26.04.2024
KA  
 
27 ნოემბერი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
26.11.2023
ფოტო

პლატონ იოსელიანი
1809 წლის 27 ნოემბერს დაიბადა პლატონ იოსელიანი (1809 – 1875) - ქართველი ისტორიკოსი. 

კონსტანტინე აფხაზი
1867 წლის 27 ნოემბერს დაიბადა კონსტანტინე აფხაზი (1867 – 1923) - ქართველი საზოგადო, პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე. (იხილეთ ვიდეო) 

ალფრედ ნობელი
1895 წლის 27 ნოემბერს ალფრედ ნობელმა (Alfred Bernhard Nobel 1833 – 1896 - გამოჩენილი შვედი ქიმიკოსი, ინჟინერი) ხელი მოაწერა თავის ანდერძს, რომლის მიხედვითაც მისი მემკვიდრეობა გადავიდა „ნობელის პრემიის“ (Nobel Prize - ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო პრემია, რომელიც გადაეცემა მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევების, რევოლუციური გამოგონების ან საზოგადოებისა და კულტურის განვითარებაში მიღებული განსაკუთრებული ღვაწლისათვის) ფონდში. (იხილეთ ვიდეო)    

კონოსუკე მაცუსიტა
1894 წლის 27 ნოემბერს დაიბადა კონოსუკე მაცუსიტა (Konosuke Matsushita 1894 – 1989) - იაპონელი ბიზნესმენი, კომპანია „Matsushita Electric“-ის დამფუძნებელი, რომელიც ცნობილია საყოფაცხოვრებო ელექტრო საქონელი „Panasonic“-ის ბრენდის სახელით. (იხილეთ ვიდეო)

JDC
1914 წლის 27 ნოემბერს უმსხვილესი ებრაული საქველმოქმედო ორგანიზაცია (American Jewish Joint Distribution Committee) შეიქმნა (შემოკლებით - JDC). ორგანიზაციის შტაბ-ბინა ნიუ-ორკშია განთავსებული. (იხილეთ ვიდეო)

ბრიუს ლი
1940 წლის 27 ნოემბერს დაიბადა ბრიუს ლი (Bruce Lee 1940 - 1973)  - აღმოსავლური ორთაბრძოლების ოსტატი, ამერიკელი და ჰონკონგელი მსახიობი, პროდიუსერი, სცენარისტი, საბრძოლო სცენების დამდგმელი-რეჟისორი.  (იხილეთ ვიდეო) 

ჯიმი ჰენდრიქსი
1942 წლის 27 ნოემბერს დაიბადა ჯიმი ჰენდრიქსი  (სრული სახელი ჯონი ალენ ჰენდრიქსი)  (Jimi Hendrix - Johnny Allen Hendrix 1942 - 1970) - გამოჩენილი ამერიკელი გიტარისტი, მომღერალი და კომპოზიტორი. (იხილეთ ვიდეო) 

ბორის გრებენშიკოვი
1953 წლის 27 ნოემბერს დაიბადა ბორის გრებენშიკოვი (Борис Гребенщиков) - რუსი პოეტი, მუსიკოსი, ჯგუფი «Аквариум»-ის ლიდერი.  (იხილეთ ვიდეო)  

ჩარლი ბენატე  
1962 წლის 27 ნოემბერს დაიბადა ჩარლი ბენატე  (Charlie Benante) - ამერიკელი მუსიკოსი, მეტალ-ჯგუფი„Anthrax“-ის დრამერი.   (იხილეთ ვიდეო) 

მაიკ ბორდინი
1962 წლის 27 ნოემბერს დაიბადა მაიკ ბორდინი (Mike Bordin) - ამერიკელი მუსიკოსი, როკ-ჯგუფი „Faith No More“-ს დრამერი. (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE