საკვანძო სიტყვა: KA განმარტება
  • ყველა
  • "სიდი"
  • "საგამომცემლო სახლი ტრიასი"
  • "მერიდიანი"
  • "Pearson"
  • ქარჩხაძის გამომცემლობა
  • ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
  • "ლოგოს პრესი"
  • "არტანუჯი"
  • "დიოგენე"
  • "სწავლანი"
  • "Macmillan Education"
  • "ინტელექტი"
  • "Oxford University Press"
  • ელფის გამომცემლობა
  • "კლიო"
  • "მერიდიანი", "კლიო"
  • "პალიტრა L"
  • „საქართველოს მაცნე“
  • „წყაროსთვალი“
  •  
    ვიკინგები
    ნობელის პრემიის ლაურეატი, ნორვეგიელი მწერალი ქალი, სიგრიდ უნსეტი 1882 წელს დაიბადა. ნობელის პრემიაცა და საყოველთაო აღიარებაც მას მოუტანა ისტორიულმა ტრილოგიამ "კრისტინ ლავრანსის ასული". "ვიკინგები" X-XI საუკუნეების ნორვეგიისა და ისლანდიის ცხოვრების ამსახველი ისტორიული რომანია, რომელიც უძველესი ისლანდიური საგების სტილით ტრაგიკული სიყვარულისა და შურისძიების შემზარავ ამბავს მოგვითხრობს.
     
    დაბადებული საბჭოთა კავშირში
    ”სსრკ - ეს არის ქვეყანა, სამშობლო, სადაც დავიბადე და ვცხოვრობდი. შეუძლებელია, გულგრილი იყო ამ ქვეყნის მიმართ - მნიშვნელობა არა აქვს, რა დამოკიდებულება გქონდა მისდამი, გძულდათ თუ გიყვარდათ...”
     
    ტიპი მეზობელი საფლავიდან
    ინტელექტუალი ქვრივი და ვულგარული ფერმერი პირველად სასაფლაოზე ხვდებიან ერთმანეთს. ქალი ქმარს გლოვობს, მამაკაცი კი მშობლებს ჭირისუფლობს. ისინი სხვადასხვა სოციალურ წრეს ეკუთვნიან, ერთმანეთისგან ინტელექტი და მისწრაფებები აშორებთ, ხოლო აერთიანებთ მთავარი - ვნება. მათი ურთიერთობა თანდათან დრამატულ ხასიათს იღებს...
     
    მისტერიები
    ნობელის პრემიის ლაურეატის, ცნობილი ნორვეგიელი მწერლის, კნუტ ჰამსუნის მკითხველს უდავოდ ამაღელვებელი მოგზაურობა ელის სიყვარულის მისტერიით სავსე სამყაროში. რომანმა ავტორს მსოფლიო აღიარება მოუტანა.
     
    Homo Faber / ვიქნები თუნდაც განტენბაინი
    ავტორი: მაქს ფრიში
    მაქს ფრიში (1911-1991) ცნობილი შვეიცარიელი მწერალი და დრამატურგი ციურიხში დაიბადა. სწავლობდა გერმანისტიკას, შემდეგ არქიტექტურას, მუშაობდა ჟურნალისტად, იყო ცნობილი და წარმატებული არქიტექტორი. მოგვიანებით მის მთავარ და ერთადერთ საქმიანობად მოგზაურობა და მწერლობა იქცა. უკვე ცნობილი დრამატურგი იყო, როდესაც დაწერა რომანები, რომლებმაც მსოფლიო აღიარება მოუტანა. "მსოფლიო კლასიკის" სერიაში მის ორ ყველაზე ცნობილ რომანს გთავაზობთ: "HOMO FABER" (1954) და "ვიქნები თუნდაც განტენბაინი" (1964).
     
    გამარჯვებული მარტოა
    პაულო კოელიოს რომანი, "გამარჯვებული მარტოა" ცხოვრებისეულ ხაფანგზეა:ძალაუფლებისა და წარმატების ძიებით თავბრუდახვეული რომანის გმირები ვერც კი ამჩნევენ,როგორ ეცლებათ ხელიდან ბედნიერების აღქმის უნარი,საყვარელი ადამიანი და თავად სიცოცხლეც კი.
     
    განთიადი
    მომხიბლავი ვამპირისა და თინეიჯერი გოგონას სიყვარულის ეს უაღრესად ემოციური და გულისამაჩუყებელი ამბავი "განთიადით" სრულდება. საგის ბოლო, დასკვნით ნაწილში კვანძი იხსნება.
     
    ულისე ბაღდადიდან
    ნაწარმოების მთავარ გმირს, საად საადს ბაღდადის დატოვება გადაუწყვეტია, ქალაქისა, სადაც დაბომბვისას მისი არაერთი ახლობელი და ნათესავი დაიღუპა, მათ შორის საადის საცოლეც. საადს ნებისმიერ ფასად სურს, ჩააღწიოს ევროპაში, რომელიც მის წარმოდგენაში თავისუფლებისა და საამური მომავლის ტოლფასია. ამისათვის კი უნდა მოახერხოს საზღვრის გადაჭრა, თუმცა ჯიბეში ერთი დინარიც არ უჭყავის; გადაურ­ჩეს გემის ჩაძირვას; მოადუნოს ციკლოპი ციხისთავის სიფრთხილე და გათავისუფლდეს სიცილიელი კალიფსოს ჯადოქრული ხიბლისგან...
     
    პილატეს სახარება
    ნაწილი პირველი: ზეთისხილის ბაღში განმარტოებული იეშუა მოუთმენლად ელოდება მის დასაპატიმრებლად გამოგზავნილ ჯარისკაცებს...
     
    გოგონა დრაკონის ტატუთი
    "გოგონა დრაკონის ტატუთი" (შვედური ორიგინალის სახელწოდებაა "ქალთმოძულე კაცები") პირველი წიგნია ე.წ `მილენიუმის ტრილოგიისა~, რომელიც გამოცემისთანავე 40 ენაზე ითარგმნა და 21-მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. ტრილოგიის მსოფლიო ბესტსელერად ქცევას მისი ავტორი სამწუხაროდ ვერ მოესწრო – ის 2004 წელს, ტრილოგიის გამოცემამდე ერთი წლით ადრე, 50 წლის ასაკში ინფარქტით გარდაიცვალა.
     
    ბუზთა ბატონი
    "ბუზთა ბატონი" გოლდინგის პირველი და ყველაზე ცნობილი რომანია. მის გამოქვეყნებას თავიდან დიდი წარმატება არ მოჰყოლია, მაგრამ 60-იანი წლების დასაწყისში ბესტსელერად იქცა და კრიტიკოსებიც დაინტერესდნენ. 1963 წელს პიტერ ბრუკმა, ხოლო 1990 წელს ჰარი ჰუკმა რომანის მიხედვით ფილმები გადაიღეს.
     
    ბატონი იბრაჰიმი და ყურანის ყვავილები
    ცამეტი წლის მომო მამამაც მიატოვა და სულ მარტო დარჩა. მომოს ერთადერთი არაბი მეგობარი ჰყავს, ბატონი იბრაჰიმი, საბაყლოს მფლობელი ცისფერი ქუჩიდან...
     
    LATERNA MAGICA
    "წარსულის თითოეულ სურათს ლუპით ვაკვირდები და ვცდილობ, ჩემს ბუნდოვან გრძნობებში გავერკვე". ინგმარ ბერგმანი
     
    თოვლი
    "ეს რომანიც პოსტმოდერნისტულია. მე არ გეუბნებით, აი, სიმართლე, აი, რეალობა-მეთქი. მე ვწერ იმას, რაც უბრალოდ სარკეში ირეკლება და როგორც შემიძლია, ვკამათობ ამაზე." ორჰან ფამუქი
     
    ავღანური დღიურები
    დიანა იანსე – 2010 წლიდან შვედეთის სამეფოს სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში – ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლამდე, 2004-2006 წლებში, შვედეთის სამეფოს საელჩოს წარმომადგენლად მუშაობდა ქაბულში. სწორედ ავღანეთში გატარებულ წლებს ეხება მისი წიგნი "ავღანური დღიურები", რომელიც 2010 წლის იანვარში გამოიცა შვედეთში და ავტორს დიდი აღიარებაც მოუტანა.
     
       
    KA
  • ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
    meteo.gov.ge

    Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

    Get Adobe Flash player

    სხვა ქვეყნები
    საქართველო
    თბილისი
    განმარტება
    ინფო სამყარო
    ორგანიზაციების
    ონლაინ-ცნობარი

    საჭირო ნომრები
    დღის აფიშა
    ვებ კატალოგი
    ბავშვთა სამყარო
    პროექტის შესახებ
    კონტაქტი
     
    2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE