უახლეს ისტორიაში. ვცდილობთ, ზოგირამ მათ შესახებაც მოვუთხროთ მკითხველს.
ამ წიგნის ადრესატი უმთავრესად ის თაობაა, რომელიც 1990-იან წლებში,ან უკვე XXI საუკუნეში მოევლინა სამყაროს.
წიგნში ნაკლებად ვეხებით იმ პერიოდის საქართველოს,რადგან ამ თემისირგვლივ დიდძალი ლიტერატურა არსებობს როგორც ქართულ, ასევეუცხოურ ენებზე. ჩვენი ყურადღების საგანია მსოფლიოში და ჩვენირგვლივ მომხდარი მთავარი მოვლენები, რომლებიც ქართულ წყაროებშინაკლებად არის გაშუქებული. |
|
ფიროსმანი (ალბომი) ავტორი: გამოშვების თარიღი: 2012 ფასი: 19.9 ლარი |
|
"ეგვიპტის უსახელო ფრესკა, რომელიღაც აფრიკული კერპი, ან კრეტას ლარნაკი: ამ რიგში უნდა ვხედავდეთ ფიროსმანის ქმნილებას. მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი მისი ჭეშმარიტი შეგრძნება.
... ხედავ ფიროსმანს - და გჯერა საქართველო".
© გრიგოლ რობაქიძე
2012 წელს ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანაშვილის დაბადებიდან 150 წელი შესრულდა. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეაში მოეწყო ფიროსმანის ნამუშევრების ფართო ექსპოზოცია შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ფონდებიდან. სწორედ ამ ექსპოზიციაში შესული სურათების დათვალიერების საშუალებას იძლება ეს ახალი ალბომი" |
|
ლანსაროტე ავტორი: მიშელ უელბეკი გამოშვების თარიღი: 2012 ფასი: 6.9 ლარი |
|
მიშელ უელბეკი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური და პოპულარული მწერალია; ავტორი, რომლის შემოქმედების ირგვლივაც არ წყდება კამათი. ურთიერთსაპირისპირო და ხშირ შემთხვევაში რადიკალურად განსხვავებული შეფასებების პარალელურად მწერლის ნაწარმოებები ელვისებური სისწრაფით ითარგმნება მსოფლიოს მრავალ ენაზე.
ლანსაროტე კუნძულია ესპანეთის მახლობლად – პატარა, ვულკანური წარმოშობის უღიმღამო, უფერული კუნძული, სადაც მიუხედავად ლანდშაფტის ერთფეროვნებისა, მაინც შესაძლებელია, შვებულების გატარება ძალიან საინტერესო, შთაბეჭდილებებით დატვირთული აღმოჩნდეს.
ავტორი არც ამჯერად ღალატობს მისთვის დამახასიათებელ დაუდევარი თხრობის სტილს. როგორც „პლატფორმაში“, „ლანსაროტეს“ მთავარი თემაც სექსუალური ტურიზმის განვითარების უკიდეგანო პერსპექტივაა. |
|
მდუმარე სახლი ავტორი: ორჰან ფამუქი გამოშვების თარიღი: 2012 ფასი: 10.9 ლარი |
|
„მდუმარე სახლი“ ცნობილი თურქი მწერლის, ორჰან ფამუქის, რიგით მეორე რომანია. იგი 1980–1983 წლებშია დაწერილი და ორჰან ფამუქის შემდგომი რომანების მსგავსად, დიდად პოპულარულია მისი სამშობლოს ფარგლებს გარეთაც; არაერთი უცხოური ლიტერატურული პრემიის მფლობელიცაა. რომანში წამოჭრილი პრობლემა – გაუცხოება – არახალია მსოფლიო ლიტერატურისათვის, მაგრამ ფამუქის – დიდი მწერლის ღირსება იმაშია, რომ კაცობრიობის მარადიულ სატკივარს მეტ სიმძაფრეს სძენს. ამას ერთვის აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთობის საკითხიც, რომელიც ფამუქის შემოქმედებაში პირველად სწორედ „მდუმარე სახლში“ წამოიჭრა და შემდეგ სხვა რომანებშიც გადავიდა. პირველად ამ რომანში გაბატონდა აზრი, რომ აღმოსავლეთსა
და დასავლეთს შორის ზღვარის მოშლის მცდელობა განწირულია. ამ რომანის გმირი მიხვდა, რატომ არის აღმოსავლეთი აღმოსავლეთი და დასავლეთი – დასავლეთი. |
|
ოდეტ ტულმონდი ავტორი: ერიკ-ემანუელ შმიტი გამოშვების თარიღი: ფასი: 9.9 ლარი |
|
ცნობილი ფრანგი მწერლის, ერიკ-ემანუელ შმიტის ამ კრებულში რვა ნოველაა თავმოყრილი.
რვა ნოველა რვა ქალის შესახებ...
სიყვარულის რვა დაუჯერებელი ამბავი მოულოდნელი
დასასრულით...
