ბევრი რამ გადამხდენია, მაგრამ საკუთარ თავზე დაკვირვებამ დამარწმუნა, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ყველაზე დიდი გავლენა ჩემზე დაპატიმრების ოთხწლიან მოლოდინსა და თავისუფლების სამწლიან აღკვეთას მოუხდენია. ეს გავლენა იმდენად დიდია, რომ საკმარისია, ვინმე გავიცნო, ქართველი იქნება ეს თუ უცხოელი, აუცილებლად ავუხსნი, რომ ოდესღაც პოლიტიკური პატიმარი ვიყავი.
”ბევრი რამ გადამხდენია, მაგრამ საკუთარ თავზე დაკვირვებამ დამარწმუნა, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ყველაზე დიდი გავლენა ჩემზე დაპატიმრების ოთხწლიან მოლოდინსა და თავისუფლების სამწლიან აღკვეთას მოუხდენია. ეს გავლენა იმდენად დიდია, რომ საკმარისია, ვინმე გავიცნო, ქართველი იქნება ეს თუ უცხოელი, აუცილებლად ავუხსნი, რომ ოდესღაც პოლიტიკური პატიმარი ვიყავი.
ვიცი, რომ პირველი არ ვარ, ვისაც განსაკუთრებულმა გარემოებებმა ხელში კალამი ააღებინა, ჩვენს რიგებში გრაფომანებიც ბლომად იყვნენ და გენიოსებიც, მაგრამ მე ”კალამი ავიღე” ანუ კლავიატურა მოვირგე არა მხატვრული წიგნის დასაწერად ან დაკარგული დროის დასაბრუნებლად, არამედ დაკარგვადი პერსონაჟების გადასარჩენად, რადგან თუ ეს პერსონაჟები დაიკარგებიან, მეც დავიკარგები და ვიღაც შეცდომით იფიქრებს, რომ მართლა მიცნობდა, რაკი ჩემს რომელიმე ლექციას დასწრებია, ტელევიზიით ჩემი გამოსვლა უნახავს ან ინტერვიუ წაუკითხავს."
აკა მორჩილაძის რომანი ”Maid in Tiflis” ამბებითა და თავგადასავლებით დახუნძლული რომანია. ავტორი ამჯერად ორი თბილისელი ბიჭის თბილისურ მეგობრობაზე მოგვითხრობს...
აკა მორჩილაძის რომანი ”Maid in Tiflis” ამბებითა და თავგადასავლებით დახუნძლული რომანია. ავტორი ამჯერად ორი თბილისელი ბიჭის თბილისურ მეგობრობაზე მოგვითხრობს. ცამეტი წიგნისგან შედგენილ რომანში თბილისურ-ჰოლანდიურ-სანტაესპერანსულ-ლენინგრადული ამბები ძალიან ბუნებრივად უკავშირდება და აგრძელებს ერთმანეთს. აქ წაიკითხავთ სრულიად სხვადასხვანაირად და ძალზე საინტერესოდ მოთხრობილ სასიყვარულო ამბებს ვარსქენ პიტიახშისა და დედოფალი შუშანიკის ისტორიიდან მოყოლებული პლეხანოველი მოგელასა და შირაზის ვარდის, ბარნოველი ლევიკოსა და ხუთი საბჭოელი ქალის თავგადასავლებით დამთავრებული.
ლაშა ბუღაძის რომანი "ოქროს ხანა" საქართველოდან ნებით თუ იძულებით გადახვეწილი და თბილისში დარჩენილი თანამედროვე ქართველი ახალგაზრდების შესახებ მოგვითხრობს.
ლაშა ბუღაძის რომანი "ოქროს ხანა" საქართველოდან ნებით თუ იძულებით გადახვეწილი და თბილისში დარჩენილი თანამედროვე ქართველი ახალგაზრდების შესახებ მოგვითხრობს.რატომ გაიქცა რომანის მთავარი პერსონაჟი, კოტიკო, თბილისიდან და რატომ დაბრუნდა უკან;
როგორ ხდებიან ძველი ბიჭები პოლიტიკოსები;
როგორ აშენებენ თბილისში ნარკომანები ეკლესიებს და როგორ ქმნიან ერთობლივ ოჯახს შორეულ ბრიტანეთში თბილისელი შოთიკო და დათუნა...მოკლედ, როგორ ატარებენ თავიანთი ცხოვრების ოქროს ხანას რომანის გმირები, ამ ყველაფერს შეიტყობთ რომანიდან ”ოქროს ხანა”.
რომანი ლიტერატურული პრემია ”საბას” 2007 წლის გამარჯვებულია.
"ამერიკული ზღაპრები" იმ შორეული ქვეყნის შესახებ მოგვითხრობს, სადაც დათო ტურაშვილმა ასი დღე გაატარა საერთაშორისო ლიტერატურული პროგრამით.
მიუხედავად იმისა, რომ წიგნი ერთი შეხედვით დოკუმენტურ მასალაზეა აგებული, მასში ძნელი გასარჩევია, სად მთავრდება რეალობა და იწყება გამონაგონი, ამიტომ "ამერიკული ზღაპრები" ერთდროულად მცირე რომანიცაა და ზღაპარივით მოყოლილი ისტორიაც, რადგან, ავტორის თქმით, ამერიკაში ზღაპარსა და რეალობას შორის ზღვარი თითქმის არ არსებობს.
პრემია "გალას" 2010 წლის ლაურეატი მწერლის, ზურაბ ლეჟავას, მოთხრობების ახალი კრებული "უხურდავებელი მონეტა" სხვადასხვა წელს დაწერილ ხუთ მოთხრობას აერთიანებს...
პრემია "გალას" 2010 წლის ლაურეატი მწერლის, ზურაბ ლეჟავას, მოთხრობების ახალი კრებული "უხურდავებელი მონეტა" სხვადასხვა წელს დაწერილ ხუთ მოთხრობას აერთიანებს. მათ შორის ორი ახალი 2010 წელს დაწერილი მოთხრობაცაა – "მეგობარი" და "უხურდავებელი მონეტა". ამ მოთხრობებში რეალობა ხან ზედმიწევნით რეალურია, ხანაც პირიქით – უტრირებული; ცრურწმენები – გაბითურებული, "სწორუპოვარი" პოლიტიკოსები კი – გაშარჟებული.
”მინერალური ჯაზი” ზაზა ბურჭულაძის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია - თანამედროვე ქართული პოსტმოდერნისტული რომანი, რომელმაც სამჯერ გამოცემას გაუძლო.
”მინერალური ჯაზი” იწყება როგორც საცირკო ტრაგიკომედია, შემდეგ მდორედ გადადის დეტექტივში, ბოლოს კი სულაც გიჟდება და თავბრუდამხვევ კარნავალში გადაიზრდება. რომანი ერთდროულად მოგვაგონებს დახვეწილ სადღეგრძელოსა და ცოფიან ჯაზურ იმპროვიზაციას ფიუჟენის სტილში. ესაა ხალხური სიმღერის ვირტუოზული არანჟირება.
ეს წიგნი ბლოგპოსტების პირველი კრებულია საქართველოში. მასში თავმოყრილია ქართველი ბლოგერების პოსტები, რომლაბმაც მიიღეს მონაწილეობა Facebook-ზე TBC Smart CLub–ის მიერ გამოცხადებულ ბლოგერების კონკურსში და ასევე პოსტები, რომლებიც სპეციალურად კრებულისთვის იქნა გამოგზავნილი. აღნიშნული ბლოგპოსტები შეირჩა "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" მიერ.
ეს წიგნი ბლოგპოსტების პირველი კრებულია საქართველოში. მასში თავმოყრილია ქართველი ბლოგერების პოსტები, რომლაბმაც მიიღეს მონაწილეობა Facebook-ზე TBC Smart CLub–ის მიერ გამოცხადებულ ბლოგერების კონკურსში და ასევე პოსტები, რომლებიც სპეციალურად კრებულისთვის იქნა გამოგზავნილი. აღნიშნული ბლოგპოსტები შეირჩა "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" მიერ.
”სიტყვები” ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ პირველად 2005 წელს, ავტორის სიცოცხლეშივე გამოსცა სერიაში ”ყველა დროის საუკეთესო ქართული მცირე რომანი”. ავტორი წიგნის გამოსვლის შემდეგაც აქტიურად მუშაობდა ტექსტზე, თუმცა ახალი რედაქციის გამოქვეყნება ვეღარ მოასწრო. წინამდებარე გამოცემა ”სიტყვების” სრული ვერსიაა და მწერლის გარდაცვალების შემდეგ პირველად იბეჭდება.
”სიტყვები” ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ პირველად 2005 წელს, ავტორის სიცოცხლეშივე გამოსცა სერიაში ”ყველა დროის საუკეთესო ქართული მცირე რომანი”. ავტორი წიგნის გამოსვლის შემდეგაც აქტიურად მუშაობდა ტექსტზე, თუმცა ახალი რედაქციის გამოქვეყნება ვეღარ მოასწრო. წინამდებარე გამოცემა ”სიტყვების” სრული ვერსიაა და მწერლის გარდაცვალების შემდეგ პირველად იბეჭდება.
რომანის მთავარი გმირი, ერთ ჩვეულებრივ ქალაქში მცხოვრები ჩვეულებრივი ახალგაზრდა კაცი ერთ დღეს მეგობართან ერთად აღმოაჩენს უცნაურ ჯიხურს _ ”სანეტარო კანტორას”, სადაც შეუძლია იყიდოს ყველაფერი, რაც ნეტარებას მიანიჭებს - ნარკოტიკსაც კი. თუმცა, ის ყიდულობს ზარდახშას, რომელშიც სიტყვებია თავმოყრილი. წიგნის გმირი თანდათან სწავლობს ჰაერში მოლივლივე სიტყვებთან ურთიერთობას და მათი დახმარებით ქმნის არა მხოლოდ ცალკეულ წინადადებებს, არამედ უჩვეულო და შთამბეჭდავ ნაწარმოებსაც კი.
”სიტყვები” სამი ნაწილისგან შედგება და დახვეწილი ენითა და უჩვეულო სიუჟეტით გამოირჩევა.
წინამდებარე წიგნში გაერთიანებულია ზაზა ბურჭულაძის ესეები, ჩანაწერები და ჩანახატები. წარმოდგენილი ტექსტების უმეტესობა სხვადასხვა დროს გამოქვეყნდა ჟურნალებში "ტაბულა" და "ანაბეჭდი"
წინამდებარე წიგნში გაერთიანებულია ზაზა ბურჭულაძის ესეები, ჩანაწერები და ჩანახატები. წარმოდგენილი ტექსტების უმეტესობა სხვადასხვა დროს გამოქვეყნდა ჟურნალებში "ტაბულა" და "ანაბეჭდი"
რომანის სიუჟეტში ხშირად იშლება ზღვარი რეალობასა და ვირტუალურ სამყაროს შორის. მკითხველი თავად აირჩევს, რომანის პერსონაჟები კონფლიქტის ნამდვილი მონაწილეები გახდებიან თუ – კომპიუტერული თამაშის გმირები.
ბასა ჯანიკაშვილის რომან "ომობანას" 2008 წლის აგვისტოს რუსეთ–საქართველოს ომი გასდევს მთავარ თემად. სახელმწიფოთა შორის შეიარაღებული კონფლიქტის ფონზე, სოფელში დასასვენებლად წასული ერთი ჩვეულებრივი ოჯახიც ფრონტის ხაზს ემსგავსება, სადაც ომს ცოლ–ქმარი – ვერა კეკელიძე და გურამ დარჩია წარმართავენ. მათი შვილი ნასროლი კენჭით რუსულ ავიაგამანადგურებლებს აფეთქებს, ხოლო ჩამოცვენილ რუს მფრინავებს ოჯახი დახვრეტას უპირებს, თუმცა მანამდე ქართული სტუმართმოყვარეობითა და გულთბილი მასპინძლობით აკვირვებს.
რომანის სიუჟეტში ხშირად იშლება ზღვარი რეალობასა და ვირტუალურ სამყაროს შორის. მკითხველი თავად აირჩევს, რომანის პერსონაჟები კონფლიქტის ნამდვილი მონაწილეები გახდებიან თუ – კომპიუტერული თამაშის გმირები.
შუშანიკის შვილები ამ რომანის გმირები არიან – ადამიანები ცხოვრების დაისის დასაწყისში, ზრდასრული ადამიანები ბავშვური ოცნებებით. ადამიანები, რომლებიც მარტოსულები არიან, მაგრამ ეშინიათ მარტო დარჩენის, ადამიანები, რომელთაც უკვე აღარ სწამთ სიყვარულის, მაგრამ მაინც უყვართ.
"შუშანიკის სულებს აჩენს და თბილისის ოკრობოკრო ქუჩებში უშვებს... შუშანიკის შვილები ადვილად საცნობი ხალხია. მათ იოლად მიატოვებენ ხოლმე, მაგრამ ძნელად ივიწყებენ. მათ დაბადებას და გარდაცვალებას არავინ ამჩნევს. შუშანიკის შვილები სიხარული არიან, უაზრო, მაგრამ სიხარული. რომ გაიფიქრებ, ნეტა, რა მიხარიაო, იცოდე – შუშანიკის შვილმა გვერდით ჩაგიარა."
შუშანიკის შვილები ამ რომანის გმირები არიან – ადამიანები ცხოვრების დაისის დასაწყისში, ზრდასრული ადამიანები ბავშვური ოცნებებით. ადამიანები, რომლებიც მარტოსულები არიან, მაგრამ ეშინიათ მარტო დარჩენის, ადამიანები, რომელთაც უკვე აღარ სწამთ სიყვარულის, მაგრამ მაინც უყვართ.
იმ დროს, როდესაც ისლანდიაში ვულკანი ეიაფიალაიოკული იწყებს ამოფრქვევას და ევროპის ცა ფერფლით იფარება, ხოლო ავიაკომპანიები ერთიმეორის მიყოლებით აუქმებენ რეისებს, თბილისში, მთაწმინდაზე, ნიკო და ნინო გოროზიები გიორგი გურჯიევის სულს იძახებენ თეფშის დატრიალებით, სიბნელიდან საშუალო სიმაღლის, დონდლო ტანის მოხუცი გამოდის, რაღაცით სელაპს ჩამოგავს. ესაა გურჯიევი – ფილოსოფოსი, გიმნასტი, იოგი და მოგვი.
იმ დროს, როდესაც ისლანდიაში ვულკანი ეიაფიალაიოკული იწყებს ამოფრქვევას და ევროპის ცა ფერფლით იფარება, ხოლო ავიაკომპანიები ერთიმეორის მიყოლებით აუქმებენ რეისებს, თბილისში, მთაწმინდაზე, ნიკო და ნინო გოროზიები გიორგი გურჯიევის სულს იძახებენ თეფშის დატრიალებით, სიბნელიდან საშუალო სიმაღლის, დონდლო ტანის მოხუცი გამოდის, რაღაცით სელაპს ჩამოგავს. ესაა გურჯიევი – ფილოსოფოსი, გიმნასტი, იოგი და მოგვი.
იმ ღამიდან გურჯიევი ახალგაზრდა ცოლ-ქმართან რჩება, მთელი დღეების განმავლობაში იგი გატაცებით ადევნებს თვალს სერიალებს, ეცნობა ინტერნეტსაიტებს, ფეისბუქზე საკუთარ კედელსაც კი ხსნის.
ერთ მშვენიერ დღეს გურჯიევი გოროზიებს ფულის შოვნაში ეხმარება. კერძოდ, ერთ-ერთ მდიდარ მეზობელს იტაცებენ, რომელსაც გამოსასყიდს – მილიონ ევროს თხოვენ.
გოროზიებისა და გიორგი გურჯიევის უცნაური და სრულიად ფანტასტიკური თავგადასავალიც აქედან იწყება.
გაბერილი ''გასაბერი ანგელოზი''
ზაზა ბურჭულაძის ''გასაბერი ანგელოზი''
საფრანგეთის ერთ-ერთმა მსხვილმა გამომცემლობა “ბენევანმა” 2012 წლის მარტის პირველ დეკადაში გამოსცა ქართული ლექსების კრებული სათაურით “ქართული ლექსების რვეული“, რომელიც შეკრიბა და თარგმნა იზა ჯინჯიხაძემ.
გამომცემლობა “ბენევანის“ პრეს-კომიუნიკეში, რომელიც დაიგზავნა საფრანგეთის სხვადასხვა მედიაში (ტელერამა, ფიგარო, ნუველ ობსერვატორი, ლიბერასიონი, პარი-მატჩი) და გავრცელდა მსოფლიოს მსხვილ ფრანკოფონურ წიგნების მაღაზიებში, წერია: “ქართული ლექსების რვეული “უმღერის და ადიდებს სიყვარულს, სიყვარულს, რომელიც, როგორც “სრული ნიჭი”, ამკობს ადამიანს და “ციცინათელასავით” უნათებს ღამეში ეკლიანსა და მძიმე ცხოვრების გზას. მოყვანილია სერჟ ანდრიოსა და ჟან ბატიუს ციტატები:
„ რა შესანიშნავი აზრია - გააცნო ფრანგულენოვან მკითხბელს შენი ქვეყანა საოცარი სილამაზის ლექსების თაიგულით და ახალი, სპეტაკი სიოს მონაბერით მრავალსაუკუნოვანი საქართველოსაგან“ ჯან ბატიუ , ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, ფრანგული ენისა და ლიტერატურის პროფესორი
„ კითხულობ ლექსებს და გიტაცებს თარგმანის საოცარი მუსიკალურობა და სიტყვების უწყვეტ ნაკადად აჟღერებული, გულში ჩამწდომი ქართული პოეზიის ფრანგული ვერსია თუმცა მთარგმნელი არასდროს არ ღალატობს ორიგინალს„ სერჟ ანდრიო , ლიტერატორი, ფილოსოფიის პროფესორი
წიგნი იყიდება პარიზსა და სხვადასხვა ქვეყნის ფრანგულენოვან წიგნების მაღაზიებში ასავე დადებულია Amazon-ზე. თბილისში წიგნი იყიდება: წიგნის სახლში (ლიტერატურული კაფე, პეკინის ქ. 31), ესპერანცაში (სენტ-ეგზიუპერის ქ.12), პარნასში (ჭავჭავაძის გამზ. 22)
ამ ბლოკის საშუალებით საქართველოში დაგეგმილ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებზე მიიღებთ ინფორმაციას. ზემოთ თარიღთან არსებული კალენდრის საშუალებით სხვა დღეების ნახვაც შეგეძლებათ (კალენდარში ლურჯი ფონი აქვს იმ თარიღებს სადაც დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებზე არსებობს ინფორმაცია). კულტურის რომელიმე სფეროს არჩევით შეგიძლიათ არსებული ინფორმაციიდან მხოლოდ თქვენთვის საინტერესო კატეგორია დატოვოთ, მაგალითად, თუ „დავკლიკავთ“„თეატრებს“. ამ შემთხვევაში არსებული მონაცემებიდან მხოლოდ თეატრების შესახებ დარჩება ინფორმაცია და ამავე დროს მარცხენა მხარეს თეატრების ჩამონათვალი გამოჩნდება, უშუალოდ რომელიმე ობიექტის არჩევისას, მაგალითად, „რუსთაველის თეატრი“ გამოვა ამ ობიქტის შესახებ ინფორმაცია (მისამართი, ტელეფონი, ვებ–გვერდი) და დაგეგმილი სპექტაკლების აფიშა. თბილისის გარდა კულტურულ ღონისძიებებზე თუ სხვა ქალაქებზეც არის ინფორმაცია, ზედა მარჯვენა მხარეს კატეგორია „ქალაქებში“ გამოჩნდება „ყველა“ საიდანაც შეგიძლიათ მხოლოდ თქვენთვის სასურველი ქალაქი აირჩიოდ და არსებულიდან მხოლოდ ამ ქალაქზე დარჩება ინფორმაცია.
ამ ბლოკის დახმარებით შეგეძლებათ მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის დედაქალაქის ზუსტი დრო გაიგოთ, ამისთვის ამ რუბრიკაში არსებულ კატეგორია „სხვა ქვეყნები“-ში უნდა შეხვიდეთ. სასურველი ქალაქის მოძებნის გამარტივების მიზნით, ქვეყნები 6 კატეგორიაში (ევროპა, აზია, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკასა და ოკენიაში) არის განაწილებული ხოლო თუ სასურველ ქალაქებთან ღილაკს „მთავარ გვერდზე დამატება“–ს მონიშნავთ, ისინი მთავარ გვერდზე განთავსდებიან და არჩეული ქალაქების ნახვა მთავარ გვერდზე საქართველოს დროშასთან არსებული ისრების გადაყვანით იქნება შესაძლებელი. ( ქვეყნებში: აშშ, რუსეთი, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია და გერმანია დედაქალაქების გარდა სხვა მნიშვნელოვანი ქალაქებიც არის დამატებული ).
ეს რუბრიკა ქართული და უცხოური ვებ-გვერდების საკმაოდ დიდ რესურსებს მოიცავს, ისინი სამ კატეგორიაში: „ინფორმაცია და შემეცნება“, „დასვენება და გართობა“ და "ელექტრონულ კომერციაში" არიან განაწილებულნი. შესაბამის კატეგორიაში მოხვედრა შესაბამისი სურათის „დაკლიკვით“ არის შესაძლებელი. რუბიკაში სიახლეების სანახავად იხილეთ კატეგორია "ახალი დამატებული საიტები",
წარმოდგენილი საიტებიდან თქვენთვის სასურველი შეგიძლიათ რუბრიკის კატეგორიაში "ფავორიტები" დაამატოთ, რისთვისაც საიტის სურათების დაბლა არსებული "ფავორიტი" უნდა მონიშნოთ, ფავორიტებიდან წაშლა მონიშნულის კიდევ ერთხელ "დაკლიკვით" ხდება. (ფავორიტები დაფიქსირდება იმ კომპიუტერში საიდანაც მათი დამატება მოხდა). ფავორიტებზე გადასვლა მთავარი გვერდიდანაც არის შესაძლებელი, რისთვისაც რუბრიკის დასახელება "ვებ–კატალოგი" უნდა "დაკლიკოთ"
ორგანიზაციების ონლაინ-ცნობარში 14 კატეგორიაა წარმოდგენილი, რომლებიც თავის მხრივ ქვეკატეგორიად იყოფიან. სასურველი ორგანიზაციის მოძიების რამდენიმე საშუალება არსებობს: 1. მარჯვენა ზედა მთავარ საძიებო ველში სასურველი ორგანიზაციის დასახელება ჩაწეროთ და ძებნის ველში შესაძლო ვარიანტებიდან საჭირო ამოარჩიოთ. 2. გამოიყენოთ ფილტრაცია, მაგალითად, აირჩიოთ სასურველი კატეგორია და ქვეკატეგორია, სასურველი რეგიონი, ქალაქი თუ რაიონი და, ბოლოს, საკვანძო სიტყვის ველის დახმარებით შეგიძლიათ ორგანიზაცია სახელით, ქუჩის დასახელებით და ტელეფონის ნომრითაც მოიძიოთ. (საკვანძო სიტყვის ველში ძებნა რამდენიმე სიმბოლოს ჩაწერითაც ხდება).
პროექტის პარტნიორ ორგანიზაციებთან ვარსკვლავის სიმბოლოა განთავსებული, რაც მათ კატეგორია „ფავორიტებში“ დამატების საშუალებას იძლევა (ფავორიტები იმ კომპიუტერში ინახება საიდანაც დამატება მოხდა).
