|
ყველა
"Oxford University Press"
ელფის გამომცემლობა
"კლიო"
"მერიდიანი", "კლიო"
"პალიტრა L"
„საქართველოს მაცნე“
„წყაროსთვალი“
"სიდი"
"საგამომცემლო სახლი ტრიასი"
"მერიდიანი"
"Pearson"
ქარჩხაძის გამომცემლობა
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
"ლოგოს პრესი"
"არტანუჯი"
"დიოგენე"
"სწავლანი"
"Macmillan Education"
"ინტელექტი"
|
|
ძმები გრიმების ზღაპრები ავტორი: გამოშვების თარიღი: 2011 ფასი: 6 ლარი |
|
ახალი სერია "მსოფლიო ლიტერატურის შედევრები ბავშვებისთვის" გაგრძელებაა სერიისა "მსოფლიო ლიტერატურის შედევრები მოზარდებისთვის", ამჯერად მსოფლიო ლიტერატურის შესანიშნავი ნიმუშებით უფრო პატარები დასაჩუქრდებიან.
ძმები გრიმების მიერ მოთხრობილი გერმანული ხალხური ზღაპრები ყველა ბავშვისთვის ნაცნობი და საყვარელი საკითხავია.
შენ, ალბათ, იცნობ ჩექმებიან კატასა და ბრემენელ მუსიკოსებს, გულად თერძსა და საზრიან გრეტელს; შეიძლება ოქროს თევზისა და ჩიტბატონას ამბავიც გაგიგია... მაგრამ ის თუ იცი, რა გადახდა თავს შიშის სასწავლად გამგზავრებულ ბიჭს, ან ვინ იყვნენ პირითოვლისა და პირივარდისა?..
ამ კრებულში კიდევ ერთხელ შეხვდებით ძმები გრიმების სასაცილო, ჭკვიან, ზარმაც თუ მოხერხებულ გმირებს. |
|
მიო, ჩემო მიო ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი გამოშვების თარიღი: 2011 ფასი: 6 ლარი |
|
ახალი სერია "მსოფლიო ლიტერატურის შედევრები ბავშვებისთვის" გაგრძელებაა სერიისა "მსოფლიო ლიტერატურის შედევრები მოზარდებისთვის", ამჯერად მსოფლიო ლიტერატურის შესანიშნავი ნიმუშებით უფრო პატარები დასაჩუქრდებიან.
ეს არის ასტრიდ ლინდგრენის უმშვენიერესი ზღაპარი პატარა ბიჭზე. მისი სახელია ბოსე, სტოკჰოლმის ერთ პატარა ქუჩაზე ცხოვრობს და ჰგონია, რომ არავის უყვარს...
ბიჭი მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ სინამდვილეში შორეული ქვეყნის უფლისწულია, ბოსე კი არა, მიო ჰქვია და ბავშვების გადასარჩენად სასტიკ მხედარ კიტოს უნდა შეებრძოლოს...
წაიკითხეთ ეს საოცარი თავგადასავალი და შეიყვარეთ მამაცი და კეთილი მიო! |
|
ალისა საოცრებათა ქვეყანაში ავტორი: ლუის კეროლი გამოშვების თარიღი: 2011 ფასი: 6 ლარი |
|
ახალი სერია "მსოფლიო ლიტერატურის შედევრები ბავშვებისთვის" გაგრძელებაა სერიისა "მსოფლიო ლიტერატურის შედევრები მოზარდებისთვის", ამჯერად მსოფლიო ლიტერატურის შესანიშნავი ნიმუშებით უფრო პატარები დასაჩუქრდებიან.
წყლის პირას დასთან ერთად უსაქმოდ ჯდომით მოქანცულ ალისას ძილი მოერია... და უცებ ცხვირწინ თეთრმა თვალწითელა ბოცვერმა ჩაუქროლა.
განა ჟილეტში გამოპრანჭულ ბოცვერს თქვენ არ დაედევნებოდით?! ალისაც დაედევნა და უცნაური თავგადასავალიც დაიწყო. ის, რაც წესით უჩვეულო უნდა ყოფილიყო, ჩვეულებრივ მოვლენად იქცა – ალისამ დაუჯერებელი რამეები ჩაიდინა: ესაუბრა წრუწუნას, ითამაშა ბანქოს მეფე-დედოფალთან, წამში გაიზარდა და წამშივე დაპატარავდა...
გაჰყევით წითელთვალება კურდღელს დადევნებულ პატარა გოგონას საოცრებათა ქვეყანაში და ის ამბები, რაც ალისას გადახდა, არასოდეს დაგავიწყდებათ. |
|
ახალგაზრდა შერლოკ ჰოლმსი – სიკვდილის ღრუბელი ავტორი: ენდრიუ ლეინი გამოშვების თარიღი: 2011 ფასი: 7.9 ლარი |
|
შერლოკ ჰოლმსი – ამ სახელის გაგონებისას უთუოდ წარმოგიდგებათ ლაბადამოსხმული ახოვანი მამაკაცი ინგლისური ქუდითა და პირში ჩიბუხით. ართურ კონან დოილმა შერლოკ ჰოლმსის შესახებ 56 მოთხრობა და 4 რომანი დაწერა. პირველ მოთხრობაში ჰოლმსი 33 წლისაა, უკვე დეტექტივი, ჩამოყალიბებული უნარ-ჩვევების მქონე, ბოლო მოთხრობაში – დაახლოებით სამოცისა, საგამომძიებლო საქმეს აღარ ეწევა და სასექსის სანაპიროზე ფუტკრები ჰყავს მოშენებული. თანამედროვე ინგლისელმა მწერალმა, ენდრიუ ლეინმა კი შექმნა მთელი სერია წიგნებისა, რომლებშიც მოთხრობილია, როგორი იყო შერლოკ ჰოლმსი მანამ, სანამ ართურ კონან დოილი გააცნობდა მას მსოფლიოს; რომელ სკოლაში დადიოდა; ვინ იყვნენ მისი მეგობრები; სად და როდის ისწავლა ის ყველაფერი, რასაც მოგვიანებით ავლენდა – ლოგიკური აზროვნება, კრივი, ფარიკაობა, ვიოლინოზე დაკვრა; როდის იმოგზაურა უცხოეთში; რის ეშინოდა და ვინ უყვარდა... "სიკვდილის ღრუბელი" მსოფლიოში ყველაზე ცნობილი დეტექტივის პირველი "საქმეა", რომლის გახსნასაც 14 წლის შერლოკ ჰოლმსი თავის თანატოლ ბიჭთან, მეთიუ არნეტთან ერთად ცდილობს. |
|
ჯადოსნური სიტყვები ავტორი: ნესტან კუპრავა გამოშვების თარიღი: ფასი: 19.9 ლარი |
|
ია გიგოლაშვილის ილუსტრაციები.
ვრცელი სათავგადასავლო მოთხრობა, რომელშიც ასახულია ზღაპრულ-ფანტასტიკური სამყარო. წიგნის მთავარი გმირი ბაკა და მისი ერთგული მეგობრები ბოროტ ძალებს ებრძვიან პარალელურ სამყაროში და მრავალი სიძნელის დაძლევის შემდეგ იმარჯვებენ. |
|
წიგნიერი მგელი ავტორი: ბეკი ბლუმი, პასკალ ბიეი გამოშვების თარიღი: 2010 ფასი: 7.9 ლარი |
|
ბეკი ბლუმისა და პასკალ ბიეის „წიგნიერი მგელი“ „დიოგენეს“ თანამედროვე საბავშვო წიგნების სერიის მეორე წიგნია და, ამ სერიის ყველა წიგნის მსგავსად, სკოლამდელი და მცირე სასკოლო ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი.
„ერთ პატარა, წყნარ დაბაში მგელი შეწანწალდა... “ საკბილოს ძებნაში მგელი ცხოველების ფერმას მიადგა და უცნაური რამ აღმოაჩინა: ცხოველებს მისი არათუ ეშინოდათ, მგელს აინუნშიც არ აგდებდნენ, რადგან ყველა მათგანი წიგნის კითხვით იყო გართული. მგელმა გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, კითხვა ესწავლა, რადგან არ უყვარდა, როცა ყურადღებას არავინ აქცევდა.
ეს არის მხიარული ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ შეიყვარა ჯიუტმა მგელმა წიგნი, გახდა ყველასთვის საყვარელი მეზღაპრე და ახალი მეგობრები შეიძინა. |
|
წერილი ბოთლში ავტორი: თეა ლომაძე გამოშვების თარიღი: 2010 ფასი: 4.9 ლარი |
|
წერილი ბოთლში თეა ლომაძის მორიგი საბავშვო წიგნია, რომელიც 2010 წელს გამოიცა.
მარიამი პატარა გოგონაა, რომელიც კოხტა ზღვისპირა ქალაქში ცხოვრობს. ქალაქის მკვიდრების ნაწილი მარიამის მშობლიურ ენაზე საუბრობს, მეორე ნაწილი კი ენაზე, რომელიც გოგონამ არ იცის. ქალაქელები ამაზე არ ნაღვლობენ და ერთმანეთთან საურთიერთოდ მესამე ენას იყენებენ, რომელიც ქალაქში ყველამ იცის.
