Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

პროექტის შესახებთამაში ვიქტორინაზღაპრების ქვეყანაკონტაქტი
WWW.CODNA.GE
პროექტის შესახებ

ეს პროექტი ჩემთვის განსაკუთრებულ ფასეულობას წარმოადგენს, თუნდაც ის ფაქტი, რომ codna.ge 2007 წელს საბავშვო პროექტი "თამაში ვიქტორინით" დაიწყო და იმავე წელს ეროვნულ ინტერნეტ კონკურსში როგორც საუკეთესო საბავშვო პროექტი გახდა გამარჯვებული, ჩემთვის უკვე ბევრის მთქმელია. ყველაფერი კი 2006 წლის ბოლოს დაიწყო, როცა ჩემი გოგონები (მაშინ უფროსი 12 წლის, ხოლო უმცროსი 8 წლის იყო) ინტერნეტით რაღაც თამაშებს თამაშობდნენ. როცა დავაკვირდი, მივხვდი, რომ ეს თამაშები საუკეთესო შემთხვევაში მათ მხოლოდ ტყუილად დროს დააკარგვინებდა, ხოლო უარეს შემთხვევაში ფსიქოლოგიურადაც უარყოფითად იმოქმედებდა. თუმცა რაიმეს დაშლა ალტერნატიული ვარიანტის შეთავაზების გარეშე, ჩემი რწმენით, აზრს მოკლებული იქნებოდა. მაშინ დამებადა იდეა, რომ ბავშვებისთვის შექმნილიყო თამაშები, რომლებიც გართობასთან ერთად რაღაც ცოდნასაც მათ დაუტოვებდა და 2007 წელს მხატვარ ზურა მარხვაშვილთან და პროგრამისტ ვლადიმერ გორგოშიძესთან ერთად განვახორციელეთ ჩემი იდეა. ასე შეიქმნა პროექტი "თამაში ვიქტორინა", რომელიც ცნობილ ზღაპრულ გმირებზე შექმნილ ახალ ისტორიებს და შესაბამის შემეცნებით ფლეშ–თამაშებს წარმოადგენდა. დღეს "ბავშვთა სამყაროში" ასევე წარმოდგენილია მეორე პროექტი "ზღაპრების ქვეყანა", რომელიც გახმოვანებული ფლეშ –კომიქსის სახით არის შექმნილი. ჩემი აზრით, ბევრ ზღაპარში საკმაოდ დიდი სიბრძნე არის ჩადებული და მოხარული ვიქნები, თუ მათ თქვენი ბავშვებიც გაეცნობიან. მე მჯერა, რომ კარგი ზღაპრის მოსმენის შემდეგ ადამიანები უფრო უკეთესნი ხდებიან.

სამომავლოდ კიდევ ახალი საბავშვო შემეცნებითი პროექტების შექმნა მაქვს ჩაფიქრებული, რაც, იმედი მაქვს, თქვენი ბავშვების ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებას შეუწყობს ხელს.

იდეის ავტორი და STUDIO WEBGEORGIA-ს ხელმძღვანელი – ვახტანგ ჯინჯიხაძე

მხატვრები: ზურაბ მარხვაშვილი, სალომე ხოტივარი და სერგო მიკირტუმოვი.
2007-2015 Studio Webgeorgia          © CODNA.GE