ამ ბლოკში სტუდიის პროექტებია წარმოდგენილი. ზედა ნაწილი „ბავშვთა სამყაროს“ ეთმობა, რომლებშიც პროექტების „თამაში ვიქტორინისა“ და „ზღაპრების სამყაროს“ შესაბამისი თამაშებისა და ზღაპრების სურათები ერთამანეთის მონაცვლეობით გამოდის, „კურსორის“ მიახლოებისას სურათები ჩერდება და შეგიძლიათ სასურველი თამაში ან ზღაპარი აირჩიოთ, ან პირდაპირ „თამაში ვიქტორინა“ ან „ზღაპრების ქვეყანა“ „დაკლიკოთ“ და ამ პროექტების მთავარ გვერდზე მოხვდეთ. ქვედა ნაწილში პროექტების „ინტერნეტ კალენდარის“ და „მსოფლიო გამოგონებების“ თითო სიახლეა წარმოდგენილი, რომელთა „დაკლიკვისას“ შესაბამის პროექტზე გადახვალთ.
საიტის მთავარ გვერდზე ერთმანეთის მონაცვლეობით სხვადასხვა გამომცემლობის ახალი წიგნები გამოდის. რომელიმე მათგანის „დაკლიკვის“ შემთხვევაში, შესაბამის წიგნზე ვრცელ ინფორმაციას მიიღებთ. მოძრავი წიგნების მაღლა განთავსებულია მენიუ, რომელზეც წარმოდგენილი კატეგორიები შემდეგ ფუნქციებს ასრულებენ: „ყველა წიგნი“ – პროექტის მთავარი გვერდის „ყველა წიგნის“ ჩამონათვალში გადახვალთ; „ფავორიტები“ – ეს კატეგორია თქვენს მიერ არჩეული წიგნებით იქნება წარმოდგენილი, „ფავორიტებში“ დამატება წიგნთან არსებული ველი „ფავორიტის“ გვერდით მდებარე უჯრის „დაკლიკვით“ იქნება შესაძლებელი. უკვე არჩეული „ფავორიტებიდან“ წაშლაც იგივე პრინციპით ხდება. „ახალი წიგნები“ სხვადასხვა გამომცემლობის ახალი წიგნების ჩამონათვალში გადაგიყვანთ. ხოლო, „განმარტებაში“ პროექტის მოხმარების პრინციპებია განხილული. პროექტის მთავარ გვერდზე ფილტრაციის გამოყენებით სასურველი წიგნის არჩევა მარტივად არის შესაძლებელი. მარცხენა მენიუს გამოყენებით ყველა ჩამოთვლილი წიგნიდან შეგვიძლია სხვადასხვა კატეგორიების წიგნები (მხატვრული ლიტერატურა, სასკოლო წიგნები და სხვ.) ავარჩიოთ ან წიგნები გამომცემლობის მიხედვით გავფილტროთ. მაგალითად, „გამომცემლობა დიოგენეს“ არჩევის შემთხვევაში ჩამოთვლილი წიგნებიდან მხოლოდ ამ გამომცემლობის წიგნები დარჩება. აგრეთვე წიგნების არჩევა „საკვანძო სიტყვის“ გამოყენებით არის შესაძლებელი. მაგალითად, თუ მის ველში წიგნის დასახელებას ან ავტორს ჩავწერთ, ჩამოთვლილი წიგნებიდან შესაბამისი ინფრომაციის მქონე წიგნები დარჩება. ყველა წიგნთან არსებული ველის „ვრცლად“ დაკლიკვის შემთხვევაში მასზე უკვე ამომწურავ ინფორმაციას მიიღებთ: დასახელება, ავტორი, გამოცემის თარიღი, წიგნის ფასი, ანოტაცია წიგნის შესახებ და გამომცემლობა. (ამ უკანასკნელის დაკლიკვის შემთხვევაში შესაბამისი გამომცემლობის ოფიციალურ ვებ–გვერდზე გადახვალთ).
პროექტს ეტაპობრივად ყველა გამომცემლობის წიგნები დაემატება და ინფორმაციას მიიღებთ, თუ რომელ მაღაზიებში შეგეძლებათ მათი შეძენა.
ეს რუბრიკა თქვენთვის საჭირო ინფორმაციის მოძიებაში დაგეხმარებათ: სამთავრობო თუ არასათავრობო ორგანიზაციები, ბანკები და სადაზღვევო კომპანიები, ტაქსი გამოძახებით და კიდევ მრავალი სხვა. საკონტაქტო ინფორმაციის გარდა (ტელეფონი, მისამართი) ამ რუბრიკაში შესაბამისი ორგანიზაციის ოფიციალური ვებ–გვერდიც (თუ ასეთი არსებობს) არის განთავსებული. რომელზე მოხვედრაც ორგანიზაციის დასახელების ან „ვრცლად“ დაკლიკვით არის შესაძლებელი.
რუბრიკაში განთავსებული ინფორმაციიდან შეგიძლიათ თქვენთვის მნიშვნელოვანი ცალკე აარჩიოთ, რისთვისაც ორგანიზაციასთან განთავსებული პუნქტი „არჩეული“ უნდა მონიშნოთ და შესაბამისი ორგანიზაცია კატეგორია „არჩეულ ნომრებში“ დაემატება. ეს თქვენთვის სასურველი ორგნაიზიის სწრაფად მოძებნაში დაგეხმარებათ. კატეგორიიდან წაშლა პუნქტი „არჩეულის“ კიდევ ერთხელ „დაკლიკვით ხდება“. ეს ინფორმაცია ინახება იმ კომპიუტერში რომლიდანაც შესაბამისი მოქმედება განხორციელდა.
მთავარ გვერდზე წარმოდგენილი რუბრიკები თქვენ მომენტალურად შეგიძლიათ აირჩიოთ, ყოველი რუბრიკის არჩევა მისი დაკლიკვით არის შესაძლებელი, მაგალითად, თუ „დავკლიკავთ“ რუბრიკას „ვებ–კატალოგს“ მთავარ გვერდზე არსებული რუბრიკები ზუსტად ამ რუბრიკის დასაწყისში გაჩერდება. ამავე დროს, თქვენ შეგიძლიათ წარმოდგენილი რუბრიკების თანმიმდევრობაც შეცვალოთ, მაგალითად, თუ თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანია რუბრიკა „დღის აფიშა“, ვიდრე „ბიზნეს მეგზური“, ამ შემთხვევაში მათ შორის მდებარე თეთრი ფერის ისრების დაკლიკვით (მაუსის მიახლოებისას თეთრი ფერი რუხ ფერში შეიცლება) შეგიძლიათ მათი თანმიმდევრობის გამოცვლა, ანალოგიურად ყველა წარმოდგენილი რუბრიკის ადგილმდებარეობის შეცვლაა შესაძლებელი.
აქ წარმოდგენილი ქრონოლოგიურად დალაგებული ყოველი სიახლე შესაბამის კატეგორიაშია განაწილებული. თითოეულ კატეგორიას თავისი ფერი გააჩნია, რაც სასურველი ინფორმაციის არჩევას ამარტივებს. სიახლის დასახელებასთან განთავსებული ვარსკვლავის დაკლიკვა მას ფავორიტებში განათავსებს. არჩეული ფავორიტების ნახვა ზედა დიდი ვარსკვლავის დაკლიკვით ხდება. ფავორიტებში დამატებული ინფორმაციის ვარსკვლავის კიდევ ერთხელ დაკლიკვა მას ფავორიტებიდან წაშლის.
წარმოდგენილი სიახლეების ფილტრაციის რამდენიმე საშუალება არსებობს: 1) ინფორმაციის კატეგორიის მიხედვით არჩევა მარცხენა კატეგორიების მენიუდან თქვენთვის სასურველის დაკლიკვით ხდება. 2) საძიებო ველში თქვენთვის სასურველი სიტყვის ჩაწერით მხოლოდ ის სიახლე დარჩება, სადაც ასეთი ფიგურირებს. 3) ინფორმაციის საქართველოს ან სხვა დანარჩენი ქვეყნების მიხედვით არჩევა. 4) სიახლეების თარიღის მიხედვით არჩევა–კატეგორიების მაღლა განთავსებული თარიღის დაკლიკვის შემთხევაში გამოვა კალენდარი, სადაც აქტიურია ის დღე, სადაც ინფორმაცია არის განთავსებული. დამატებითი ფილტრების საშუალებით შეგიძლიათ შესაბამისი კატეგორია, ქვეყნები და სასურველი დღე აირჩიოთ.
შენიშვნებისა და წინადადებებისთვის მოგვწერეთinfo@codna.ge