პატარა გოგონა მშვიდად ცხოვრობს მშობლებთან ერთად, მანამ სანამ ქალაქში უცნაური ამბები არ დაიწყება. ქალაქელები ორ ნაწილად დაიყოფიან, იმის მიხედვით ვინ რომელ ენაზე საუბრობს. ერთმანეთს უმტკიცებენ, რომ მათი ენა უფრო ძველია და ზღვისპირა ქალაქის პირველი მკვიდრებიც სწორედ ისინი იყვნენ. ადამიანების ერთი ნაწილი თეთრი, ხოლო მეორე ნაწილი ლურჯი ყელსახვევებით დადის. პატარა გოგონა გულით ცდილობს მოახერხოს ერთმანეთზე გაბრაზებული ადამიანების შერიგება და ამისთვის ერთ ჭკვიანურ ხერხსაც მიმართავს. |
|
ძმები ლომგულები ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი გამოშვების თარიღი: 2008 ფასი: 12.9 ლარი |
|
ილონ ვიკლანდის ილუსტრაციები. თამარ ჩიქოვანის თარგმანი.
საბავშვო ლიტერატურის თანამედროვე კლასიკოსის ეს განსაკუთრებული ზღაპარი პირველად გამოიცა ქართულ ენაზე. წიგნი ორი ძმის - ჯონათანისა და სკორპას ურთიერთერთგულებისა და სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს. ამ ზღაპარში ყველაფერია, რაც საუკეთესო საბავშვო ნაწარმოებს უნდა ახასიათებდეს - მეგობრობა და თავდადება, გმირები და საზარელი ურჩხულები, იდუმალი ჯადოსნური ქვეყნები და მარადიული ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის… |
|
ჩვენც სალტკროკელები ვართ ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი გამოშვების თარიღი: 2006 ფასი: 12.9 ლარი |
|
ჯენეტ ბაჯელიძის თარგმანი. ილონ ვიკლანდის ილუსტრაციები.
რამდენიმე წლის წინათ, ივნისის ერთ მშვენიერ დღეს, კუნძულისაკენ მოაგარაკეების ოჯახი მიემგზავრებოდა: მამა და ოთხი შვილი, გვარად მელკერსონები, სტოკჰოლმის მკვიდრნი. არც ერთი მათგანი არ იყო სალტკროკაზე ნამყოფი და ამიტომაც მოუთმენლად ელოდნენ კუნძულის ნახვას. გაატარეს თუ არა მათ ზაფხული იმ ათასობით სტოკჰოლმელზე უფრო ლამაზად, საინტერესოდ და მხიარულად, რომლებიც შხერებზე ისვენებენ ხოლმე? ძნელი სათქმელია, თუმცა მელკერსონების ოჯახი სწორედ ასე ფიქრობდა. |
|
ყაჩაღის ასული რონია ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი გამოშვების თარიღი: 2003 ფასი: 12.9 ლარი |
|
ილონ ვიკლანდის ილუსტრაციები. თამარ ჩიქოვანის თარგმანი.
ამ არაჩვეულებრივ საბავშვო წიგნში მოთხრობილია ყაჩაღის ასულ რონიას და ყაჩაღის ვაჟ ბირკის თავგადასავლებით აღსავსე ცხოვრება ტყეში, რასაც მოჰყვა მათი ოჯახების - მანამდე მოსისხლე მტრების - შერიგება და დამეგობრება. |
|
ქუჩის მუსიკოსები ავტორი: გაბრიელ ვენსანი გამოშვების თარიღი: 2011 ფასი: 9.9 ლარი |
|
”ქუჩის მუსიკოსები” გაბრიელ ვენსანის სახელგანთქმული საბავშვო სერიის ერთ-ერთი წიგნია. მთავარი გმირები - თაგუნია სელესტინი და დათვი ერნესტი მეგობრები არიან. მათ თავს გადამხდარი მხიარული ამბები უკვე ათწლეულებია, სხვადასხვა ქვეყნის და თაობის ბავშვების საყვარელი საკითხავია. სერიის ილუსტრაციები კი საბავშვო წიგნის მხატვრობის კლასიკადაა აღიარებული. |
|
უთვალავი კოცნა ავტორი: სელმა მანდინი გამოშვების თარიღი: 2011 ფასი: 9.9 ლარი |
|
”როგორია კოცნა?” კითხულობს ცნობისმოყვარე პატარა. ”კოცნა ისეთი ნაზია, თითქოს ლოყაზე ბამბის ქულა გელამუნება”. ”უთვალავი კოცნა” არის კითხვებისა და პასუხებისგან შედგენილი საბავშვო წიგნი და ძირითადად განკუთვნილია იმ პატარებისთვის, რომლებიც დამოუკიდებლად კითხვას ჯერ ვერ ახერხებენ.
ორი პატარა ადამიანის დიალოგი სელმა მანდინის მიერაა ილუსტრურებული. ეს წიგნი ბევრ ქვეყანაში ბესტსელერად იქცა და მთელ მსოფლიოში პატარების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და, ხშირად, პირველი წიგნია. |
|
სახურავის ბინადარი კარლსონი ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი გამოშვების თარიღი: 2010 ფასი: 15.9 ლარი |
|
ილონ ვიკლანდის ილუსტრაციები. ჯენეტ ბაჯელიძის თარგმანი.
"დიოგენე" გთავაზობთ სახურავის ბინადარი კარლსონის - ასტრიდ ლინდგრენის ამ განუმეორებელი გმირის მხიარული ამბების სრულ ვერსიას ერთ წიგნად. ახალი გამოცემა ორიგინალის ილუსტრაციებითაა გაფორმებული, ტექსტი კი რედაქტირებულია წიგნის შვედურ დედანზე დაყრდნობით. |
|
პიერი და მთვარე ავტორი: ალის ბრიერ-აკე, სელია შოფრე გამოშვების თარიღი: 2010 ფასი: 10.9 ლარი |
|
საფრანგეთში მეტად პოპულარული „პიერი და მთვარე“ პატარა ბიჭის ამბავია, რომელსაც დედისთვის მსოფლიოში საუკეთესო საჩუქრის - ნამგალა მთვარის მირთმევა განუზრახავს. ლექსის ფორმით მოთხრობილი ამბავი უჩვეულო ილუსტრაციებითაა გაფორმებული, რამაც განაპირობა წიგნის პოპულარობა როგორც პატარებში, ისე დიდებში. |
|
პეპი გრძელიწინდა ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი გამოშვების თარიღი: ფასი: 14.9 ლარი |
|
ინგრიდ ვანგ ნიგმანის ილუსტრაციები. ეთერ კუბლაშვილის თარგმანი.
პეპი - მსოფლიოს ხალხთა ბავშვების უსაყვარლესი წიგნი წითელთმიანი, ჭორფლიანი გოგონას თავგადასავლების შესახებ. წიგნი განკუთვნილია 7-12 წლის ასაკის ბავშვებისათვის. |
|
|
|
|
|
საფრანგეთის ერთ-ერთმა მსხვილმა გამომცემლობა “ბენევანმა” 2012 წლის მარტის პირველ დეკადაში გამოსცა ქართული ლექსების კრებული სათაურით “ქართული ლექსების რვეული“, რომელიც შეკრიბა და თარგმნა იზა ჯინჯიხაძემ.
გამომცემლობა “ბენევანის“ პრეს-კომიუნიკეში, რომელიც დაიგზავნა საფრანგეთის სხვადასხვა მედიაში (ტელერამა, ფიგარო, ნუველ ობსერვატორი, ლიბერასიონი, პარი-მატჩი) და გავრცელდა მსოფლიოს მსხვილ ფრანკოფონურ წიგნების მაღაზიებში, წერია: “ქართული ლექსების რვეული “უმღერის და ადიდებს სიყვარულს, სიყვარულს, რომელიც, როგორც “სრული ნიჭი”, ამკობს ადამიანს და “ციცინათელასავით” უნათებს ღამეში ეკლიანსა და მძიმე ცხოვრების გზას. მოყვანილია სერჟ ანდრიოსა და ჟან ბატიუს ციტატები:
„ რა შესანიშნავი აზრია - გააცნო ფრანგულენოვან მკითხბელს შენი ქვეყანა საოცარი სილამაზის ლექსების თაიგულით და ახალი, სპეტაკი სიოს მონაბერით მრავალსაუკუნოვანი საქართველოსაგან“ ჯან ბატიუ , ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, ფრანგული ენისა და ლიტერატურის პროფესორი
„ კითხულობ ლექსებს და გიტაცებს თარგმანის საოცარი მუსიკალურობა და სიტყვების უწყვეტ ნაკადად აჟღერებული, გულში ჩამწდომი ქართული პოეზიის ფრანგული ვერსია თუმცა მთარგმნელი არასდროს არ ღალატობს ორიგინალს„ სერჟ ანდრიო , ლიტერატორი, ფილოსოფიის პროფესორი
წიგნი იყიდება პარიზსა და სხვადასხვა ქვეყნის ფრანგულენოვან წიგნების მაღაზიებში ასავე დადებულია Amazon-ზე. თბილისში წიგნი იყიდება: წიგნის სახლში (ლიტერატურული კაფე, პეკინის ქ. 31), ესპერანცაში (სენტ-ეგზიუპერის ქ.12), პარნასში (ჭავჭავაძის გამზ. 22)
|