20.04.2024
KA  
 
10 სექტემბერი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
09.09.2023
ფოტო

1894 წლის ავტომობილი
1894 წელს ლონდონში დააჯარიმეს პირველი მძღოლი, რომელიც ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა, ეს იყო ტაქსის მძღოლი ჯორჯ სმიტი. მან ავტომობილის საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტომობილი სახლის კარს დააჯახა. ჯარიმამ 1 ფუნტი სტერლინგი შეადგინა.

რობერტ უაიზი
1914 წლის 10 სექტემბერს დაიბადა რობერტ უაიზი (Robert Earl Wise 1914 - 2005) - ამერიკელი რეჟისორი, პრემია „ოსკარის“ ოთხგზის მფლობელი. (იხილეთ ვიდეო)

ჩარლი ჩაპლინი  „დიდი დიქტატორი
1941 წლის 10 სექტემბერს ამერიკელი სენატორების ჯგუფმა დაადანაშაულა ჩარლი ჩაპლინი (Charles Spencer "Charlie" Chaplin 1889 – 1977 ინგლისელი რეჟისორი, მსახიობი, სცენარისტი, კინომატოგრაფიის უნივერსალური ოსტატი, რომელმაც შექმნა მსოფლიო კინოს ყველაზე ცნობილი სახე - მოხეტიალე ჩარლი), ინგლისურ პროპაგანდასა და იმაში, რომ მისი ფილმი „დიდი დიქტატორი“-ს (The Great Dictator) გამო ამერიკა შეიძლება ომში ყოფილიყო ჩათრეული. (იხილეთ ვიდეო)

ხოსე ფელისიანო
1945 წლის 10 სექტემბერს დაიბადა ხოსე ფელისიანო (José Montserrate Feliciano García) - პუერტორიკელი მუსიკოსი, მომღერალი, გიტარისტი და კომპოზიტორი, დაბადებიდან ბრმა. (იხილეთ ვიდეო)

ჯო პერი
1950 წლის 10 სექტემბერს დაიბადა ჯო პერი (Joe Perry) - ამერიკელი გიტარისტი და სიმღერების ავტორი, ჯგუფი „Aerosmith“-ის ერთ-ერთი შემქნელი. (ჯგუფის ვებ-გვერდი) (იხილეთ ვიდეო)

კრის კოლამბუსი
1958 წლის 10 სექტემბერს დაიბადა კრის კოლამბუსი (Chris Columbus) - ამერიკელი რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი და მწერალი. (იხილეთ ვიდეო)

კოლინ ფერთი
1960 წლის 10 სექტემბერს დაიბადა კოლინ ფერთი (Colin Andrew Firth) - ბრიტანელი მსახიობი, პრემია "ოსკარის" ლაურეატი.(იხილეთ ვიდეო)

აბებე ბიკილა
1960 წლის 10 სექტემბერს რომში XVII-ე ოლიმპიურ თამაშებზე მარათონულ რბენაზე სენსაციური გამარჯვება ყველასთვის უცნობმა ეთიოპელმა მორბენალმა აბებე ბიკილამ(Abebe Bikila 1932-1973) მოიპოვა, რომელმაც მარათონზე ფეხშიშველმა ირბინა.  შემდეგ ოლიმპიურ თამაშებში ტოკიოში მან კვლავ გამარჯვება მოიპოვა. (იხილეთ ვიდეო)

როდ სტიუარტი
1964 წლის 10 სექტემბერს როდ სტიუარტმა (Rod Stewart - ბრიტანელი მომღერალი და სიმღერების ავტორი) თავისი პირველი სინგლი «Good Morning, Little Schoolgirl» ჩაწერა. (იხილეთ ვიდეო)

Guy Ritchie and madonna
1968 წლის 10 სექტემბერს დაიბადა გაი რიჩი (Guy Stuart Ritchie) - ბრიტანელი რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი, მადონას(Madonna Louise Ciccone) ყოფილი მეუღლე.  (იხილეთ ვიდეო)

პაბლო პიკასო „გერნიკა
1981 წლის 10 სექტემბერს პაბლო პიკასოს (Pablo Picasso 1881-1973) ცნობილი ნახატი „გერნიკა“ (Guernica) დაბრუნდა ესპანეთში და მადრიდის პრადოს მუზეუმში (Museo del Prado) განთავსდა. მხატვრის ანდერძში მითითებული იყო, რომ სურათის დაბრუნება მხოლოდ ქვეყანაში ფაშიზმის დაცემისა და დემოკრატიის  აღდგენის შემთხვევაში მოხდებოდა. (იხილეთ ვიდეო)

კასპაროვი და კარპოვი 
1984 წელს მსოფლიო ჩემპიონობისთვის მატჩი ჭადრაკში ანატოლი კარპოვსა (Анатолий Карпов დაიბადა 1951 წელს, ჭადრაკში მსოფლიოს მეთორმეტე ჩემპიონი, საერთაშორისო გროსმეისტერი) და გარი კასპაროვს (Гарри Каспаров (ნამდვილი გვარი - ვაინშტეინი), დაიბადა 1963 წელს აზერბაიჯანში, ბაქოში, ჭადრაკში მსოფლიოს მეცამეტე ჩემპიონი, საერთაშორისო გროსმეისტერი, საუკეთესო მოჭადრაკის პრიზის მფლობელი „საჭადრაკო ოსკარი“ 1982 – 1983 წლებში) შორის დაიწყო. მატჩი რეკორდული ხანგძლივობის გამოდგა და მან 5 თვეზე მეტი გასტანა. (იხილეთ ვიდეო)

ფილ კოლინზი
1988 წლის 10 სექტემბერს ხუთნახევარ წლიანი ინტერვალის შემდეგ ფილ კოლინზმა (Philip Collins - დაიბადა 1951 წელს, ბრიტანელი მუსიკოსი და სიმღერების ავტორი,  ჯგუფ „Genesis“-ის ვოკალისტი და დრამერი, რომელმაც შემდგომ წარმატებული სოლ-კარიერა გააგრძელა) საკუთარი წარმატება გაიმეორა  და სიმღერით «a groovy kind of love» ბრიტანულ ჰიტ-აღლუმში მოწინავე პოზიცია  დაიკავა. (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE