23.04.2024
KA  
 
1 ოქტომბერი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
30.09.2023
ფოტო

Bordeaux
1881 წლის 1 ოქტომბერს საფრანგეთში საფეხბურთო კლუბი „ბორდო“ (FC Girondins de Bordeaux) შეიქმნა. კლუბის ვებ-გვერდი   (იხილეთ ვიდეო)

Ford Model T
1908 წლის 1 ოქტომბერს ჰენრი ფორდმა თავისი ახალი მოდელის ავტომობილი “Ford Model T” გამოუშვა, რომელიც თავისი დაბალი ფასის (850 დოლარი), გამძლეობისა და ეკონომიურობის გამო XX საუკუნის პირველი მეოთხედის ყველაზე პოპულარულ ავტომობილად იქცა. 1927 წლისთვის ამ მოდელის 15 მილიონი ავტომობილი გაიყიდა. (იხილეთ ვიდეო)

ჯიმი კარტერი
1924 წლის 1 ოქტომბერს დაიბადა ჯიმი კარტერი (Jimmy Carter) - აშშ-ს 39-ე პრეზიდენტი (1977—1981 წლებში). (იხილეთ ვიდეო)

ფილიპ ნუარე
1930 წლის 1 ოქტომბერს დაიბადა ფილიპ ნუარე (Philippe Noiret 1930 – 2006) - ფრანგი მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

ჯული ენდრიუსი
1935 წლის 1 ოქტომბერს დაიბადა ჯული ენდრიუსი (Julie Elizabeth Andrews) - ბრიტანული წარმოშობის ამერიკელი მსახიობი, მომღერალი და მწერალი, პრემია „ოსკარის“ მფლობელი. (იხილეთ ვიდეო)

ჟან-ჟაკ ანო
1943 წლის 1 ოქტომბერს დაიბადა ჟან-ჟაკ ანო (Jean-Jacques Annaud) - ფრანგი რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი, პრემია „ოსკარის“ მფლობელი. (იხილეთ ვიდეო)

Mariska Veres
1947 წლის 1 ოქტომბერს დაიბადა მარიშკა ვერეში (Mariska Veres 1948 - 2006) - ჰოლანდიური ჯგუფი «Shocking Blue»-ს ვოკალისტი, იგი ცნობილი გახდა სიმღერა «Venus»-ის დამსახურებით, რომელიც 1970 წელს თითქმის ყველა ქვეყნის ჰიტ-აღლუმების სათავეში მოექცა. (იხილეთ ვიდეო)

Запорожец
1960 წლის 1 ოქტომბერს კონვეირიდან გაეშვა პირველი ავტომობილი «Запорожец»-ი, რომელმაც ხალხში მეტსახელი „კუზიანი“ (горбатый) მიიღო. (იხილეთ ვიდეო)

Walt Disney World
1971 წლის 1 ოქტომბერს ფლორიდაში (Florida - აშშ-ს შტატი) გაიხსნა მსოფლიოში ყველაზე მსხვილი გართობის ადგილი „Disney World“-ი. (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE