|
ყველა
"Macmillan Education"
"ინტელექტი"
"Oxford University Press"
ელფის გამომცემლობა
"კლიო"
"მერიდიანი", "კლიო"
"პალიტრა L"
„საქართველოს მაცნე“
„წყაროსთვალი“
"სიდი"
"საგამომცემლო სახლი ტრიასი"
"მერიდიანი"
"Pearson"
ქარჩხაძის გამომცემლობა
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
"ლოგოს პრესი"
"არტანუჯი"
"დიოგენე"
"სწავლანი"
|
|
დაიკიდე, ჯივზ! ავტორი: პელემ გრენვილ ვუდჰაუსი გამოშვების თარიღი: 2012 ფასი: 9.9 ლარი |
|
იუმორისტული ლიტერატურის კლასიკოსი პელემ გრენვილ ვუდჰაუსი (1881-1975) ინგლისის ქალაქ გილფორდში დაიბადა. კოლეჯში სწავლისას ადგილობრივ ჟურნალსაც რედაქტორობდა და ჩინებული მოკრივეც იყო. სწავლის დამთავრების მერე ბანკში მუშაობდა, თავისუფალ დროს კი წერდა. მეორე მსოფლიო ომის დროს ვუდჰაუსს - უკვე სახელგანთქმულ მწერალს - ბრალი კოლაბორაციონიზმში დასდეს. ბრიტანულ პრესაში დღემდე ქვეყნდება სტატიები, რომლებშიც მწერლის ბიოგრაფიის ამ საჩოთირო დეტალს უტრიალებენ. ომის შემდეგ ვუდჰაუსი შეერთებულ შტატებში გადასახლდა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა.
ვუდჰაუსი ათობით წიგნის ავტორია, თუმცა რომანებისა და მოთხრობების სერია ჯივზისა და ვუსტერის შესახებ მათ შორის ყველაზე ცნობილია. ინგლისელი არისტოკრატი ბერტი ვუსტერი და მისი გამჭრიახი კამერდინერი ჯივზი მსოფლიო ლიტერატურაში ისევე ცნობილები არიან, როგორც ჰოლმსი და უოტსონი. ”დაიკიდე, ჯივზ!” ამ სერიის ერთ-ერთი წიგნია. |
|
გულსაგლეჯი ავტორი: ბორის ვიანი გამოშვების თარიღი: ფასი: 4.9 ლარი |
|
მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი და საინტერესო შემოქმედის - ბორის ვიანის ”გულსაგლეჯი” 1953 წელს გამოქვეყნდა და ომისშემდგომ ფრანგულ ლიტერტურაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. წიგნი ქართულად პირველად ითარგმნა. |
|
გაცვლა ავტორი: მარინა ელბაქიძე გამოშვების თარიღი: ფასი: 6.9 |
|
მარინა ელბაქიძის სადებიუტო კრებული ხუთი მოთხრობისაგან შედგება. მოთხრობების ნაწილი სხვადასხვა დროს ლიტერატურულ პერიოდიკაში დაიბეჭდა. |
|
გათვლა ავტორი: თამთა მელაშვილი გამოშვების თარიღი: 2010 ფასი: 4.9 ლარი |
|
„გათვლა“ თამთა მელაშვილის სადებიუტო წიგნია. ეს არის ამბავი, რომელიც შესაძლოა ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას ხდებოდეს. ვრცელი მოთხრობა, რომელსაც არ გააჩნია ორიენტირი დროსა და სივრცეში. წიგნში არსად არის ნახსენები თარიღი ან გეოგრაფიული სახელი. კონფლიქტის ზონაში მდებარე პროვინციულ ქალაქში მცხოვრები ორი თინეიჯერი გოგონას ამბავი ცალკეული ეპიზოდებისგან შედგება და კვირის დღეების მიხედვითაა დასათაურებული. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედება ომის ფონზე ხდება, აქ არსად ისმის ქვემეხების გრიალი, დაჭრილი ჯარისკაცების გმინვა და პატრიოტული შეძახილები. სისხლიც თითქმის არსად ჩანს, მით უფრო გმირულად დაღვრილი. ქართული ენისთვის უჩვეულო სინტაქსური კონსტრუქციის მიუხედავად, მწერლის ენა ზედმიწევნით მარტივია. |
|
ალი და ნინო ავტორი: ყურბან საიდი გამოშვების თარიღი: 2002 ფასი: 6.9 ლარი |
|
რომანში მოთხრობილია აზერბაიჯანელი არისტოკრატული ჩამომავლობის ჭაბუკის ალი შირვანშირისა და ქართველი თავადის ასულის ნინო ყიფიანის სიყვარულის ისტორია, რომელიც პირველი მსოფლიო ომისა და რევოლუციის ფონზე ვითარდება. |
|
...გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა ავტორი: კენ კიზი გამოშვების თარიღი: 2007 ფასი: 11.9 ლარი |
|
XX საუკუნის ლეგენდარული რომანი, რომლის მიხედვით სახელგანთქმულმა მილოშ ფორმანმა 5 მთავარი ოსკარის მფლობელი ფილმი გადაიღო.
ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე ქართველი მთარგმნელის ზაზა ჭილაძის ზედმიწევნით ზუსტი და ფაქიზი თარგმანი ამ ღრმა და სერიოზულ ნაწარმოებს განსაკუთრებით იოლად წასაკითხს ხდის.
წიგნი, რომელიც უნდა გქონდეთ! |
|
"ჭერი ასწიეთ,დურგლებო" და "სიმორი, შესავალი" ავტორი: ჯერომ სელინჯერი გამოშვების თარიღი: 2011 ფასი: 7.9 ლარი |
|
წიგნი პირველად 1963 წელს გამოქვეყნდა. ჭერი ასწიეთ, დურგლებო და სიმორი, შესავალი მჭიდრო კავშირშია სელინჯერის სხვა ორ წიგნთან: ცხრა მოთხრობასა და ფრენი და ზუისთან.
ჭერი ასწიეთ, დურგლებო პირველ პირში მოთხრობილი ამბავია. მთხრობელი ბადი გლასია, რომელიც აღწერს მის უჩვეულო ოჯახს და რთულ, თუმცა თბილ ურთიერთობას და-ძმებს შორის.
სიმორი, შესავალი ასევე გლასების ოჯახზე მოგვითხრობს. კერძოდ -სიმორის - უფროსი ძმის შესახებ, რომელიც ოჯახის ყველასგან გამორჩეული წევრია. იგი ცხოვრებას თვითმკვლელობით ამთავრებს. სელინჯერის სხვა წიგნის ფრენისა და ზუის მსგავსად ძენ ბუდიზმისა და ინდური ფილოსოფიის თემა აქაც ერთ-ერთი მთავარია. |
|
ჯადოსნური სიტყვები ავტორი: ნესტან კუპრავა გამოშვების თარიღი: ფასი: 19.9 ლარი |
|
ია გიგოლაშვილის ილუსტრაციები.
ვრცელი სათავგადასავლო მოთხრობა, რომელშიც ასახულია ზღაპრულ-ფანტასტიკური სამყარო. წიგნის მთავარი გმირი ბაკა და მისი ერთგული მეგობრები ბოროტ ძალებს ებრძვიან პარალელურ სამყაროში და მრავალი სიძნელის დაძლევის შემდეგ იმარჯვებენ. |
|
წიგნიერი მგელი ავტორი: ბეკი ბლუმი, პასკალ ბიეი გამოშვების თარიღი: 2010 ფასი: 7.9 ლარი |
|
ბეკი ბლუმისა და პასკალ ბიეის „წიგნიერი მგელი“ „დიოგენეს“ თანამედროვე საბავშვო წიგნების სერიის მეორე წიგნია და, ამ სერიის ყველა წიგნის მსგავსად, სკოლამდელი და მცირე სასკოლო ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი.
„ერთ პატარა, წყნარ დაბაში მგელი შეწანწალდა... “ საკბილოს ძებნაში მგელი ცხოველების ფერმას მიადგა და უცნაური რამ აღმოაჩინა: ცხოველებს მისი არათუ ეშინოდათ, მგელს აინუნშიც არ აგდებდნენ, რადგან ყველა მათგანი წიგნის კითხვით იყო გართული. მგელმა გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, კითხვა ესწავლა, რადგან არ უყვარდა, როცა ყურადღებას არავინ აქცევდა.
ეს არის მხიარული ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ შეიყვარა ჯიუტმა მგელმა წიგნი, გახდა ყველასთვის საყვარელი მეზღაპრე და ახალი მეგობრები შეიძინა. |
|
წერილი ბოთლში ავტორი: თეა ლომაძე გამოშვების თარიღი: 2010 ფასი: 4.9 ლარი |
|
წერილი ბოთლში თეა ლომაძის მორიგი საბავშვო წიგნია, რომელიც 2010 წელს გამოიცა.
მარიამი პატარა გოგონაა, რომელიც კოხტა ზღვისპირა ქალაქში ცხოვრობს. ქალაქის მკვიდრების ნაწილი მარიამის მშობლიურ ენაზე საუბრობს, მეორე ნაწილი კი ენაზე, რომელიც გოგონამ არ იცის. ქალაქელები ამაზე არ ნაღვლობენ და ერთმანეთთან საურთიერთოდ მესამე ენას იყენებენ, რომელიც ქალაქში ყველამ იცის.
პატარა გოგონა მშვიდად ცხოვრობს მშობლებთან ერთად, მანამ სანამ ქალაქში უცნაური ამბები არ დაიწყება. ქალაქელები ორ ნაწილად დაიყოფიან, იმის მიხედვით ვინ რომელ ენაზე საუბრობს. ერთმანეთს უმტკიცებენ, რომ მათი ენა უფრო ძველია და ზღვისპირა ქალაქის პირველი მკვიდრებიც სწორედ ისინი იყვნენ. ადამიანების ერთი ნაწილი თეთრი, ხოლო მეორე ნაწილი ლურჯი ყელსახვევებით დადის. პატარა გოგონა გულით ცდილობს მოახერხოს ერთმანეთზე გაბრაზებული ადამიანების შერიგება და ამისთვის ერთ ჭკვიანურ ხერხსაც მიმართავს. |
|
ძმები ლომგულები ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი გამოშვების თარიღი: 2008 ფასი: 12.9 ლარი |
|
ილონ ვიკლანდის ილუსტრაციები. თამარ ჩიქოვანის თარგმანი.
საბავშვო ლიტერატურის თანამედროვე კლასიკოსის ეს განსაკუთრებული ზღაპარი პირველად გამოიცა ქართულ ენაზე. წიგნი ორი ძმის - ჯონათანისა და სკორპას ურთიერთერთგულებისა და სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს. ამ ზღაპარში ყველაფერია, რაც საუკეთესო საბავშვო ნაწარმოებს უნდა ახასიათებდეს - მეგობრობა და თავდადება, გმირები და საზარელი ურჩხულები, იდუმალი ჯადოსნური ქვეყნები და მარადიული ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის… |
|
ჩვენც სალტკროკელები ვართ ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი გამოშვების თარიღი: 2006 ფასი: 12.9 ლარი |
|
ჯენეტ ბაჯელიძის თარგმანი. ილონ ვიკლანდის ილუსტრაციები.
რამდენიმე წლის წინათ, ივნისის ერთ მშვენიერ დღეს, კუნძულისაკენ მოაგარაკეების ოჯახი მიემგზავრებოდა: მამა და ოთხი შვილი, გვარად მელკერსონები, სტოკჰოლმის მკვიდრნი. არც ერთი მათგანი არ იყო სალტკროკაზე ნამყოფი და ამიტომაც მოუთმენლად ელოდნენ კუნძულის ნახვას. გაატარეს თუ არა მათ ზაფხული იმ ათასობით სტოკჰოლმელზე უფრო ლამაზად, საინტერესოდ და მხიარულად, რომლებიც შხერებზე ისვენებენ ხოლმე? ძნელი სათქმელია, თუმცა მელკერსონების ოჯახი სწორედ ასე ფიქრობდა. |
|
ყაჩაღის ასული რონია ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი გამოშვების თარიღი: 2003 ფასი: 12.9 ლარი |
|
ილონ ვიკლანდის ილუსტრაციები. თამარ ჩიქოვანის თარგმანი.
ამ არაჩვეულებრივ საბავშვო წიგნში მოთხრობილია ყაჩაღის ასულ რონიას და ყაჩაღის ვაჟ ბირკის თავგადასავლებით აღსავსე ცხოვრება ტყეში, რასაც მოჰყვა მათი ოჯახების - მანამდე მოსისხლე მტრების - შერიგება და დამეგობრება. |
|
ქუჩის მუსიკოსები ავტორი: გაბრიელ ვენსანი გამოშვების თარიღი: 2011 ფასი: 9.9 ლარი |
|
”ქუჩის მუსიკოსები” გაბრიელ ვენსანის სახელგანთქმული საბავშვო სერიის ერთ-ერთი წიგნია. მთავარი გმირები - თაგუნია სელესტინი და დათვი ერნესტი მეგობრები არიან. მათ თავს გადამხდარი მხიარული ამბები უკვე ათწლეულებია, სხვადასხვა ქვეყნის და თაობის ბავშვების საყვარელი საკითხავია. სერიის ილუსტრაციები კი საბავშვო წიგნის მხატვრობის კლასიკადაა აღიარებული. |
|
უთვალავი კოცნა ავტორი: სელმა მანდინი გამოშვების თარიღი: 2011 ფასი: 9.9 ლარი |
|
”როგორია კოცნა?” კითხულობს ცნობისმოყვარე პატარა. ”კოცნა ისეთი ნაზია, თითქოს ლოყაზე ბამბის ქულა გელამუნება”. ”უთვალავი კოცნა” არის კითხვებისა და პასუხებისგან შედგენილი საბავშვო წიგნი და ძირითადად განკუთვნილია იმ პატარებისთვის, რომლებიც დამოუკიდებლად კითხვას ჯერ ვერ ახერხებენ.
ორი პატარა ადამიანის დიალოგი სელმა მანდინის მიერაა ილუსტრურებული. ეს წიგნი ბევრ ქვეყანაში ბესტსელერად იქცა და მთელ მსოფლიოში პატარების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და, ხშირად, პირველი წიგნია. |
|
|
|
|
|
საფრანგეთის ერთ-ერთმა მსხვილმა გამომცემლობა “ბენევანმა” 2012 წლის მარტის პირველ დეკადაში გამოსცა ქართული ლექსების კრებული სათაურით “ქართული ლექსების რვეული“, რომელიც შეკრიბა და თარგმნა იზა ჯინჯიხაძემ.
გამომცემლობა “ბენევანის“ პრეს-კომიუნიკეში, რომელიც დაიგზავნა საფრანგეთის სხვადასხვა მედიაში (ტელერამა, ფიგარო, ნუველ ობსერვატორი, ლიბერასიონი, პარი-მატჩი) და გავრცელდა მსოფლიოს მსხვილ ფრანკოფონურ წიგნების მაღაზიებში, წერია: “ქართული ლექსების რვეული “უმღერის და ადიდებს სიყვარულს, სიყვარულს, რომელიც, როგორც “სრული ნიჭი”, ამკობს ადამიანს და “ციცინათელასავით” უნათებს ღამეში ეკლიანსა და მძიმე ცხოვრების გზას. მოყვანილია სერჟ ანდრიოსა და ჟან ბატიუს ციტატები:
„ რა შესანიშნავი აზრია - გააცნო ფრანგულენოვან მკითხბელს შენი ქვეყანა საოცარი სილამაზის ლექსების თაიგულით და ახალი, სპეტაკი სიოს მონაბერით მრავალსაუკუნოვანი საქართველოსაგან“ ჯან ბატიუ , ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, ფრანგული ენისა და ლიტერატურის პროფესორი
„ კითხულობ ლექსებს და გიტაცებს თარგმანის საოცარი მუსიკალურობა და სიტყვების უწყვეტ ნაკადად აჟღერებული, გულში ჩამწდომი ქართული პოეზიის ფრანგული ვერსია თუმცა მთარგმნელი არასდროს არ ღალატობს ორიგინალს„ სერჟ ანდრიო , ლიტერატორი, ფილოსოფიის პროფესორი
წიგნი იყიდება პარიზსა და სხვადასხვა ქვეყნის ფრანგულენოვან წიგნების მაღაზიებში ასავე დადებულია Amazon-ზე. თბილისში წიგნი იყიდება: წიგნის სახლში (ლიტერატურული კაფე, პეკინის ქ. 31), ესპერანცაში (სენტ-ეგზიუპერის ქ.12), პარნასში (ჭავჭავაძის გამზ. 22)
|