ოდეტ ტულმონდი ერთ-ერთი ნოველის პერსონაჟი ქალია, ქვრივი დეკორატორი, რომელსაც თავდავიწყებით უყვარს მთელ ქვეყანაში პოპულარული მწერალი ბალთაზარ ბალზანი. ერთ მშვენიერ დღეს ოდეტი გადაწყვეტს, საყვარელ მწერალს წერილი მისწეროს...
და მოხდება ის, რაზეც მეოცნებე ოდეტიც კი ვერასოდეს იოცნებებდა – ერთი უწყინარი, გულწრფელი წერილი მთელ მის უღიმღამო, ერთფეროვან ცხოვრებას
თავდაყირა დააყენებს. |
|
კონცერტი ანგელოზის ხსოვნას ავტორი: ერიკ-ემანუელ შმიტი გამოშვების თარიღი: 2012 ფასი: 9.9 ლარი |
|
ფრანგი ფილოსოფოსი, მწერალი, დრამატურგი, სცენარისტი და რეჟისორი ერიკ-ემანუელ შმიტი დაიბადა ლიონის გარეუბანში. ბავშვობაში მუსიკით იყო გატაცებული და კომპოზიტორის კარიერაზეც კი ფიქრობდა. ლიტერატურისაკენ ლტოლვამ კი ყველა მისი სხვა გატაცება დასჯაბნა. პირველი წიგნი თერთმეტი წლის ასაკში დაწერა, პირველი პიესა “გრეგუარი...” თექვსმეტისამ. 1993 წელს დაწერილი მისი მორიგი პიესა “სტუმარი”, რომელიც ზიგმუნდ ფროიდისა და ღმერთს შორის გამართულ დიალოგს ეყრდნობა, კრიტიკის მოწონებას დაიმსახურებს. ხსენებული პიესა დაიდგა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის სცენაზეც. “სტუმარი” ორჯერ დაჯილდოვდა “მოლიერით” (თეატრალური პრიზი საფრანგეთში).
მწერალს განსაკუთრებით ხელეწიფება ნოველები. 2011 წელს მას გადაეცა ძმები გონკურების სახელობის პრესტიჟული პრიზი ნოველების კრებულისათვის სახელწოდებით “კონცერტი ანგელოზის ხსოვნას”. ეს კრებული ოთხ ნოველას აერთიანებს, რომელთა მთავარ პერსონაჟებს ერთი რამ აქვთ საერთო - მათ წარსულში მოხდა რაღაც დაუვიწყარი, რის გამოც ახლა სინდისი ქენჯნით, მოგონებებს ებრძვიან და სულიერი ტანჯვისას განიცდიან კათარზისს. |
|
პირადი კულინარია ავტორი: დიანა ანფიმიადი გამოშვების თარიღი: 2012 ფასი: 6.9 ლარი |
|
"კულინარიული პროზა თუ ლიტერატურული კულინარია?" – როცა ამ წიგნის სახელდებაზე ვფიქრობდი, ათასგვარი ლიტერატურათმცოდნეობითი ტერმინი გამახსენდა. გამახსენდა და ათასივე უარვყავი. ეს უფრო მოგონებების წიგნია: გემოებით, სუნებით, ფერებითა და შეგრძნებებით დამახსოვრებული მოვლენები და ადამიანები, რომლებიც ჩემი ცხოვრების კულინარიაში გავაერთიანე და მომინდა, სხვებისთვისაც გამეზიარებინა.
ეს არის წიგნი ცხოვრების რეცეპტების, ლექსებისა და სიყვარულის შესახებ.
და თუმცა არც ძალიან კარგი მწერალი ვარ და არც ძალიან კარგი კულინარი, იმედს ვიტოვებ, რომ სწორედ შენ ხარ ჩემი მკითხველი – ის, ვინც სრულყოფილებას კი არა, ბედნიერებას ეძებს.
© დიანა ანფიმიადი |
|
იერუსალიმი ავტორი: საიმონ სებაგ მონტეფიორე გამოშვების თარიღი: 2012 ფასი: 24.9 ლარი |
|
იერუსალიმის ბიოგრაფია ნაწილობრივ მსოფლიოს ბიოგრაფიაა. იერუსალიმი იმდენად ნატიფი და სათნოა, რომ ებრაულ რელიგიურ ლიტერატურაში ქალად აღწერენ – ხან მგრძნობიარე, ლამაზ ქალად, ხან სამარცხვინო მეძავად, ზოგჯერ გულმოკლულ პრინცესადაც, რომელიც მრავალმა სატრფომ მიატოვა. იერუსალიმი ღვთის სახლია, ორი ერის დედაქალაქი, სამი რელიგიის ტაძარი და ერთადერთი ქალაქი, რომელიც ერთდროულად ზეცაშიც არსებობს და მიწაზეც: მას ვერც ამქვეყნიური დიდებით შეედრება სხვა რომელიმე ქალაქი და ვერც – ზეციურით.
© საიმონ სებაგ მონტეფიორე
როგორ გახდა მიყრუებული პროვინციის პატარა ქალაქი `მსოფლიოს ცენტრი', `წმინდა ქალაქი' და ადგილი, რომელშიც იმალება ამჟამინდელი ახლო აღმოსავლეთის მშვიდობის საიდუმლო? – ყველაფერ ამას მოგვითხრობს საიმონ სებაგ მონტეფიორე წიგნში – `იერუსალიმი~. ესაა ქალაქის ბიოგრაფია დასაბამიდან დღემდე; ბიბლიური ეპოქიდან, ბაბილონის, სპარსეთისა და რომის იმპერიებიდან მოყოლებული, ისრაელის სახელმწიფოს შექმნამდე; ავტორი დაწვრილებით აღწერს არქეოლოგიურ აღმოჩენებს; გვაცნობს სხვადასხვა ეპოქის ისტორიულ წყაროებს, იშველიებს თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ავტორის ნაშრომს, რომლებიც სხვადასხვა დროს იყვნენ იერუსალიმის ბიოგრაფები; ავტორისავე სიტყვებით, მისი მიზანია, ყოველგვარი პოლიტიკური ქვეტექსტის გარეშე აღწეროს იერუსალიმის ისტორია ყველანაირი გემოვნებისა თუ მრწამსის მქონე მკითხველისთვის. |
|
გოგონა, რომელმაც კრაზანების ბუდე დაანგრია ავტორი: სტიგ ლარსონი გამოშვების თარიღი: 2012 ფასი: 12.9 ლარი |
|
კვანძი იხსნება – ლიზბეთ სალანდერს შვედეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, "სეპოში", არსებული საიდუმლო ანალიზის "სექცია" ღიად უპირისპირდება; უსაფრთხოების სამსახური ორ ბანაკად იყოფა: სალანდერის მტრებად და მეგობრებად. პოლიციის მიერ სამმაგ მკვლელობაში ეჭვმიტანილი სალანდერი კი, რომელიც საკუთარმა მამამ თავში დაჭრა, პოლიციისავე განკარგულებით, სოლგრენსკას საავადმყოფოში სრულ კარანტინშია. ჰაკერ გოგონას "კრაზანების ბუდესთან" საბრძოლველად ერთადერთი იარაღი აქვს – საკუთარი პალმტოპი.
"გოგონა, რომელმაც კრაზანების ბუდე დაანგრია" მესამე და ბოლო ნაწილია ე. წ. "მილენიუმის ტრილოგიისა" – შვედური დეტექტივისა, რომელიც გამოცემისთანავე 40 ენაზე ითარგმნა და მსოფლიო ბესტსელერად იქცა. გამოცემიდან დღემდე ტრილოგიის 70 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული. |
|
|
|
|
|
საფრანგეთის ერთ-ერთმა მსხვილმა გამომცემლობა “ბენევანმა” 2012 წლის მარტის პირველ დეკადაში გამოსცა ქართული ლექსების კრებული სათაურით “ქართული ლექსების რვეული“, რომელიც შეკრიბა და თარგმნა იზა ჯინჯიხაძემ.
გამომცემლობა “ბენევანის“ პრეს-კომიუნიკეში, რომელიც დაიგზავნა საფრანგეთის სხვადასხვა მედიაში (ტელერამა, ფიგარო, ნუველ ობსერვატორი, ლიბერასიონი, პარი-მატჩი) და გავრცელდა მსოფლიოს მსხვილ ფრანკოფონურ წიგნების მაღაზიებში, წერია: “ქართული ლექსების რვეული “უმღერის და ადიდებს სიყვარულს, სიყვარულს, რომელიც, როგორც “სრული ნიჭი”, ამკობს ადამიანს და “ციცინათელასავით” უნათებს ღამეში ეკლიანსა და მძიმე ცხოვრების გზას. მოყვანილია სერჟ ანდრიოსა და ჟან ბატიუს ციტატები:
„ რა შესანიშნავი აზრია - გააცნო ფრანგულენოვან მკითხბელს შენი ქვეყანა საოცარი სილამაზის ლექსების თაიგულით და ახალი, სპეტაკი სიოს მონაბერით მრავალსაუკუნოვანი საქართველოსაგან“ ჯან ბატიუ , ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, ფრანგული ენისა და ლიტერატურის პროფესორი
„ კითხულობ ლექსებს და გიტაცებს თარგმანის საოცარი მუსიკალურობა და სიტყვების უწყვეტ ნაკადად აჟღერებული, გულში ჩამწდომი ქართული პოეზიის ფრანგული ვერსია თუმცა მთარგმნელი არასდროს არ ღალატობს ორიგინალს„ სერჟ ანდრიო , ლიტერატორი, ფილოსოფიის პროფესორი
წიგნი იყიდება პარიზსა და სხვადასხვა ქვეყნის ფრანგულენოვან წიგნების მაღაზიებში ასავე დადებულია Amazon-ზე. თბილისში წიგნი იყიდება: წიგნის სახლში (ლიტერატურული კაფე, პეკინის ქ. 31), ესპერანცაში (სენტ-ეგზიუპერის ქ.12), პარნასში (ჭავჭავაძის გამზ. 22)
|