|
ყველა
"სიდი"
"საგამომცემლო სახლი ტრიასი"
"მერიდიანი"
"Pearson"
ქარჩხაძის გამომცემლობა
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
"ლოგოს პრესი"
"არტანუჯი"
"დიოგენე"
"სწავლანი"
"Macmillan Education"
"ინტელექტი"
"Oxford University Press"
ელფის გამომცემლობა
"კლიო"
"მერიდიანი", "კლიო"
"პალიტრა L"
„საქართველოს მაცნე“
„წყაროსთვალი“
|
|
რუსული ენა ( ს V ) ავტორი: მაია ლორთქიფანიძე, ირინე ჩხეიძე, თამარ ჩიმაკაძე გამოშვების თარიღი: 2012 ფასი: |
|
|
|
რუსული ენა (მოსწავლის რვეული ს IV ) ავტორი: მაია ლორთქიფანიძე, ირინე ჩხეიძე, თამარ ჩიმაკაძე გამოშვების თარიღი: 2012 ფასი: |
|
|
|
რუსული ენა ( ს IV ) ავტორი: მაია ლორთქიფანიძე, ირინე ჩხეიძე, თამარ ჩიმაკაძე გამოშვების თარიღი: ფასი: |
|
|
|
რუსული ენა (მოსწავლის რვეული ს III ) ავტორი: მაია ლორთქიფანიძე, ირინე ჩხეიძე, თამარ ჩიმაკაძე გამოშვების თარიღი: 2012 ფასი: |
|
|
|
რუსული ენა ( ს III ) ავტორი: მაია ლორთქიფანიძე, ირინე ჩხეიძე, თამარ ჩიმაკაძე გამოშვების თარიღი: 2012 ფასი: |
|
|
|
რუსული ენა (მოსწავლის რვეული ს II ) ავტორი: მაია ლორთქიფანიძე, ირინე ჩხეიძე, თამარ ჩიმაკაძე გამოშვების თარიღი: 2012 ფასი: |
|
|
|
რუსული ენა ( ს II ) ავტორი: მაია ლორთქიფანიძე, ირინე ჩხეიძე, თამარ ჩიმაკაძე გამოშვების თარიღი: 2012 ფასი: |
|
|
|
რუსული ენა (მოსწავლის რვეული ს I ) ავტორი: მაია ლორთქიფანიძე, ირინე ჩხეიძე, თამარ ჩიმაკაძე გამოშვების თარიღი: 2012 ფასი: |
|
|
|
რუსული ენა ( ს I ) ავტორი: მაია ლორთქიფანიძე, ირინე ჩხეიძე, თამარ ჩიმაკაძე გამოშვების თარიღი: 2012 ფასი: |
|
|
|
9 მოთხრობა ავტორი: ვაჟა-ფშაველა გამოშვების თარიღი: ფასი: 3 ლარი |
|
რიცხვი 9, როგორც მრავლის აღმნიშვნელი, საკმაოდ დამკვიდრებული იყო ქართულ ენაში. მაგალითად, სიშორეს ასე გამოხატავდნენ – ცხრა მთას იქით, ცხრა ზღვას იქით...
თავისთავად 9 ბევრი არ არის, მაგრამ ამ რაოდენობის ნაწარმოებებით უკვე შესაძლებელია მწერლის შემოქმედებაზე შთაბეჭდილების შექმნა. გამომცემლობა "არტანუჯმაც" ამ პრინციპით ისარგებლა და ახალი სერიის სახელი ამგვარად შეარჩია.
პირველი წიგნი ვაჟა-ფშაველას როგორც კარგად ნაცნობი, ისე შედარებით უცნობი მცირე მოცულობის მოთხრობებისაგან შედგება. სერიის თითოეულ კრებულში თანამედროვე და კლასიკოს ქართველ თუ უცხოელ მწერალთა 9 ნაწარმოები შევა. |
|
მეგრული ლექსიკონი ავტორი: ალიო ქობალია გამოშვების თარიღი: ფასი: 50 ლარი |
|
ალიო ქობალიას "მეგრული ლექსიკონი" მოიცავს დაახლოებით 90 000 ლექსიკურ ერთეულს და ძირითადად ეფუძნება აფხაზეთში (შუასოფელსა და სამურზაყანოში) და სამეგრელოში (ოდიშსა და ლაკადაში) მოძიებულ საველე მასალებს, აგრეთვე, მეგრულ ფოლკლორსა და ეთნოგრაფიულ მასალებში დაფიქსირებულ, ენათმეცნიერთა მიერ დამოწმებულ და გაანალიზებულ კოლხიზმებს, ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლებს. მასში ცალკე ერთეულებად, სიტყვა-სტატიების სახითაა შეტანილი მეგრული ლექსიკისათვის დამახასიათებელი იდიომატური და სხვა ორ და მეტსიტყვიანი მყარი გამოთქმებიც, მთხრობელთაგან ჩაწერილი და ეთნოგრაფიულ ყოფაში შემორჩენილი ცნებები, რომელთა საგრძნობი ნაწილი აქამდე არ დაფიქსირებულა, რაც ზრდის მის მნიშვნელობას ქართველური ენებისა და საქართველოს ეთნოგრაფიის შესწავლით დაინტერესებული მკითხველისათვის.
ლექსიკონის ავტორი დაიბადა 1927 წელს, ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ლექობალეში. დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1952-1992 წწ. ცხოვრობდა და მუშაობდა აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონული გაზეთის რედაქციაში. არის ავტორი სოხუმში გამოცემული რამდენიმე პოეტური კრებულისა და რიგი გამოუქვეყნებელი ნაშრომისა ტოპონიმური, ონომასტიკური, ეტიმოლოგიური, ფრაზეოლოგიური ლექსიკოგრაფიის, ეთნოგრაფის სფეროში. წინამდებარე ლექსიკონი გამოდის ავტორის გარდაცვალების შემდეგ. |
|
პირთა ანოტირებული ლექსიკონი IV ტომი (XI-XVII სს. ქართული ისტორიული საბუთების მიხედვით) ავტორი: გამოშვების თარიღი: 2007 ფასი: 6 ლარი |
|
ლექსიკონში ანბანურად არის წარმოდგენილი ისტორიულ საბუთებში მოხსენიებული ყველა პირი, ყველა გვარი...
IV ტომში თავმოყრილი მასალა ანბანურად გაწყობილია გვარსახელებზე ან პირის სახელზე პ-არიდან ღ-ან-ის ჩათვლით.
აქ შეგიძლიათ გაეცნოთ დოკუმენტურ ცნობებს ძველი საქართველოს ისეთ ცნობილ თავადურ საგვარეულოებზე, როგორებიცაა: სააკაძეები და მათი განაყოფები - თარხნიშვილ-მოურავიშვილები, ქვენიფნევლები (ქსნის ერისთავთა წინაპრები), ფალავანდიშვილები, ფავლენიშვილები, აგრეთვე აზნაურულ საგვარეულოებზე - საგინაშვილებზე, ტატიშვილებზე და სხვ. |
|
ფილოლოგიურ-ისტორიული ძიებანი (ნაკვეთი I) ავტორი: ელენე მეტრეველი გამოშვების თარიღი: 10 ლარი ფასი: 2007 |
|
ეძღვნება ელენე მეტრეველის დაბადებიდან 90 წლისთავს
კრებულში თავმოყრილია ცნობილი ქართველი მეცნიერის, ძველი ქართული მწერლობის ისტორიის მკვლევრის, არქეოგრაფისა და კოდიკოლოგის, აკადემიკოს ელენე მეტრეველის შრომები, რომლებიც სხვადასხვა წლებში იყო გამოქვეყნებული ქართულ და უცხოურ პერიოდულ გამოცემებსა თუ სამეცნიერო კრებულებში.
I ნაკვეთში წარმოდგენილია გამოკვლევები, რომლებიც ეძღვნება შუა საუკუნეების ათონის ანტიოქიისა და წმინდა მიწის ქართულ სამონასტრო-სამწიგნობრო ცენტრებს, აგრეთვე ბიზანტიური მწერლობის ცნობილი წარმომადგენლის, გრიგოლ ღვთისმტყველის თხზულებათა ქართულ თარგმანებს. ამ ავტორის კვლევა 1985 - 2002 წლებში წარმოებდა კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში (ამჟამად ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი), საერთაშორისო პროექტით, ელენე მეტრეველის ხელმძღვანელობით.
კრებულში შრომები დალაგებულია თემების მიხედვით. მეცნიერის მუშაობის სტილისა და ეტაპების წარმოჩენის მიზნით, რუბრიკის ფარგლებში სტატიები წარმოდგენილია გამოქვეყნების თარიღის მიხედვით. |
|
ბიობიბლიოგრაფია ავტორი: ელენე მეტრეველი (შეადგინა გაგა შურღაიამ) გამოშვების თარიღი: ფასი: 4 ლარი |
|
აკადემიკოს ელენე მეტრეველის ბიბლიოგრაფიაში წარმოდგენილია მეცნიერის გამოკვლევები, სამეცნიერო-პოპულარული წერილები, რეცენზიები, ასევე შეფასებები და გამოხმაურებები მის გამოკვლევებზე. ცალ-ცალკეა გამოყოფილი მის მიერ შედგენილ ხელნაწერთა აღწერილობები, გამოცემული ლიტერატურული ძეგლები, ასევე მისი რედაქტორობით დასტამბული ნაშრომები და ლიტერატურა მეცნიერის შესახებ. ბიბლიოგრაფია ანოტირებულია. სპეციალური თავი ეძღვნება ელენე მეტრეველის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ძირითად თარიღებს. მასალა განლაგებულია ქრონოლოგიურად, ერთვის შრომებისა და სახელთა ანბანური საძიებელი.
წინამდებარე წიგნი ქართული ნაკვეთია ელენე მეტრეველის ბიბლიოგრაფიისა, რომელსაც ქართულ და იტალიურ ენებზე გამოსაცემად ამზადებს ვენეციის სახელმწიფო უნივერსიტეტ “კა ფოსკარის” ევრაზიულ კულტურათა კათედრა “ევრაზიატიკის” სერიით. |
|
სიმფონია-ლექსიკონი ავტორი: გამოშვების თარიღი: ფასი: 14 ლარი, მაგარ ყდაში – 16.9 ლარი |
|
უძვირფასესი შენაძენი ძველი ქართული ენით დაინტერესებული სამეცნიერო წრეებისა და ფართო საზოგადოებისათვის. სამაგიდო წიგნი „ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლების” პირველი ოთხი ტომის მფლობელთათვის. დედოფალ შუშანიკის, აბო თბილელის, გრიგოლ ხანძთელის, გიორგი მთაწმინდელისა და საქართველოს ეკლესიის სხვა წმინდანთა ცხოვრება-მარტვილობებიდან გამოკრებილი ათასობით ლექსიკური ერთეული თითოეული მათგანის კონტექსტთან ერთად. თვალსაჩინო ქართველი ფილოლოგების ზურაბ სარჯველაძის, მზექალა შანიძის, ნარგიზა გოგუაძისა და სხვათა მრავალწლიანი თავდაუზოგავი შრომის შედეგი: სახელები, დალაგებული ბრუნვათა რიგისა და რიცხვის, ზმნები, დაჯგუფებული მწკრივის, პირისა და რიცხვის მიხედვით; პირთა რაოდენობის, გვარისა და ქცევის მითითებები; ლექსიკურ ერთეულთა ძირები და ა.შ.
„სიმფონია-ლექსიკონი” დაიბეჭდება, სავარაუდოდ, ოთხ ტომად. ყოველწლიურად დაგეგმილია თითო წიგნის გამოცემა. წინამდებარე I ნაკვეთი მოიცავს ლექსიკურ მასალას ასო ა-დან ვიდრე ლ-ს ჩათვლით. წიგნი გამოსაცემად მოამზადეს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის ძველი ქართული ფილოლოგიის განყოფილების თანამშრომლებმა: ლიანა ახობაძემ, ნარგიზა გოგუაძემ, მანანა კვაჭაძემ და ნინო ნატრიძემ. I ნაკვეთის რედაქტორია ნარგიზა გოგუაძე. |
|
|
|
|
|
საფრანგეთის ერთ-ერთმა მსხვილმა გამომცემლობა “ბენევანმა” 2012 წლის მარტის პირველ დეკადაში გამოსცა ქართული ლექსების კრებული სათაურით “ქართული ლექსების რვეული“, რომელიც შეკრიბა და თარგმნა იზა ჯინჯიხაძემ.
გამომცემლობა “ბენევანის“ პრეს-კომიუნიკეში, რომელიც დაიგზავნა საფრანგეთის სხვადასხვა მედიაში (ტელერამა, ფიგარო, ნუველ ობსერვატორი, ლიბერასიონი, პარი-მატჩი) და გავრცელდა მსოფლიოს მსხვილ ფრანკოფონურ წიგნების მაღაზიებში, წერია: “ქართული ლექსების რვეული “უმღერის და ადიდებს სიყვარულს, სიყვარულს, რომელიც, როგორც “სრული ნიჭი”, ამკობს ადამიანს და “ციცინათელასავით” უნათებს ღამეში ეკლიანსა და მძიმე ცხოვრების გზას. მოყვანილია სერჟ ანდრიოსა და ჟან ბატიუს ციტატები:
„ რა შესანიშნავი აზრია - გააცნო ფრანგულენოვან მკითხბელს შენი ქვეყანა საოცარი სილამაზის ლექსების თაიგულით და ახალი, სპეტაკი სიოს მონაბერით მრავალსაუკუნოვანი საქართველოსაგან“ ჯან ბატიუ , ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, ფრანგული ენისა და ლიტერატურის პროფესორი
„ კითხულობ ლექსებს და გიტაცებს თარგმანის საოცარი მუსიკალურობა და სიტყვების უწყვეტ ნაკადად აჟღერებული, გულში ჩამწდომი ქართული პოეზიის ფრანგული ვერსია თუმცა მთარგმნელი არასდროს არ ღალატობს ორიგინალს„ სერჟ ანდრიო , ლიტერატორი, ფილოსოფიის პროფესორი
წიგნი იყიდება პარიზსა და სხვადასხვა ქვეყნის ფრანგულენოვან წიგნების მაღაზიებში ასავე დადებულია Amazon-ზე. თბილისში წიგნი იყიდება: წიგნის სახლში (ლიტერატურული კაფე, პეკინის ქ. 31), ესპერანცაში (სენტ-ეგზიუპერის ქ.12), პარნასში (ჭავჭავაძის გამზ. 22)
|