29.03.2024
KA  
 
23 ოქტომბერი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
22.10.2023
ფოტო

ჯანი როდარი
1920 წლის 23 ოქტომბერს დაიბადა ჯანი როდარი (Gianni Rodari 1920 – 1980) - იტალიელი საბავშვო მწერალი და ჟურნალისტი („ჩიპოლინოს თავგადასავალი“, „ჯელსომინოს ჯადოსნური ხმა“).  (იხილეთ ვიდეო)

თამაზ გამყრელიძე
1929 წლის 23 ოქტომბერს დაიბადა თამაზ გამყრელიძე (1929–2021) - ქართველი ენათმეცნიერი, 2005-2013 წლებში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. (იხილეთ ვიდეო)

პელე
1940 წლის 23 ოქტომბერს დაიბადა პელე  (Pele, ნამდვილი სახელი - Edison Arantes do Nascimento 1940–2022) - გამოჩენილი ბრაზილიელი ფეხბურთელი, რომელსაც გადაეცა უმაღლესი საფეხბურთო ჯილდო - „ფეხბურთის მეფე“. (იხილეთ ვიდეო)

მაიკლ კრაიტონი
1942 წლის 23 ოქტომბერს დაიბადა მაიკლ კრაიტონი (John Michael Crichton 1942 – 2008) - ამერიკელი ფანტასტიური ჟანრის მწერალი, რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი. (იხილეთ ვიდეო)

რობერტ ტრუჰილიო
1964 წლის 23 ოქტომბერს დაიბადა რობერტ ტრუჰილიო (Robert Trujillo) - მექსიკური წარმოშობის ამერიკელი მუსიკოსი, ბასისტი. მოღვაწეობდა მრავალ ცნობილ ჯგუფში, ამჟამად ჯგუფი Metallica-ს ბასისტია.  (იხილეთ ვიდეო)

რაიან რეინოლდსი
1976 წლის 23 ოქტომბერს დაიბადა რაიან რეინოლდსი (Ryan Rodney Reynolds) - კანადელი მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

ემილია კლარკი
1987 წლის 23 ოქტომბერს დაიბადა ემილია კლარკი (Emilia Clarke) - ინგლისელი მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

 
 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE