19.04.2024
KA  
 
3 სექტემბერი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
02.09.2023
ფოტო

სან-მარინო
301 წლის 3 სექტემბერს დაფუძნდა სან-მარინო (San Marino)- ყველაზე ძველი სახელმწიფო ევროპაში. (იხილეთ ვიდეო)

ალფრედ ნობელი
1864 წლის 3 სექტემბერს სტოკჰოლმში (Stockholm - შვედეთის დედაქალაქი ) გამაყრუებელმა აფეთქებამ  ალფრედ ნობელის(Alfred Bernhard Nobel 1833 – 1896  (ფსევდონიმი - სიკვდილის გამყიდველი) -  შვედი ქიმიკოსი, ინჟინერი, დინამიტის ( ბერძნ. δυναμις — ძალა - ნივთიერებათა ნაზავი, რომელიც წარმოადგენს აბსორბენტს შეზავებულს ნიტროგლიცერინთან) გამომგონებელი. უანდერძა თავისი უზარმაზარი ქონება რათა დაარსებულიყო „ნობელის პრემია“ (Nobel Prize). მის პატივსაცემად სინთეზირებულ ქიმიურ ელემენტს დაარქვეს „ნობელი“, აგრეთვე ნობელის სახელობისაა ფიზიკა-ქიმიური ინსტიტუტი სტოგჰოლმში) ლაბორატორია  მიწასთან გაასწორა, სადაც იგი მამასთან ერთად იმყოფებოდა და ექსპერიმენტს ნიტროგლიცერინზე ატარებდა. აფეთქების შედეგად იქ მყოფი რამდენიმე დამხმარე პერსონალი და ალფრედის უმცროსი ძმა ემილი დაიღუპნენ. ალფრედის მამა მწუხარებისგან გარდაიცვალა, მიუხედავად ამისა ალფრედს თავისი ცდები არ შეუჩერებია და სამი წლის შემდეგ მიიღო პატენტი დინამიტის (Dynamite) დამზადებაზე. (იხილეთ ვიდეო)   

ფერდინანდ პორშე
1875 წლის 3 სექტემბერს დაიბადა ფერდინანდ პორშე (Ferdinand Porsche 1875 – 1951)  - XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ავსტრიელი ავტომობილებისა და ბრონირებული ტექნიკის მწარმოებელი, კომპანია Porsche-ს (Porsche Automobil Holding SE) დამფუძნებელი. აგრეთვე ცნობილია, როგორც ავტოწარმოების ისტორიაში ყველაზე პოპულარული ავტომობილი Volkswagen Käfer-ის შემქმნელი. (იხილეთ ვიდეო)

1922 წლის 3 სექტემბერს დაიბადა ივანე(ვანო) ელერდაშვილი,თბილისი(1922-1992)სახელოვანი ქართველი ჩოგბურთელი.საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი.ორჯერ შედიოდა სსრკაშირის უძლიერეს ათეულ შორის(1944-1945).პირველ საკავშირო სპარტაკიადაზე(1956)საქართველოსნაკრების კაპიტანი/საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი.

 

ელ ჯერდინი
1942 წლის 3 სექტემბერს დაიბადა ელ ჯერდინი (Alan Charles Jardine) - ამერიკული მუსიკოსი და სიმღერების ავტორი, ჯგუფი «The Beach Boys»-ის გიტარისტი და ვოკალისტი. (ჯგუფის ვებ-გვერდი) (იხილეთ ვიდეო)

ჩარლი შინი
1965 წლის 3 სექტემბერს დაიბადა ჩარლი შინი (ნამდვილი სახელი - კარლოს ირვინ ესტევესი) (Charlie Sheеn — Carlos Irwin Estévez) - ამერიკელი მსახიობი, მსახიობი მარტინ შინის (Martin Sheen) შვილი. (იხილეთ ვიდეო)

ჟულიო სეზარი
1979 წლის 3 სექტემბერს დაიბადა ჟულიო სეზარი (Júlio César Soares de Espíndola) -  ბრაზილიელი ფეხბურთელი, ბრაზილიის ნაკრების მეკარე. (იხილეთ ვიდეო)

გარეტ ჰედლანდი
1984 წლის 3 სექტემბერს დაიბადა გარეტ ჰედლანდი (Garrett John Hedlund) - ამერიკელი მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE