24.04.2024
KA  
 
18 სექტემბერი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
17.09.2023
ფოტო

United States Capitol
1793 წლის 18 სექტემბერს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ვაშინგტონმა (George Washington 1732 – 1799 - აშშ-ს პირველი პრეზიდენტი) საფუძველი ჩაუყარაკაპიტოლიუმის (United States Capitol - აშშ-ს კონგრესის ადგილსამყოფელი) მშენებლობის დაწყებას.  (იხილეთ ვიდეო)

The New York Times
1851 წლის 18 სექტემბერს გამოვიდა „The New York Times“-ის პირველი ნომერი გამოვიდა, მაშინ გაზეთის ფასი იყო -  2 ცენტი. (იხილეთ ვიდეო)

უზეირ ჰაჯიბეკოვი
1885 წლის 18 სექტემბერს დაიბადა უზეირ აბდულ-ჰუსეინ ოღლუ ჰაჯიბეკოვი(Üzeyir bəy Əbdülhüseyn oğlu Hacıbəyov 1885 – 1948) - აზერბაიჯანელი კომპოზიტორი, დირიჟორი, პუბლიცისტი, დრამატურგი და პედაგოგი, აზერბაიჯანის გამოჩენილი მუსიკალური და საზოგადოებრივი მოღვაწე, აზერბაიჯანის ორი ჰიმნის ავტორი, პირველი მუსლიმანი, რომელმაც ოპერა დაწერა.(იხილეთ ვიდეო)

გრეტა გარბო
1905 წლის 18 სექტემბერს დაიბადა გრეტა გარბო (ნამდვილი სახელი გრეტა ლოვისა გუსტაფსონი) (Greta Garbo — Greta Lovisa Gustafsson 1905 – 1990) - შვედი და ამერიკელი მსახიობი, 1954 წელს კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის ოსკარის საპატიო ჯილდო გადაეცა.  (იხილეთ ვიდეო)

რონალდო
1976 წლის 18 სექტემბერს დაიბადა რონალდო (რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმა - Ronaldo Luís Nazário de Lima) - სახელგანთქმული ბრაზილიელი ფეხბურთელი. (იხილეთ ვიდეო)

La France
1981 წლის 18 სექტემბერს საფრანგეთში (La France) აიკრძალა სიკვდილით დასჯა. (იხილეთ ვიდეო)

მადონა
2000 წლის 18 სექტემბერს გამოვიდა მადონას (Madonna Louise Ciccone) ალბომი «Music». (ჯგუფის ვებ-გვერდი)  (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE