|
ყველა
"Oxford University Press"
ელფის გამომცემლობა
"კლიო"
"მერიდიანი", "კლიო"
"პალიტრა L"
„საქართველოს მაცნე“
„წყაროსთვალი“
"სიდი"
"საგამომცემლო სახლი ტრიასი"
"მერიდიანი"
"Pearson"
ქარჩხაძის გამომცემლობა
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
"ლოგოს პრესი"
"არტანუჯი"
"დიოგენე"
"სწავლანი"
"Macmillan Education"
"ინტელექტი"
|
|
უთავო მხედარი ავტორი: მაინ რიდი გამოშვების თარიღი: 2011 ფასი: 6 ლარი |
|
მაინ რიდის ცნობილი სათავგადასავლო რომანი, "უთავო მხედარი ანუ უცნაური ტეხასური ამბავი" 1865-1866 წლებში დაიწერა. მასში მოთხრობილი ბევრი ისტორია მწერალს თავად გადახდა, როდესაც, როგორც ირლანდიელი ლეიტენანტი, მექსიკასთან ამერიკის შეერთებული შტატების ომის მონაწილე იყო; ხოლო მთავარი სიუჟეტი დაუთავო მხედრის სახე ტეხასის შტატის სამხრეთში გავრცელებულ ხალხურ თქმულებას ეფუძნება. სიყვარულისა და შურისძიების ამაღელვებელი ისტორია და ცოცხლად დახატული ამერიკის სამხრეთის ბუნების სურათები დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს მკითხველზე. |
|
ჩემი პირველი მოთხრობები ავტორი: გამოშვების თარიღი: 2011 ფასი: 9.9 ლარი |
|
ჩემი პირველი მოთხრობები იაკობ გოგებაშვილის "დედა ენიდან"
წაუკითხეთ თქვენს პატარას ეს ილუსტრირებული წიგნი და მასთან ერთად იმოგზაუროეთ იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების სამყაროში. |
|
სესილია და ნატვრის ხე ავტორი: ნათია მაქაცარია გამოშვების თარიღი: 2011 ფასი: 9.9 ლარი |
|
სესილია ჩვეულებრივი გოგონაა, რომელიც რეალურ სამყაროში ცხოვრობს: დადის სკოლაში-უკვე მერვე კლასშია, ცურავს, ხატავს, ოცნებობს... თუმცა, ეს ყველაფერი ერთი შეხედვით; სინამდვილეში ის მუდამ მზად არის არაჩვეულებრივი თავგადასავლებისთვის... მისი თავგადასავალი კი თითქოს ჩვეულებრივია რეალობის და ფანტაზიის შერწყმით შექმნილ უცნაურ, მაგრამ მშვენიერ, ფერადოვან სამყაროში...
მართალია, წიგნის მთავარი პერსონაჟი გოგონაა, მაგრამ წიგნი სულაც არ არის მხოლოდ გოგონებისთვის, არც მხოლოდ მოზარდებისთვის; ეს ძალიან კეთილი ამბავი, რომელიც ერთი ამოსუნთქვით იკითხება, თანაბრად ააღელვებს ყველა ასაკის ადამიანს. |
|
ტყეში (წიგნი - ფაზლი) ავტორი: გამოშვების თარიღი: 2011 ფასი: 10.9 ლარი |
|
წაიკითხე ჯუჯების მხიარული ამბები და ააწყვე ფაზლებით წიგნის 6 ილუსტრაცია. |
|
კოლოფი ავტორი: სოფიო კინწურაშვილი, ლილიან ედვალი, გვანცა ჯობავა გამოშვების თარიღი: 2011 ფასი: 9.9 ლარი |
|
ქართულ-შვედური პროექტის ფარგლებში შექმნილი ”კოლოფი” ერთი პატარა გოგონას ამბავს გვიამბობს, რომელიც მშობლებთან ერთად ერთი დიდი ქალაქიდან სხვა ქვეყანაში, ზღვისპირა ქალაქში გადადის საცხოვრებლად. მათი ახალი სახლი დიდია და ლამაზი. გოგონას ქალაქიც ძალიან მოსწონს, სახლიც და ზღვაც. ერთ დღესაც ის ეზოში პატარა კოლოფს იპოვის და მთელი ოჯახი ბევრ რამეს მიხვდება... |
|
ბებო, გვიამბე რამე (ზღაპრები გარეულ ცხოველებზე) ავტორი: გამოშვების თარიღი: 2011 ფასი: 20.9 ლარი |
|
წაუკითხეთ თქვენს პატარებს ლიკლიკა ჟირაფის, პატარა ნიანგის, ცელქმაცუნა შიმპანზეს, მამაცი ბოკვრების, მორცხვი პინგვინის, დათვი წაბლიას, ზებრა კოპწიკოს და სხვა გარეული ცხოველების 12 ამბავი და უსურვეთ ტკბილი ძილი! |
|
ალისა საოცრებათა ქვეყანაში ავტორი: ლუის კეროლი გამოშვების თარიღი: 2010 ფასი: 19.9 ლარი |
|
ერთ მშვენიერ დღეს წიგნში თავჩარგულ პატარა ალისას წინ თეთრი კურდღელი გადაურბენს და სწორედ ამის შემდეგ იწყება ნამდვილი თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში, სადაც ყველაფერი, რაც შენთვის შეუძლებელია და წარმოუდგენელია, ჩვეულებრივი მოვლენაა.
ამ გამოცემისთვის წიგნი სპეციალურად შემოკლდა და გამარტივდა, რათა უკეთ გაიცნო ალისას საოცრებათა სამყარო და ნაწარმოების სრული ვერსიის წაკითხვა მოგინდეს – ინგლისელი მწერლის, ლუის კეროლის მიერ 100–ზე მეტი წლის წინ დაწერილი "ალისა საოცრებათა ქვეყანაში" ხომ მსოფლიო შედევრად მიიჩნევა და შესულია იმ წიგნთა რიცხვში, რომელიც ყველა განათლებულმა ადამიანმა ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა წაიკითხოს. |
|
ეს ფუმფულა რა არის? ავტორი: გამოშვების თარიღი: 2011 ფასი: 13.9 ლარი |
|
ეს ფუმფულა რა არის? ულვაში ხომ არ არის? წარბები ხომ არ არის?
კითხვის პასუხი იპოვეთ წიგნში! შეაცურეთ თითები ჭრილში და გაერთეთ ამ უჩვეულო წიგნი–სათამაშოთი. |
|
მილიონი პეპელა ავტორი: ედვარდ ვან დე ვენდელი, კარლ კნუტი გამოშვების თარიღი: 2011 ფასი: 9.9 ლარი |
|
რა უნდა ქნა, თუ ერთ მშვენიერ დღესაც მილიონი პეპელა გეწვია? თანაც ისეთი უცნაური პეპლები, შენ გარდა სხვა რომ ვერავინ ხედავს?.. – ასეთი უჩვეულო ამბავი სპილო ნელიუსს შეემთხვა.
ეს წიგნი მოფარფატე ჯადოსნური პეპლებითაა სავსე. გაჰყევი მათ და გაიგე, რა საიდუმლო იმალება პეპლების უეცარ სტუმრობაში. |
|
ურჩხულო, ნუ შემჭამ! ავტორი: კარლ ნორაკი, კარლ კნუტი გამოშვების თარიღი: 2010 ფასი: 9.9 ლარი |
|
ათასგვარი ნუგბარის ხრამუნი მართლაც დიდებულია, მაგრამ თუ საზარელი ურჩხულისთვის თავად გახდები გემრიელი საკბილო, ეს უკვე ძალიან ცუდია...
უჰ, კიდევ კარგი, ურჩხულსაც ჰყავს დედა, რომელიც მსუნაგობისთვის ტუქსავს მას!.. |
|
პროფესიები (გადაშალე და გაერთე) ავტორი: ტონი ვულფი გამოშვების თარიღი: 2011 ფასი: 22 ლარი |
|
ამ წიგნში მოგზაურობისას ბევრი საინტერესო პროფესიის წარმომადგენელს შეხვდები: ექიმებს, გამყიდველებს, მზარეულს, მცხობელს, პოლიციელს, მეხანძრეს, მოსამართლეს... აქვე გაიგებ, რა ევალება სანტექნიკოსს, მექანიკოსს, შვეიცარს, პორტიეს; რომელი ტრანსპორტით გადაადგილდება შეიძლება ქუჩაში და რა პროფესიის ხალხი მუშაობს გაზეთის რედაქციაში. |
|
ჯუჯები წიგნი–ფაზლი ავტორი: გამოშვების თარიღი: 2011 ფასი: 10.9 ლარი |
|
წაიკითხე ჯუჯების მხიარული ამბები და ააწყვე ფაზლებით წიგნის 6 ილუსტრაცია. |
|
ფუსფუსა ჭიამაია ავტორი: გამოშვების თარიღი: 2011 ფასი: 24.9 ლარი |
|
გადაუშალეთ თქვენს პატარას ეს მშვენიერი წიგნი და გაასეირნეთ ბაღჩებში ჭიამაია. გზად უამრავ მოფუსფუსე მწერს ნახავთ და მათ სახლებსაც გაიგებთ.
ერთად გაახმოვანეთ ჭიამაიას მოგზაურობა ფრაზებით, რომლებიც წიგნში შეგხვდებათ. |
|
ჩიპოლინო ავტორი: ჯანი როდარი გამოშვების თარიღი: 2011 ფასი: 6 ლარი |
|
ახალი სერია "მსოფლიო ლიტერატურის შედევრები ბავშვებისთვის" გაგრძელებაა სერიისა "მსოფლიო ლიტერატურის შედევრები მოზარდებისთვის", ამჯერად მსოფლიო ლიტერატურის შესანიშნავი ნიმუშებით უფრო პატარები დასაჩუქრდებიან.
იტალიელი მწერლის, ჰანს ქრისტიან ანდერსენის პრემიის ლაურეატის, ჯანი როდარის (1920-1980) შედევრი ქართველ მკითხველს ახალი თარგმანით უბრუნდება: "ჩიპოლინოს თავგადასავალი" კვლავ გაგაოცებთ ხასიათების მრავალფეროვნებით, ლაღი იუმორითა და ზომიერი ირონიით. ჯანი როდარიმ გამოიგონა ხილ-ბოსტნეულის სამყარო, რომლის მცხოვრებლები სახელებითაც გამოხატავენ თავიანთ ზნესა და ქცევას.
სოციალური რეალობა და ფანტაზია განუმეორებელი იუმორით ერთიანდება, ასე წყდება მრავალი ურთულესი პრობლემა, მაგალითად, სხვადასხვა და თითქოს შეუთავსებელ პერსონაჟთა მეგობრობა და ურთიერთმხარდაჭერა. |
|
პიტერ პენი ავტორი: ჯეიმს მეთიუ ბარი გამოშვების თარიღი: 2011 ფასი: 6 ლარი |
|
ახალი სერია "მსოფლიო ლიტერატურის შედევრები ბავშვებისთვის" გაგრძელებაა სერიისა "მსოფლიო ლიტერატურის შედევრები მოზარდებისთვის", ამჯერად მსოფლიო ლიტერატურის შესანიშნავი ნიმუშებით უფრო პატარები დასაჩუქრდებიან.
თუ ფანჯარასთან დაყრილ ფოთლებს შეამჩნევ, ესე იგი, ღამით შენს ოთახში პიტერ პენი იყო – საოცარი ბიჭუნა, საოცარი იმიტომ, რომ თავისი ასაკი არ იცის... იმიტომ, რომ გაზრდა არ უნდა და კიდევ ძალიან ბევრი რამის გამო...
ერთხელ ეს საოცარი ბიჭუნა დარლინგების სახლს ესტუმრა, თანაც მარტო კი არა, თავის განუყრელ მეგობართან – ძინთან ერთად. პატარა ვენდი დარლინგი ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ოდესმე ასეთი უცნაური ბიჭი მიფრინდებოდა მის საწოლთან; რომ ამ ბიჭთან ერთად კუნძულს მოინახულებდა... რომელ კუნძულს? როგორ გაჰყვა? რომელი გზით ან როგორ წავიდნენ? იქ ვინ ნახეს და რა გადახდათ? – ამ ყველაფერს შეიტყობ, თუ პიტერ პენსა და ვენდის უცნაურ კუნძულზე გაჰყვები. |
|
|
|
|
|
საფრანგეთის ერთ-ერთმა მსხვილმა გამომცემლობა “ბენევანმა” 2012 წლის მარტის პირველ დეკადაში გამოსცა ქართული ლექსების კრებული სათაურით “ქართული ლექსების რვეული“, რომელიც შეკრიბა და თარგმნა იზა ჯინჯიხაძემ.
გამომცემლობა “ბენევანის“ პრეს-კომიუნიკეში, რომელიც დაიგზავნა საფრანგეთის სხვადასხვა მედიაში (ტელერამა, ფიგარო, ნუველ ობსერვატორი, ლიბერასიონი, პარი-მატჩი) და გავრცელდა მსოფლიოს მსხვილ ფრანკოფონურ წიგნების მაღაზიებში, წერია: “ქართული ლექსების რვეული “უმღერის და ადიდებს სიყვარულს, სიყვარულს, რომელიც, როგორც “სრული ნიჭი”, ამკობს ადამიანს და “ციცინათელასავით” უნათებს ღამეში ეკლიანსა და მძიმე ცხოვრების გზას. მოყვანილია სერჟ ანდრიოსა და ჟან ბატიუს ციტატები:
„ რა შესანიშნავი აზრია - გააცნო ფრანგულენოვან მკითხბელს შენი ქვეყანა საოცარი სილამაზის ლექსების თაიგულით და ახალი, სპეტაკი სიოს მონაბერით მრავალსაუკუნოვანი საქართველოსაგან“ ჯან ბატიუ , ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, ფრანგული ენისა და ლიტერატურის პროფესორი
„ კითხულობ ლექსებს და გიტაცებს თარგმანის საოცარი მუსიკალურობა და სიტყვების უწყვეტ ნაკადად აჟღერებული, გულში ჩამწდომი ქართული პოეზიის ფრანგული ვერსია თუმცა მთარგმნელი არასდროს არ ღალატობს ორიგინალს„ სერჟ ანდრიო , ლიტერატორი, ფილოსოფიის პროფესორი
წიგნი იყიდება პარიზსა და სხვადასხვა ქვეყნის ფრანგულენოვან წიგნების მაღაზიებში ასავე დადებულია Amazon-ზე. თბილისში წიგნი იყიდება: წიგნის სახლში (ლიტერატურული კაფე, პეკინის ქ. 31), ესპერანცაში (სენტ-ეგზიუპერის ქ.12), პარნასში (ჭავჭავაძის გამზ. 22)
|