24.04.2024
KA  
 
1 სექტემბერი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
31.08.2023
ფოტო

მერილინ მილერი
1898 წლის 1 სექტემბერს დაიბადა მერილინ მილერი (Marilyn Miller — Mary Ellen Reynolds 1898 – 1936) - ამერიკელი მოცეკვავე და მსახიობი, მისი სახელი როგორც თავისი სამსახიობო ფსევდონიმის შემადგენელი ნაწილი მიიღო მერილინ მონრომ (Marilyn Monroe 1926 – 1962). (იხილეთ ვიდეო)

A Trip to the Moon
1902 წლის 1 სექტემბერს საფრანგეთის ეკრანებზე მსოფლიოში პირველი სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმი „მოგზაურობა მთვარეზე“(A Trip to the Moon) გამოვიდა, რეჟისორი ჟორჟ მელიესი (Georges Méliès 1861-1938). (იხილეთ ვიდეო)

თამარ აბაკელია
1905 წლის 1 სექტემბერს დაიბადა თამარ აბაკელია (1905 – 1953) - ქართველი მოქანდაკე, გრაფიკოსი, კინოსა და თეატრის მხატვარი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1942).

როკი მარჩიანო
1923 წლის 1 სექტემბერს დაიბადა როკი მარჩიანო (ნამდვილი სახელი როკი ფრენსის მარკეჯიანო) (Rocky Marciano - Rocco Francis Marchegiano 1923 – 1969) - ლეგენდარული ამერიკელი მოკრივე-პროფესიონალი, მსოფლიოს ჩემპიონი სუპერმძიმე წონაში, მოკრივე, რომელსაც არასდროს არ წაუგია პროფესიონალურ რინგზე (მოყვარულებში აქვს წაგებული). პროფესიონალური კარიერის დასასრულის შემდეგ გახდა წარმატებული ბიზნესმენი. (იხილეთ ვიდეო)

მეორე მსოფლიო ომი
1939 წლის 1 სექტემბერს დაიწყო მეორე მსოფლიო ომი (გრძელდებოდა 1945 წლის 2 სექტემბრამდე, მსოფლიოს ორი სამხედრო-პოლიტიკური კოალიციის შეიარაღებული კონფლიქტი, რომელიც გახდა მსოფლიო კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მსხვილი საომარი დაპირისპირება, რომელშიც ჩართული იყო 62 ქვეყანა, რომელთაგან 37 საბრძოლო მოქმედებებში მიიღო მონაწილეობა, მეორე მსოფლიო ომში სხვადასხვა ცნობებით 50 დან - 70 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა). (იხილეთ ვიდეო)

ბარი გიბი
1947 წლის 1 სექტემბერს დაიბადა ბარი გიბი (Barry Alan Crompton Gibb) - ბრიტანელი მუსიკოსი, ჯგუფი «Bee Gees»-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მომღერალი, კომპოზიტორი და მუსიკალური პროდიუსერი. (ჯგუფის ვებ-გვერდი) (იხილეთ ვიდეო)  

გლორია ესტეფანი
1957 წლის 1 სექტემბერს დაიბადა გლორია ესტეფანი (Gloria Estefan — Gloria María Milagrosa Fajardo) - კუბური წარმოშობის ამერიკელი მომღერალი და სიმღერების ავტორი. (მუსიკოსის ვებ-გვერდი) (იხილეთ ვიდეო)

ლაინერი „ტიტანიკის“ დარჩენილი ნაწილი
1985 წლის 1 სექტემბერს  ამერიკულ-ფრანგულმა ეკსპედიციამ დაახლოებით 4 000 მეტრ სიღრმეში 1912 წელს აისბერგთან შეჯახების შედეგად ჩაძირული ლაინერი „ტიტანიკის“ (Titanic) ნაწილები აღმოაჩინა. (იხილეთ ვიდეო)

1986 წლის 1 სექტებმბერს დაიბადა გაელ მონფისი 

 

 

Tokio Hotel
1989 წლის 1 სექტემბერს დაიბადნენ ტყუპები ტომი (გიტარისტი) და ბილ კაულიცები (ვოკალისტი) - გერმანელი მუსიკოსები, ჯგუფი «Tokio Hotel»-ის დამფუძნებლები და წევრები. (ჯგუფის ვებ-გვერდი) (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE