29.03.2024
KA  
 
13 ოქტომბერი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
12.10.2023
ფოტო

რუდოლფ ვირხოვი
1821 წლის 13 ოქტომბერს დაიბადა რუდოლფ ვირხოვი (Rudolf Ludwig Karl Virchow 1821 – 1902) - XIX საუკუნის მეორე ნახევრის გამოჩენილი გერმანელი მეცნიერი და პოლიტიკური მოღვაწე, ექიმი, პათოლოგოანატომი, ჰისტოლოგი, ფიზიოლოგი. (იხილეთ ვიდეო)

ზიგმუნდ ფროიდი
1900 წლის 13 ოქტომბერს გამოვიდა ზიგმუნდ ფროიდის (Sigmund Freud- გამოჩენილი ავსტრიელი ფსიქოლოგი, ფსიქიატრი და ნევროლოგი 1856 – 1939) წიგნი „სიზმრის ანალიზი“ (The Interpretation of Dreams). (იხილეთ ვიდეო)

არტ ტეიტუმი
1909 წლის 13 ოქტომბერს დაიბადა არტ ტეიტუმი (Arthur "Art" Tatum 1909 – 1956)- ამერიკელი ჯაზ-პიანისტი, ფენომენალური ტექნიკის მფლობელი. (იხილეთ ვიდეო)

მარგარეტ ტეტჩერი
1925 წლის 13 ოქტომბერს დაიბადა მარგარეტ ტეტჩერი (Margaret Hilda Thatcher, Baroness Thatcher of Kesteven 1925-2013) - ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი (1979 – 1990 წლებში). (იხილეთ ვიდეო)

რაიმონ კოპა
1931 წლის 13 ოქტომბერს დაიბადა რაიმონ კოპა (Raymond Kopa — Raymond Kopaszewski 1931-2017) - პოლონური წარმოშობის ფრანგი ფეხბურთელი, ევროპის 1958 წლის საუკეთესო ფეხბურთელი. (იხილეთ ვიდეო)

საველი კრამაროვი
1934 წლის 13 ოქტომბერს დაიბადა საველი კრამაროვი (Саве́лий Ви́кторович Кра́маров 1934 - 1995) - საბჭოთა და რუსი კომედიური ჟანრის მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

პოლ საიმონი
1941 წლის 13 ოქტომბერს დაიბადა პოლ საიმონი (Paul Frederic Simon) - ამერიკელი მუსიკოსი, პოეტი, მსახიობი და კომპოზიტორი. (იხილეთ ვიდეო)

ნანა ალექსანდრია
1943 წლის 13 ოქტომბერს დაიბადა ნანა ალექსანდრია - ქართველი და საბჭოთა მოჭადრაკე, გროსმეისტერი, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1971).

სემი ჰაგარი
1947 წლის 13 ოქტომბერს დაიბადა სემი ჰაგარი (Sammy Hagar) - ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და გიტარისტი, ჯგუფი «Van Halen»-ის ყოფილი ვოკალისტი. (იხილეთ ვიდეო)

ანტონიო დი ნატალე
1977 წლის 13 ოქტომბერს დაიბადა ანტონიო დი ნატალე (Antonio Di Natale) - იტალიელი ფეხბურთელი. (იხილეთ ვიდეო)

უეს ბრაუნი
1979 წლის 13 ოქტომბერს დაიბადა უეს ბრაუნი (Wes Brown) - ინგლისელი ფეხბურთელი. (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE